კალმახა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახა
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 12:00
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი newsmile045.gif

ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.

რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან newsmile05.gif
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე newsmile05.gif პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ newsmile05.gif პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.

ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები





ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.



ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს newsmile05.gif დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.



არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... newsmile05.gif
გისურვებთ წარმატებებს newsmile045.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
11 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (105 - 119)
koba1973
პოსტი Apr 28 2016, 21:09
პოსტი #106


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემს სოკოს ლოკოკინა შეეჩვია და იძულებული გაგვხადა გადამწყვეტი ზომები მიგვეღო. საწყალი თავის ღორმუცელობას შეეწირა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 28 2016, 21:49
პოსტი #107


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




koba1973
რით შეებრძოლეთ? ან რამე პრევენციული საშუალება არარის თადარიგი რო დავიჭირო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Apr 28 2016, 22:43
პოსტი #108


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხელით. ალბათ რამე იქნება მაგრამ სანამ შევიძენ სოკოს სულ გადაჭამენ. მე ერთი მეგონა და მთელი არმადა ყოფილა. ამ დროს გამოდიამ ეტყობა საჭმელად. 11 ცალი კიდევ ვნახე. თუ ასე გაგრძელდა სოკოს აღარ დამიტოვებენ vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 28 2016, 23:56
პოსტი #109


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




koba1973
რაღაცეები გადავქექე რამდენიმეგან წერია ლოკოკინაზე ბაღის გარშემო მარილის დაყრა შველიცო და სცდეთ აბა კუნძებს შემოუყარეთ მარილი გარშემო
ხო აგროვიტასაც მოვწერე და რო მიპასუხებენ დავდებ მაგასაც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Apr 29 2016, 06:54
პოსტი #110


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(chele @ 19th April 2016 - 18:13) *
ლოქორა გიჭამს ეტყობა. მაგას მარილი ვერ უშველის. ღამის რეიდები უნდა. რამდენიმეჯერ გადი ღამით ლოქორებზე სანადიროდ. რამოდენიმე დღეში ყველას წამოკრეფავ. ძალიან ანადგურებს სოკოს. წარმოიდგინე ასანთის თავის ხელები რომაა სოკო რამდენიმე ათეული სოკოს შეჭმა შეუძლია ერთ ღამეში.

ეს ჩვენი ფორუმელის უიარაღოს პოსტია ამავე თემაში. ასე რომ მომიწევს თავის შეწუხება.

ეს კიდევ ლოქორა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 29 2016, 09:12
პოსტი #111


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



koba1973
იყიდება სპეციალური წამალი ლოკოკინის საწინააღმდეგო.მოცისფრო კუბიკებივითაა.სამთო ქიმიაში ექნებათ და ეგ ცადეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Apr 29 2016, 09:59
პოსტი #112


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(koba1973 @ 29th April 2016 - 07:54) *
ეს კიდევ ლოქორა

მაგას მარილი მიაყარე , სოკოსაც მოუხდება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 11 2016, 19:35
პოსტი #113


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მემგონი 1 კვირაში აშიშხინნდება უკვე shiverdog.gif







upload png
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 11 2016, 19:48
პოსტი #114


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29
ვაა მაგარია.
ჩემსას ჯერ არაფერი ეტყობა. ზაფხულში ვერ ვრწყავდი და ალბათ მაგიტომ. მაგის მოსარწყავი წყალი სად იყო დასალევ წყალზე ხოცავდა ხალხი ერთმანეთს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 11 2016, 20:04
პოსტი #115


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(koba1973 @ 11th September 2016 - 20:48) *
ვაა მაგარია.
ჩემსას ჯერ არაფერი ეტყობა. ზაფხულში ვერ ვრწყავდი და ალბათ მაგიტომ. მაგის მოსარწყავი წყალი სად იყო დასალევ წყალზე ხოცავდა ხალხი ერთმანეთს.

ხო მორწყვა მთავარია არ უნდა გამოშრეს კუნძი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 11 2016, 20:58
პოსტი #116


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაც ცოტა აგრილდა უკვე სისტემატურად ვრწყავ. აქამდე მართლა პრობლემა იყო წყალი და ვერ ვრწყავდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 14 2016, 19:21
პოსტი #117


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მოკლედ კაკალი სულ სხვა ყოფილა რა არასდროს მეშოკზე ესეთი ზომის და ესეთი სიმკვრივის სოკო არ დამიკრეფავს













print screen windows 7
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 14 2016, 19:44
პოსტი #118


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29
რას აკეთებ კაცო ჩვენც ხალხი ვართ შეგვიბრალე. მაგ სურათების დადება იქნებოდა?







ჩემიც მალე იქნება.







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 14 2016, 20:00
პოსტი #119


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვახ მალე იქნება კი არა ახლა წინა პოსტებზე ლოქორა გამახსენდა ჩავედი და შესეული იყვნენ. boom.gif
დავამარილე და წამოვედი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია koba1973: Sep 14 2016, 20:01
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 14 2016, 20:06
პოსტი #120


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(koba1973 @ 14th September 2016 - 20:44) *
assassin29
რას აკეთებ კაცო ჩვენც ხალხი ვართ შეგვიბრალე. მაგ სურათების დადება იქნებოდა?

მე უარეს დღეში ვარ ექიმმა დიეტა დამინიშნა 2 თვეა მწვადი არ მიჭამია გემოზე newsmile039.gif newsmile039.gif

ციტატა(koba1973 @ 14th September 2016 - 20:44) *
ჩემიც მალე იქნება.

კი 2 დღეში თქვენც ააშიშხინებთ

ციტატა(koba1973 @ 14th September 2016 - 21:00) *
დავამარილე და წამოვედი.

მგონი ჩემთანაც არიან და მარილს კუნძების გარშემო აყრით თუ ზედვე ლოკოკინებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2025 - 21:44