კალმახა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
კალმახა |
Sep 28 2010, 12:00
პოსტი
#101
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი
ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა. რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის, სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე. სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2 კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის. თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა. მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი. სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი. მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში. მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ. ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები ![]() ![]() ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად. ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს. წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ, მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას. ![]() ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ. ![]() არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... გისურვებთ წარმატებებს |
|
|
|
ვიტო კალმახა Sep 28 2010, 12:00
shotaa დღეს მომიტანენ სათ... Apr 22 2016, 10:20
ჩელე shotaa
წარმატებები... Apr 22 2016, 10:36
assassin29 free image uploader
მამიკომ სუ... Apr 23 2016, 21:48
ჩელე ეს წამვლის პროცესი... Apr 23 2016, 22:14
assassin29 ჩელე
არა რწყავს უბ... Apr 24 2016, 00:30
koba1973 ჩემს სოკოს ლოკოკინ... Apr 28 2016, 21:09
assassin29 koba1973
რით შეებრძოლეთ... Apr 28 2016, 21:49
koba1973 ხელით. ალბათ რამე ი... Apr 28 2016, 22:43
assassin29 koba1973
რაღაცეები გადა... Apr 28 2016, 23:56
koba1973 ციტატა(chele @ 19th April 2016 ... Apr 29 2016, 06:54
kajuberi koba1973
იყიდება სპეცია... Apr 29 2016, 09:12
ჯოლა ციტატა(koba1973 @ 29th April 2016... Apr 29 2016, 09:59
assassin29 მემგონი 1 კვირაში ა... Sep 11 2016, 19:35
koba1973 assassin29
ვაა მაგარია.
ჩ... Sep 11 2016, 19:48
assassin29 ციტატა(koba1973 @ 11th September ... Sep 11 2016, 20:04
koba1973 რაც ცოტა აგრილდა უ... Sep 11 2016, 20:58
assassin29 მოკლედ კაკალი სულ ... Sep 14 2016, 19:21
koba1973 assassin29
რას აკეთებ კაც... Sep 14 2016, 19:44
koba1973 ვახ მალე იქნება კი ... Sep 14 2016, 20:00
assassin29 ციტატა(koba1973 @ 14th September ... Sep 14 2016, 20:06
koba1973 ციტატა(levani mgebrishvili @ 14th... Sep 14 2016, 20:18
assassin29 ციტატა(koba1973 @ 14th September ... Sep 14 2016, 20:33
A_R_E_S გამარჯობა ხალხნო
... Sep 15 2016, 18:47
koba1973 ციტატა(levani mgebrishvili @ 14th... Sep 15 2016, 19:08
assassin29 ციტატა(A_R_E_S @ 15th September 2... Sep 15 2016, 20:27
უიარაღო A_R_E_S
წიფელი აუცილებ... Sep 16 2016, 09:48
ჩელე ვაააახ... მე წიფელზე... Sep 19 2016, 19:42
koba1973 ციტატა(uiaragho @ 16th September ... Sep 19 2016, 20:12
assassin29 ციტატა(chele @ 19th September 201... Sep 19 2016, 20:45
უიარაღო ჩელე
მოისხამს აუც... Sep 20 2016, 08:34
koba1973 ციტატა(levani mgebrishvili @ 19th... Sep 20 2016, 12:17
ჩელე მაისი იყო მგონი კა... Sep 20 2016, 16:55
koba1973 ციტატა(chele @ 20th September 201... Sep 20 2016, 18:17
assassin29 მე ერთხელ ან ორჯერ ... Sep 20 2016, 19:36
A_R_E_S მადლობა მეგობრებო ... Sep 24 2016, 09:49
koba1973 A_R_E_S
არ დაერხევა. ბუ... Sep 24 2016, 11:24
assassin29 ამ წამს დავბრუნდი ... Sep 28 2016, 20:07
koba1973 კვირაზე მეტია ყოვე... Sep 28 2016, 20:20
assassin29 ციტატა(koba1973 @ 28th September ... Sep 28 2016, 20:54
ჩელე ლოქორა რა მოხელე ... Sep 29 2016, 09:09
assassin29 ციტატა(chele @ 29th September 201... Sep 29 2016, 15:06
koba1973 ციტატა(chele @ 29th September 201... Sep 29 2016, 17:31
ჩელე ეგ ვაგიგე რომ ცუდი... Sep 29 2016, 18:11
assassin29 ჩელე
ლოქორა, ლოფორ... Sep 29 2016, 19:20
koba1973 http://radikal.ru/big/3c84b4f6272842c2a2d5f234afed... Sep 30 2016, 02:57
ჩელე გეთქვათ კაცო ლოკოკ... Sep 30 2016, 12:52
ჩელე გუშინწინ სულ შემთხ... Oct 5 2016, 14:34
assassin29 ჩელე
ბარაქა ბარაქ... Oct 5 2016, 22:24
ჩელე გაიხარე... ეხლა დავ... Oct 5 2016, 22:43
უიარაღო მაგარი სოკოა . დამი... Oct 6 2016, 08:46
ჩელე გუშინ მოვკრიფე ბოლ... Oct 10 2016, 11:20
თაზო ჩელე
რად გინდა ამდ... Oct 10 2016, 22:03
assassin29 ციტატა(chele @ 10th October 2016 ... Oct 10 2016, 23:13
ჩელე თაზო
შენ კიდევ ცოც... Oct 11 2016, 09:44
უიარაღო ბოღლიწის ნაყენი უნ... Oct 11 2016, 10:07
ჩელე ციტატა(uiaragho @ 11th October 20... Oct 11 2016, 10:49
თაზო ჩელე
ციტატა(chele @ 11th... Oct 12 2016, 12:59
fisher leo \n
\n
\n
ეს მოვკრ... Oct 14 2016, 06:49
koba1973 სალამი ყველას.
წელ... Jun 3 2017, 13:21
უიარაღო koba1973
რამდენი წლის წ... Jun 3 2017, 15:46
koba1973 საქმეც ეგაა რომ შა... Jun 4 2017, 06:39![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th October 2025 - 06:30 |