საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016" |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2016.
შეჯიბრი ჩატარდება მჭადიჯვრის მიმდებარე მინდვრებში 27-28-29 ან 28-29 მაისს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე. ზოგადი წესები: 1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია: 1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა 1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია; 2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად; 3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად. 3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ. თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან. ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც 4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც; 5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან; 6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. 7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით; 8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები; 9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე; 10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე; 11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას. ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან იქნებიან: 1. გია ადიკაშვილი; 2. რამაზ კენჭიაშვილი 3. ნოდარ როსტიაშვილი კენჭისყრა ჩატარდება ოთხშაბათს 25 მაისს 20:00 საათზე ყოფილი იპოდრომის შესასვლელთან (სადაც გამოფენები ტარდებოდა) მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !! წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით „ოჩოპინტრე“-ს გამგეობა წამსვლელთა შეკრება, ბარამბოსთან |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 21:48 |