საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016", რეპორტი (18-19 მაისი 2016 წელი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
საველე შეჯიბრი "ოჩოპინტრეს თასი -2016", რეპორტი (18-19 მაისი 2016 წელი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც მოგეხსენებათ ჩვენს კლუბს "ოჩოპინტრე" ტრადიციად ექცა მეძებრების საველე შეჯიბრის ჩატარება მწყერზე ყოველწლიურად და შეჯიბრს დაერქვა "ოჩოპინტრეს თასი".
"ოჩოპინტრეს თასი" ყოველწლიურად იმართებოდა სანადირო სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ პერიოდში საშეჯიბრო მინდორი და ფრინველის რაოდენობა მუდამ პრობლემას წარმოადგენდა გადავწყვიტეთ ფორმატი ოდნავ შეგვეცვალა და გაზაფხულზე გადმოგვეტანა. ამიტომაც შეჯიბრი დაანონსდა 28-29 მაისს და ჩატარების ადგილი გადაწყდა სოფ. მჭადიჯვრის მიმდებარე მინდვრები. დავუკავშირდით ექსპერტებს: ნოდარ როსტიაშვილს, გია ადიკაშვილს და რამაზ კენჭიაშვილს, რომლებიც დაგვთანხმდნენ შეჯიბრის ექსპერტობას და გვერდით დაგვიდგნენ ყველანაირად და ამიტომ აქვე ვუხდი ამ ადამიანებს დიდ მადლობას. ![]() მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და შაბათს დილის 5 საათზე შევხვდით ერთმანეთს ბარამბოს ქარხანასთან, კოლონად დავიძარით მინდვრისკენ და რაფერც გვჩვევია მივპარკინგდით ტროტუარებზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გავშალეთ ჩვენი საფირმო ფანჩატური, საფირმო მაგიდა, დავასხით საფირმო ყავა და ამოვალაგეთ საფირმო ბუტერბროტები (მერე რა, რომ ნუკრამ ძეხვები მოიპარა და სამმაგი ბუტერბროტი მიირთვა სხვის ხარჯზე) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მინდორი ჩვეულ ფორმაში დაგვხვდა... პ.ს. ხონდრორიცი არაფერ შუაშია ![]() შესრულდა თუ არა 6 საათი დაიწყო შეჯიბრი და შევესიეთ ძაღლიან პატრონიანა, ექსპერტიან ფოტოგრაფიანა მინდორს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ერთ-ერთმა ძაღლმა(სახელ და გვარს არ დავასახელებ) I ხარისხზე იმუშავა თავისი აპორტირებით, მაგრამ ზღარბი ვერ აფრინდა სამწუხაროდ... ![]() ![]() ჩამთავრდა პირველი დღე... ბუტერბროტების მიუხედავად მაინც მოგვშივდა, მერე გაგვახსენდა კუჭის კანონი და მივმართეთ ნაცად ხერხს... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასე გაილია დღე პირველი იგი, ვითარცა თვის ბოლოს ბარათზე ფული... დავბრუნდით სახლებში დაქანცულები, ღამე მოვამზადეთ ისევ ბუტერბროტ-ყავები და თავს უფლება მივეცით გასვლამდე ცოტაოდენი წაგვეძინა.... კვირას შევუდექით ისევ სამზადისს, შევიკრიბეთ დათქმულ დროს დათქმულ ადგილას, დავიძარით მინდვრისკენ და ა.შ.... (სრულად იხ. ზემოთ) ![]() დაიწყო მეორე დღის ძაღლების გამოცდაც... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მიუახლოვდა შეჯიბრი დასასრულს. ექსპერტებმა დაიწყეს ქულების დათვლა და ჩვენც შევუდექით დაჯილდოვების სამზადისს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გაგრინსკიმ სურათი გადაგვიღეო ![]() გადავუღე და მერე რაღაც კუნტრაჟურიო და აქედან გადამაღებინა. რა უნდა თვითონაც არ იცის... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სანამ კულმინაციაზე გადავალთ შეძლებისდაგვარად წარმოგიდგენთ მონაწილეებს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ, მოახლოვდა გამარჯვებულების დასახელების დროც. I ადგილი: გოგა კელაპტრიშვილის პოინტერი "ლულუ" - 76 ქულით და III ხ/დ II ადგილი : ლაშა თევზაძის ინგ. სეტერი "რიჩი" - 76 ქულით და III ხ/დ III ადგილი : რომან გოგოლაძის კურცჰაარი "ვენდი" - 74 ქულით და III ხ/დ ![]() ![]() ![]() ასევე "ოჩოპინტრეს" დაწესებული ქონდა ორი პრიზი: "საუკეთესო მგეშავი" და "ოჩოპინტრეს სიმპათია" "საუკეთესო მგეშავი" გადმომეცა მე, თქვენს მონა მორჩილს ლაშა თევზაძეს. "ოჩოპინტრეს სიმპათია" კი დაიმსახურა დათო ჯიღაურის კურცჰაარმა "ბუბუ" ![]() რა ორგანიზატორი და მიკერძოებული გამოვიდოდი ეხლა ეს სურათები რომ არ დამედო... ![]() ![]() ![]() ![]() ბოლოს, როგორც გვჩვევია შევქუჩდით ერთად და გადავიღეთ ერთობლივი ფოტო. ფოტო რომელიც შევა ისტორიაში და მომავალი თაობები აღიზრდება ამ ფოტოთი ![]() აქვე მოგახსენებთ მონაწილეთა შედეგებს: 1. ლაშა თევზაძე - ინგ. სეტერი "რიჩი": 76 ქულა III ხ/დ 2. იგორ გორდაძე - ინგ. სეტერი "დენდი": გაეკიდა 3. ალეკო თალაშვილი - ინგ. სეტერი "ბობი": დიპლომის გარეშე 4. მირიან ჯალაღონია - პოინტერი "სუზი": უფრინველოდ 5. გიორგი თარხნიშვილი - კურცჰაარი "პერი": 71 ქულა III ხ/დ 6. იკა აბრამაშვილი - პოინტერი "როკი": 70 ქულა III ხ/დ 7. ბადრი ცატავა - ინგ. სეტერი "მესი": 73 ქულა III ხ/დ 8. ლაშა ძაძამია - კურცჰაარი "ჯეკა": უფრინველოდ 9. გოგა კელაპტრიშვილი - პოინტერი "ლულუ": 76 ქულა III ხ/დ 10. გრიოგი შეყილაძე - კურცჰაარი "გაბი": უფრინველოდ 11. ზაზა სოლომნიშვილი - პოინტერი "ჯინა": 74 ქულა III ხ/დ 12. რომან გოგოლაძე - კურცჰაარი "ვენდი": 74 ქულა III ხ/დ 13. ლევან ასიტაშვილი - კურცჰაარი "გაბი": უფრინველოდ 14. დათო ჯიღაური - კურცჰაარი "ბუბუ": უფრინველოდ ახლა დროა დაგემშვიდობოთ. მაგრამ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არ განახოთ ზახარას უბადლო ნიჭი მსახიობობისა და ნიჭი მიმიკების ცვალებადობისა... ![]() და ბოლოს ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ექსპერტებს, "ოჩოპინტრეს" გამგეობას და ზახარას გვერდით დგომისთვის და დახმარებისთვის! მადლოაბს ვუხდით მაღაზიათა ქსელს " ბუნება" კალორიული პრიზებისთვის დაკა დოლი , გაწი გარმონი . შენ დაუკააააააარ!!! |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Fishman
დიდი მადლობა ესეთი კარგი რეპორტისთვის და ფოტოებისთვის ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi ![]() |
ერთი კითხვა მაქვს, სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე რატოა ფრინველის პრობლემა, ახლა უფრო მეტია ვიდრე მერე? პრიზიორებს ვულოცავ გამარჯვებას.
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
samsoni777
ძირითადად მინდვრების პრობლემაა. სათიბი აღებულია მიწამდე, პურიც აღებულია. სადაც აღებული არ არის იქ არის შესული ფრინველი და თავთავიან ყანებს ხომ არ გადათელავ. თან ძაღლიც ვერ იმუშავებს ყანაში და ექსპერტიც ვერ დაინახავენ... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 360 რეგისტრ.: 19-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: lagodexi ![]() |
ახლა კი გავიგე
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვულოცავ ყველა პრიზიორს და მონაწილეს !
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მიხარია ასეთი კარგი ივენთის ჩატარება, რომ მოხერხდა. მადლობა მონაწილეებს, ორგანიზატორებს, ექსპერტებს, რაც მთავარია მინდვრებს, ფრინველს (რომ იყვენენ მიტომ) და ა.შ.
ნუ რეპორტი ხომ თლად გადასარევი იყო. ყოჩაღ ფიშუ შენ. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 120 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
დიდი მადლობა ოჩოპინტრელებო ასე ორგანიზებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის.ყოველთვის მოითმენლად ველოდები ხოლმე ამ დღეს. ყოჩაღ
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ზახარიუსმა დაგლიჯა, ბრავო ფიშმენ.
გამარჯვებულებს გილოცავთ დიდ წარმატებას. |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვულოცავ ყველა პრიზიორს
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ფიშუ საღოლ მაგარი რეპორტია პოპკორნი მოვიდგი ისე ვიკითხე, ესეიგი უმაღლეს დონეზე ჩატარებულა დიიდი მადლობები კლუბის გამგეობას ორგანიზატორებს აი მალადცი ლომებო,მადლობები ჩემგან ექსპერტებს და ყველა მონაწილეს, ხოო აქვე გილოცავთ გამარჯვებულებო პრიზიორებო და ყველას წარმატებები თქვენ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, გკოცნით გეხვევით გულში.
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,764 რეგისტრ.: 29-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ფიშუ გილოცავ კარგათ ორგანიზებული,საველეს ჩატარებას,
ულოცავ ყველა გამარჯვებულს,მონაწილეს და მთელ კლუბს ლამაზი და კარგი შეჯიბრის ჩატარებას, |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 28 რეგისტრ.: 24-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს,მონაწილეს და მთელ კლუბს ლამაზი და კარგი შეჯიბრის ჩატარებას!
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 02:00 |