IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სიონზე თავზაობა
თაზო
პოსტი Jun 3 2016, 12:26
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ცოტა მოგვიანებით. ცოტა დამიგვიანდა ინფოს დადება, მაგრამ იმედია მაპატიებთ)) როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე და გოჩამ გადავწყვიტეთ სიონზე ასვლა. ამინდი ყველა საიტზე კარგი ჩანდა, ამიტომ ჩქარი ტემპით ჩავლაგდით, პროდუქტები შევიძინეთ და გავსქურეთ. სოფელ სიონში შესულები, ტბაზე გადავედით ტყის მხარიდან. ერთი კვირის წინ 2 საშინელი ადგილი იყო, სადაც მანქანის აწევა მომიწია ბოლომდე და მაინც სათუო იყო გადასვლა. ჩვენს ბედზე ტრაქტორი მუშაობდა მანდ და ისე გაუსწორებით იქაურობა, პატარა მანქანაც თავისუფლად გადავა. მივედით ადგილზე და დაგვხვდა ქარი&წვიმა ერთდროულად. გავშალეთ ბანაკი, მოვემზადეთ საღამოსთვის და დავიწყეთ თევზაობა მიუხედავად ამინდისა.თევზი ძალიან ცუდად მოდიოდა. მაგრამ ისე გვინდოდა თევზაობა, ტივტივებზე "ციცინათელები" დავყუენეთ და ისე გავაგრძელეთ სიბნელეში)) მოგვიანებით გადავინაცვლეთ ბანაკში, სადაც მოვახდინეთ კონიაკის ლიკვიდაცია და დავწექით)) დილით 5:30 გამეღვიძა. ერთი კი გავიფიქრე, ასე ადრიანად რამ გამაღვიძა მეთქი, მაგრამ გოჩა ისე "საამოდ" ხერხავდა მაშინვე მივხვდი ჩემი გაღვიძების მიზეზს)))) წყალი დამხვდა სარკესავით, არანაირი ნიავი. დავკვებე და ცოტა ხანში წამოვიდა თევზი სასწაულად. კარგი ზომის შამაია მოდიოდა. მალე გოჩაც შემომიერთდა და ერთად განვაგრძეთ თევზაობა. ალბათ 4 საათი ვისიამოვნეთ, სანამ ისევ ქარი არ ამოვარდა. თევზი ისევ მოდიოდა, მაგრამ არა ისეთი ინტენსიურობით. 2 საათისკენ ნელა-ნელა ავლაგდით და წამოვედით. დასკვნა: უნდა ერთი დღე მაინც სტაბილური ამინდი და თევზს დაიჭერთ საკმაოდ. მიუხედავად ამინდის კაპრიზულობისა, ვთვლი რომ კარგი გასვლა გამოვიდა, თევზიც დავიჭირეთ, დავისვენეთ და სუფთა ჰაერიც ვყლაპეთ. ესაც მცირე ფოტომასალა..









































არცერთ სურათში რომ არა ვარ, არაუშავს? newsmile090.gif ტელეფონში მაქვს კიდევ ფოტოები და საღამოს დავამატებ. vot-tak.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2025 - 02:33