Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,, შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,, შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო
2016 წლის 11 ივნისს, კლუბმა ''ოჩოპინტრე''-მ კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდასთან ტყუპ ტბებზე ჩაატარა რიგით მეოთხე შიდა საკლუბო შეჯიბრი წყვილთა შორის სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა მიიღო კლუბის ოცმა წევრმა, შესაბამისად ათმა გუნდმა. წყვილები კი ასე დაკომპლექტდა: 1. ჯოლა - ფიშმენი 2. თაზო - ილარიონიჩი 3. საბო - კონდოლი 4. ნუკრი MAX - მამუკა შილაკაძე 5. ჭალიმგელა - გენოძია 6. ჩავლე - გენერალი 7. ტამპლიერი - ჩელე 8. დონ-G - გიორგი კაკულია 9. ბლექი - baroni 10. ალთაზარი - ნიკა რაზმაძე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 1 ადგილი- წონით ყველაზე დიდი თევზი 1.470 გრამი-სრკისებრი კობრი ნუკრი მახარაშვილი და მამუკა შილაკაძე ![]() фотохостинг png 2 ადგილი- წონით მეორე თევზი 1.270 გრამი საზანი გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი ![]() фотохостинг 3 ადგილი- წონით მესამე თევზი 1.200 გრამი საზანი გიორგი ნინოშვილი და კახა ჩავლეიშვილი ![]() бесплатный хостинг картинок სპეციალური პრიზი- ჯამური წონა 8.660 გრამი გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი შეჯიბრი ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ტბებზე პირველად ვიყავით, ამიტომ არავინ იცოდა თუ რაგველოდა. შესაბამისად ყველა ერთ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით. ყველაფერი კი ასე დაიწყო. წინა დღისით მე, ზახარა, თაზო და დავითუსი წავედით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მთელი გზა წვიმდა, ამიტომ თანდათან იმედი გვიცრუვდებოდა. მაგრამ რომ ჩავედით, მშვენიერი ამინდი დაგვხვდა. რა თქმა უნდა გაგვიხარდა და გაცრუებულ იმედებს ცოტა იმედები მიეცათ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა ჩელე გაიღვიძე მოვიდნენ- ნაზად ჩამესმის ყურში ზახარას ყვირილი. ცალი თვალი გავახილე და ვიკითხე: ვინ მოვიდა მეთქი... მერე მივხვდი სად ვიყავი და ვინ მოვიდნენ. დილა მშვიდობისა ვუსურვეთ ერთმანეთს და დავიწყეთ შეჯიბრი. ყველა ძალიან მომართული იყო. ყველას სურდა მოგება. იმუქრებოდნენ ჩვენ გავიმარჯვებთო, მე ეს მაქვს, მე ის მაქვს, ამიტ დავკორმავ, იმით დავკორმავ და მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე იყო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შუადღისით ზოგმა წაუძინა, ზოგი პაპიროსს აფუილებდა, ზოგმა არ დაანება თევზაობას თავი, ზოგმა ხელი ჩაიქნია, ზოგმა ფეხიც, მოკლედ ჩვეულებრივი სათევზაო სიტუაცია იყო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოგეხსენებათ თითქმის მთელი თვე წვიმდა. ამიტომ არც ამ დღეს ველოდით კარგ ამინდს, თუმცა მთელი დღე გვაცადა და ბოლოს უკვე შეჯიბრის მიწურულს დასცხო, მაგრამ რა დასცხო. ეს იყო დელგმა, წარღვნა და საშინელება. ნოეს მოვკარი თვალი, მაგრამ არ ვთქვი... ![]() ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე, მოვიდა საღამოს 5 საათი და მსაჯებმა ჩაჰყვირეს ბუკს. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ შეჯიბრი დამთავრდა. რას ვიზამდით? ავიკარით გუდა-ნაბადი და ავედით ხიჟინასთან, სადაც მსაჯებს უკვე ჰყავდათ გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზებს ამზადებდნენ. ![]() ![]() ![]() ასე იყო თუ ისე, შეჯიბრი შედგა. მიუხედევად დაღლილობისა, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტბის მეპატრონეს ბატონ ალეკოს და გიორგის. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ნამდვილად ღირსეული კონკურენტები იყავით. დიდი მადლობა კლუბის გამგეობას რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს, რათა ასე დიდებულად ჩატარებულიყო ეს შეჯიბრი. განსაკუთრებული მადლობა მსაჯებს:ზახარას, დავითუსს და დაჩის. ზახარა და დავითუსი ნამდვილად დღის გმირები იყვნენ. გაიხარეთ ბიჭებო, ვამაყობ და ყოველთვის დიდი იმედი ხართ ჩემი და ამ კლუბის. ესეც საბოლოო შედეგები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ტბებზე და შეჯიბრზე. ტბები იდელურად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ისიამოვნო თევზის ჭერით. არის შემდები სახეობის თევზი: კობრი, საზანი, ამური, ლოქო, ''ოკუნი'', ხრამული. მოწყობილია საპირფარეშო და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პატარა მოედანი საიდანაც შეუძლიათ ითევზაონ. ერთი დისკომფორტი რაც არის, ეს არის კოღო. მაგრამ არის უამრავი საშუალება კოღოს მოსაშორებლად. გზა გომბორის გავლით საშუალოდ 130-დან 150 კილომეტრის ჩათვლით. (გააჩნია თბილისის რომელი უბნიდან მიდიხარ) ჩემი აზრით ღირს ამხელა გზის გავლა. რეკომენდაციას ვუწევ. ათ ბალიანი სისტემით მივანიჭებდი ათივეს. ![]() შეჯიბრიც კარგად ჩატარდა. არანაირი ექსესი არ ყოფილა. ყველა დამჯერი და მომართული იყო, რაც ერთი-ორად სასიამოვნოს ხდიდა შეჯიბრს. ყოველ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ისე ჩემი მეწყვილე ძალიან მეურჩებოდა. ვერაფერი მოვუხერხე. რომ დაეჯერებინა, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ... ![]() დაველოდოთ შემდეგ წელს. ვნახოთ ვინ იმარჯვებს. მანამდე კი ისიამოვნეთ რეპორტით. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კი..მართლაც მაგარი იყო. ბევრი რამით ვისიამოვნე. ადგილი მართლას სამოთხეა. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე..მეტი რომ არ შეიძლება. ზედ კავკასიონის მთების ძირში. უცნაურად მაგარი ადგილია. აი ზიხარ შენთვის ლამაზი ტბის პირას. მაგარი სიმწვანე და სითბო. და ამ დროს...ზედ ხვირწინ უყურებ თოვლიან მწვერვალებს. ისე ახლოს არის..გეგნონება იქვე აირბენ და იგუნდავებ. მოკლედ..მართლა მაგარი ადგილია.
ჩემპიონატს რაც შეეხება..გადასარევი გამოდგა. თავზიც საკმაოდ წამოვიდა.. გართობა და მხიარულება საკმაოზე მეტიც იყო. წვიმაც ძალიან მაგარი იყო. მაგარი ექსტრემი შემატა ჩემპიონატს.(წვიმამ რა..მეხმა და ელჭექმა) ზევსი აშკარად ცდილობდა ჩვენ დახოცვას. მაგრამ ვერ გვიპოვნდა და დაგვანება თავი. ეგ ელჭექი მთელი ცხოვრება მემახსოვრება..რადგან სწორედ წარღვნის ყველაზე მწვავე მომენტში ამოვიყვანეთ თევზი. ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული..რომ თევზს..ჩემ ხელებში არ მოუწევდა შეწვა. და ბოლოს..დიდი ოფროუდი. უკანა გზა..მაგარი ექსტრემალური აღმოჩნდა. მოდიდებულ მდინარეში გავლის ჩათვლით.. ტალაში გზიდან გადაცურებები და მთელი ამბავი. მოკლედ..მაგარი დავიღალე..მაგრმ..ძალიან მაგარი იყო. აი ეგ არის ნამდვილი ცხოვრება. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სასიამოვნო შეგრძნებაა გამარჯვება....
მაგარი ტურნირი გამოვიდა, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, მონაწილეობა+თევზაობა+გამარჯვ ება... მეტი რა უნდა ინატრო კაცმა, მშვენიალურ ბუნებაში, მაგრამ ბოლოს ნამეტანი მანერვიულეს გვერდზე მეზობლებმა ![]() სანამ აწონიდნენ მე და შილაკას ჩვენი დაგვემართა დიდი მადლობები არგანიზატორებს, ტბის მეპატრონეებს, მონაწილეებს, სრულიად ოჩოს და რათქმაუნდა ზევსს, რომ არ ჩამოგვათხლიშა თავისი ცეცხლოვანი ისრები თავზე.' ძაან კი დავიღალე, მთელი შეჯიბრის მანძილზე არ გავჩერებულვართ მე და ჩემი მეწყვილე, დაკორმვა, სატყუარას ცვლა, ადგილის მონაცვლეობა. რა აღარ ვცადეთ, ვისი აწყობილი მონტაჟი აღარ ვიხმარე, მაგრამ საკუთარი ხელით აწყობილმა მაინც თავისი ქნა, ეტყობა მოწყალება გაიღეს დიადი ოლიმპოს ღმერთებმა ![]() ეს ტურნირი მოვიგეთ, მედლებიც გვეღირსა, მომავალიშიც ვიბრძოლებთ, დილამშვიდობისა! |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გილოცათ პრიზიორებო
![]() ![]() ყოჩაღები ხართ.ჯიგრები ხარ, კარგი შეჯიბრი კარგი კონკურენტებით.მიყვარხართ და მევასებით ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამინდის მიუხედავად მშვენიერი დღე და მშვენივრად ჩატარებული ტურნირი გამოვიდა.
მადლობა ორგანიზატორებს, ტბის მეპატრონეებს, მონაწილეებს და გულშემატკივრებს. ვულოცავ გამარჯვებულებს და პრიზიორებს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დღეები. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სახლებიდან გამოსვლის თანავე დაიწყო და რა დაიწყო, შეკრებამ "ფრესკოსთან" თავისი შედეგები გამოიღო და სად არ ნახავდი "ოჩოელებს" ყველა სექცია ოკუპირებული იყო. როგორც იქნა დავიძარით დანიშნულების ადგილისკენ თუმცა გომბორის გადასახვევთან შეკრებილებს არასასიამოვნონ ძრავის ხმამ ცოტა ხასიათი წაგვიხდინა თუმცა ოჩოელი რისი ოჩოელია რომ რამემ შეაშინოს, იქვე დავტოვეთ "მაშინა" საბო და კონდოლი სხვა მანქანაში განთავსდნენ და განვაგრძეთ გზა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ნანატრ ტბებს, სადაც გველოდებოდნენ ორგანიზატორ სუძიები. კენჭიყრა შედგა, ჩემი და ჩავლეს ნომერი დემეტრეს ხელმა გაარკვია (ცრუ მორწმუნეები არ ვართ)
![]() ![]() ![]() ![]() ![]() მადლობა ყველა მონაწილეს შაუპოვარი ბრძოლისთვის, მადლობა ორგანიზატორებს მაღალ დონეზე ჩატარებული შეჯიბრისთვის, მსაჯებს, ტბის მეპატრონეებს, დამსწრე საზოგადოებას ყველაფერი იყო კარქი.... მადლობა ყველას ამ შესანიშნავი დღისთვის. ერთს დავამატებ ცოტა არ გვიმართლებს ზედიზედ სამი შეჯიბრია, რაღაცნაირი ამინდები ამთხვევა და თევზიც მაინცდამაინც მაგდღეს არ აქტიურობს ხოლმე რამე ასტიბუ უნდა მაგ ამბავს ეტყობა (ან ცხვარი დავკლათ ან ქათამი ან რაღაც მაინც) ![]() პ.ს. ბარონ შენ რა გითხარი რა.... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დიდებული დღე გამოვიდა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვისიამოვნე. 10 საზანი და 2 კარპიც გავკოჭეთ და დიდად ნასიამოვნებიც დავრჩი
ამინდსაც დიდად არ შევუწუხებივარ, მშვენიერი აღჭურვილობა მქონდა დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მსაჯებს ხო და კიდევ!!! თევზები ლეგალიზაციას ითხოვენ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,764 რეგისტრ.: 29-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი იყო ყველაფერი, დემეტრე რაც მთავარი იყო ჩემთვის კმაყოფილი დარჩა,მითუმეტეს ამდენ კაცებში გაერია და თასიც დაიჭირა ხელში,ეს მისთვის დაუვიწყარი იქნება,რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას,ორგანიზატორებს,მსაჯებ
ს,დამხმარეებს და თვით თევზაც,რომელმაც ბოლოს გაგვახარა და ასე უცებ წავართვი საპრიზო ადგილი ლევანის და გიორგის. ვიცი არ ეწყინებათ რადგანაც მათაც გაიხარეს დემეტრეს გახარებით. დიდი მადლობა ყვალას კოცნით გეხვევით თქვენი მონა მორჩილი კახა ( ჩავლე) |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 337 რეგისტრ.: 16-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემთვის კარგი დღე იყო. ვულოცავ კიდევ ერთხელ პრიზიორებს! ჩავლე და გენერალ ჯიგრები ხართ
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღე იყო ფანტასტიური! კი, მართალია ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ სადღაც ეგეთი ამინდიც მაგრად ასწორებს!
ორგანიზატორებს მადლობები დიდები მუხლჩაუხრელი შრომისთვის, ნათევი ღამისთვის და თავგანწირვისთვის. პრიზიორებს გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ შემდეგში ჩემთვის მოგელოცოთ ![]() ![]() ![]() მიუხედავად იმისა, რომ დამამთავრებელი სიგნალის დროს დავიჭირე ზუსტად პირველი და უკანასკნელი კარასი(რომელიც არ ითვლება), მიუხედავად იმისა, რომ მაგრად დავიღალეთ, მიუხედავად ნიკას მანქანის შლანგისა და მიუხედავად იმისა, რომ კონდოლმა და მანქანის მატორმა ბავშვობა გაიხსენეს, დამალობანა ითამაშეს და მატორმა დაასტუკა, მაინც მაგარი, დასამახსოვრებელი და კარგი დღე გამოვიდა! გკოცნით, გეხვევით და გივარდებით წელში! |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მომიშალეთ ნერვები...
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,764 რეგისტრ.: 29-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოკლედ გილოცავთ ყველას გამარჯვებულ პრიზიორებს, ორგანიზატორებს ასეთი კარგი ივენთის ჩატარებისთვის, გული მწყდება რო ვერ წამოვედი არადა მოვიგებდი მე
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სურათები არავის გაქვთ კიდევ კაცო? უკვე ეჭვი შემეპარა მეც ვიყავი თუ არა.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 11:01 |