მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  « < 83 84 85 86 87 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (1260 - 1274)
ჩელე
პოსტი Jul 11 2016, 13:25
პოსტი #1261


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



nrg200

სავარაუდოდ დასუფთავების აქციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ხაჭაპურა
პოსტი Aug 4 2016, 21:30
პოსტი #1262


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 15-June 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით!
მე გახლავართ კახა ხაჭაპურიძე და დიდი სურვილი მაქვს გავწევრიანდე თქვენს კლუბში. გავიზარდე მონადირის ოჯახში , ამიტომ ბავშობიდანვე შემაყვარა მამამ ბუნება , მონადიერე ძაღლი და სწორი ნადირობა. მიყვარს ცეცხსასროლი იარაღი. დარეგისტრირებული მაქვს 4 თოფი.
დიდი ხანი არ არის რაც დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე. მაგრამ რამოდენიმე წელია რაც ურთიერთობა მაქვს კლუბის რამოდენიმე წევრთან. ამ ხნის განმავლობაში კლუბის წევრებთან ერთად გვქონდა რამოდენიმე საერთო საინტერესო ნადირობა.
გთხოვთ გამიწიოთ რეკომენდაცია გაწევრიანებაზე.
მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ყველა კითხვას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 4 2016, 22:10
პოსტი #1263


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



savage
ინებეთ ჩემი რეკომენდაცია და ღმერთმა კაი ნადირობებში მოგახმაროს D.gif
კლუბის წევრობას რაც შეეხება, 2 გზაა და შენ რომელი აირჩიე ? საბოს მეთოდი თუ ბლექის? newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Aug 4 2016, 22:25
პოსტი #1264


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



savage
ერთი ხმაც ჩეგან, ბედნიერი ფეხით და კარგი მადირობით დაგეწყოს სეზონი ჩვენს კლუბში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Aug 5 2016, 00:09
პოსტი #1265


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი გემრიელი რეკომენდაცია ჩემგან)) დარწმუნებული ვარ, სულით და გულით ჩაერთვები კლუბის ცხოვრებაში)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Aug 5 2016, 06:17
პოსტი #1266


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კახა ჩემგანაც ერთი ხმა და შენ უკვე გაქვს 4 კი და გადასული ხარ ფინალში. წარმატებებს გისურვებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Aug 5 2016, 08:13
პოსტი #1267


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gacho
4 ხმა არ შველოს, ფინალისთვის 5 ხმაა საჭირო...
ასე რომ კახაა, საფინალო ხმა ჩემგან შენ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გურგენა
პოსტი Aug 5 2016, 10:12
პოსტი #1268


...
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,267
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგრეა რა, ყველაფერი დასწრებაზეა. ერთი რეკომენდატორიც აქაა, თუ ვინმე უარზე გავიდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
რეზო...
პოსტი Aug 5 2016, 16:36
პოსტი #1269


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 4-October 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით მეგობრებო. მეც დიდი სურვილი მაქვს შემოვუერთდე თქვენს დიდ ოჯახს. ბევრ თქვენთაგანთან მინადირია და ბევრი თქვენთაგანიც მიცნობს.
მყავს ინგლისური პოინტერი. გურგენას ლაიმას ბუდობიდან. ვნადირობ 1978-79 წლებიდან. 2014 წლიდან დავრეგისტრირდი ფორუმზე, თუმცა მანამდეც ვადევნებდი თვალყურს.

ჩემთვის დიდი პატივი იქნება თუ თქვენს გ ვერდით მიგულებთ

პატივისცემით რეზო ბეჟაშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Aug 5 2016, 16:49
პოსტი #1270


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეზო...
რეზოს ერთი ხმა ჩემგან და წარმარებული სვლა ფინალისკენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 5 2016, 16:54
პოსტი #1271


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რეზო...
savage

თითო ხმა ჩემგან. დიდი სიამოვნებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გურგენა
პოსტი Aug 5 2016, 17:13
პოსტი #1272


...
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,267
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეზო...
+ 1 ხმა ჩემგან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 5 2016, 19:00
პოსტი #1273


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეზო...
+1 ხმა ჩემგანაც ბატონებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Aug 5 2016, 22:39
პოსტი #1274


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხოდა მეხუთე გამსვლელი ქულა ისევ ჩემგან
+1 რეზოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 6 2016, 14:27
პოსტი #1275


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კახას სამწუხაროდ არ ვიცნობ. ბატონ რეზოს კი ჩემგანაც 1 ხმა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  « < 83 84 85 86 87 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th September 2025 - 13:27