IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #201


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   მტრედი   Nov 28 2010, 13:16
- - kardinal84   კუკლა კაი იყო   Jan 9 2014, 20:57
- - Bone   კაით რა   Jan 9 2014, 21:33
- - bashiachuki   ბოდიშით ესეთი სახე...   Jan 9 2014, 22:04
- - Bone   bashiachuki ანუ მოხმობის ...   Jan 9 2014, 22:14
- - bashiachuki   Bone კი მოხმობის საშვ...   Jan 9 2014, 22:21
- - kardinal84   bashiachuki ფიტულები ნორმ...   Jan 10 2014, 19:37
- - assassin29   არსებობს და გუდვილ...   Jan 10 2014, 19:39
- - bashiachuki   კი მეც მაქ გუდვილშ...   Jan 10 2014, 20:34
- - rezo197313   შევიძინე მოძრავი ფ...   Jan 17 2014, 16:33
- - xonski   მთავარია 2 -3 ცალი მო...   Jan 17 2014, 19:14
|- - game 91   ციტატა(xonski @ Jan 17 2014, 20...   Jan 17 2014, 22:58
- - bashiachuki   rezo197313 სად და როგორ შე...   Jan 19 2014, 07:54
- - rezo197313   ამაზონიდა გამოვიწ...   Jan 20 2014, 14:52
- - rezo197313   ვისაც მტრედზე ნადი...   Jan 23 2014, 18:10
- - barbi   სალამი ბიჭებს. ერთ...   May 1 2014, 09:34
- - assassin29   barbi კი კაცო დაშვებუ...   May 1 2014, 09:42
- - dzirula   და ოღონდ ლიმიტიც ა...   May 1 2014, 09:45
- - kajuberi   ციტატა(barbaqadzenikolozi @ 1st M...   May 1 2014, 09:49
- - barbi   ხოო კაია. ქედანი ოხ...   May 1 2014, 10:32
- - rezo197313   აბა ვის აქ ინფო ქედ...   Sep 22 2014, 14:20
- - kajuberi   ციტატა(rezo197313 @ 22nd Septembe...   Sep 22 2014, 14:21
- - HUNTER FREDY   ესეც ჩემი მოკრძალე...   Sep 22 2014, 15:02
- - baroni   როდინდელია ბაბუ?   Sep 22 2014, 15:44
- - rezo197313   მოკლედ მივიღეთ ინფ...   Oct 26 2014, 19:36
- - rezo197313   მოკლედ მივიღეთ ინფ...   Oct 26 2014, 19:45
- - kajuberi   RE: მტრედი   Oct 27 2014, 09:19
- - LeoTaso   პირველი გასვლა იყო...   Jan 11 2015, 23:21
- - smekosmeko   საღოლ, სად იყავით ე...   Jan 11 2015, 23:58
- - დაქსი   LeoTaso ციტატა(LeoTaso @ 12th Ja...   Jan 12 2015, 04:16
- - feroni   LeoTaso კარგად გინადირ...   Jan 12 2015, 12:48
- - LeoTaso   smekosmeko feroni აღმოსავლე...   Jan 12 2015, 13:09
- - ლეკი   LeoTaso საღოლ ლევან.. (Y)   Jan 12 2015, 14:08
- - bashiachuki   LeoTaso მალადეც მაგრებ...   Jan 13 2015, 17:38
- - LeoTaso   bashiachuki ჩვენ შემთხვე...   Jan 13 2015, 18:22
- - ჯეკო   ამ უმწყერობასი გად...   Sep 11 2015, 20:27
- - assassin29   ჯეკო ყოჩაღ კარგია ...   Sep 11 2015, 21:11
- - jorj   ჯეკო მაგარია. რისი ...   Sep 12 2015, 04:22
- - ჯეკო   ვjorj არვიცი რაგაც რუ...   Sep 12 2015, 05:55
- - camaro   კარგია... ელექტრო მ...   Sep 12 2015, 07:15
- - უიარაღო   მანოკთან ამას არაფ...   Sep 12 2015, 08:15
- - rati1982   თან ისარი უნდა ხო ს...   Dec 1 2015, 23:19
- - rati1982   ხალხო ვინმემ მაშოვ...   Dec 2 2015, 22:19
- - kardinal84   rati1982 მაიმარკეტზე არ...   Dec 3 2015, 12:06
- - kardinal84   http://www.mymarket.ge/ka/product/view/7520256/   Dec 3 2015, 13:52
- - ალექსანდრე   მეგობრებო ქედნის ფ...   Sep 5 2016, 22:41
- - assassin29   ალექსანდრე სამგორ...   Sep 6 2016, 07:11
- - ალექსანდრე   მადლობა ასასინ, დი...   Sep 7 2016, 12:11
- - assassin29   ალექსანდრე კარგია...   Sep 7 2016, 16:40
- - ალექსანდრე   ერთი ქედნის ფერებშ...   Sep 7 2016, 20:48
3 გვერდი V  < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 20:46