მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 15 16 17  
Start new topic
გამოხმაურებები (240 - 248)
rati1982
პოსტი Dec 1 2015, 23:19
პოსტი #241


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 1-December 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



თან ისარი უნდა ხო საფანტი კი არა newsmile027.gif

მე ქედანზე ხშირად დავდივარ და ნამდვილად არჩეული მარშრუტებით დაფრინავენ, ნამდვილად ფრთხილია და სატყუარად დაჭრილი არ გამოდგება ან მკვდარი უნდა დადო ან საერთოდ არა; ქედანი რომ გადაფრენისას 40 მეტრზე მოგიახლოვდეს ვერ უნდა გხედავდეს და თუ გხედავს 100 მეტრზე ახლოს არ მოდის არადა ისე გეჩვენება თითქოს ახლოსაა და მქონია შემთხვევა დაჭრილს 300 მეტრი უფრენია და მკვდარი ჩამოვარდნილა.
ნომრებს რაც შეეხება 16 კალიბრიანი ტულათი მარცხენა ლულით სრული ჩოკით ანუ 5 ნომრით მავთულზე მჯდარი 90 მეტრზეც მოგვიკლავს და იმავე იარაღით მიწაზე დამჯდარი 40 მეტრში ვერ მოგვიკლავს. 6 ნომერი იდეალურია 40 მეტრომდე სროლისას ნახევრად ავტომატურითაც კი, როგორც წესი საერთოდ ნახევრად ავტომატურით ერთი ნომრით მსხვილი უნდა ესროლო ვიდრე დაკეტილი სისტემის თოფით.. გადაფრენისას 8 ნომრითაც მომიკლავს და 1,2,3 ნომრებითაც მომხდარა დაჭრილს მართლა 100 მეტრი უფრენია მერე ჩამოვარდნილა.. ხან 30 ვაზნას ესვრი გადაფრენებზე და ერთს ჩამოაგდებ ხან ერთი ვაზნით სამს ჩამოაგდებ... ეს ყველაფერი რეალობაა და საერთოდ ქედანზე ნადირობა გამართლებაა და დიდ სისწრაფეს კარგ შენიღბვას და ადგილმდებარეობის და გუნდების მოძრაობის დიდ ცოდნას მოითხოვს.. აქ ვინც რამეს წერთ ყველას გეთანხმებით რადგან ყველა ეგ შემთხვევა მქონია და თუ ქედანს ან ფრთა არ მოტყდა ან გულის პირის ძვალი არ გაუტყდა ის შენი თვალთახედვის არეში ნამდვილად არ ჩამოვარდება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rati1982
პოსტი Dec 2 2015, 22:19
პოსტი #242


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 1-December 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხალხო ვინმემ მაშოვნინეთ ან ქედანის ფიტული ან მასეთი მოძრავი მატორიანი სატრიალო თუ სადმე იაფად გეგულებათ რა 598108324 მესიჯად მომწერეთ და მე გადმოვრეკავ არაა პრობლემა )))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 3 2015, 12:06
პოსტი #243


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



rati1982
მაიმარკეტზე არის გასაყიდი გადაათვალიერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 3 2015, 13:52
პოსტი #244


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://www.mymarket.ge/ka/product/view/7520256/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Sep 5 2016, 22:41
პოსტი #245


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეგობრებო ქედნის ფიტულები რომელ მაღაზიაში იყიდება ხომ არ იცით ? მაიმარკეტზე ვერაფერი ვერ ვნახე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 6 2016, 07:11
პოსტი #246


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ალექსანდრე
სამგორში იყო მეველეს ქუჩაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Sep 7 2016, 12:11
პოსტი #247


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მადლობა ასასინ, დინამოსთან ვიყიდე....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 7 2016, 16:40
პოსტი #248


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ალექსანდრე
კარგია. მექანიკურებიც ხოარ ქონდათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Sep 7 2016, 20:48
პოსტი #249


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ერთი ქედნის ფერებში(რაც მე ვიყიდე) და მეორე სულ თეთრ ფერში იყო, სხვანაირი არ გვაქვსო...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 15 16 17
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 07:16