კალმახა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი
![]() ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა. რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის, სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე. სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან ![]() რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2 კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის. თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა. მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე ![]() იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი. სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი. მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში. მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ ![]() არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ. ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები ![]() ![]() ![]() ![]() ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად. ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს. წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ, მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას. ![]() ![]() ![]() ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს ![]() გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ. ![]() არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... ![]() გისურვებთ წარმატებებს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#121
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მგონი ჩემთანაც არიან და მარილს კუნძების გარშემო აყრით თუ ზედვე ლოკოკინებს? რომლებსაც ფაქტზე მივატან ზედ. მერე კუნძების გარშემო წრეზე ვყრი, რომ ვეღარ მიუდგნენ. მე უარეს დღეში ვარ ექიმმა დიეტა დამინიშნა 2 თვეა მწვადი არ მიჭამია გემოზე ძალიან ცუდია. მეც "ხორცისმჭამელი" ვარ და შენი კარგად მესმის. რამე სერიოზულია თუ წონის გამო? |
|
|
![]()
პოსტი
#122
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
რომლებსაც ფაქტზე მივატან ზედ. მერე კუნძების გარშემო წრეზე ვყრი, რომ ვეღარ მიუდგნენ. გასაგებია ამაღამ თუ არ ჩამეძინა გავალ სპეცოპერაციაზე ![]() ძალიან ცუდია. მეც "ხორცისმჭამელი" ვარ და შენი კარგად მესმის. რამე სერიოზულია თუ წონის გამო? წონაც და კუჭიც ვერ აიტანა ამდენი ქართული კერძები და შაურმა და მიაატკაზა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#123
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობა ხალხნო
![]() ამ თემამ დამაინტერესა და იმიტომ დავრეგისტრირდი საერთოდ აქ ![]() რამდენიმე კითხვა მაქვს 1. წიფელას მორებზე არ გამოვა ეგ ამბავი? და 2. აუცილებელია გაზაფხულის დაცდა და მერე ჩალიჩი? გასაყიდად მაინც არ მინდა უბრალოდ მინდა რომ ეზოში ეგდოს და შემოდგომით 10 ცალი სოკო მოვწყვიტო ![]() გთხოვთ მიპასუხეთ რა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#124
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
წონაც და კუჭიც ვერ აიტანა ამდენი ქართული კერძები და შაურმა და მიაატკაზა ცუდია. მეც დიეტა მაქვს, მაგრამ ძალიან მკაცრი არა. ასე რომ კარგად მესმის შენი. გასაგებია ამაღამ თუ არ ჩამეძინა გავალ სპეცოპერაციაზე გვიანი ღამე არ უნდა როგორც შებინნდება გამოდიან, თუმცა შუაღამის მერეც მინახია. A_R_E_S აუცილებელია გაზაფხულის დაცდა და მერე ჩალიჩი? გასაყიდად მაინც არ მინდა უბრალოდ მინდა რომ ეზოში ეგდოს და შემოდგომით 10 ცალი სოკო მოვწყვიტო ალბათ არა. თუმცა არ მიცდია და ზუსტად არ ვიცი. ცადე მაინც. |
|
|
![]()
პოსტი
#125
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#126
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
A_R_E_S
წიფელი აუცილებლად დაისხავს. შეიძლება ცოტა გვიან დაავადდეს მაგრამ უფრო დიდხანს იქნება მსხმოიარე იქიდან გამომდინარე რომ მკვრივი მერქანი აქვს და მალე არ გამოიფიტება. ბუნებაში წიფელი ისხამს კალმახა სოკოს. ვერხვი და ალვა 2 წელს ქაჩავს. წიფელმა შეიძლება 4-5 წელის დაისხას. assassin29 კაკალი მაგარია. შავი სოკო იცის და გემოც უკეთესი ექნება ვერხვის სოკოზე. ასევე ძალიან კარგია თუთა-ფურცელი, ამანაც შავი სოკო იცის. assassin29 რას აკეთებ კაცო ჩვენც ხალხი ვართ შეგვიბრალე. მაგ სურათების დადება იქნებოდა? ჩემიც მალე იქნება. ![]() ![]() ![]() ძალიან მაგარი სხმა აქვს , მაგრამ ერთმანეთს არ დააცდიან სრულად განვითარებას. ამიტომ შერჩევით უნდა კრიფო. ანუ დიდებს ფრთხილად მოჭრი დანით, შემდეგ ის პატარები განვითარდება რომლებიც ვეღარ იზრდებოდა. ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Sep 16 2016, 09:48 |
|
|
![]()
პოსტი
#127
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვაააახ... მე წიფელზე დავთესე, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. რომ ვთქვა, არ ვრწყავდი მეთქი მოგატყუებთ. ვრწყავდი, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვატყობ. იმედი მაქვს გამოყრის ცოტა ხანში...
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#128
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ციტატა(koba1973 @ Sep 14 2016, 20:44) assassin29 რას აკეთებ კაცო ჩვენც ხალხი ვართ შეგვიბრალე. მაგ სურათების დადება იქნებოდა? ჩემიც მალე იქნება. ძალიან მაგარი სხმა აქვს , მაგრამ ერთმანეთს არ დააცდიან სრულად განვითარებას. ამიტომ შერჩევით უნდა კრიფო. ანუ დიდებს ფრთხილად მოჭრი დანით, შემდეგ ის პატარები განვითარდება რომლებიც ვეღარ იზრდებოდა. დიდი თასი გაივსო იმდენი დაიკრიფა. უჩემოდ მოჭრეს ჩემებმა და სურათები არა მაქვს. |
|
|
![]()
პოსტი
#129
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#130
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ჩელე
მოისხამს აუცილებლად. |
|
|
![]()
პოსტი
#131
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემი აპრილში დათესეს და ეხლა დაისხა პირველად მეც აპრილის დასაწყისში დავთესე და გაზაფხულზევე 2-3 ჯერ მოვკრიფეთ. რა თქმა უნდა ცოტა რაოდენობის. ამ შემოდგომით პირველად მოვკრიფეთ, შემდეგზე ალბათ მეტი იქნება. სულ სამი კოლონა მაქვს გაკეთებული და 2-ს ასხია. მესამეს რომელიც უფრო მსხვილია ჯერ არ ასხია. მიზეზი არ ვიცი. გაზაფხულზე მგონი სამივეს ესხა. |
|
|
![]()
პოსტი
#132
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაისი იყო მგონი კარგად არ მახსოვს. იმედი მაქვს მოისხამს რა გითხრათ აბა? 2 კოლონა მაქვს 3-იანი ანუ 3 მორი თითო კოლონაზე.
რა ინტენსივობით რწყავდით? |
|
|
![]()
პოსტი
#133
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#134
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
მე ერთხელ ან ორჯერ ვრწყავდი
უფრო ხშირად ერთხელ |
|
|
![]()
პოსტი
#135
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მადლობა მეგობრებო პასუხებისთვის.
ახლა დასპორვას რამე აზრი აქვს? გარეთ რომ იდოს სიცივეში, გაზაფხულის ბოლოსთვის ამოვა რამე? თუ გაიყინება სპორები და დაერხევა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 02:10 |