კალმახა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახა
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 12:00
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი newsmile045.gif

ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.

რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან newsmile05.gif
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე newsmile05.gif პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ newsmile05.gif პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.

ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები





ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.



ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს newsmile05.gif დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.



არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... newsmile05.gif
გისურვებთ წარმატებებს newsmile045.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
11 გვერდი V  « < 8 9 10 11 >  
Start new topic
გამოხმაურებები (135 - 149)
koba1973
პოსტი Sep 24 2016, 11:24
პოსტი #136


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



A_R_E_S
არ დაერხევა. ბუნებაში სულ გარეთ არ არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 28 2016, 20:07
პოსტი #137


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ამ წამს დავბრუნდი "სპეცოპერაციიდან" ერთი 50 ლოქორა გავჭყლიტე
მეც არ მიკვირდა რატო აღარ გამოაქ მეთქი სოკოს D.gif
თურმე პატარებსვე ჭამენ ეს გაუმაძღრები, მთელი ბატალიონი იჭდა კუნძებზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 28 2016, 20:20
პოსტი #138


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



კვირაზე მეტია ყოველდღე ვნადირობ და დღეს მხოლოდ ერთი ცალი დამხვდა.

ბევრს ჭამენ პატარებს და მერე იმიტომ იკლებს სოკოს მოსავალი. ან საერთოდ არ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 28 2016, 20:54
პოსტი #139


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(koba1973 @ 28th September 2016 - 21:20) *
ბევრს ჭამენ პატარებს

ეხლა დავაკვირდი წვრილი თეთრი ზოლებიღაა დარჩენილი კუნძებზე
თითქოს კომბაინი გადაატარესო იგრე აქვთ გადაჭმული მთელი სოკო newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 29 2016, 09:09
პოსტი #140


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლოქორა რა მოხელე ''ნაჩალნიკია''? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 29 2016, 15:06
პოსტი #141


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(chele @ 29th September 2016 - 10:09) *
ლოქორა რა მოხელე ''ნაჩალნიკია''?

ლოქორა ისე ანადგურებს სოკოს როგორც მე 12 ლარიან შაურმას D.gif
პ/ს თავის 2 კოკაკოლით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 29 2016, 17:31
პოსტი #142


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(chele @ 29th September 2016 - 11:09) *
ლოქორა რა მოხელე ''ნაჩალნიკია''?

იმედია მაგათი გაცნობა არ მოგიწევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 29 2016, 18:11
პოსტი #143


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ ვაგიგე რომ ცუდია, მაგრამ რა სახით გვევლინება ამ დამძიემბულ ცხოვრებაში: ნადირია, ფრინველი, მცურავი თუ რა ჩემი გივი სიხარულიძეა? newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 29 2016, 19:20
პოსტი #144


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ჩელე
ლოქორა, ლოფორთქინა — ხმელეთის მუცელფეხიანი ფილტვიანი მოლუსკები. გარეგანი ნიჟარა არა აქვთ (მანტიაში არის რუდიმენტი კიროვანი ფირფიტის ან მარცვლების სახით). მათი სხეული ჭიისმაგვარი ან ცილინდრულია. მრავალი ლოქორა მინდვრის, ბოსტნის კულტურების, თამბაქოსა სხვების მავნებელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Sep 30 2016, 02:57
პოსტი #145


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



http://radikal.ru/big/3c84b4f6272842c2a2d5f234afed2139


აი ეს არის დღევანდელი დღის გმირი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 30 2016, 12:52
პოსტი #146


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გეთქვათ კაცო ლოკოკინას გავსო და გავიგებდი... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 5 2016, 14:34
პოსტი #147


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გუშინწინ სულ შემთხვევით ჩავიხედე ჩემი ზოკოებისკენ და რას ვხედავ? გამოყრილი აქვს პატარა ზოკუნიები და თან საკმაოდ ბევრი. არც მიფიქრია ბევრი. გამოჭიმული წყლის მილი, რომელიც პაულონიას ასაზრდოვებდა მთელი ზაფხული. ეს უკვე დღეს გადავუღე. იმ დღეს ისე გამიხარდა, ფოტოს გადაღება სულ დამავიწყდა. newsmile05.gif
მოკლედ კარგ მოსავალს ველოდები. არა და აღარ მქონდა იმედი. newsmile05.gif


























image share




ერთი რა მაინტერესებს იცით? მიწაზეც არის ამოსული და ხომ არ მომწამლავს.... რია ვიცი, მაინც კითხულობ.... newsmile045.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Oct 5 2016, 22:24
პოსტი #148


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ჩელე
ბარაქა ბარაქა.
ეხლა ღამის რეიდები დაიწყე, შენ გადრდა ლოკოკინებმაც მგაიგეს ალბათ ეგ ამბავი
პირველ პარტიაზე არიყო ჩემთან არიცოდნენ ეტყობა, მეორე პარტია რო ამოდიოდა უკვე შემომესივნენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 5 2016, 22:43
პოსტი #149


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გაიხარე... newsmile05.gif ეხლა დავხედე და არანაირი ლოკოკინა არ შეინიშნება. ხვალ მოვკრიფავ ალბათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Oct 6 2016, 08:46
პოსტი #150


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მაგარი სოკოა . დამიჯერე რომ წიფლის სოკო ბევრად გემრიელი იქნება ვიდრე ვერხვის ან ალვის. მიწაზე რომ სოკოა იგივეა. უბრალოდ მიწა უფრო ინარჩუნებს ტენს ვიდრე ხე და მადიტომ ამოდის ხოლმე, მაგრამ თავისის მიცელიუმებით ხესთანაა კავშირში ეგეც.
ჩელე კურდღლებიც გყავს ეზოში ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  « < 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2025 - 19:18