კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
მგელძაღლები სხვა რამეა და მათ წითელი მგელი რად უნდა დავარქვათ, არ მესმის.
-------------------------------------------------- ირემი და სხვა ჩლიქოსნები როცა საკმაოდ იყო, მგელი არ ეტანებოდა შინაურ პირუტყვს, თუ როგორაა? ახლა ერთ ირემზე რომ ორასი ან სამასი მგელი მოდის, დავიცვათ მგლები? და საერთოდ, რამდენჯერ გინახავთ მგელი ბუნებაში? და რამდენჯერ სასროლ მანძილზე? ეგრე არაა, წახვიდე და "ამოიღო". ჯერ მისული არა ხარ, აქეთ ყევხარ თვალში ამოღებული და ტოვებს ადგილს. ძველ მონადირეებს კითხეთ, რამდენი მგელი უნახავთ ან მოუკლავთ, ხანგრძლივი სანადირო პრაქტიკის განმავლობაში. მათი გამოცდილება არავის აინტერესებს და ველოსიპედს თავიდან ვიგონებთ. კი, სოფლებში იყვნენ მონადირეები, რომლებიც მტაცებელზე სპეციალურად ნადირობდნენ და წარმატებითაც, თუმცა მათი რიცხვი მცირე იყო ქვეყნის მასშტაბით. მგლის დაცვას, ჩლიქოსნების მომრავლებაზე ხომ არ ეზრუნა სამინისტროს? თუ პირველი უფრო ადვილი საქმეა ? - მგელი თავსაც უკეთ უვლის და უკეთაც იცავს. ფაქტია, რომ მტაცებელსა და ჩლიქოსანს შორის დისბალანსი დიდია. თანაფარდობა მგონი პირიქითაცაა. გაჭირვებულ გლეხს, მთელი წელი რომ შეჰყურებს საქონელს და მგელი რომ შეუჭამს, სახელმწიფო კომპენსაციას უხდის? არანაირი დაცვა მგელს არ ჭირდება. ისიც საკმარია, რომ მის მოკვლაზე პრემია აღარ გაიცემა და მასზე სპეციალურად არავინ ინადირებს. დანარჩენ შემთხვევებში მისი მოპოვების ფაქტები მიზერულია. თანაც საქართველოს ირგვლივ მგლის კარგი რეზერვატებია - გინდა ჩრდ. კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, გინდა თურქეთი. საერთოდაც, ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან. უბრალოდ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით "ადვილი გამოსავალია", მაგრამ არის კი გამოსავალი?? |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან. + 10000000000 ეს უნდა შეიგნოს საზოგადოებამ... პრინციპში საზოგადოებამ უკვე შეიგნო , სხვა რამეა საჭირო................................................. |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
AlekoN
Bonehill მგელი როგორც ზვიგენი ტყის განუყოფელი ნაწილია, მისი სრული მოსპობო ვანდალიზმია. თუ ვინმე მოსასპობია ამ პლანეტაზე ეს არის HOMO-ერექტიკუსი ანუ იგივე საპიენსის ნათესავი ![]() მაგრამ არა საპიენსი... ბავშვობაში გერმანიში ვცხოვრობდი და თქვენ არ გინახავთ მეტყევეების "უმგლობით" გამოწვეული ცრემლები ![]() გარეული ღორი, კურდღელი და შველი ხდება ახლო მდებარე ნათესებისა თუ ნერგების ულევი მტერი... ჩვენ შემთხვევაში კი მგლის სრულ განადგურებას კი არ უნდა მივყოთ ხელი, არამედ მივხედოთ ჩლიქოსნების დაცვასა და პოპულაციის ზრდას. მგელთან დაკავშირებით კი მოვითხოვოთ სამონადირეო ლიმიტი რაიონების მიხედვით... იმჰო, რა თქმა უნდა |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 374 რეგისტრ.: 15-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
919
გეთანხმები, მგელი ნამდვილად არის და აქტიური ცხოველია მაგრამ მათზე ნადირობა სრული თუ არასრული დახოცვის წინააღმდეგივარ, უამრავი პრობლემაა და ჯობია მაგაზე იყოს აქტიური საუბარი. და კიდევ, წინასწარ როყოფილიყო აქ თემა გახსნილი უფრო კარგი იქნებოდა უფრო ბევრი პრობლმას შეიტყობდით ფორუმელებისგან. და შებოჭილებიც არ იქნებოდით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
919
ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება საქართველოში მგლი სრულიასდ მოსპობას, ამის სურვილი არც არავის აქვს თუმცა მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი მისი რაოდენობა...... |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
AlekoN
თუ მაგ ნადირის ჩვენში არსებობაზეა საუბარი, მისი შემოყვანის ფაქტებიც უნდა არსებობდეს. მისი სამშობლო ინდოჩინეთის ტროპიკული ტყეები უნდა იყოს. "მაუგლიში" რომ არიან წითელი ძაღლები, ეგენია. ჰოდა, თავიდანვე ზღაპარი იყო ეს ამბავი. +1000000000000000000 მაგას ვიძახდი ოდითგანვე მარა რაცხა ყველა თავისაზე დგას და ლეგენდას აცოცხლებს 919 ჩვენ შემთხვევაში კი მგლის სრულ განადგურებას კი არ უნდა მივყოთ ხელი, არამედ მივხედოთ ჩლიქოსნების დაცვასა და პოპულაციის ზრდას. მგელთან დაკავშირებით კი მოვითხოვოთ სამონადირეო ლიმიტი რამოდენიმეჯერ გვქონდა მაგ საკითხსე საუბარი სამინისტროსთან... ჩლიქოსნებს რომ მივხედოთ მტაცებლის ამორება უნდა მოხდეს, ეს კი არაკანონიერია, ისიც მესმის რომ ნებისმიერი მონადირე დანახვისთანავე არ ტოვებს მომენტს და ადუღებს მგელსაც, ტურასაც და მელასაც, მაგრამ მაგაზე ცოტა ჩუმათ, არვინ გავიგოოოოოოოოოოოოოოოოოს, უნდა "გაპრავდეს" ამოღება, ისედაც არ არის ბევრი მონადირე რომელის განზრახ ინადირებს მტაცებელზე და ეგ კულტურაც დასანერგი რომ არის რა უყოთ ამას კანონმა თუ არ შეგვიწყო ხელი? bigmisha წინასწარ როყოფილიყო აქ თემა გახსნილი უფრო კარგი იქნებოდა http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=283 |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 374 რეგისტრ.: 15-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და რატოა ეს მგელი ასე აქტიური? იმიტორო ცხოველი აღარ დაეჩა ტყეში!!! ჯობია მაგ პრობლემა იყოს აქტიურად დასმული თორე მგელი ეხლა არ გაჩენილა საქართველოში
|
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
919
მგლის მოსპობა არც მე მიმაჩნია სწორად. იმის ახსნა მინდა რომ, საქართველოს პირობებში რომც მოინდომო მგლის ამოწყვეტა, არაფერი გამოგივა. ქვეყანაში სადაც ბუნებრივი ლანდშაფტები ან უდაბური ადგილები საკმაოდ გვხვდება, ასეთი რამ შეუძლებელია. ევროპაშიც, იმ ქვეყნებშია მგელი საკმაოდ დიდი რაოდენობით, სადაც ბუნებრივი ტყის დიდი მასივებია (პარკის ტიპის ტყის საპირისპიროდ) - პოლონეთსა და იუგოსლავიაში. მაშინ ტყეები უნდა გაჩეხო ან გადაწვა, ანუ საარსებო გარემო მოუსპო. სხვაგვარად, ბავშვური გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ ნადირობით მგლის როგორც სახეობის გადაშენება, შესაძლებელია. ამის მშვენიერი მაგალითია ჩვენი ქვეყნის საბჭოური წარსულიდან, როცა მგელზე ნადირობა დაშვებული იყო თითქმის ყველანაირი მეთოდით და სტიმულიც მაცდუნებელი იყო - მგონი ასი მანეთის ოდენობის პრემია თითო მგელზე. ზოგი ბუნაგს პოულობდა და მთელ ბუდობას ანადგურებდა... რუსეთშიც, ამავე პერიოდში, მგელზე ნადირობდნენ ვერტმფრენებიდან, შხამებით, წითელი ალმებით ... მაგრამ ამით პოპულაცია არ გაწყვეტილა, უბრალოდ, მათი რაოდენობა რეგულირდებოდა, რათა სანადირო და სოფლის მეურნეობისთვის შესამჩნევი ზიანი არ მიეყენებინა. 90-იანი წლებიდან მგელის რაოდენობამ საქართველოში მკვეთრად მოიმატა. არავინ აწარმოებს სტატისტიკას, თუ რაიონებში რამდენ პირუტყვს ხოცავს ეს ნადირი. ამ ბოლო დროს სოფლებში შევარდნაც დაიწყეს დღისით-მზისით, არის ადამიანების მსხვერპლიც. იმაზე საუბარიც სასაცილოა, რომ დღეს მგლის პოპულაცია მცირერიცხოვანია ან იკლებს და მის პოპულაციას რაიმე საფრთხე ემუქრება. ამიტომ, მასზე ნადირობის აკრძალვის მიზეზი, ვითომდა დაცვის მიზნით, ყურით მოთრეულია. მგელს იცავს მისი სმენა, ალღო, მეხდველობა, სიფრთხილე, ტყე და უდაბური ადგილები. თიანეთში ბავშვი რომ დაკბინა ცოფიანმა და კიდევ ერთი-ორგან, მონადირეები რომ შეკრიბეს და "ამოღებას" რომ შეუდგნენ, ვის რა ფეხები მოსჭამეს? თვალით თუ დაინახეს მაინც მგელი? არაა ასეთი ადვილი მისი მონადირება, პირიქით... ბავშვობაში გერმანიში ვცხოვრობდი და თქვენ არ გინახავთ მეტყევეების "უმგლობით" გამოწვეული ცრემლები ![]() გარეული ღორი, კურდღელი და შველი ხდება ახლო მდებარე ნათესებისა თუ ნერგების ულევი მტერი... ამ ცხოველების რაოდენობის რეგულირება სულ თავისუფლად შეიძლება ნადირობით. თუმცა ისიც მჯერა, რომ მათი სიმჭიდროვე სავარგულებში შეიძლება ზედმეტიც იყოს. მემგონი, გერმანიაში, სანადირო მეურნეობები და მეტყევეები უჩვენოდაც გაარკვევენ ურთიერთობებს. აი მგელი კი არ შეყავთ, არც მაგათ და არც ინგლისელებს. და რატოა ეს მგელი ასე აქტიური? იმიტორო ცხოველი აღარ დაეჩა ტყეში!!! ჯობია მაგ პრობლემა იყოს აქტიურად დასმული თორე მგელი ეხლა არ გაჩენილა საქართველოში იმიტოა აქტიური რომ, რამდენჯერმე მეტია, ვიდრე 20-25 წლის წინ. მაშინ მგლის მოკვლა ნებადართული იყო და ახლა - არა. კომიკური სიტუაციაა არა? სხვათაშორის არც ჩლიქოსნები ფუთფუთებდნენ მაშინ ტყეებში. |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ჩლიქოსნებს რომ მივხედოთ მტაცებლის ამოღება უნდა მოხდეს, ეს კი არაკანონიერია, ეს კანონი ამათი მოგონილი არ არის? ათ მცნებაში ხომ არ წერია? ცოტაა უაზრო კანონი? რამდენიც გინდა... ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია - ნურავის ეწყინება და ესაა სანადირო საქმეში დილეტანტიზმი. იმიტომ, რომ სამინისტროში არ არსებობს ნადირობის დეპარტამენტი, სადაც იმუშავებდნენ პროფესიონალი ნადირობათმცოდნეები, ზოოლოგები და მონადირეები. მათთვის დიდი ხანია ნათელია რომ, მტაცებლებიდან, მართლაც გაფრთხილება სჭირდება: ჯიქს, ფოცხვერს, წავს, დათვს, და არა სარანჩასავით გამრავლებულ ტურას. |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
AlekoN
ევროპის ის ქვეყნები, სადაც მგელი და ზოგან დათვიც კი არის ამოღებული უკვე მუშაობენ მათი ისევ მომრავლების საკითხზე, ამიტომ რა იდიოტიზმიც ჩაიდინეს არ არის აუცილებელი იგივე საქართველომაც გაიმეოროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგლის ამოღება არ უნდა ხდებოდეს.... |
|
|
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 103 რეგისტრ.: 8-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქ.თბილისი ![]() |
AlekoN
ევროპის რიგ ქვეყნებში მგელი დიდი ხანია გაწყვიტეს და იქაურ ფაუნას არაფერი უჭირს, იმდენი ჩლიქოსანი ყავთ, სად წაიღონ, არ იციან. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- უკაცრავად პატივცემულო, მაგრამ ეს აბსურდია. სწორედ ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩლიქოსნები არანორმალურად გამრავლდნენ არის მგლების გაწყვეტის არასწორობის და კიდევ იმის დამადასტურებელი, რომ ფაუნას უჭირს. არსებობს ასეთი ცნება - ბიომრავალფეროვნებითი ბალანსი და ბუნება ამ ბალანსს ადამიანის იდიოტური ჩარევის გარეშეც სავსებით კარგად და სწორად იცავს. ჩარევა კი სწორედ მგლების გაწყვეტა იყო, რის გამოც იგივე გერმანელები ჩვენთან ურთიერთობაში დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ ეს სრული სისულელე და ავანტიურიზმი იყოო. AlekoN იმიტომ, რომ სამინისტროში არ არსებობს ნადირობის დეპარტამენტი, სადაც იმუშავებდნენ პროფესიონალი ნადირობათმცოდნეები, ზოოლოგები და მონადირეები. მათთვის დიდი ხანია ნათელია რომ, მტაცებლებიდან, მართლაც გაფრთხილება სჭირდება: ჯიქს, ფოცხვერს, წავს, დათვს, და არა სარანჩასავით გამრავლებულ ტურას. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამინისტროში არსებობს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, რომელიც პროფესიონალ მონადირეებთან შეთანხმების გარეშე ლამის არცერთ გადაწყვეტილებას არ ღებულობს. თავად ვყოფილვარ ამის მოწმე არაერთხელ და ასეთ უაპელაციო განცხადებებს არ გავაკეთებდი თქვენს ადგილას. AlekoN ეგ წითელი მგელი გინახიათ ვინმეს? სურათზე, რათქმაუნდა, თორემ ჩვენთან მეეჭვება ვინმეს ენახა. ---------------] არავითარი წითელი მგელი საქართველოში არავის არ შემოუყვანია. თავად ეს სახელწოდება ხალხის შერქმეულია და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ წითელ მგლებთან, რომლებიც საქართველოში არასდროს ბინადრობდნენ. |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შარკი
+1 http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=823 - ეს ამბავი გამოვა თუ არა თუნდაც მისი რაიმე სახეცვლილებით? |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 274 რეგისტრ.: 4-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisisaburtalos 33 ![]() |
ცოტა სხვა ფერი აქვს სულმთლად წითელი არ არის, შეიძლება სურათიც დავდო.
|
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
AlekoN ევროპის ის ქვეყნები, სადაც მგელი და ზოგან დათვიც კი არის ამოღებული უკვე მუშაობენ მათი ისევ მომრავლების საკითხზე, ამიტომ რა იდიოტიზმიც ჩაიდინეს არ არის აუცილებელი იგივე საქართველომაც გაიმეოროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგლის ამოღება არ უნდა ხდებოდეს.... კომუნისტების დროს დიდი პრემიები გაიცემოდა მგლის ტყავზე ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ რა ... გაწყვიტეს? შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში იგივეს იმეორებდნენ 70 წლის განმავლობაში და ამით მხოლოდ დაარეგულირეს მგლის რაოდენობა. რომც დაუშვან მგელზე ნადირობა, ამიერიდან ისეთი პრესი ვეღარასდროს იქნება ამ ცხოველზე, როგორც მაშინ, იმიტომ რომ, მასზე სპეციალურად არ ინადირებს არავინ. ნუ შეადრი ჩვენს ბუნებრივ პირობებს, მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ტყე-პარკებს. კავკასიაში, რუსეთში, პოლონეთში და მსგავს, ბუნებრივი ლანშაფტებით მდიდარ ქვეყნებში, მგელს მოსპობის საფრთხე არ ემუქრება. მგლის "დაცვაზე" საუბარი და "მიღებული ზომები" დროის ფუჭი ხარჯვა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა მხოლოდ. |
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
სწორედ ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩლიქოსნები არანორმალურად გამრავლდნენ არის მგლების გაწყვეტის არასწორობის და კიდევ იმის დამადასტურებელი, რომ ფაუნას უჭირს. არსებობს ასეთი ცნება - ბიომრავალფეროვნებითი ბალანსი და ბუნება ამ ბალანსს ადამიანის იდიოტური ჩარევის გარეშეც სავსებით კარგად და სწორად იცავს. ჩარევა კი სწორედ მგლების გაწყვეტა იყო, რის გამოც იგივე გერმანელები ჩვენთან ურთიერთობაში დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ ეს სრული სისულელე და ავანტიურიზმი იყოო. ის რომ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სანადირო სავარგულებში ჩლიქოსნების სიმჭიდროვე ოპტიმალურზე მაღალია, ძირითადად, სანადირო მეურნეობის განვითარების ინტენსიური ხასიათისა და მაღალი სანადირო კულტურის შედეგია. გარეულ ჩლიქოსნებს ისე უვლიან და კვებავენ, ჩვენთან ბევრი შინაურ პირუტყვს რომ ვერ მიხედავს... რომ დასჭირდეთ, თავისუფლად შეამცირებენ მათ რიცხვს - ან ნადირობის კვოტას გაზრდიან და ან შეუწყვეტენ დამატებით კვებას (განსაკუთრებით ზამთარში). ანუ, ძვირფასი სანადირო-სარეწაო ცხოველების მაღალი რიცხოვნება ხელოვნურად და სავსებით შეგნებულადაა გაზრდილი და შენარჩუნებული. მეტი ნადირი - მეტი ნადავლი - მეტი შემოსავალი, ესაა სანადირო მეურნეობების მოტივაცია. ეს ინფრასტრუქტურა კარგადაა აწყობილი ამ ქვეყნებში - გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი. აქ არავინ მოინდომებს მგლების გამრავლებას და ჩლიქოსნების რაოდენობის მათი მეშვეობით დარეგულირებას. გერმანელმა მწვანეებმა შეიძლება უარესებიც თქვან... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 02:08 |