IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შურთხი, შურთხის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Jun 6 2009, 22:37
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[


შურთხი (Tetraogallus) Улар

ეკუთვნის ქათმისნაირთა ოჯახს. დედამიწის ზურგზე მობინადრე შურთხების, ანუ მთის ინდაურთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა ჩვენი, კავკასიური შურთხი. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. კავკასიონზე მობუდარ შურთხს ჯიხვების დარაჯს უწოდებენ, ვინაიდან იგი ხშირად თან სდევს ჯიხვების ფარას, ქექავს მათ განავალს, ეძებს შიგ საკენკს და რაიმე საშიშროების გამოჩენის დროს სტვენით განგაშს ტეხს, რითაც როგორც შურთხებს, ისე იქ მყოფ ჯიხვებსაც აფრთხილებს. შურთხის მუდმივი საყვარელი საბუდარი ადგილი მიუდგომელი, უდაბური, კლდოვანი მთებია. ზამთარში დიდი თოვლის დროს იგი უფრო ქვევით ჩამოდის. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. შურთხი აპრილში იწყებს კვერცხის დებას, დებს 15-20 ცალს, გამოჩეკას 28 დღე უნდება. ბარტყები ივნისში იჩეკებიან. შურთხზე ნადირობის შენთხვევები მეტისმეტად იშვიათია მისი საბინადრო, ძნელად მისადგომი და მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო. შურთხზე ნადირობა აკრძალულია.

ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია,
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ ვუთითებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 08:47