დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (135 - 149)
ზახარა
პოსტი Aug 17 2015, 21:52
პოსტი #136


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლეონ-ბლექი
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12654
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 17 2015, 22:06
პოსტი #137


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(jola @ 17th August 2015 - 19:12) *
ლიცენზიის ასაღებად ძაღლის პასპორტის წარდგენაც აუცილებელი უნდა იყოს.


ეს დაღუპავს ქვეყანას მართლა D.gif რამდენს ყავს ჯერ უსაბუთო ძაღლი და მერე რამდენს არ ყავს საერთოდ და სხვასთან ერთად დადის სანადიროდ(მაგალითად მე როცა აქეთ ვნადირობ),არ შეიძლება ასე ნამეტანია...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 17 2015, 22:14
პოსტი #138


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli
რატოა ნამეტანი??? მწყერზე უნდა ინადირო ან ძაღლით, ან მანოკით და ხმაურით რაც არამონადირულია. არ გყავს ძაღლი? დაელოდე იხვის გადაფრენას , არაა აუცილებელი ყველამ ყველაფერზე ინადიროს.

ციტატა(jola @ 17th August 2015 - 23:13) *
უსაბუთო ძაღლი

გინდა არ გინდა დარეგისტრირება მოგიწევს , აქ არაა საუბარი ჯიშიან ძაღლზე იყოს მეტისი ოღონდ იყოს მაძებარი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 17 2015, 22:31
პოსტი #139


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჯოლა
ციტატა(jola @ 17th August 2015 - 23:14) *
დაელოდე იხვის გადაფრენას

წყალში რომ ჩავარდება იხვი,გავატანო ? მანდაც საჭიროა ძაღლი...ბატებზე კიდე შეიძლება უძაღლოდ

ბევრი მონადირე დაიჩაგრება ეგრე,ზოგს რატომ ვერ აყავს ძაღლი და ზოგს რატომ...მაგალითად ჩემ მეგობარს ყავს ორი ძაღლი და მე არც ერთი,არადა თავისფულად შეგვიძლია ორი ძაღლით ნადირობა,იმის გამო რომ მე არ მყავს ძაღლი მწყერის ლიცენზია არ მომცენ "ტეხავს".
ისე კი მსგავსი რამ რომ დაინერგოს ბევრ თოფიან კაცს ამოხშირავს მინდვირიდან,მაგრამ ნადირობა უფრო ძვირ სიამოვნებად გადაიქცევა ვიდრე ახლა არის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Aug 17 2015, 22:45
პოსტი #140


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato1992 @ 17th August 2015 - 23:31) *
ბევრ თოფიან კაცს ამოხშირავს მინდვირიდან

ზუსტად მაგას ვუმიზნებ.

ციტატა(dato1992 @ 17th August 2015 - 23:31) *
მწყერის ლიცენზია არ მომცენ "ტეხავს".

ის უფრო ტეხავს, მწყერზე ბევრი შუმავოი მონადირე რო დააბოტებს მინდორში სტვენა სტვენით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Aug 17 2015, 23:01
პოსტი #141


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(jola @ 17th August 2015 - 23:45) *
ის უფრო ტეხავს, მწყერზე ბევრი შუმავოი მონადირე რო დააბოტებს მინდორში სტვენა სტვენით

ეგეტბიც ხდება ? D.gif მართლა არ ვიცოდი ეს მეთოდი...წარმომიდგენია newsmile015.gif მაგას რეგულაცია კი არა,ფსიქიატრიული უფრო დაჭირდება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 17 2015, 23:42
პოსტი #142


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზახარა
მერე?.. ეგ რომ ვნახე..რეგულაციები შემიყვარდება?.. სხვათაშორის გადასარევი პოსტი უწერია იქვე გაგრინსკის. სრულიად ვეთანხმები. სირობაა ეგ ყველაფერი და ფულის სტანოკი. ეტყობა ეს მთავრობა..მთელი ძალით ცდილობს არჩევნებში დამარცხებას. ნამდვილად არ შევუშლი ხელს მაგ კეთილშობილურ საქმეში. თან რეგისტრაცია ვარკეთილშიო. ბარემ გურჯაანში დაენიშნათ. რაღა დარჩა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Feb 21 2017, 19:38
პოსტი #143


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბატონებო ნადირობის კანონპროექტის შესახებ რა ხდება?...მისაღებია თუ არ არის მისაღები?...მშვიდად ვიყოთ ,ცოტა ვინერვიულოდ თუ ბევრი?..ყველა კმაყოფილია ?..შენიშვნები არ გვაქვს?..მერე გვიან ხომ არ იქნება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Feb 22 2017, 01:04
პოსტი #144


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამირგულაშვილის განმარტებით შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება-ეს რას ნიშნავს ამიხსნით ვინმე? ვინ უნდა იყოს, რა სახსრებით ხო არ შეიცავს კორუფციის ნიშნებს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 22 2017, 09:58
პოსტი #145


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჯერ ესე ვთქვათ მოსმენები მიდის, თორემ ამ სახით რომ დარჩეს ნიშნავს ნადირობის აკრძალვას. თუნდაც იმიტომ რომ მხოლოდ ფოლადის საფანტი უნდა იყოს გამოყენებული. 5 ნომერს ზემოთ (ქათამი მწყერი) ფოლადის საფანტი ბუნებაში არ არსებობს. (სხვათა შორის ეს გუშინწინ გაიგო სამინისტროს რამოდენიმე თანამშრომელმა.) ხოდა ჩაიაროს მოსმენებმა. ნახონ ხალხის აზრი და მერე უფრო გამარტივებულად დავსხდეთ და დავალაგოთ. იმედია განხილვას არ დამიმალავენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 22 2017, 12:53
პოსტი #146


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(dima71 @ Feb 22 2017, 02:04) *
ამირგულაშვილის განმარტებით შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება-ეს რას ნიშნავს ამიხსნით ვინმე? ვინ უნდა იყოს, რა სახსრებით ხო არ შეიცავს კორუფციის ნიშნებს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას?

სი თი პარკის ვარიანტი არ მივიღოთ? მგონი ბატონყმობა შემოგვაპარეს და ჯერ არ ვიცით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Feb 22 2017, 20:39
პოსტი #147


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მგონი ბატონყმობა შემოგვაპარეს და ჯერ არ ვიცით

მერე ამდენი თოფიანი კაცის ბატონს არ ეშინია რომ გააკულაკონ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
OQRO444
პოსტი Feb 23 2017, 12:17
პოსტი #148


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



და კიდევ მთავარი პრობლემა მეგობრებო ისაა რომ ამდენ არაფოლადის მსროლელი თოფი სად უნდა წაიღონ ? გადაჭრან ხალხმა და მიუვარდნენ გარემოს დაცვასსსსს?
სამწუხაროდ უკვე არის ინფორმაცია ამ კანონპროექტის განხილვის შესახებ რომ არავისი აზრის გათვალისწინებას არ აპირებენ ეს ჩოჩრები და სულ ცალფეხზე გვკიდიაო მოგწონთ თუ არა ეს კანონპროექტიო ჩვენ მაინც მივიღებთო .... ასე რომ ერთი იმედი ოჩოს ხელმძღვანელობის აქტიურობის იმედიღა გვრჩება და ჩვენგან რაც იქნება გამოკიდებული მზად ვართ ყველაფრისათვის .....
ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი რა მოხდება კაცმა არ იცის .... იმედია ხელოვნურად არ გაგავაბრაკონიერებენ ამ კანონის ავტორებიიიიი ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 23 2017, 12:38
პოსტი #149


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(cipo @ 23rd February 2017 - 13:17) *
და კიდევ მთავარი პრობლემა მეგობრებო ისაა რომ ამდენ არაფოლადის მსროლელი თოფი სად უნდა წაიღონ ?


სანადირო იარაღების და ტყვია-წამლის ბიზნესიც ძალიან დაზარლდება ამ კანონით... და კერძო მეურნეობებიც (ადრე თუ გვიან)

არამგონია ასე მარტივად მიიღონ ეს კანონი...

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 23 2017, 16:07
პოსტი #150


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(cipo @ 23rd February 2017 - 13:17) *
და კიდევ მთავარი პრობლემა მეგობრებო ისაა რომ ამდენ არაფოლადის მსროლელი თოფი სად უნდა წაიღონ ?

მე როგორც ვიცი, ფოლადის საფანტიანი ტყვია 5 ნომერზე წვრილი არ არსებობს, შესაბამისად მწყრის და წვრილი ფრინველის ლიცენზიას თუ გაყიდი, აშკარა შეუსაბამობა გამოვა.... "გეუბნებიან, მიდი ინადირე, ოღონდ ტყვიების გარეშე_"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th September 2025 - 02:39