დებულება "ნადირობის" შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დებულება "ნადირობის" შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N512 2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 3. ნადირობის წესები 1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618). 11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618) 2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618) 28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე ა) მწყერი – 20 ცალი; ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი; გ) ჩიბუხა – 5 ცალი; დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი; ე) ქედანი – 10 ცალი; ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი; 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი; 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი. 5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618) 6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. 9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. 10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება; დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე; ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით; თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით; ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით; მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით); ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად; ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება; პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით. მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით. მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი 1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით; დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით. 2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. 3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#151
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ნუკრიMax
ეგრეა. ფოლადის საფანტი სრული აბსურდია. ევროპაში მხოლოდ წყალზე მცურავებზე იყენებენ, ისიც როცა ჩასაფრებით ნადრობენ და ერთი ადგილიდან 100 000 ობით ტყვიას ისვრიან |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნეტა ვერცხლის ტყვიებით ნადირობა თუ შეიძლება ? აბა ისე ამ კანონის მომფიქრელ-დამწერს ფოლადის ტყვია ვერ აიღებს, ვამპირები არიან ეს ჩემისები ...
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყველაფერი ყველაფერი, მარა გამოსავალს რაში ვხედავთ? მარტო ფაცე ზე წერა არ უშველის საქმეს. უნდა შევიკრათ ერთად და მივიდეთ იმ დასკვნამდე რასაც ნადირობა ქვია. სამინისტო თავისას აწვება ჩვენ ჩვენსას უნდა მივაწვეთ. თქვენ გვერში ვარ ყველანირად ,სადაც როგორც და რანაირადაც უნდა დაგვჭირდეს.ეს უკვე ის თემა რომ ვერ დაიკიდებ.და ვერავინ დაიკიდებს ვისაც უყვარს ეს საქმეე, მიყვარს და ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, ტაკ შტო ყველამ გავანძრიოთ ერთი ადგილი და ყველაფერი ისე იქნება როგორც წესია.კლავიატურაზე წერით არასდროს არაფერი გამოსულა.მოქმედებაა საჭირო.თუ მარტო ეს დარჩა მოსაგვარებელი?..მიეხდება ყველას.ესე ვართ ქართველები. სანამ ლაგამს არ ამოგვდებენ მანამდე ვერ გავიგებთ ვერაფერს. თუ ვინმე არ მეთახმება ისიც დაწეროს რატომ?რისთვის და ასე შემდეგ.
|
|
|
![]()
პოსტი
#154
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
kajuberi 100%
ბაზარი არაა, მაგ ამბავს სერიოზულად უნდა მიდგომა და მონადირეების ერთად დადგომა, ესენი მემგონი არც აპირებენ არავის მოსმენას ისე მიიღებენ ამ კანონს. მეც თქვენს გვერძე ვარ გამოსვლა იქნება თუ შეკრება, თუ არა და ვიაროთ ვესროლოთ ბოთლებს ეგ მაინც იყრება ოხრად ბუნებაში... |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
არც ისე წვიმს, როგორც ქუხსო....
ამ კანონის მიღებით, ფაქტიურად ნადირობას კრძალავენ და 80% თოფებს გამოუსადეგარს ხდიან, რაც თვითონაც კარგად იციან.... მაგათმა ისიც კარგად იციან, რომ ამით ნახევარ საქართველოს გადაიმტერებენ, თან თოფიან საქართველოს, ასე რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ, ჩვენს გარეშე მაგ კანონის მიღების შანსი ნოლია!!! |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
უტკაა ეგ საფანტი!.. სავაჭრო თემა,.. სანადირო არეალების შემცირებააა ერთერთი მთავარი შეფარული თემა, შესაბამისად გაკომეციულება ნადირობის,.. ორ კურდღელის დაჭერა უნდათ.. აგერ გაძლევთ ტერიტორიას კვოტებსაც მოგცევთ და ინადირეთო , ფინანსურ მხარისა და ადმინისტრირებას ნაწილობრივი აცილების მოგვარებას ცდილობენ... ნაწილობრივ, მაგრამ მაინც!.. აბა სხვაგვარად რა ვიფიქრო?!.. რატო მიკრძალავს კერძო პირთან ურთიერთობას აპრიორში,.. ვინ ეკითხება?..ყველაფერს რო თავი დავანებოთ კონსტიტუციითაა მესაკუთრე და შენი ბეჭედ -ვექსილი რად უნდა?! მივალ დაველაპარაკები რატო მზღუდავ ამაში, და რა წერილობით თანხმობას ითხოვ?.. თუ არ უნდა ისედაც არ შემიშვებს, დარეკავს პატრულში და ბასტა , ანდა კიდევ რომელი დაგიწყებს მაგის წერას?! ... გეტყვის თუ გინდა ინადირე და თუ არა მოგს...ნია პატრონიო..!!!! ძაღლის გეშვაზე აღარ ვლაპარაკობ ,.. ეზო ვისაც აქვს გამართლებია , მე და ჩემნაირებმა ვიკითხოთ სპალნაში და ტუმბოჩკებში რო უნდა ვუმალოთ ჩასმული მწყერი და ისე ვაძებნინოთ და ვგეშოთ ლეკვები!!! და კიდევ მომწამვლელია საფანტიო რო იძახიან, გიჟდება თურმე ცელოფანზე და პლასტმასის ბოთლზე დედა ბუნება და მშობლიური მიწა... აკრძალონ ისიც!!!! გადამფრენ ფრინველზე ზრუნვით რო არ ძინავთ ეტყობა კომბაინის მუშაობას მოსავლის აღებისას, ნანეტზე რო ხოტრავენ მინდორს და ყანას, ადრე ნორმა იყო დანის პირი ისეთ ზომაზე ყენდებოდა რომ ფრინველს დაბუდების და არსებობის საშვალება ქონოდა, აკონტროლებს ვინმე?!!!... ველოსიპედს ნუ იგონებენ,.. კანონი ლიბერალური და შესრულებადი უნდა იყოს, მეტი აკრძალვა მეტ წინააღმდეგობას იწვევს და მეტი უკანონობა მოჰვება, ისე არავინ გამიგოს რომ უნდა მიუშვათ ყველაფერი მაგრამ , სეთიფიცირებაში გამოსავალი სიბრიყვე არაა?!.. ეგ ყველაფერი ხო წესიერი მონადირის გაწვალებაა?!.. ბრაკონიერს სულ ფანდურზე კიდია კანონი ,ლიმიტი და სეზონი... ან სერთფიკატს ვერ აიღებს თუ რა.. ეშველება ამით ამ პრობლემას?! ნწუუ.. ამიტომ სანამ ვარიანტს შექმნიდნენ მანამდე უნდა ქონოდათ შეხვედრები , მოესმინათ გაეანალიზებინათ და მერე წარმოედგინათ პროექტი და არა კანონი,.. და აცდებოდნენ იმ უსიამოვნებებს რომელიც ახლავს !!!! ასეთია ჩქიმი უბეჟდენიე და თუ გავცხარდი მაპატიეთ!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#157
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
dima71 მშვენივრად ჩამოაყალიბე ," უტკაა ეგ საფანტი!.. სავაჭრო თემა,.. სანადირო არეალების შემცირებააა":
![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია marco-polo: Feb 24 2017, 22:50 |
|
|
![]()
პოსტი
#158
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ერთერთ შეხვედრაზე, სადაც ეგ კანონი განიხილებოდა, ერთმა დამსახურებულმა მონადირემ იცით რა თქვა?
მაგ კანონს მიიღებთ თუ არა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე ისედაც დავდივარ პროკურორებთან ერთად სანადიროდ, გაპრავებული მაქვსო... ამას ეუბნება სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ჩვენთან საკითხავად იყო მოსული... მოერემ საერთოდ კაკაბზე ნადირობის დაშვება მოითხოვა, მესამემ საერთოდ მონკავშირის ძველი ძლევამოსილების აღდგენა დააყენა დღის წესრიგში... ოჩოპინტრედან სამი კაცი ვიყავით და ხმა აღარ ამოგვიღია, ან რა უნდა გვეთქვა?! იგივე მოხდა ფოთში, მინისტრთან შეხვედრაზე... ესეთი სიტუაციაა მთელ საქართველოში, ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს მონადირეების მხრიდან, ყველა საკუთარი ”ხურუშის” გასწორებაზე ფიქრობს და სწორედ ამიტომ არის ეს მდგომარეობა, რაც მივიღეთ სახელმწიფოს მხრიდან... მარტო სამინისტროს ნუ დავადანაშაულებთ, ვერ აკონტროლებს ამდენ ბრაკონიერს და უბრალოდ ცდილობს აკრძალოს და შეზღუდოს არეალი, ან უბრალოდ გადასცეს მმართველობა კერძო პირს და ამით ვალდებულება აიცილოს... |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ნუკრიMax
ფოთში ძალიან ჯანსაღი კამათი იყო, ჩემთვის მნიშვნელობა არაააქ ნადირობის კანონში რა ეწერება, სადაც იხვია იქ არმიშვებენ და. მე ისედაც ბრაკონიერად მნათლავენ და ასედაც, შესაბამისად უმთავრესი პრობლემა ეგ არის კოლხეთის დაბლობზე მთლიანად. რაც შეეხება კანონპროექტს, მეც არვეთანხმები იმ შეზღუდვებს რაზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა იხვის თემა მე უფრო მტკივა ვიდრე თქვენ დამერწმუნეთ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ნოსო: Feb 25 2017, 10:38 |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
კვირას რა შეხვედრა იგეგმება მონადირეების იპოდრომზე, ვინ აწყობს ამ შეკრებას და რა მიზანი აქვს ამ შეხვედრას?
|
|
|
![]()
პოსტი
#161
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 313 რეგისტრ.: 23-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მონადირეეები იკრიბებიან აზრებს გაცვლიან , პროტესტს ააფიქსირებნ, თუ შესაძლებელი იქნა და რაღაც საერთო კონტურებზე შეთანხმდებიან ურიგო არ იქნება ,,, ნუკრიმ როგორც აღნიშნა ერთერთი მთავარი პრობლემაა ერთიანობა და საერთო აზრი,.. აბა იქ საბურავებს არავინ დაწვას და პიკეტირებას არავინ მოაწყობს,.. სამინისტროს წარმომადგენლები ალBათ არ იქნებიან... რა ვიცი მისვლას ვაპირებ და ვნახავ!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#162
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ოჩოპინტრეს წევრები ვინ მიდიხართ? და საერთო თანხმობა და ხედვა თუ არსებობს კლუბში რის გაპროტესტობას ვაპირებთ?
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია romeo 1: Feb 25 2017, 14:16 |
|
|
![]()
პოსტი
#163
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ოჩოპინტრეს წევრები ვინ მიდიხართ? და საერთო თანხმობა და ხედვა თუ არსებობს კლუბში რის გაპროტესტობას ვაპირებთ? არავინ არ მივდივართ. ასევე ბაზიერი, ლეგიონი, და მონადირე. ესე ფეისბუქ "გრუპის" წამოძახილზე სირბილი ცოტა უხერხულია. კლუბებმა გადავწყვიტეთ ჯერ შევიმუშაოთ ჩვენ რა გვინდა, რას ვითხოვთ, რას ვთავაზობთ კანონის სანაცვლოდ და მერე შევიკრიბოთ ყველა. ესე გინებით ფეისბუქშიც იგინება ხალხი. ცოტა სერიოზულად მივუდგეთ საქმეს და + სეზონის ბოლო კვირადღეა. დავხურით სეზონი და მივხედოთ მერე საქმეს |
|
|
![]()
პოსტი
#164
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
გასაგებია, ესეიგი ეგ სტიქიური პროტესტია. საჭიროა ერთიანად და თანაც სწრაფად მოქმედება, თორემ სეზონის ბოლო დღე მთლად საბოლოო ნადირობის დღეთ არ იქცეს ბევრი მონადირესათვის. გთავაზობთ ფორუმზე მოკლედ და კონკრეტულად ჩამოვაყალიბოდ რა არ მოგვწომს შემოთავაზებულ კანონში. მაგალითად
ვაპროტესტებთ: 1) ტყვიოს შემცველ საფანტის და ტყვიის გამოყენების აკრდალვას გლუვლულიან და ხრახნლულიან იარაღში. 2) ოპტიკურ და კოლიმატორულ სამიზნეების გამოყენების აკრძალვას. 3) ნახევრადავტომატურ იარაღში 2 ვაზნაზე მეტის გამოყენების აკრძალვას. 4) გამოცდის(ტესტირების) ხელმეორედ ჩაბარებას, ვინაიდან მონადირე როდესაც იძენს იარაღს უკვე გადის ტესტირებას. უნდა იყოს ერთი გამოცდა(ტესტირება) და არა ორი. ვტავაზობთ: 1) სანადირო მეურნეობებთან ერთად, სადაც მონადირეს ექნება შესაძლებლობა ინადიროს იქ მოშენებულ ნადირ-ფრინველზე, რომლებზეც ბუნებაში ნადირობა აკრძალულია (ხოხობი, კაკაბი, კურდღელი, ტახი და სხვა) შენარჩუნდეს გადამფრენ ფრინველზე ნადირობის ძველი წესი. და ასე შემდეგ, დაწერეთ თქვენი მოსაზრება ახალ კანონპროექტთან მიმართებაში, გაითვალისწინეთ რომ გადამწყვეტი დრო დადგა საქართველოში ნადირობასთან დაკავშირებით, და რა კანონსაც ეხლა მიიღებენ, იმის შეცვლას ვეღარ შევძლებთ ათწლეულობის მანძილზე. |
|
|
![]()
პოსტი
#165
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამ კანონპროექტით ვითომ ბრაკონიერობას აღკვეთენ? მაგას ჯობია იმას მიხედონ გდი მარტო ტრაასზე რო დადის, ადმინისტრაციული ხარჯები შეუცირონ და ტყეებში შეყარონ, მერე უფრო მეტ ბრაკონიერს და ფარისტს დაიჭერენ ვიდრე საერთოდ ყველაფის აკრძალვით.. სუფთა ხალხი როგორც არასწორი კანონით ზარალდება, იმაზე მეტად ზარალდება ბრაკონიერობით და ჯობია ის მოვითხოვოთ რო პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღღონ კერძო მეორნეობებს რო ტენიან ეხლა
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 08:11 |