დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (165 - 179)
dima71
პოსტი Feb 25 2017, 19:38
პოსტი #166


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კლუბებმა თუ გადაწყვიტა კოორდინაცია კარგია, მაგრამ იქ მიმსვლელი ხალხის აზრიც ხომ უნდა გაიგოს ვინმემ, ვისაც კლუბებში და არც ფორუმებზე აქვთ წვდომა და აზრის გაცვლის საშუალება ,.. ყველაფრის მაგინებელი და ყველაფერზე შეუზღუდავად მონადირეობის მსურველიც ბევრია ყველგან ,მაგრამ საღი აზრიც ყველგანაა ასე რომ ДЕФИЦИТ ЛЬВОВ - НЕ ПОВОД ЦЕНИТЬ ШАКАЛОВ !!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 25 2017, 20:30
პოსტი #167


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dima71
მარტო კლუბების წვდომაზე არ არი, ჩამოუყალიბებელი სიტუაციაა, აგერ მიხვალ ხვალ და ნახავ, ათასი აზრი და ათასი იდეა იქნება, მაგრამ საქმეს მსვლელობა მიეცეს მაგ პროტესტით, ნაკლებ სავარაუდოა...

სეზონის დახურვას რომ დაამთხვიეს, ვერ არი კაი საქმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 25 2017, 20:34
პოსტი #168


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კლუბურ სისტემას ერთი კარგი თვისება აქვს, ჯანსაღი კრიტიკა და კამათია შიგნით, შესაბამისად ჩამოყალიბებული და ერთიანი აზრი იბადება, ხოდა ეს დალაგებული აზრი რომ გამოდის გარეთ, უკვე სხვა ეფექტი და ძალა აქვს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 25 2017, 20:40
პოსტი #169


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nukry @ 25th February 2017 - 21:34) *
კლუბურ სისტემას ერთი კარგი თვისება აქვს, ჯანსაღი კრიტიკა და კამათია შიგნით, შესაბამისად ჩამოყალიბებული და ერთიანი აზრი იბადება,

კეეე... აბა რაა... სინამდვილეში..უმცირესობა ყოველთვის ნახუიზე იგზავნება. ცამდე მართალიც რომ იყოს. D.gif

ნუ პრინციპში ეგ მთელ საქართველოშია ეგრე და არა მაინცდამაინც კლუბებში. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 25 2017, 20:43
პოსტი #170


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ის კაცი იძახის რო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად ვალდებულებია არიან ცვლილება შეიტანონ, რიალურად თუ მომხდარა ისე რომ რომელიმე ქვეყანამ უარი თქვა იმ ვალდებულებებზე რაც დააკისრეს იმის გამო რომ იცით რაარი ჩვენ ამას ვერ მივიღებთ იმიტო რომ ასე არ გვაწყობსო!.. ეჭვი მაქ ვინმეს აზრი გაითვალისწინონ თუ გაიფიქრეს გააკეთებენ კიდევაც, იდექი შენ და აპროტესტე რამდენიც გინდა და სადაც გინდა არავინ არ დაგვიშლის მაგას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 25 2017, 20:51
პოსტი #171


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kardinal84 @ 25th February 2017 - 21:43) *
ის კაცი იძახის რო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად ვალდებულებია არიან ცვლილება შეიტანონ,

სიმართლე რომ ითქვას..ევროკავშირი ბევრ რამეს ავალდებულებს საქართველოს(ვენეციის კომისიები და ა..შ) მაგრამ რაც არ აინტერესებთ..სულ ფეხზე კიდიათ. ამ შემთხვევაში ეგ უფრო შირმა მგონია ვიდრე ვალდებულება. თუმცა..მე ზოგადად ვეთანხმები კლუბური სისტემის განვითაარებას და მოწესრიგებას. ეგ მართლა რეალურად მოაგვარებს ბრაკონიერობის საკითხსაც და ყველაფერსაც. უბრალოდ..დღეს..ცოტა სხვა რეალობა იკვეთება. საბჭოურ ტრადიციებზე აღზრდილი ელემენტები წამოვიდნენ წინა პლანზე. აქვთ სხვანაირი პრეტენზიები და თუ მაგათ ხელში აღმოჩნდა ამ ყველაფრის მმართველობა..საერთოდ უკანალისკენ წავა საქმე. მონკავშირის აღდგენა არ მოხდეს კლუბების განვითარების ნაცვლად. აი ეგ არის საფრთხე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Feb 25 2017, 21:11
პოსტი #172


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არა ნამდვილად არა მაქვს იმის მოლოდინი რომ იქ უცბად პანაცეას აღმოვაჩენ ამ პრობლემის გადასჭრელად,.. და არც იმის იმედი მაქვს რომ მზა მოთხოვნები და წინადადებები ექნება ვინმეს მომზადებული ,შევიკრიბებით და დავიშლებით ბიტლზებივით!!! ..შედეგი კი ის იქნება რომ დაინახონ და დააფიქსირონ ნადირობის მოყვარული საზოგადოების რაც შეიძლება მეტი რიცხოვნობა და დაფიქსირდეს საპროტესტო ფონი იმ კანონ-პროექტის მიმართ , რომლის არსებულ რედაქციას მეც ვემიჯნები!... ესაა სულ და ამაში ცუდს ვერ ვხედავ ვერაფერს,.. ბოლო-ბოლო მეზობლადაა,.. ჩაკრავ ჩუსტებში ფეხს და გადავკუნკულდები! ისე კი გამეხარდებოდა რომ ასეთი ნაწილშიც კი გამოიძებნოს ადამიანები, გნებავთ საინიციატივო ჯგუფი რომელიც კომუნიკაციაში იქნებოდა კლუბებთან წინადადებების და აზრთა მიმოცვლის საკითხში, თორემ მერე კიდევ ატყდება ის რაზეც თვითონ ბრძანებდით ზემოთ, ქაოსი და ხოშის გატარება, ჩვენთვის არავის უკითხავსო.. მსგავსი კატა ვასია!!!..ნება თქვენია,მაგრამ ..მე-5 წელია ამ ფორუმზე ვარ დარეგისტრირებული და მივცევ თავს უფლებას მეგობრული რჩევა გამოვხატო ვინმე კლუბებიდანაც რომ მოვიდეს იქ ერთგვარი სოლიდარობისთვის არ იქნება ურიგო !!!!!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია dima71: Feb 25 2017, 21:12
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 25 2017, 21:55
პოსტი #173


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dima71
სეზონის დახურვის ბოლო კვირადღეა, თორემ დიდი სიამოვნებით მოვიდოდი.
ხვალ კლუბს დახურვის ცერემონიალი გვაქვს და ...

ასე რომ მოკითხვა გადაეცი ოჩოს სახელით ყველა მონადირეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Feb 27 2017, 10:07
პოსტი #174


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ვინმეს თუ გაქვთ წვდომა ამ კანონპროექტის ტექსტზე იქნება მომაწოდოთ რამენაირად. მადლობა წინასწარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Feb 27 2017, 17:37
პოსტი #175


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ჭაღარა
https://drive.google.com/file/d/0B6J3_MO4KG...ew?usp=drivesdk
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Aslan Memishishi
პოსტი Feb 28 2017, 00:24
პოსტი #176


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 15-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

ფოლადის საფანტთან დაგავშირებით მეც ეგრე ვიცი რომ მხოლოდ ტბებზეა ეგ შეზღუდვა. ჰო კიდე 76 და 70მილიმეტრიან ვაზნებში მე არ მსმენია ფოლადის საფანტი. 89მილიმეტრიანშია მხოლოდ თუ არ ვცდები.
ზოგადათ რა კანონპროექტი აქვთ და რა შეზღუდვებზე მიდის საუბარი ჯერ არ ვიცი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Feb 28 2017, 09:25
პოსტი #177


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



მაქსიმუსა
მადლობა, გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Mar 1 2017, 22:41
პოსტი #178


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მონადირეებო ფორუმელებო ეხლა კვირას Iმარტება მეორე აქცია Yოფილი იპოდრომის მიმდებარეთ 12 საათზზე ისევ იგივე Mოტხოვნით რომ შეჩერდეს ახალი კანონპროექტის განხილვა რათა ჩვეულებრივი მონადირის არანაირი ინტერესი არ არი გატვალისწინებული და საშიშროების ქვეშ დგება საქაეთველოს ბუნებრივი რესურსების მართვის ფორმა და მიზნები რაც ემსახურება კერძო ინტერესებს და ამქვეყნის შვილებისთვის შეუძლებელი გახდება ტავისი სამშობლოს ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი იქიდან გამომდინარე რო კერძო მესაკუთრეს უფლება აქვს რომ თავის ტერიტორიაზე არ გაგატაროს და აქედან გამომდინარე ვერც ინადირებ და ავტომატურათ აღმოვჩნდებით თანამედროვე სტილის ბატონყმურ წყობილებაში და ამიტო გთხოვთ მოხვიდეთ კვირას აქციაზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი პოზიცია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Mar 1 2017, 22:49
პოსტი #179


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



bashiachuki
ცუდად არ გამიგო მეგობარო, ერთი კითხვა მაქვს, ეს ტექსტი დააკოპირე რომელიმე გვერდიდან? თუ თქვენი პოზიციაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 1 2017, 23:52
პოსტი #180


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემ ერთ პატარა დაკვირვებაზე დავწერ ბარემ. ამ ბოლო ამბებთან დაკავშირებით..დიდი მომიხილვაა კი მოგეხსენებათ. პრაქტიკულად ყველა აპროტესტებს ახალ კანონს. აბ ბოლო დღეებში..ალბათ ათამდე მონადირესთან მომიწია საუბარი ამ თემაზე და საკმაოდ პარადოქსული სიტუაცია იკვეთება. გასაგებია..რომ ამ კანონში ბევრი რამეა მიუღებელი და შესაცვლელი..მაგრამ..რატომღაც ხალხი ითხოვს ძველი მონკავსირის აღდგენას. "თუ რამე უნდა შეიცვალოს..ისე გაკეთდეს როგორც ადრე იყოო".(ნუ გასაგებია..კერძო არ იწველება.. სახელმწიფო ბიუჯეტი კი კარგი საწველია) ეხლა მოგახსენებთ მაგისთვის რა არის საჭირო..რომ მონკავსირი აღდგეს. მაგისთვის საჭიროა..სახელმწიფომ აიღოს ხელში ნადირობის სფერო. ეგ გამორიცხულია კაპიტალისტური მოწყობის ქვეყანაში. რადგან..სახელმწიფოს ეკრძალება ეგეთ რამეებთან მიკარება. ეკრძალება განზრახ. არ შეიძლება ხელისუფლება განკარგავდეს ბიზნესს..სპორტს და ა.. შ.. ეგ შეეძლო საბჭოეთს. მოკლედ..მაგისთვის ჯერ საბჭოთა კავშირის აღდგენაა საჭირო. ეხლა იმას დავწერ..ეგ რატომ ვერ აღდგება. საბჭოეთი ეფუძნება პრინციპს.. ადამიანის "თანასწორობაზე". მანდ არ შეიძლება არსებობდნენ მდიდრები და ღარიბები. მუშა და მინისტრი თანასწორია(იდეაში..თორემ..) მაგისთვის კი საჭიროა მდიდრების გაკულაკება და უფულოებთან გათანაბრება. ხოდა..აი სულ მაგ ჭკუაზე არიან მდიდრები..(მატ შორის ბიძინა)თავი გაიკულაკონ და საბჭოთა კავსირი დააბრუნონ. მოკლედ..რაც მალე დააღწევს თავს მაგ უტოპიას ყველა..მით მალე წავა წინ საქმე. მოვითხოვოთ ის რაც რეალურად გვეკუთვნის და შევეშვათ მირაჟის დევნას.
[i]P.S. ეს ჩემი პოსტი რათქმაუნდა ყველას არ ეკუთვნის. მხოლოდ იმათ..ვისაც მონკავშირის აღდგენა რეალობად ესახებათ. [/i]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th September 2025 - 02:40