დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (180 - 194)
bashiachuki
პოსტი Mar 2 2017, 07:44
პოსტი #181


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჯოლა
ჯოლა
ჩემი პირადი პოზიციაა არავიტარი დაკოპირება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Mar 2 2017, 07:53
პოსტი #182


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Eხლა ერტს ვიტყვი მონკავშირს არავინ ითხოვს Mაგას იძახის ის მცირე რაოდენობა მონადირეებისა ვისაც მცირე საინფორმაციო ცვდომააქ რეალურ პრობლემებტან და მოთხოვნებთან. Aხალი კანონ პროექტის შემდგენები არ ზრუნავენ რო ხალხის ცნობიერება აწიონ ხოდა აი ბივიდეთ ყველამ კვირას იპოდრომზე და იქ გაიგებთ რას ვითხოვთ მონადირეები სინამდვილეში . შეხვედრა იქნება ისევ იქ სადაც ცინაკვირაც იყო ანუ უნივერსტეტის ქუჩიდან პირდაპირ იპოდრომისკენ შუქნიშანს რო გადმოკვეთავთ მარცხენა მხარეს პატარა სკვერია და იქ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Mar 2 2017, 08:47
პოსტი #183


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



bashiachuki
სავარგულის მესაკუთრეს ყოველთვის ქონდა, აქვს და ექნება იმის უფლება, თავის სურვილისამებრ შეგიშვას ან არ შეგიშვას თავის საკუთრებაში. ამ შეკრებით რას ვაპირებთ? ავუკრძალოთ მესაკუთრეებს საკუთრებაზე უფლება? თუ შეგიძლიათ მითხრათ ვინ არის პროტესტის ორგანიზატორი, ერთი პირია თუ რაიმე ჯგუფი? ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე , დიდი შანსია ჩვენი შეკრება ვინმემ ბოროტად გამოიყენოს თუ კონკრეტულად რაიმე მოთხოვნის ირგვლივ არ იქნება გაერთიანება. ზოგადად საუბარი, რომ კანონი ნადირობის შესახებ არ გვინდა, ჩემთვის მიუღებელია პირადად. სადაც არ არი კანონი, იქ ანარქიაა და ეს ანარქია როდესღაც უნდა დასრულდეს. მონადირე მონადირეს უნდა დაემსგავსოს და მისი უფლებები ვინმემ (ამ შემთხვევაში კანონმა) უნდა დაიცვას , ბრაკონიერს ბრაკონიერი უნდა დაერქვას!!! კლუბებში მიმდინარეობს ამ კანონპროექტის აქტიური განხილვა ,როცა შევჯერდებით მეტნაკლებად (სრული თანხვედრა წარმოუდგენლად მიმაჩნია) საერთო პოზიციაზე და ჩვენი საერთო მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, ამის შემდეგ მიმაჩნია გამართლებული პროტესტი. პატივს ვცემ ყველას, ვინც დაინტერესებულია და წუხს მონადირეების ბედით და ცდილობს სასიკეთოდ შეცვალოს არსებული სიტუაცია . მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ მეტი კონსტრუქციულობაა საჭირო .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 2 2017, 09:24
პოსტი #184


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



სავარგულის და მიწის მესაკუთრის უფლებები გასაგებია მაგრამ მწყერზე სანადიროდ სად ვეძებო 0.5 ჰა. თუ უფრო მეტი ან ნაკლები მიწის მესაკუთრეები რომელ ავტობუსში ჩავსვა და ვატარო ნებართვის დასაწერად? მოსავალი თუ აღებული აქვს რა დაშავდება იქ მწყერზე ნადირობით? მწყერი ხომ ძირითადად პურეულ კულტურებში ზის. რომელ სანადირო მეურნეობაში გინახავთ მწყერზე ნადირობა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Mar 2 2017, 09:29
პოსტი #185


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო
მე არ ვამბობ რომ რამე დაშავდება, მაგრამ ყველა მესაკუთრეს აქვს უფლება თავის საკუთრება თავის სურვილისამებრ განაგოს . ეს არის უფლება, რომელიც ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს ნორმალურ ქვეყანაში . ბაზისია რომელზეც შენდება ქვეყანა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 2 2017, 10:25
პოსტი #186


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჯოლა
აი მთელი 100%-თ გეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 2 2017, 10:29
პოსტი #187


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bashiachuki @ 2nd March 2017 - 08:53) *
მონკავშირს არავინ ითხოვს Mაგას იძახის ის მცირე რაოდენობა

რავიცი..ვისთანაც მე მომიწია საუბარი პირისპირ..პრაქტიკულად ყველა მაგას ითხოვდა. და სულაც არ მეჩვენნენ ცოტა. მოკლედ..როგორც ჯოლამ დაწერა..ჯერ კარგად გვაქვს გასააზრებელი რა გვინდა. რას ვითხოვთ და მერე მივაწვეთ. ეს..რაც წარმოადგინეს..ჩვენთვისაც მიუღებელია ეგრე ხელაღებით. საკმაოდ კარგად ვრცელდება ინფორმაცია და ბევრი ისეთი მომენტი დავიჭირე.. შეიძლება სულ სხვა მიმართულება მიიღოს ამ ცვლილებებმა. უკან არ გამოგვივიდეს ნაბიჯის გადადგმა წინ წასვლის ნაცვლად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Mar 2 2017, 10:30
პოსტი #188


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(jola @ 2nd March 2017 - 10:29) *
მე არ ვამბობ რომ რამე დაშავდება, მაგრამ ყველა მესაკუთრეს აქვს უფლება თავის საკუთრება თავის სურვილისამებრ განაგოს . ეს არის უფლება, რომელიც ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს ნორმალურ ქვეყანაში . ბაზისია რომელზეც შენდება ქვეყანა.

გეთანხმები.

რამოდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი ვიცი. კერძო მესაკუთრეს ისეთი პირობები აქვს შექმნილი სახელმწიფოსგან რომ ძალაუნებურად უნდა ითანამშრომლოს სამონადირეო და მეთევზეთა კლუბებთან (და არა მარტო) მაგალითად ფინელი სტუმარი მყავდა და დაწვრილებით ვთხოვე მოეყოლა ჩემთვის როგორი კანონმდებლობა და წესებია ნადირობა თევზაობისთვის. რათქმაუნდა კერძო მესაკუთრეს აქვს უფლება რომ არ შეგიშვას მის ტერიტორიაზე "კერძო მესაკუთრეს" მაგრამ, იქ ისეთი პრივილეგიები აქვთ კლუბებს რომ სხვა შანსი ფაქტიურად არ აქვს რომ არ დართოს ნება. მაგალითად კერძო მესაკუთრე -ფერმერი სხვას ვერ მიმართავს გარდა კლუბებისა თუ მას რომელიმე სახეობა უნადგურებს მოსავალს რათა გამოხშიროს "მავნებელი" პლუს ამას ვერ გამოხშირავს მავნებელს თუ არ იცის მისი მიახლოვებით პროცენტული რაოდენობა, შესაბამისად სამონადირეო კლუბები უზრუნველყოფენ მათ კონტროლს მესაკუთრის სურვილისამებრ (ეს რათქმაუნდა ეხება კერძო ფერმერებს და სხვა დანიშნულებით კერძო მესაკუთრეებს რომლებიც დაკავშირებულები არიან ბიომრავალფეროვნებასთან და არა სამონადირეო მეურნეობებს რომლებიც თვითონ აწარმოებენ კონტროლს) კიდევ არის ტყის მასივები სადაც არ არის სამონადირეო მეურნეობა და არის კერძო მესაკუთრე ან მეიჯარე რომელიც აწარმოებს ხე-ტყის გადამუშავებას ისინიც თანამშრომლობენ კლუბებთან რათა არ მოხდეს რომელიმე სახეობის უკონტროლოდ გამრავლება რომელიც დააზიანებს ფერმერებს და უამრავ სახვას. შესაბამისად ხორციელდება თანამშრომლობა მათ შორის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნებით თუ უნებლიედ დაკავშირებულია ერთმანეთთან. დაკიდევ უამრავი რაღაცა მომიყვა კანონებზე იმ ღვთისნიერმა კაცმა არის კიდევ უამრავი რაღაც რაზეც თანამშრომლობენ კერძო მესაკუთრე და მონადირე მეთევზე. კიდევ არის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სანადირო-სათევზაო ადგილები რომლებზეც სახელმწიფო და კლუბები თანამშრომლობენ და ასე სემდეგ.
მოკლედ სახელმწიფოს შექმნილი აქვს ისეთი გარემო და კანონი სადაც ჰარმონიაში მოდიან ადამიანები ერთმანეთთან
პ.ს გაიხარე მუშავ წამებულო .... ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 2 2017, 10:32
პოსტი #189


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bashiachuki @ 2nd March 2017 - 08:53) *
Aხალი კანონ პროექტის შემდგენები არ ზრუნავენ რო ხალხის ცნობიერება აწიონ

სხვათასორის.. როგორც მე ვიცი რაიონებშიც დადიან და ხალხს ხვდებიან. უბრალოდ რას თავაზობენ ეგ არის საკითხავი. ხალხი რას ითხოვს ეგეც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 2 2017, 10:51
პოსტი #190


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ბლექ-ხასან @ Mar 2 2017, 00:52) *
ჩემ ერთ პატარა დაკვირვებაზე დავწერ ბარემ. ამ ბოლო ამბებთან დაკავშირებით..დიდი მომიხილვაა კი მოგეხსენებათ. პრაქტიკულად ყველა აპროტესტებს ახალ კანონს. აბ ბოლო დღეებში..ალბათ ათამდე მონადირესთან მომიწია საუბარი ამ თემაზე და საკმაოდ პარადოქსული სიტუაცია იკვეთება. გასაგებია..რომ ამ კანონში ბევრი რამეა მიუღებელი და შესაცვლელი..მაგრამ..რატომღაც ხალხი ითხოვს ძველი მონკავსირის აღდგენას. "თუ რამე უნდა შეიცვალოს..ისე გაკეთდეს როგორც ადრე იყოო".(ნუ გასაგებია..კერძო არ იწველება.. სახელმწიფო ბიუჯეტი კი კარგი საწველია) ეხლა მოგახსენებთ მაგისთვის რა არის საჭირო..რომ მონკავსირი აღდგეს. მაგისთვის საჭიროა..სახელმწიფომ აიღოს ხელში ნადირობის სფერო. ეგ გამორიცხულია კაპიტალისტური მოწყობის ქვეყანაში. რადგან..სახელმწიფოს ეკრძალება ეგეთ რამეებთან მიკარება. ეკრძალება განზრახ. არ შეიძლება ხელისუფლება განკარგავდეს ბიზნესს..სპორტს და ა.. შ.. ეგ შეეძლო საბჭოეთს. მოკლედ..მაგისთვის ჯერ საბჭოთა კავშირის აღდგენაა საჭირო. ეხლა იმას დავწერ..ეგ რატომ ვერ აღდგება. საბჭოეთი ეფუძნება პრინციპს.. ადამიანის "თანასწორობაზე". მანდ არ შეიძლება არსებობდნენ მდიდრები და ღარიბები. მუშა და მინისტრი თანასწორია(იდეაში..თორემ..) მაგისთვის კი საჭიროა მდიდრების გაკულაკება და უფულოებთან გათანაბრება. ხოდა..აი სულ მაგ ჭკუაზე არიან მდიდრები..(მატ შორის ბიძინა)თავი გაიკულაკონ და საბჭოთა კავსირი დააბრუნონ. მოკლედ..რაც მალე დააღწევს თავს მაგ უტოპიას ყველა..მით მალე წავა წინ საქმე. მოვითხოვოთ ის რაც რეალურად გვეკუთვნის და შევეშვათ მირაჟის დევნას.
[i]P.S. ეს ჩემი პოსტი რათქმაუნდა ყველას არ ეკუთვნის. მხოლოდ იმათ..ვისაც მონკავშირის აღდგენა რეალობად ესახებათ. [/i]


მე სულ მჯეროდა შენი small3d018.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 2 2017, 11:29
პოსტი #191


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



general
მაგ ფერმერებს იმხელა მიწები აქვთ რომ შესაძლოა ერთ კლუბს სულ ეყოს სანადიროდ. საქართველოში კი სადაც საშუალოდ თითო მესაკუთრეს 1 ჰექტარი (ასე გაანაწილა სახელმწიფომ როცა მიწები გაიცა) მიწა აქვს და ერთ მონადირეთა ჯგუფს თუ კლუბს ხუთას მესაკუთრესთან მაინც მოუწევს მოლაპარაკება. აქედან ზოგი დათანხმდება ზოგიც ფეხებზე დაიკიდებს და უარს გეტყვის. და ასე ჯიპიეს მომარჯვებულებმა, ჭადრაკულად უნდა ვხაზოთ მინდვრები, რომ შემთხვევით ფეხი არ დაგვედგას იმ მიწაზე ვისი მფლობელიც უარს აცხადებს შეშვებაზე? ან რა საჭიროა წინასწარი თანხმობები. ვინც წინააღმდეგია და არ უნდა რომ მის საკუთრებას ვინმემ ფეხი დაადგას შომოღობოს ნაკვეთი, ან სხვა რაიმე შეზღუდვა დააწესოს (დააყენოს ყარაული ან თვითონ უყარაულოს, ან ტრაფარეტები დადგად რომ აქ შესვლა აკრძალულია). სად ვდიოთ ამ წვრილ მიწების მფლობელებს? თან თუ ცნობასაც ფას დაადებენ მაშინ ხომ მთლად აივსო ბიუჯეტი ამდენ მცირემიწიანთან გაფორმებული დიკუმენტებით.
ochom-dagchipos.gif დაჭიპოს ის ვისაც თავში აზრად მოუვიდა ეს მძღნერობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 2 2017, 11:41
პოსტი #192


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ევროპაში რომ მასეა ადამიანის უფლებები დაცული ისიც ხომ გაგიგიათ რომ ძმასთან და მშობელთან სტუმრად ვერ მიდიან წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე . გვინდა ასეთი ქვეყანა?
მესაკუთრის უფლებები ნადირობის კანონში რომ არ შევიდეს ისე რა კონსტიტუციაში არ არის შეტანილი. ძალით უვარდება ვინმე თუ მესაკუთრე კატეგორიული წინააღმდეგი იქნება თავის საკუთრებაზე ვინმე ანადიროს. უზრინველყოს თავისი მიწების საზღვრების დაცულობა და არავინ შეუვარდება. შარშან საფრანგეთში ვიყავი და რაც ვნახე შეღობილი აქვს ყველას მიწა. შოღობონ და მივალთ ნებართვის სათხოვნელად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Mar 2 2017, 12:45
პოსტი #193


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(uiaragho @ 2nd March 2017 - 12:41) *
ხომ გაგიგიათ რომ ძმასთან და მშობელთან სტუმრად ვერ მიდიან წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე . გვინდა ასეთი ქვეყანა?

ეს ვერ არის მთლად ესე. გერმანიაში კი ჩამოყალიბდა ეგრე..მაგრამ იტალია-საფრანგეთ და კიდე ბევრ ევროპულ ქვეყანაში სულაც არ არის მასე. არადა ყველა ევროპაა.
და საერთოდ..ჩემი აზრით..არ არის საჭირო მაინცდამაინც ევროპას დავუკავშიუროთ ეს ყველაფერი. საქართველოს ჭირდება საკითხის მოწესრიგება და თან ისე..მაქსიმალურად რომ იყოს ყველას ინტერესი გათვალისწინებული. კანონი უნდა კანონობდეს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ მონადირეების. მეწარმეებისაც არის და გლეხებისაც. თუ ვინმეს ადგება ზიანი.აღარ უნდა მიადგეს და თუ რამეს ჩვენ გვაკლებენ და გვჩაგრავენ..არ უნდა დაგვჩაგრონ. უმარტივესია. ეგ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეგრეა. კანადაშიც..იაპონიაშიც და ამერიკასიც. ეგენი კი სულაც არ არის ევროპა. ნუ ამოვეფარებით ევროპულ "მოთხოვნებს"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 2 2017, 13:53
პოსტი #194


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



როგორ წარმოგიდგენიათ ამ კანონით მწყერზე, ქატამზე ან იხვზე ნადირობა. მდინარის ნაპირზე რომ დადგე იხვზე საიდან უნდა აიღო ნებართვა ან ვის უნდა ჰკხო?
ან ქათამზე ტყეში , ოჩოპინტრეს თუ დალის ხელმოწერა დაგვჭირდება? ან მწყერზე: ბოდბე-მაღარო, შირაქი, ახალციხე ახალქალაქი წალკა. საკადასტრო რუკები უნდა ატარო თან? აქ ხომ ნაკვეთებს საზღვრები არც კი ეტყობათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Mar 2 2017, 14:46
პოსტი #195


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ციტატა(uiaragho @ 2nd March 2017 - 12:29) *
general
მაგ ფერმერებს იმხელა მიწები აქვთ რომ შესაძლოა ერთ კლუბს სულ ეყოს სანადიროდ. საქართველოში კი სადაც საშუალოდ თითო მესაკუთრეს 1 ჰექტარი (ასე გაანაწილა სახელმწიფომ როცა მიწები გაიცა) მიწა აქვს და ერთ მონადირეთა ჯგუფს თუ კლუბს ხუთას მესაკუთრესთან მაინც მოუწევს მოლაპარაკება. აქედან ზოგი დათანხმდება ზოგიც ფეხებზე დაიკიდებს და უარს გეტყვის. და ასე ჯიპიეს მომარჯვებულებმა, ჭადრაკულად უნდა ვხაზოთ მინდვრები, რომ შემთხვევით ფეხი არ დაგვედგას იმ მიწაზე ვისი მფლობელიც უარს აცხადებს შეშვებაზე? ან რა საჭიროა წინასწარი თანხმობები. ვინც წინააღმდეგია და არ უნდა რომ მის საკუთრებას ვინმემ ფეხი დაადგას შომოღობოს ნაკვეთი, ან სხვა რაიმე შეზღუდვა დააწესოს (დააყენოს ყარაული ან თვითონ უყარაულოს, ან ტრაფარეტები დადგად რომ აქ შესვლა აკრძალულია). სად ვდიოთ ამ წვრილ მიწების მფლობელებს? თან თუ ცნობასაც ფას დაადებენ მაშინ ხომ მთლად აივსო ბიუჯეტი ამდენ მცირემიწიანთან გაფორმებული დიკუმენტებით.
დაჭიპოს ის ვისაც თავში აზრად მოუვიდა ეს მძღნერობა.



მაგ ფერმერებს რა მიწებიც აქვთ კი ვიცი მე. მე ზოგადად ერთი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანე, აუცილებელი კი არ არი დავაკოპიროთ სხვისგან, ჩვენ ამ გაპარტახებულ ქვეყანეზე მორგებული კანონი გვინდა წესით.
მაგრამ საქმე სულ სხვა რაღაცაშია აქ ყველა ცდილობს თავისთავზე მოირგის კანონი და ეგარის უბედურება და ერთ აზრზე ვერ ჩამოვყალიბდით მონადირეები რა გვიდა საერთოდ მარტო ჩვენთვის კი არა ქვეყანას და საზოგადოებას რა წაადგება აი მაგიტომ მოზდით ესეთი მზღრენობები თავში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 08:11