დებულება "ნადირობის" შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დებულება "ნადირობის" შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N512 2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 3. ნადირობის წესები 1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618). 11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618) 2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618) 28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე ა) მწყერი – 20 ცალი; ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი; გ) ჩიბუხა – 5 ცალი; დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი; ე) ქედანი – 10 ცალი; ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი; 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი; 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი. 5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618) 6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. 9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. 10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება; დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე; ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით; თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით; ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით; მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით); ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად; ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება; პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით. მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით. მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი 1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით; დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით. 2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. 3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#196
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ხოდა ხოვხვდებითკარგო ხალხო რო ესყველაფერი აბსურდია ხოდა მაგიტო ვიკრიბებით კვირას იპოდრომზე რო ერთიანი აზრი დავაფიქსიროთ და შევაჩეროთ ამკანონპროექტის განხილვა უკანონობას და უაზრო ტავისუფლებაზ არავინ ითხოვს უნდა შემუშავდეს სწორი რეგულაციები Dა ყველა პატიოსანი მონადირე მიიღებს ამ სწორ რეგულაციას მინიმუმ იმიტო რო ვიღაცამ ბრაკონიერი და მკვლელი არ გვეძახოს და როგორც ეხლა სხვადროსაც ვიდგეტ ჩვენიქვეყნის სცორათ განვითარების სადარაჯოზე
|
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ბლექ-ხასან
და საერთოდ..ჩემი აზრით..არ არის საჭირო მაინცდამაინც ევროპას დავუკავშიუროთ ეს ყველაფერი. საქართველოს ჭირდება საკითხის მოწესრიგება და თან ისე..მაქსიმალურად რომ იყოს ყველას ინტერესი გათვალისწინებული. კანონი უნდა კანონობდეს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ მონადირეების. მეწარმეებისაც არის და გლეხებისაც. თუ ვინმეს ადგება ზიანი.აღარ უნდა მიადგეს და თუ რამეს ჩვენ გვაკლებენ და გვჩაგრავენ..არ უნდა დაგვჩაგრონ. უმარტივესია. ეგ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეგრეა. კანადაშიც..იაპონიაშიც და ამერიკასიც. ეგენი კი სულაც არ არის ევროპა. ნუ ამოვეფარებით ევროპულ "მოთხოვნებს". Bლექ ხასან უბედურებაც ეგარი რო ევროპის სახელით და იქედან მოცვეული ექსპერტების Dასკვნებიტ გვესაუბრებიან და თავისი ქვეყნის რეალობა ცალფეხზე რო კიდიატ რახან ევროპელმა თქვა ეგარი და ვსიო? ბოლობოლო მასე თუ იმსჯელებ იმ ექსპერტებს რო ქირაობ კვლევებისთვის დაქირავებულიგყავს და საბოლოოდ შენ დამქირავებელს რაც გაწყობს იმ დასკვნას Dაადებინებ რაგაც სახიტ მაინც თუ სრულად არა |
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
რა მაინტერესებს ეხლა მე, არის თუ არა შექმნილი ოჩოპინტრეს წევრებისაგან ალტერნატიურ კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები, მოხერხდა თუ არა სხვა სამონადირეო კლუბებტან კოორდინაცია?
|
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
romeo 1
ზემოთ დავწერე , ალბათ არ წაგიკითხავს. მიმდინარეობს აქტიური განხილვა , როგორც კი შევჯერდებით გავასაჯაროებთ. |
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ახლა მაცნობეს რომ ხვალ, 12 საათზე ქუთაისში პარლამენტის წინ აპირებენ მონადირეები ახალ კანონპროექტის გაპროტესტებას.
|
|
|
![]()
პოსტი
#201
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
და კიდევ 5 მარტს კვირას, 12 საათზე თბილისში ვიკრიბებითო ყოფილ იპოდრომზეო, inadire.ge წერს. ეს ნიშნავს რომ სხვა და სხვა მონადირეების ჯგუფებს შორის არანაირი კოორდინაცია არ არსებობს სამწუხაროდ. ხვალ ქუთაისში, ხვალზევით თბილისში, მის ზეგ კიდევ სხვაგან დაუძახებენ ამ ხალხს მოუმზადებლად. ამოუვა ხალხს ყელში აქათ-იქით სიარული და როდესაც მართლა საჭირო იქნება პროტესტის გამოხატვა (ღმერთმა არ ქნას) ნაკლებად გამოვლენ საპროტესტოდ.
|
|
|
![]()
პოსტი
#202
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
romeo 1
მაგას ვამბობ ზუსტად ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და თუ არ გაითვალისწინებენ ერთად გავაპროტესტოთ, იქნებ ისე აკეთებენ როგორც ჩვენ გვინდა და რაღას ვაპროტესტებთ |
|
|
![]()
პოსტი
#203
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
მთავარზე არავინ ლაპარაკობს ხალხნო, თეორიულად რომც მიიღონს ეგ კანონი და დაუშვად ნებართვა გჭირდებოდეს კერძო მესაკუთრეების, როგორ ფიქრობთ საქართველოში ეგ აღსრულებადია? აქ საუბარია, მხოლოდ მწყერზე,ბეკასზე და ქათამზე(სხვა სახეობები ისედაც აკრძალულია) შესაბამისად ეგ უნდა გავაპროტესტოთ, თუმცა ამაში არდგას ჩვენი პრობლემა. რაც შეეხება სამონადირეოს შექმნას და სამონადირეოს მართველის დანიშვნას და ა.შ. ეგ უბრალო მოკვდავებისათვის მიუხწეველი თემაა დამერწმუნეთ, სამონადირეო მეურნეობის ჩამოყალიბებისათვის მინიმალურ ინვესტიციას დღეს საქართველოში შეადგენს 3000000 ლარს!!!
იხვზე ნადირობა აკრძალულია!!! მთავარი პრობლემა გახლავთ ეს. პ.ს ზოგადად ფედერაციის თემა შორს პერსპექტივაში სწორია, ოღონდ სწორად მოაზროვნე ხალხი უნდა იდგეს სათავეში და ამისთვის უნდა გავიზაროთ ჯერ!!! |
|
|
![]()
პოსტი
#204
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#205
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ნოსო
Yველაფერში გეტანხმები მაგრამ ჯერჯერობიტ მტავარი საკიტხი არის ( არა ამ კანონს) როცა მაგას მივაღწევთ მერე დაიწყება მაგყველაფრის სწორად განვითარებისთვის ფიქრი და ბრძოლა. |
|
|
![]()
პოსტი
#206
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 28 რეგისტრ.: 24-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ორგანიზება უნდა ყრილობას,რომელშიც მონაწილე ჯგუფების დელეგატები ამ საგოგადოებების-ჯგუფების წარგზავნილები უნდა იყვნენ, (ოღონდ მართლა! მათი თანხმობის უნდა იყვნენ გაგზავნილები.) დასწრება უნდა შეეძლოთ თავისუფალ (ვინც არა არის არც ერთ საზოგადოებაში გაწევრიანებული) მონადირეებსაც
|
|
|
![]()
პოსტი
#207
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პ.ს ზოგადად ფედერაციის თემა შორს პერსპექტივაში სწორია, ოღონდ სწორად მოაზროვნე ხალხი უნდა იდგეს სათავეში და ამისთვის უნდა გავიზაროთ ჯერ!!! ბიჯოს..ოდესმე თუ დაგეთანხმებოდი რამეში..რას ვიფიქრებდი. ![]() ჯერჯერობიტ მტავარი საკიტხი არის ( არა ამ კანონს) ალბათ ეგრე აჯობებს მართლა. ძალიან ბევრი ჭორი მომდის. დიდი ალბათობით.. ვიღაცეები "მუშაონენ" მაგ კუთხით. ძალიან არაადეკვატურ რაღაცეებს ითხოვს ზოგი. დიდი ეჭვი მაქვს..კლუბების წინაარმდეგ განწყობაზეც ზრუნავენ ვიღაცეები. მოკლედ..ცოტა ნაადრევი მეჩვენება კანონებზე საუბარი. |
|
|
![]()
პოსტი
#208
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კარგო ხალხო არ დაგავიწყდეთ ხვალ 12 საათზე შეკრებაზე მოსვლა იპოდრომის მიმდებარეთ სადაც წინაკვირას იყო შეკრება ზუსტად იქ
|
|
|
![]()
პოსტი
#209
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხვალ, 12:00 ზე ოჩოპინტრეს კლუბის წარმომადგენლები მივდივართ იპოდრომზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად, მსურველები კარგი იქნება თუ შემოგვიერთდებით....
|
|
|
![]()
პოსტი
#210
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხვალ არ დაიზაროთ ხალხნო
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th September 2025 - 02:43 |