გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაბი, ინგლისური სეტერი (ლავერაკი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო.
დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ძუ დრათჰაარი, ჩემი პირველი მეძებარი იყო, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი უჩუქებია ჩემთვის, (ტყის ქათამზე ნადირობას ვგულისხმობ) ცხრა წლის იყო რო რაღაც ვირუსი მოერია , ვეღარ მიუსწარი და დაიღუპა. ძალიან დამწყვიტა გული აი ძალიან რასაც ქვია, იმ მომენტებს რო ვიხსენებ ხოლმე და რო ვაცნობიერებ რომ აღარ არის, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ![]() ეს სეზონი თითქმის ჩამამთავრებინა ისე წავიდა. მოკლეთ დავრჩი უძაღლოდ, რა უნდა მექნა, დავიწყე ძებნა ლეკვი უნდა ამეყვანა, მონადირე, ოთხფეხა მეგობრის გარეშე რა მონადირეა?! სეტერის სტილი ყოველთვის მომწონდა, მარტო გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავს, შევაფურთხე ეშმაკს ![]() ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვნახე ეს განცხადება http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13453 დაურეკე და ჩავედი სანახავათ,(ხაშურიდან) დამხვდნენ ეს მურთხები ![]() ვათვალიერე, აქედან შევხედე იქიდან შევხედე და ეს ავარჩიე, თითქოს ყველაზე აქტიური ჩანდა და რაღაცნაირათ მომეწონა გაიცანით ინგლისური სეტერი გაბი ![]() დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა ![]() ![]() მამაზე უფრო მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ ვინც არ იცის http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10863 ეს დედაა, მეტი სურათი არ მაქ, ორივე მშობელი სამ ფერშია ![]() ერთი მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად, ძალიან მოუვლელი და დაჩაგრული ლეკვები იყვნენ. სახლში რო მოვიყვანე 1.900 გრამი გამოვიდა რო ავწონე თვენახევრის ლეკვი. დავამუშავე ჭიაზე (დამუშავებულები არიანო თითონ კი თქვა მარა მაინც) ვაცადე ცოტა ხანი (სახლში მოყვანიდან 9 დღე) ადაპტაციისთვის და ავცერი ამერიკული ვაქცინით ვანგარდით. ორ კვირაში გაუმეორე იგივე ვაქცინა და ეხლა 23 -ში უწევს მესამე ვაქცინაცია, ამით მორჩება ყველაფერი და მერე გარეთ სეირნობაც შეიძლება თამამათ დღეს (10.04.2017) ავწონე და 5.300 გრამია. თვე და სამი დღეა რაც ჩემთანაა, მემგონი არაუშავს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი წამოვიყვანე. ![]() ![]() ძაან ცელქი და მოუსვენარი ვიღაცაა, სულ ჩასაფრებული უნდა იყო აპარატით რო ცოტა ნორმალური სურათი გადაუღო ![]() შევეცდები შიგადაშიგ ავტვირთო ხოლმე სურათები, ზრდასთან ესთად. კიდე მაინტერესებს ამ ბუდიდან ჩვენიანს ხომ არ ყავს ვინმეს აყვანილი ლეკვი? საინტერესოა როგორ გამოიყურებიან ![]() მადლობა ყურადღებისთვის! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
მაქსიმუსა
ადრევე უნდა ასწავლო მოტანა. ბურთით ან რბილი სათამაშოთი უნდა ეთამაშო და თამაშ-თამაშით ასწავლო მოტანა. ჩემს პოინტერს ყველაზე პირველი მოტანა ვასწავლე. 2 თვის იყო ნანადირევი იხვი რომ დავუდე და მომიტანა. იატაკს ვერ აცილებდე ისეთი პატარა იყო, ფეხებში ედებოდა იხვი და მაინც მომიტანა. მაგარი სასაცილო სანახაობა იყო. მაგ ბრძანებებთან ერთად მე მგონი დროა მოტანაშიც ავარჯიშო თორემ ასაკში რომ შევა მერე ძნელია მოტანის სწავლება. |
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
უიარაღო
რა ვიცი ვიფიქრე მეთქი ჯერ ესენი დაამუღამოს თქო უფრო კარგათ. ისე რაც იზრდება ვატყობ რომ კონტროლს ვკარგავ, ძაან ცელქობს. |
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო!
ცუდი სიტუაციის წინ ვდგავარ ნამეტანი, იქნებ რჩევები არ დაიშუროთ და გამომასწორებინოთ ეს სიტუაცია, დროც მაქ საკმარისი და ნერვებსაც მოვთოკავ როგორმე ![]() რაშია საქმე, ჩემი ლეკვი ხუთი თვის ხდება უკვე და ვეღარ ვიმორჩილებ, მინდორში, თორე სახლში არაა პრობლემა. დამყავს ისეთ ადგილას რომ მწყერის ყოფნის ალბათობა არის ნოლი, იმდენად შორს გარბის რომ იკარგება თვალიდან, გინდ უძახე გინდ უსტვინე, აზრი არ აქ რო გაეკიდება ჩიტებს, მერე დამეძებს რო მოიგულისჭირებს თავისას, მაგ მომენტში აღარ ვეძახი ვემალები, რო მიპოვის როცა იქნება, გაუშვებ ისევ იგივე ხდება. ცემა არ მინდა ალბათ აზრი არ აქ. სწორი ძებნა მინდა ვასწავლო, ძალიან ენერგიული და აზარტული ლეკვია, სწორი მიდგომით კარგი მონადირე დადგება, უბრალოდ როგორ მოვიქცე რო დავიოკო ეგ მასწავლეთ. ხოო კორდა მოვსინჯე დღეს, მაგრამ უშედეგოთ, იხლართება, ხან რას ედება ხან რას, ვფიქრობ თოკით ვერ გავართმევ თავს. რა ვიცი რა ვიცი.... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ცადე აბა ეს, ჩემსას ქონდა შედეგი, პირველი პუნქტია ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელი ქორდით გყავდეს მინდორში და ავარჯიშე აუცილებლად იქონიე სასუსნავი. |
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მაქსიმუსა
მე ზუსტად ეგ მეთოდი ვცადე დამალვისდა კაი ხანიც ვაძებნინე ჭინა სეტერს თავი. გაჭრა კიდევაც. მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა, ჩემი სეტერი "ატეჩესტვენნი" წარმოების იყო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
გრძელი ქორდით გყავდეს მინდორში და ავარჯიშე ვცადე ეგ მეთოდი და ძალიან მოუხერხებელია, წარამარა იბურდება, თან რამდენ მეტრიანი უნდა იყოს თოკი? ხოდა რომ გინდათ ევროპელები იმასაც შეეგუეთ რომ შორს გავა. ეგ სისხლში აქვს და მაგის გადაჩვევა საკმაოდ რთული, ან შეუძლებელია ძალიან ნამეტანს შვება ეს ერთი ციდა ლეკვი, ეს რო გაიზრდება რაღას ვიპოვი?! სწორ ძებნას დაეჩვიოს და ნაბულზე დამელოდოს მთავარია და არ დავეძებ შორს გასვლას. |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რაშვები ამეცადინებ?
|
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
ოთო.
გუშინწინ მყავდა და შედეგი ხომ დავწერე, დაშხუილობს რაკეტასავით, დღეს მორიგე ვარ და ხვალ მოვახერხებ მემგონი გაყვანას, ვნახოთ როგორ მომიშლის ნერვებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
მაქსიმუსა
სულ ტყუილად ნერვიულობ. მასე უნდა იყოს როგორც არის. ასაკთან და პრაქტიკასთან ერთად ყველაფერი ზუსტად ისე დალაგდება როგორც შენს ხასიათში ჯდება. |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
ოთო.
კიდე მყავდა გაყვანილი, კორდა აღარ მისინჯია, ვერ ვიხმარე ვერანაირად და შევეშვი. ისევ იგივე სურათია. სულ ტყუილად ნერვიულობ. მასე უნდა იყოს როგორც არის. ასაკთან და პრაქტიკასთან ერთად ყველაფერი ზუსტად ისე დალაგდება როგორც შენს ხასიათში ჯდება მაგის დიდი იმედი მაქ. რავი აღარ ვინერვიულე ბოლო გაყვანაზე, უბრალოდ ცოტა ბევრი ვაძებნინე თავი იქნებ მომცეს შედეგი. ხეზე ავედი და იქიდან უყურებდი მეთქი ვერ მიპოვის თქო, ეტყობა ყნოსვა ჩართო, ორჯერ კი ჩაუშხუილა იმ ხეს რომელზეც ვიყავი, მაგრამ მერე მომაგნო. |
|
|
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
ხო მართლა ისეთ ადგილებში ხომ არ გადავიყვანო სადაც, უკვე მწყერი შეიძლება შეხვდეს? რას მირჩევთ?
ძებნით ეძებს, რას თითონაც არ იცის მაგრამ სულ დვიჟენიაშია და მწყრის სუნი რო დაკრავს არ დადგება ნაბულზე ვითომ? თუ ჯერ სამაგისოთ პატარაა? (5 თვისაა) |
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მაქსიმუსა
ადრეა ჯერ პატარაა. ჯერ ეცადე ძაღლი დაიმორჩილო ასწავლო სწორად სირბილი და მერე ნადირობა. |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
ადრეა ჯერ პატარაა. რავიცი სირბილი არ უჭირს საერთოდ, არც მაღალ ბალახში და არც არსად აქ პატრონი შეცდომას უშვებს ვითომ? |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
წელს მე მაინც მოვარიდებდი ნადირობას მთელ ყურადღებას მაგის მინდორში დამორჩილებაზე გადავიტანდი , პარალელებზე სირბილს ვასწავლიდი დაძახებაზე მოსვლას. გაზაფხულიდან გადავიყვანდი გეშვაზე ჯობია წელს მოითბინო და მერე სანამ გეყოლება მაგის მუშაობით სიამოვნება მიიღო.
|
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
რავიცი სირბილი არ უჭირს საერთოდ, არც მაღალ ბალახში და არც არსად აქ პატრონი შეცდომას უშვებს ვითომ? არა მგონია შეცდომა იყოს. მცირე ხნით და ერთეული შეხვედრები ფრინვეთან არ გააფუჭებს. ძებნის ინტერესს უფრო გაუღვიძებს. მთავარი მაინც სწორი ძებნის მანერის ჩამოყალიბებაა მაგრამ ერთეულმა ასეთმა შემთხვევამ არა მგონია საქმე გააფუჭოს. |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 00:23 |