დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 14 15 16 17 >  
Start new topic
გამოხმაურებები (225 - 239)
უიარაღო
პოსტი Sep 29 2017, 11:19
პოსტი #226


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მე 2-3 ცალს ვკლავ უკეთეს შემთხვევაში და ამიტომ არ შემაწუხა მაგ ფაქტმა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 29 2017, 12:18
პოსტი #227


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს არის ზოგადი განფასება რომელსაც გადაიხდიან მეურნეობები ან სასამართლო იხელმძღვანელებს ჯარიმის შემთხვაში. წითელი ნუსხა მრავლდება 10 ზე და ემატება წესების დარღვევის გადასახადი ცალკე.

ზოგადაა შეფასებული ფაუნა. არამონადირეთათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Sep 29 2017, 22:30
პოსტი #228


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 29 2017, 13:18) *
ეს არის ზოგადი განფასება რომელსაც გადაიხდიან მეურნეობები ან სასამართლო იხელმძღვანელებს ჯარიმის შემთხვაში. წითელი ნუსხა მრავლდება 10 ზე და ემატება წესების დარღვევის გადასახადი ცალკე.

ზოგადაა შეფასებული ფაუნა. არამონადირეთათვის


ვერ გავიგე ,.. უფრო კონკრეტულად?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2017, 21:08
პოსტი #229


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



კაცო ვერგავიგე, მე რატო გადავუხდი სამონადირეო მეურნეობა რომ ვარ სახელმწიფოს ფულს იმაში რომ ტბის კალმახი მოვამრავლე და რეალიზაციას ვახდენ, ოფიციალური გადასახადები არკმარა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 1 2017, 15:15
პოსტი #230


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ნოსო @ Sep 30 2017, 22:08) *
კაცო ვერგავიგე, მე რატო გადავუხდი სამონადირეო მეურნეობა რომ ვარ სახელმწიფოს ფულს იმაში რომ ტბის კალმახი მოვამრავლე და რეალიზაციას ვახდენ, ოფიციალური გადასახადები არკმარა?

შენ არ გადაიხდი, მაგრამ ვთქვათ წავედი და ვიბრაკონიერე ფარავანზე და ვიჭირე ტბის კალმახი. რომ დამაჯარიმონ ფასი ხომ უნდა იცოდნენ რომ ზარალი დათვალონ. ჰოდა ეს ფასებია რა

უბრალოდ ფიფქიანი * ესეთები რა, ანუ წითელი ნუსხა მრავლდება 10 ზე ზარალის დროს

ეხლა დაწერეს:

ჯარიმის დროს ეს ყველას ფასი მრავლდება 10 ზეო და წითელი ნუსხა კიდევ 5 ზეო. ჰანტერას პოსტს გადმოვაკოპირებ პირდაპირ. მაცადეთ

როჭო და დურაჯი წითელ ნუსხაშია შეტანილი და მაგათი თვითღირებულება ერთ ერთეულზე დაითვლება შემდეგნაირად : 1 * 10 * 5 = 50 ამას დამატებული ჯარიმა უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში 86 მუხლის მე 13 ნაწილის თანახმად 500 დან 700 ლარამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 2 2017, 12:44
პოსტი #231


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გამარჯობათ მეგობრებო. ვთქვათ კაკაბზე ნადირობა თუ მინდა გადავიხდი 4 ლარს და შემიზლია 1 კაკბი მოვიპოვო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Oct 2 2017, 22:19
პოსტი #232


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(pepe7 @ Oct 2 2017, 13:44) *
გამარჯობათ მეგობრებო. ვთქვათ კაკაბზე ნადირობა თუ მინდა გადავიხდი 4 ლარს და შემიზლია 1 კაკბი მოვიპოვო?

500+4 D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 3 2017, 14:04
პოსტი #233


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(marco-polo @ Oct 2 2017, 23:19) *
500+4 D.gif

ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Oct 3 2017, 14:08
პოსტი #234


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



500+4 მე ასე გავიგე. 500 ჯარიმა 4 კაკაბი, მაგრამ თუ წითელ წიგნშია ათზე მრავდებაო. ანუ 500+40=540 ლარს 1 კაკაბზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 3 2017, 15:31
პოსტი #235


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(უიარაღო @ Oct 3 2017, 15:08) *
500+4 მე ასე გავიგე. 500 ჯარიმა 4 კაკაბი, მაგრამ თუ წითელ წიგნშია ათზე მრავდებაო. ანუ 500+40=540 ლარს 1 კაკაბზე.

კი მაგრამ ამ ფრინველებზე და ცხოველებზე ისედაც ჯარიმა არის და 4 ლარის აზრი ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Oct 3 2017, 15:54
პოსტი #236


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(uiaragho @ 3rd October 2017 - 15:08) *
500 ჯარიმა 4 კაკაბი, მაგრამ თუ წითელ წიგნშია ათზე მრავდებაო. ანუ 500+40=540 ლარს 1 კაკაბზე.


კი ეგრეა ნამდვილად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pepe7
პოსტი Oct 4 2017, 08:05
პოსტი #237


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კი მაგრამ გარეული იხვი და ზოგიერთი თევზები რა შუაში არი ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Oct 4 2017, 08:55
პოსტი #238


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



pepe7
თემას , ანუ ამ კონკრეტულ თემაზე დაწერილ პოსტებს გადახედე და მიხვდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 4 2017, 09:36
პოსტი #239


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



pepe7
უიარაღო

ეს მონადირეებს არ ეხებათ. ეს არის ნადირ ფრინველის ზოგადი განფასება. მეურნეობებისთვის, სასამართლოებისთვის და ასე სემდეგ. უბრალოდ ფასებია რომელიც სახელმწიფოს უღირს, მაგრამ არ ნიშნავს რომ მათზე ნადირობა შეიძლება

ვთქვათ აფეთქდა გაზსადენი და შემთხვევით მოკვდა რამოდენიმე შველი ან ბერტყვი. ამ სიით სახელმწიფო დაადგენს ზარალის ოდენობას

თუ ბრაკონიერმა მოკლა მაშინ სასამართლო ხელმძღვანელობს ამ სიით, ოღონდ ათმაგდება და ემატება ნადირობის წესების ჯარიმა

ნადირობას მიკუთვნილ ცხოველებზე მეურნეობებიც ამ სიით ისარგებლებენ, დაემატება დღგ და გადაიხდიან ბიუჯეტში. პლიუს რასაც დაარიცხავენ იმის მოგების გადასახადს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Abeli
პოსტი Oct 16 2017, 13:14
პოსტი #240


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 31-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 1 2017, 16:15) *
...ვთქვათ წავედი და ვიბრაკონიერე ფარავანზე და ვიჭირე ტბის კალმახი...[/b]


ეს მომეწონა რა. ფარავანზე დღეღამის ნებისმიერ დროს ბადეებია ჩადებული და ნავები ტბიდან არ გამოდიან. ბოლო დროს რაც ხდება, ასეთი რამე არ მახსოვს. 20 წელზე მეტია მანდ დავდივარ. თან ეტყობა ისეთ წმინდა ბადეს დებენ, თევზი გაზრდასაც ვერ ასწრებს. ადრე მახსოვს რასაც ყიდიდნენ ტბის გარშემო მეთევზეები თუ გადამყიდველები, გაყინული სკუმბრიები რომ არის, დაახლოებით მაგხელა თევზები იყო სულ. ეხლა ხამსას ხელებია. სხვათა შორის 2014 და 2015 წლებში არ თევზაობდნენ. გვაჯარიმებენო თვითონ ამბობდნენ და გასაყიდი თევზიც ძნელად თუ იშოვებოდა. შარშან და განსაკუთრებით წელს სრული განუკითხაობაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 14 15 16 17 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th September 2025 - 02:52