IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დებულება "ნადირობის" შესახებ
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 13:28
პოსტი #201


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე

მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.


მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).

11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618)

2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.

3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618)

28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე

ა) მწყერი – 20 ცალი;
ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი;
გ) ჩიბუხა – 5 ცალი;
დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
ე) ქედანი – 10 ცალი;
ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე
ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი;
1 ნოემბრიდან 1 მარტამდე
თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.

5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618)

6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში.

9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე;
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;
თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით);
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი
ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით.

მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი

1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.

2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.

3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   დებულება "ნადირობის" შესახებ   May 19 2009, 13:28
- - romeo 1   და კიდევ 5 მარტს კვი...   Mar 3 2017, 10:24
- - ჯოლა   romeo 1 მაგას ვამბობ ზუ...   Mar 3 2017, 12:14
- - ნოსო   მთავარზე არავინ ლა...   Mar 3 2017, 17:49
- - romeo 1   http://www.myvideo.ge/tv/iberiatv/2017-03-03/21:30...   Mar 4 2017, 11:08
- - bashiachuki   ნოსო Yველაფერში გე...   Mar 4 2017, 13:41
- - berua   ორგანიზება უნდა ყრ...   Mar 4 2017, 15:13
- - ბლექ-ხასან   ციტატა(giorgixomeriki @ 3rd March...   Mar 4 2017, 16:02
- - bashiachuki   კარგო ხალხო არ დაგ...   Mar 4 2017, 18:54
- - ნუკრიMax   ხვალ, 12:00 ზე ოჩოპინტ...   Mar 4 2017, 20:15
- - ჭალიმგელა   ხვალ არ დაიზაროთ ხ...   Mar 4 2017, 20:48
- - ბლექ-ხასან   მოვდივარ.   Mar 5 2017, 00:29
- - romeo 1   დღეს დილით პირველ ...   Mar 7 2017, 20:41
- - ბესო   ბარევ ზდეს. ჩავლე, ...   Mar 17 2017, 08:28
- - ოთო.   ბესო ამას ხოარ ეძ...   Mar 18 2017, 16:18
- - romeo 1   ეგ კანონპროექტი გა...   Mar 18 2017, 19:13
|- - ჭალიმგელა   ციტატა(romeo 1 @ Mar 18 2017, 20...   Mar 21 2017, 09:58
|- - ბესო   ციტატა(ჭალიმგელა ...   Mar 23 2017, 00:41
- - ნოსო   ამას გარდა ჩვენი ჩ...   Mar 23 2017, 16:29
|- - ჭალიმგელა   ციტატა(ნოსო @ Mar 23 2017...   Mar 24 2017, 11:42
- - ნოსო   ჭალიმგელა სტიქია ...   Mar 27 2017, 10:55
- - utruxune   ეს ვნახე( www.ambebi.ge) ზე ვ...   Sep 28 2017, 21:34
- - საბო   დამწერსაც შევ*****ი დ...   Sep 28 2017, 21:48
- - general   ციტატა(utruxune @ 28th September ...   Sep 28 2017, 23:15
- - უიარაღო   დურჯი 1 ლარიო. მაგარ...   Sep 29 2017, 08:58
- - ნოსო   უიარაღო ეს სხვა რა...   Sep 29 2017, 10:22
- - უიარაღო   მე 2-3 ცალს ვკლავ უკე...   Sep 29 2017, 11:19
- - ჭალიმგელა   ეს არის ზოგადი გან...   Sep 29 2017, 12:18
|- - dima71   ციტატა(ჭალიმგელა ...   Sep 29 2017, 22:30
- - ნოსო   კაცო ვერგავიგე, მე ...   Sep 30 2017, 21:08
|- - ჭალიმგელა   ციტატა(ნოსო @ Sep 30 2017...   Oct 1 2017, 15:15
|- - Abeli   ციტატა(ჭალიმგელა ...   Oct 16 2017, 13:14
- - pepe7   გამარჯობათ მეგობრ...   Oct 2 2017, 12:44
|- - marco-polo   ციტატა(pepe7 @ Oct 2 2017, 13...   Oct 2 2017, 22:19
|- - pepe7   ციტატა(marco-polo @ Oct 2 20...   Oct 3 2017, 14:04
- - უიარაღო   500+4 მე ასე გავიგე. 500 ჯ...   Oct 3 2017, 14:08
|- - pepe7   ციტატა(უიარაღო @ Oc...   Oct 3 2017, 15:31
- - ოთო.   ციტატა(uiaragho @ 3rd October 201...   Oct 3 2017, 15:54
- - pepe7   კი მაგრამ გარეული ...   Oct 4 2017, 08:05
- - უიარაღო   pepe7 თემას , ანუ ამ კო...   Oct 4 2017, 08:55
- - ჭალიმგელა   pepe7 უიარაღო ეს მონა...   Oct 4 2017, 09:36
- - ნუკრიMax   ფარავანზე ცარსკაი...   Nov 15 2017, 20:29
- - ИЖ27-ЕМ   ნადირიბის ახალ კან...   Jan 20 2018, 17:06
3 გვერდი V  < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 18:35