ირლანდიური სეტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი"
მონადირე
პოსტი Jun 10 2009, 16:55
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ირლანდიური სეტერი




ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა.
მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია.
დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც.
ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა.

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები.
ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო.
.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.


შეფერილობა

ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე.
ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი.
ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.


ბანალი

ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება.
ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი.
ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.


ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.

თავი

გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას.
დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი.
ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი.
ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.

ყური

საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის.
ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური.
ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.

თვალი

საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს.
ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს.
ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.

კბილები

თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.
კისერი

საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი.
ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.

მინდაო

გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი

სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი.
ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

წელი

მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია.
ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი.
ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.


გავა

განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი.
ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა.
ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა.

მკერდი

არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია.
ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი.
ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.


მუცელი

მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი.
ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით.
ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი.
ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.


თათები

საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება.
ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.


კუდი


საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი.
ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).

პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
31 გვერდი V  « < 28 29 30 31 >  
Start new topic
გამოხმაურებები (435 - 449)
ოთო.
პოსტი Jan 28 2018, 20:29
პოსტი #436


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოკლედ ირლანდიური სეტერის ლეკვს რომელსაც ვზრდიდი 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდამეცვალა, მაგრად დამწყვიტა გული ახალ წელს ლამის ტირილით შევხვდი.

მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც ასეთ დროს გვერდით გიდგანან .

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გელა კახიძეს ამ უდიდესი საჩუქრისთვის, რომელმაც მაჩუქა გაზრდილი დაგეშილი და დაყენებული ძაღლი " მარკუსი ".






ახალი სურათი მარტო ეს მაქ ნელ ნელა გაგაცნობთ.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Jan 29 2018, 09:06
პოსტი #437


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



მომილოცავს!
ბევრ და სასიამოვნო ნადირობებს გისურვებთ ერთად.
ოთო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samsoni777
პოსტი Jan 29 2018, 12:37
პოსტი #438


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 360
რეგისტრ.: 19-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: lagodexi



ძაან მაგარია newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა1
პოსტი Feb 11 2018, 12:24
პოსტი #439


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-February 18
ნიკის ჩასმა
ციტირება



ირლანდიური სეტერი მყავს და ხვადს ვეძებ, ხომ არავის გყავთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
---გიორგი---
პოსტი Feb 13 2018, 21:39
პოსტი #440


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 55
რეგისტრ.: 14-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ლაშა1 @ Feb 11 2018, 13:24) *
ირლანდიური სეტერი მყავს და ხვადს ვეძებ, ხომ არავის გყავთ?

მე მყავს 5 წლის, FCG-შია გაწევრიანებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Aug 9 2018, 15:48
პოსტი #441


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მაგარი ძაღლია რაა. ადრე მყავდა სულ ეგენი. ცეცხლია ცეცხლი მინდორში. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს თორე დანარჩენი სასწაულად კაია ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jul 17 2019, 11:25
პოსტი #442


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi






გელა კახიძის ( geka) ირლანდიელები 100 % ევროპული ხაზი ორივე მშობელი იმპორტირებულია გერმანიიდან.

ერთი ცქნაფი ჩემია აქედან newsmile05.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 17 2019, 15:05
პოსტი #443


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ოთო.
ირლანდიურ სეტერზე დამოკიდებულებაც თუ არსებობდა აქამდე არ გამეგო D.gif . კარგი ლეკვი გაგეზარდოს. როგორც ვიცი ხვადი ირლანდიერი გყავს ხო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jul 17 2019, 16:44
პოსტი #444


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(უიარაღო @ Jul 17 2019, 16:05) *
ოთო.
ირლანდიურ სეტერზე დამოკიდებულებაც თუ არსებობდა აქამდე არ გამეგო D.gif . კარგი ლეკვი გაგეზარდოს. როგორც ვიცი ხვადი ირლანდიერი გყავს ხო?

ეგ მეც მაინტერესებს, ირლანდიურის მიმართ რამ განაპირობა ასეთი სიმპატია, შეიძლება არათემატურ შეკითხვას ვსვამ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ირლანდიური და არა ინგლისური; რა უპირატესობა აქვს მუშაობაში, სტილი,სისწრაფე, ამტანობა თუ რაიმე კიდევ. მოკლედ რა აქვს სეტერებში ირლანდიურს განსხვავებული - გამორჩეული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jul 17 2019, 18:46
პოსტი #445


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უიარაღო

კი აშკარად დამოკიდებული გავხდი სხვა ძაღლი არც მყოლია,
მყავს ხვადი მარკუსი 3 წლის მამის მხრიდან უკრაინელი.
ამ დართვაზე ვერ ვიტყოდი უარს ამ საგვარეულოს ლეკვი ევროპაშიც თითზე ჩამოსათვლელია.



Assasin

1. სილამაზე და მორჩილება
2. უშრეტი ენერგია მთელი დღე შეუძლია ერთ ტემპში მუშაობა
3. შეუდარებელია წყალში და ჭაობის ფრინველზე
4. და მთავარი ვიღაცამ თუ არ მიხედა ამ ჯიშს თითქმის აღარ არსებობს საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jul 18 2019, 10:21
პოსტი #446


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ოთო. @ Jul 17 2019, 19:46) *
უიარაღო

კი აშკარად დამოკიდებული გავხდი სხვა ძაღლი არც მყოლია,
მყავს ხვადი მარკუსი 3 წლის მამის მხრიდან უკრაინელი.
ამ დართვაზე ვერ ვიტყოდი უარს ამ საგვარეულოს ლეკვი ევროპაშიც თითზე ჩამოსათვლელია.



Assasin

1. სილამაზე და მორჩილება
2. უშრეტი ენერგია მთელი დღე შეუძლია ერთ ტემპში მუშაობა
3. შეუდარებელია წყალში და ჭაობის ფრინველზე
4. და მთავარი ვიღაცამ თუ არ მიხედა ამ ჯიშს თითქმის აღარ არსებობს საქართველოში.


ოთო ბრავო!!! ვაფასებ შენს ამ ჯიშის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. სიმართლე გითხრა ჩემს ორ მეგობარს ჰყავდა დაახლოებით 10-15 წლის უკან ირლანდიურები, მინადირია ამ ძაღლებთან, რა თქმა უნდა მეპატრონეებთან ერთად. ერთი ხვადი ძალიან მაგარი ექსტერიერით (რუსეთიდან ჩამოყვანილი) შენი თქმის არ იყოს დაუღლელი იყო, პატრონი გომბორის ტეკთან ჩამოსვამდა ხოლმე, რომ სართიჭალის მინდვრებამდე ორთქლი გამოეშვა და ძალია შორს არ გასულიყო :-) მართლა დაუღლელი ცხენივით იყო. ასევე ვიცი, რომ დასავლეთში ფოთი-ჭალადიდი- ხობის მიმართულებით ამ ჯიშზე აფანატებენ, ჭაობში და ხოხობზე მუშაობის გამო. აი რაც შეეხება სტილს დედააფეთქბულ რუსების ტერმინს თუ გამოვიყენებთ მუშაობის მანერა აქვს Волчая - მგლისებრი ძებნის მანერა და მეც შემინიშნავს მინდორში, რომ ირლანდიელი კუდის წრიული მოძრაობებით (როგორც მდევრებისგან გაქცეული მგელი პერიოდულად ჩერდება და კუდს წრიულად ამოძრავებს), ხოლო ინგლისურს ყველამ ვიცით როგორი Кошачая - კატისებრი მიტანება აქვს. ალბათ ჩემის აზრით ძირითადში ამ ფაქტორმა განაპირობა ინგლისურის პოპულარობა ირლანდიურთან შედარებით.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Assasin: Jul 18 2019, 10:23
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jul 18 2019, 11:12
პოსტი #447


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძებნის სტილი განსხვავებული აქ ინგლისურისგან და გორდონისგან ესენი უფრო უხეში ძაღლები არიან რაც მე ძალიან მომწონს, რაც შეეხება კუდს მად ვერ დაგეთანხმები თანამედროვე ირლანდიელებს სწორად და დაშვებული უჭირავთ ოდნავ შეიძლება ნაბულზე გაამოძრაოს რაც წესების თანახმად არ ითვლება ნაკლად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Aug 27 2019, 06:45
პოსტი #448


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



how much do forensic anthropologists make a year

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Dec 7 2019, 09:38
პოსტი #449


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 10 2020, 09:54
პოსტი #450


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

31 გვერდი V  « < 28 29 30 31 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 14:10