სოკოები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სოკოები, მდებარეობა მანგლისი
Georgian
პოსტი Feb 10 2010, 12:05
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



მოგესალმებით ყველას! მართალია ეს ფორუმი მონადირეთა და მეთევზეთა მცოდნეებისათვის არის და დამწყებთათვის, მაგრამ სოკოც კარგი რამეა. მონადირეობის რა გითხრათ სულ 2-3 ვარ ნამყოფი სანადიროდ გაბზარულ-კონდახიანი 1 ლულიანი იჟი მაქვს და კარგი შტიკი newsmile05.gif რადგან სოკოების განყოფილებაც არის აქ დავწერ ჩემს პირად გამოცდილებას, სოკოზე ძალიან ხშირად დავდივარ ყოველ სეზონზე. ძალიან მიყვარს როგორც სოკოზე სიარული ასევე მისი მომზადება და კაი ჭაჭასთან ჭამაც. ძირითადად მანგლისის მთებში.

მანგლისი - მოდის ვარყა (მთაში ეძახიან "გრუზძ") მოდის ძირითადად წიწვოვანში, არის თავიდან ბოლომდე თეთრი ფერის. ამოდის წიწვის და ფოთლების ქვეშ და მიწისაგან და ფოთლებისგან ედება თავზე მოყვითალო ფერი. მისი შემჩნევა არის რთული თუ ზემოდან დახედავთ რადგან არის წიწვების ქვეშ, როდესაც გრუზძს ეძებთ უნდა დააკვირდეთ ქვემოდან ზემოთ, ანუ როდესაც არის აღმართი, არ უნდა ეძებოთ ზემოდან ქვემოთ უნდა შეხედოთ ქვემოდან, ასე შეიძლება ბევრი სოკო გამოგრჩეთ. ასევე იზრდება ოჯახებად, როდესაც აღმოაჩენთ 1 ან რამდენიმე სოკოს აუცილებლად უნდა მოთხაროთ მინიმუმ 1 მეტრი გარშემო მიწა აუცილებლად ნახავთ კიდე. დახასიათება: არის ერთ-ერთი მწარე სოკოთა ოჯახიდან. იზრდება სიგანე 1სმ დან 50 სმ მდე. სიმაღლე - 1სმ დან 10 სმ მდე. მომზადების წესი: პირველ რიგში მოკრეფიდან კარგად უნდა გავრეცხოთ, დანით უნდა მოვაშოროთ მიწა და წიწვები, ოღონდ ფრთხილად რომ ბევრი ხორცი არ მოვაშოროთ. შემდეგ რომ კარგად გავრეცხავთ უნდა გამდინარ წყალში იყოს 1 საათით. შემდეგ ჩავყრით დიდ ქვაბში და ავადუღებთ, ვადუღებთ 10-15 წუთი მეტი არა თორემ შეიძლება დაიშალოს. შემდეგ გამოვრთავთ და იმავე ქვაბში გავაჩერებთ დილამდე. ამით სრულიად მოშორდება სიმწარე. შემდეგ უკვე ტექნოლოგიის მიხედვით დავამარინადებთ, ყველას თავისი ტექნოლოგია აქვს მე პირადად ესე ვაკეთებ, ძმარს ვასხავ წყალს 1 ლიტრზე 300 გრამი რომ ძალიან მძაფრი არ იყოს სოკო დამარინადებული, ვისაც კაი მჭავე უყვარს შეუძლია არც გაუკეთოს წყალი. ძმარს ვადუღებთ და ვაციებთ. ვდებთ ადუღებული წყლით კარგად გარეცხილ ქილებში სოკოს ფენა-ფენა ვალაგებთ დაფნის ფოთოლს და ქინძს (ოღონდ გამხმარს) რომ ავავსებთ სოკოს შემდეგ ჩავასხავთ ძმარს პირამდე ავსებთ და ცოტა ხნით დაველოდებით ძმარი ჩაიწევს ქვემოთ და გაიჟღინთება სოკოები, შემდეგ დავამატებთ ძმარს ავავსებთ პირამდე და კარგად დავხუფავთ. 1 კვირაში შეგიძლიათ გახსნათ და მიირთვათ. შეგიძლიათ ზამთრამდეც შეინახოთ.

აგერ ჩვენი მოკრეფილი 30 სმ სიგანის გრუზძი


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 34)
Gcckoka
პოსტი May 26 2017, 20:07
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 527
რეგისტრ.: 14-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Mar 19 2018, 18:57
პოსტი #32


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება





ფოტო განწყობისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 20 2018, 08:49
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



კობა როდინდელი სურათია და რა სოკოა? რაღაც ვერ ვიცანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 20 2018, 18:16
პოსტი #34


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ქამა აშკარად არ არის. ან როდის მოასწრო ამოსვლა ამ ყინვებში? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Mar 20 2018, 20:39
პოსტი #35


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩვენთან მელანას ან მელანოს ეძახიან. სურათი სამი ოთხი დღის წინანდელია. ყველგან ჯერ არ არს ამოსული. ძველ საქონლის ნადგომ(ნაალხაჯარ) ადგილებში მოვძებნე და 3 დიდი ცელოფნის პარკი ავავსეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2025 - 15:55