ოჩოპინტრეს ზაოდობა 2018, ჭაჭაში დაკარგულნი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ოჩოპინტრეს ზაოდობა 2018, ჭაჭაში დაკარგულნი |
Nov 1 2018, 09:54
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ხართ, რას შვრებით, რას საქმიანობთ? ხომ კარგად ხართ ოჯახში? რა ვიცი მეც ვაარ რაა. მივყვები ამ ცხოვრებას და ვარ ასე. ოჩოპინტრეს ღვინო შემოგველია და გადავწყვიტეთ გვეყიდა ყურძენი. ჰოდა ვიყიდეთ ამასწინად, მერე დაიწურა ეს 1000 კილოგრამი ყურძენი სულ საუკეთესო მტევნებით. დადგა ღვინო და რა დადგა? თითებს ჩაიკვნეტთ. მერე ეს ღვინო გადავიღეთ და რა თქმა უნდა დარჩა უამრავი ჭაჭა, რომელზეც დავიწყეთ ფიქრი თუ რა უნდა გვექნა.
![]() ![]() ![]() ერთი თალია ვიფიქრეთ ინდაურები ხომ არ გვეყიდა და ისინი შეჭამდნენ. მერე დავკლავდით ამ ინდაურებს, ერთს კი შევიწყალებდით და ბუნებაში გავუშვებდით. მერე ვიფიქრეთ შარია ეს ინდაური, ხმაურიანიაო, ტვინს გაღუნავს დილაობით და ნაბახუსევზე ნერვებს მოგვიშლის-ო. მერე ვიღაცას წამოსცდა კაცო ჭაჭისგან კარგი ორაყი კეთდებაო. ჩვენ ვიკითხეთ ორაყი რაღააო და მოიცა-ო, წამოდითო და წაგვიყვანა ამ ჭაჭასთან. ხელი მოკიდეთო კასრებსო. მოვკიდეთ და მანქანაზე დაგვაწყობინა. კაი მძიმე კი იყო ძმაო. მოდით აქაო, მივედით. აბა ეხლა ამას მოკიდეთ ხელიო და რაღაც უცნაური ქვაბები შეგვალაგებინა იმავე მანქანაზე. ეხლა მანქანებში დასხედით და გამომყევითო და რომ გავყევით ჩემთან არ მიგვიყვანა გლდანში? ![]() ვაააა, ვიფიქრე ეს რაღაც არ უნდა იყოს მეთქი კაი ამბავი. მოდითო ეხლა ეს ყველაფერი ჩამოვიღოთო. ჩამოვიღეთ. მერე ეს ქვაბი შემოდგა რაღაც სამფეხა რკინის კონსტრუქციაზე, ერთში წყალი ჩამასხმევინა, გაზი შეუნთო და ამ კასრებიდან არ დაიწყო ამ ჭაჭის გადმოტანა ქვაბშიი???... მეთქი რას აკეთეებ? მოიცა ეხლა ნახე რა მაგარი რაღაც გამოვაო. დაელოდეო. ჰოდა დავიწყეთ ლოდინი. ბიჭო, კი ვფიქრობ მეთქი ეხლა ეს ასიანი რაღაცას მაიმუნობს მეთქი, მაგრამ მერე მის კეპს ვეცი პატივი და აღარაფერი ვთქვი. ![]() მოკლედ კი გაიწელა ეს ყველაფერი დროში, მაგრამ სხვა გზა არ იყო. უნდა მოგვეთმინა... ვიდექით და ვითმენდით.... მერე ვიჯექით და ისე ვითმენდით... ნუკრა მგონი წამოწვა კიდეც და ისე ითმენდა ერთი პირობა... მოკლედ სად იყო და სად არა, წამოვიდა რაღაც თეთრი სითხე. რომ დავსუნე რაღაც ნაცნობი სუნი კი ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე შანსი არალი მეთქი. ბიჭო დავსუნააავ და ცხვირს არ ვუჯერებ... მერე ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაყს ვხდიდით. ორაყი ვერ მივხვდით რა იყო. რომ ვკითხეთ თურმე ''ო'', "ა"-ში არევია: დამასლოკინაო თუ ამაომაქარვა მაგ დროს და ვერ წარმოვთქვი "ა"-ო.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ, ბევრიც ვიცინეთ, ბევრიც დავლიეთ, ბევრიც ვჭამეთ, 30 ლიტრი არაყიც გამოვხადეთ და მერე წავედით სახლებში... პრინციპში ესენი წავიდნენ, თორე მე სახლში ვიყავი. უბრალოდ მე სახლში შევედი. ესენი წავიდნენ სახლებში. ნუ როგორც იყო რაა. ჰოდა 2 დიდი კასრი კიდეა გამოსახდელი და კვირას ვაპირებ გამოხდას. ვისაც სურვილი და დრო გექნებათ, შემომიერთდით.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() როგორც კი დალია პრეზიდენტმა გამოხდილი არაყი, ხელები ასე ქნა და ღმერთო შენ გვიშველე, ეს რა ღვთიური სითხე გამოვიდა-ო... ![]() მერე ასე ქნა ხელები და კაი ხანი გაოგნებული იდგა.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
|
|
|
|
ჩელე ოჩოპინტრეს ზაოდობა 2018 Nov 1 2018, 09:54
ოთო. ლაიქი შენ ასეთი რე... Nov 1 2018, 10:01
ჩელე გამოსახდელი ჯერ კი... Nov 1 2018, 10:15
უიარაღო ჩაგეძიებით, 30 ლიტრი... Nov 1 2018, 13:00
ჩელე 30 ლიტრი გამოვიდა 2 კ... Nov 1 2018, 14:21
უიარაღო ხორბლის ფქვილი სჯო... Nov 1 2018, 14:45
ჯოლა ციტატა(უიარაღო @ No... Nov 1 2018, 21:47
ჩელე ძროხის ფუნა ნამდვი... Nov 1 2018, 15:02
alex77 ჩელე
ჩემი საყვარ... Nov 1 2018, 23:03
koba1973 ნაცარს და ქატოს ვი... Nov 2 2018, 04:13
ოთო. ჩელე
ამას აძველებ ... Mar 21 2019, 21:21
ჩელე ეს ხმეორედ უნდა გა... Mar 21 2019, 21:29
ოთო. პრიზი რას ქვია კაც... Mar 21 2019, 22:07
ჩელე ბოთლებში უნდა ჩამო... Mar 21 2019, 22:08
ოთო. ეე ბედი რაში მაქ მე,... Mar 21 2019, 22:10
ჩელე გამოართვი მერე... Mar 21 2019, 22:11
Davitus ნუ გააბარინგებთ ახ... Mar 21 2019, 22:47
ჩელე აჩუქოს ერთი კაცო ა... Mar 21 2019, 22:52
ბლექ-ხასან ჯობია ადგილზე დავუ... Mar 21 2019, 23:04
ჩელე ბევრია ბიჯოოო, ბევ... Mar 21 2019, 23:22
ოთო. კაცოვ ნელ ნელა დავ... Mar 22 2019, 07:00
ჩელე რამდენი უნდა დალიო... Mar 22 2019, 09:20
general სანამ პრიზად მოვიგ... Mar 22 2019, 09:35
ოთო. ბჯოო გაგვასინჯე იქ... Mar 22 2019, 11:52
general ოთო.
მე ვარ ლოთი ? მხ... Mar 22 2019, 14:48
ოთო. general
ახალი გავაკეთე ... Mar 22 2019, 17:13
kajuberi ჩელე
ციტატა(chele @ 22nd... Mar 23 2019, 12:11
ჩელე რისი დამლევები ხარ... Mar 23 2019, 21:43
ოთო. სისხლს სვავენ და ა... Mar 23 2019, 21:44
ჩელე რისი დამდობები ესე... Mar 23 2019, 21:46
ოთო. არც გახსნაზე გაგვა... Aug 18 2019, 06:49![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 16:42 |