IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის, 15 დეკემბერს გაიმართება ერთგვარი ქართული "ოლსტარი"
ako-gul
პოსტი Dec 10 2019, 20:20
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 48
რეგისტრ.: 11-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოგესალმებით "ოჩოპინტრელებო", მსურს გაუწყოთ ახალი შეჯიბრის შესახებ,რომელიც არაერთი სპორტინგის მოყვარული მოუთმენლად ელის!

ეს გახლავთ "სპორტინგის ლიგა"-ს მიერ ორგნიზებული გამორჩეულ მსროლელთა პაექრობა სახელად "ლიდერთა ლიგა", რომელშიც მონაწილეობას მიწვეული მსროლელები მიიღებენ. მათ შორის რა თქმა უნდა არიან კლუბი ოჩოპინტრეს მსროლელები!

შეჯიბრი გაიმართება 15 დეკემბერს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, დილის 9:00 საათზე.


"ლიდერთა ლიგა"-ზე მონაწილეობის უფლება აქვთ:


(1) მსროლელებს, რომლებიც "სპორტინგის ლიგა"-ს რეიტინგის ლიდერები არიან (ტოპ-15).
(2) მსროლელებს, რომლებმაც სხვადასხვა კლუბის (ორგანიზაციის) მიერ ორგანიზებულ ღია შეჯიბრებებზე მინიმუმ ექვსეულში მოხვედრა მოახარხეს.
(3) მსროლელებს, რომლებიც ხვადასხვა კლუბის (ორგანიზაციის) მიერ ორგანიზებულ დახურულ (შიდა-საკლუბო) შეჯიბრებებზე მინიმუმ ექვსეულში მოხვედრა შეძლეს.


ზემოთაღნიშნული ერთ-ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგად "ლიდერთა ლიგაზე" მოხვდნენ შემდეგი "ოჩოპინტრელები":

(2) და (3) პუნქტის დაკმაყოფილების შედეგად:

გიორგი მეტრევლი

(3) პუნქტის დაკმაყოფილების შედეგად: (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, თუ კიდევ რომელიმე ოცოპინტრელი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს ჩვენ რა თქმა უნდა დავუშვებთ მას რეგისტრაციაზე)

გიორგი დარბიაშვილი
გიორგი სირაძე
დავით ვერულავა
ირაკლი კვაჭაძე
ირაკლი ნარსია
კახაბერ ჩავლეიშვილი
ნიკოლოზ თურმანიძე
ნიკოლოზ კონდოლელი
ზაზა კაკავა
ნიკა რაზმაძე


ეხლა კიდევ წარმოგიდგენთ შეჯიბრის მნიშვნელოვან დეტალებს:

-შეჯიბრი გაიმართება 15 დეკემბერს, თბილისში, დილის 9:00 საათზე.

- შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მოწვეულ მსროლელებს.
სია ჩვენს ფეისბუქ პოსტშია მოთავსებული. სია საბოლოო არაა!
- შეჯიბრზე მოწვეული მსროლელები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე...

- რეგისტრაციაზე დაგვიანებულ თითეულ მსროლელს დააკლდება 1 ქულა საბოლოო შედეგიდან. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გამოცხადდება ადგილზე 09:01 საათზე!

- მონაწილეები ესვრიან 50 მოძრავ სამიზნეს. საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი ავტომატურად გადაინაცვლებს "ლიდერთა ლიგა"-ს ფინალურ ეტაპზე. 2 დანარჩენი ფინალისტი გაირკვევა მე-7,მე-8,მე-9 და მე-10 ადგილოსანს შორის გადასროლის შედეგად. ფინალური ეტაპი გაიმართება გაზაფხულზე.

- მონაწილეობის საწევრო გახლავთ
65 ლარი ორგანიზატორის ვაზნებით სროლის შემთხვევაში...

- საკუთარი ქარხნული ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილეობის საფასური გახლავთ 45 ლარი...

- ქარხნული ვაზნები არ უნდა იყოს 6 ნომერზე მსხვილი და 24 გრამზე მეტი მუხტის მქონე...

- შეჯიბრის ჩატარების ზუსტი ლოკაციის შესახებ და სხვა დეტალური ინფოს მისაღებად დარეკეთ: 598232432

პატივისცემით,
აკო გულუა




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gul: Dec 10 2019, 20:24
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ako-gul   "ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის   Dec 10 2019, 20:20
- - ako-gul   RE: "ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის   Dec 10 2019, 20:26
- - ჩელე   ძალიან კარგია. წარ...   Dec 10 2019, 22:49
- - ჩავლე   ako-gul აკო ეს მონაცემე...   Dec 10 2019, 23:41
|- - ako-gulua   ციტატა(ჩავლე @ Dec 11 2...   Dec 11 2019, 03:05
- - ხაჭაპურა   სალამი ოჩოს. მე თუ მ...   Dec 11 2019, 18:08
|- - ako-gul   ციტატა(ხაჭაპურა ...   Dec 11 2019, 20:57
|- - ako-gul   ციტატა(ხაჭაპურა ...   Dec 11 2019, 21:21
- - ako-gul   თქვენი სახელი და გ...   Dec 11 2019, 21:01
- - ოთო.   ბ.ნ აკო მოგესალმებ...   Dec 11 2019, 23:13
|- - ako-gul   ციტატა(ოთო. @ Dec 12 2019, ...   Dec 12 2019, 15:34
- - ოთო.   ako-gul კახა ხაჭაპურიძ...   Dec 14 2019, 07:17
- - ako-gulua   მოგესალმებით კიდე...   Dec 18 2019, 02:25
- - ako-gulua   RE: "ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის   Dec 18 2019, 02:32


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2025 - 02:48