IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1301


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ბესო   მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!   Mar 31 2010, 12:40
- - სულთანა   ნუკრიMax პრეზიდენტი...   Aug 4 2017, 12:57
- - ალექსანდრე   ჯოლა ორ ერთობლივ თ...   Aug 10 2017, 15:31
- - ჩელე   ალექსანდრე კაცო შ...   Aug 10 2017, 15:41
- - ჯოლა   ალექსანდრე გასაგე...   Aug 10 2017, 15:43
- - ჩიკა   ზუსტად ერთი წლის დ...   Mar 17 2018, 11:36
- - უიარაღო   ჩიკა იქნებ ამის ბ...   Mar 17 2018, 13:12
- - RISING   მოგესალმებით, მეც ...   Aug 10 2018, 13:27
- - nikaretay   მეც მსურს კლუბის წ...   Mar 7 2020, 13:15
- - ოთო.   nikaretay სალამი მეგობა...   Mar 8 2020, 22:20
- - alex77   ოთო. ვინც უკვე გაცნ...   Nov 29 2020, 20:06
- - ოთო.   alex77 აიი ისეთი კითხვ...   Nov 30 2020, 20:27
- - alex77   ოთო. კიბატონო ))   Dec 1 2020, 11:40
- - ალთაზარ   მოგესალმებით ხომ ...   Jul 15 2022, 00:49
- - ჩელე   ალთაზარ წასულებზე...   Jul 16 2022, 00:01
- - ალთაზარ   ჩელე სიცოცხლის სა...   Jul 17 2022, 17:14
14 გვერდი V  « < 12 13 14


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2025 - 12:41