მგლები - პრობლემა #1 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

61 გვერდი V  « < 19 20 21 22 23 > »   
Closed TopicStart new topic
მგლები - პრობლემა #1
შარკი
პოსტი Oct 16 2009, 14:20
პოსტი #301


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 103
რეგისტრ.: 8-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქ.თბილისი




ბესო
და დავუმატოთ ამას ლიცენზიანტები...
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლიცენზიანტებზე გაცემულია სახელმწიფო სატყეო ფონდის საერთო მოცულობის მხოლოდ 4%. ასე რომ, ლიცენზიანტების მიერ ტყისთვის რაიმე განსაკუთრებული ზარალის მიყენებაზე საუბარი უადგილოა.

სოფლისთვის რამდენი იჭრება რას ქვია? უკანონოდ? ასეთი ინფორმაცია არავის არ აქვს, ამის აღრიცხვა რომ არსებობდეს გამორიცხულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 16 2009, 14:22
პოსტი #302


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შარკი


კი ბატონო სოფლებისთვის და თანაც უკანონოდ!!! მაშინ სოფლების მითითებით დავიწყოთ შესაბამის თემაში!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 16 2009, 18:45
პოსტი #303


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(sharky @ 16th October 2009 - 11:37 AM) *
რა თორმეტი ლარი კაცო, გააჩნია სამასალეა თუ საშეშე. შესაბამისად 1 კუბურ მეტრზე 22 ლარი და 4?(6 თუ არ ვცდები) ლარია გადასახდელი.

რავიცი..ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს..შეიძლება 22 იც იყო და თორმეტი მახსოვდა...(შეიძლება კუბურ მეტრზეც იყო საუბარი..ნამდვილად არ მახსოვს) ეგ სულ თავიდან იყო..1 წლიანი ლიცენზიები რო გაიცა..თან ერთსაც დავამატებ...ეგ ტყეები ისეთ ადგილებშია გაცემული...ძლივს რო მიაწევს ადამიანი და აქამდე ნაჯახი არ მიკარებია...ჩემი ძმაკაცი გიჟს გავდა..იქამდე ტექნიკა როგორ მიეყვანა არ იცოდა...რა ტყის დასვენება..თვითონვე იყო ჩამპალი ნახევარი ტყე...ერთმანეთს ახრჩობდნენ ხეები...ისეთი უღრანი იყო ძლივს დაიწყეს გამოხშირვა....ეგეთი ტყის გამოხშირვა..თვითონ ტყისთვის არის უკეთესი....ვისაც მაგასთან შეხება ქონია იცის....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Oct 18 2009, 15:45
პოსტი #304


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამარჯობათ!
თავს დამნაშავედ ვთვლი, აქამდე უნდა გამოგხმაურებოდით. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგიგროვდათ. ვეცდები ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე ნელნელა გაგიზიაროთ ის რაც მე თვითონ "გადამხდენია" ან ჩემი მასწავლებლებისგან (ძველი მონადირეები) მახსოვს.
1.მგლის პოპულაციის ფიზიკური მოსპობა, განადგურება (იმ დონეზე, რო, სახეობის გენოფონდს საფრთხე შეექმნას) თოფით (იგულისხმება მიზანმიმართული კოლექტიური ნადირობა და არა ერთეული შემთხვევები მგლის მოპოვებისა), ხაფანგით და სხვა საჭერი მოწყობილობებით შეუძლებელია. იგივე ეხება ტურას და მელას. ეს ძალიან კარგათ მოეხსენებათ ქართველ "ფარლი მოუეტებს",რომლებიც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში ლობირებას უწევენ (მხოლოდ პირადი სიმპატიების გამო) ამ სახეობებს. ჩემი ნიკიდან გამომდინარე მგლის სიძულვილში ბრალს ვერავინ დამდებს, თუმცა უნდა ვაღიარო; ბევრი მოკლულიცა მყავს (სანადირო მეურნეობებში ბიოტექნიკური ღონისძიებების ჩამონათვალში ცალკე იყო გამოყოფილი მტაცებელი ცხოველების რეგულირება იქ სადაც მაპროფილირებლად ითვლებოდა სასარგებლო ანუ სანადირო ნადირ-ფრინველის მომრავლება)და ცოცხლად დაჭერილიც (სამეცნიერო მიზნებისათვის). მგელი იმდენად პლასტიკური სახეობაა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ საქართველოს რელიეფს და გეოგრაფიულ მდებარეობას, რომ მისი გენოფონდის სრული განადგურების საშიშროებაზე მოყვანილი არგუმენტი მხოლოდ დილეტანტმა ანდა ავადმყოფურად დაინტერესებულმა შეიძლება გაახმოვანოს.
2.რაც შეეხება "ნოეს"(არ ვიცოდი ნათლობის სახელი, ალბათ კიდობანს დაუკავშირეს) თუ ვინმე მის კვების რაციონს (ვაშლოვანში) გამოამზეურებს (შესწავლის მეთოდები იმედია ეცოდინებად) ..........მგელი,ტურა,მელა "გაჭირვებაში" ბაყაყითაც გაიტანენ თავს აი ნოე-კი არ ვიცი.
3.ბატ.ლევან, უთანაგრძობ თქვენს მეგობარს ბიზნესის ჩავარდნაში, მაგრამ იჯარით ტყის აღების წინ, რატომ არ მოიკითხა ტაქსაციის(ტყის მოწყობის) საბუთები ანუ პასპორტი სადაც გზები, ჯიშები..... და სხვათა შორის ნადირფრინველის ჩამონათვალი და მრავალი სხვა ინფორმაციაა თავმოყრილი. თავის დადებას არ ვაპირებ მაგრამ ჩემი ინფორმაციით ასეთი რამ (ერთობ ძვირად ღირებული, მითუმეტეს მოჭერილი ქამრების რეჟიმში მრავალდარგოვანი კომპლექსური შესწავლა ხდებოდა) დიდი ხანია აღარ მომხდარა. თუ არ იცი იჯარით გაცემის წინ რა გქონდა როგორ გაიგებ რა დარჩა ???????
4.ბატ. ნოსო სხვისი გატენილი ვაზნით (მითუმეტეს მაღაზიაში ნაყიდით) ნადირზე ჯობია არ წახვიდე ეს იმისთვის რო უფულობა არ მოიმიზეზონ უარის შემთხვევაში.სარეკისთვის იაფი "პეტარდებიც"ვარგა,ისე ჯობია მარტო ხმით მორეკვა, ნადირი ნაკლებად დამფრთხალია და გაპარვას ცდილობს,ნომერშიც დანდობილად გამოდის.
5.საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე მგელზე "წიტელი ალმებით" ნადირობა ფაქტიურად შეუძლებელია. ნადირობის ეგ ხერხი ერთობ შრომატევადი და ძვირია,მოითხოვს კვალიფიცირებული კადრების არსებობას რაც ჩვენ სინამდვილეში უკვე სანთლით საძებარია.
6.რაც შეეხება მტაცებელ ცხოველებზე კოლექტიური ნადირობების მოწყობის ტრადიციებს საქართველოში; ასეთი ტრადიციები არსებობს და მათ აღდგენას მხოლოდ მონდომება და პროფესიული (პროფესიულს ხაზს უსვამ) ცოდნა ესაჭიროება.
7.ნადირობისმცოდნეობა მეცნიერებაა, ნადირობისმცოდნე კი პროფესია.

ერთ რამეზე დამწყდა გული; იმ შეხვედრაზე სამინისტროში დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდით.

OXOTA PUSHE NEVOLI ! VSEM DOBROI OXOTI !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Oct 18 2009, 16:02
პოსტი #305


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბრაკონიერი ვერ წავშალე, ჩემი ნიკის ქვეშ. ამ ხნის კაცს უკვე აღარ მეკადრება ასეთი "თანამდებობა." ამის დასამტკიცებლად შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ საქართველოში არ მომიკლავს; ხოხობი, დურაჯი, არჩვი, ნიამორი და ირემი.

Охота пуще неволи !
Всем доброй охоты !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 18 2009, 16:55
პოსტი #306


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kote @ 18th October 2009 - 04:45 PM) *
3.ბატ.ლევან, უთანაგრძობ თქვენს მეგობარს ბიზნესის ჩავარდნაში, მაგრამ იჯარით ტყის აღების წინ, რატომ არ მოიკითხა ტაქსაციის(ტყის მოწყობის) საბუთები ანუ პასპორტი სადაც გზები, ჯიშები..

დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის...ეგენიც მოიკითხა..ტყეც ნანახი ქონდა..და თეორიულად ყველაფერიც რიგზე უნდა ყოფილიყო...მაგრამ პრაქტიკა სულ სხვა აღმოჩნდა...უღანს მთაში..სულ სხვა სურპრიზები ქონია..ვიდრე ელოდა.
ციტატა(kote @ 18th October 2009 - 05:02 PM) *
ბრაკონიერი ვერ წავშალე, ჩემი ნიკის ქვეშ. ამ ხნის კაცს უკვე აღარ მეკადრება ასეთი "თანამდებობა."

ეგ ჩვენი ფორუმის ხუმრობაა...რამდენიმე პოსტის შემდეგ თვითონ წაიშლება..და "ქვით მონადირე" გახდებით...ეგრეა დაყენებული და პოსტების რაოდენობის მიხედვით იცვლება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ROMMEL
პოსტი Oct 18 2009, 16:56
პოსტი #307


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 63
რეგისტრ.: 25-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მგელზე ნადირობის პატარა გამოცდილება მეც მაქვს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძნელია, თუ რათქმაუნდა საუბარი იქნება მთიან რეგიონებში ნადირობაზე....გაშლილ ველებზე (გარეჯი, ჯანდარის უდაბნო) შედარებით მეტი შანსია მოკლა მგელი..თვითონ მგლებიც განსხვავებულები არიან.რაჭაში რომ ვნახე მკვდარი მგელი ტანში დამბურძგლა შიშისგან..აქეტ კი 2 გაქუცული მგელი მყავს მოკლული და სიბრალულის გრძნობის მეტი არაფერი მიგრძვნია.
მგლის მოკვლის ყველაზე კარგი მეთოდი დიდი რაოდენობის მონადირეებით გაკეთებული დიდი სარეკია.დანარჩენ შემთხვევეში მხოლოდ და მხოლოდ ბედის ანაბარად უნდა იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 18 2009, 17:17
პოსტი #308


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



akela1954

მოგესალმებით და მოგესალმებათ ჩვენი ფორუმის მთელი საზოგადოება (დიდი იმედი მაქვს რომ აქტიური ნაწილი მიერთდება) !

1. პირადად მე- თქვენი სახით ძალზედ მოხარული ვარ მცოდნე კაცის გაცნობის. ზოოტექნიკოსი, ბიოლოგი, ზოოლოგი, ეკოლოგიური გენეტიკოსი
თუ ნადირობისმცოდნე ადამიანი ჩვენს ფორუმზე ძალზედ საჭირო და იშვიათია.
2. რაც შეეხება მგლის პოპულაციის ამოწყვეტას, აბსოლუტურად გეთანხმებით ეს საქართველოს რელიეფის მქონე ქვეყანაში პრაქტიკულად
შეუძლებელია ("ცივილიზებური" თუ მიღებული მეთოდებით).
3. მაგრამ მგლის პოპულაციის სრული ამოწყვეტის იდეის გაღვივება თუ მოწოდება (ხაზს უსვამ - სრული ამოწყვეტის იდეა) ბარბაროსობად
მიმაჩნია. ამასთანავე ჩევნი რადიკალიზმის გამო ეს იდეა სახიფათოც არის.
4. ვერ დავეთანხმები იმ ფაქტს, რომ საქართველოში ირმის პოპულაციის კრიტიკულ დონემდე დაცემა მგლის ფაქტორით არის გამოწვეული.
ეს ჩემი მტკიცე აზრით ჩვენი მოსახელობის ანუ ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული.


პატივისცემით
გიგა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 18 2009, 18:25
პოსტი #309


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



akela1954
ეს ბრაკონიერი უბრალოდ დამწყების მანიშნებელია(ფორუმზე) და 10 პოსტის მერე შეიცვლება .

დანარჩენში გეთანხმებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Oct 18 2009, 18:35
პოსტი #310


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(919 @ Oct 18 2009, 06:17 PM) *
akela1954

მოგესალმებით და მოგესალმებათ ჩვენი ფორუმის მთელი საზოგადოება (დიდი იმედი მაქვს რომ აქტიური ნაწილი მიერთდება) !

1. პირადად მე- თქვენი სახით ძალზედ მოხარული ვარ მცოდნე კაცის გაცნობის. ზოოტექნიკოსი, ბიოლოგი, ზოოლოგი, ეკოლოგიური გენეტიკოსი
თუ ნადირობისმცოდნე ადამიანი ჩვენს ფორუმზე ძალზედ საჭირო და იშვიათია.
2. რაც შეეხება მგლის პოპულაციის ამოწყვეტას, აბსოლუტურად გეთანხმებით ეს საქართველოს რელიეფის მქონე ქვეყანაში პრაქტიკულად
შეუძლებელია ("ცივილიზებური" თუ მიღებული მეთოდებით).
3. მაგრამ მგლის პოპულაციის სრული ამოწყვეტის იდეის გაღვივება თუ მოწოდება (ხაზს უსვამ - სრული ამოწყვეტის იდეა) ბარბაროსობად
მიმაჩნია. ამასთანავე ჩევნი რადიკალიზმის გამო ეს იდეა სახიფათოც არის.
4. ვერ დავეთანხმები იმ ფაქტს, რომ საქართველოში ირმის პოპულაციის კრიტიკულ დონემდე დაცემა მგლის ფაქტორით არის გამოწვეული.
ეს ჩემი მტკიცე აზრით ჩვენი მოსახელობის ანუ ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული.


პატივისცემით
გიგა


ბატ. გიგა
ყველა დარგს აქვს თავისი ტერმინოლოგია; მგლის პოპულაციის რეგულირება, მგლის მოპოვება და სხვა. ამოწყვეტა და მოკვლა სანადირო ტერმინოლოგიაში არ გამოიყენება.
მგლის პოპულაციის სრული ამოწყვეტისაკენ არავინ არავის არ მოუწოდებს (მითუმეტეს ეს ფიზიკურად შეუსრულებადია). რისი წაკითხვაც აქ მოვასწარი არსად მსგავს აზრს არ წავწყდომივარ და მე თვითონაც შემიძლია დასაბუთებულად უარვყო ამდაგვარი დილეტანტიზმი.
კეთილშობილი კავკასიური ირმის პოპულაციის შემცირების ბევრი ობიექტური ფაქტორი არსებობს (ისე ბორჯომ - ხარაგაულის ტყეპარკის ტერიტორიაზე ირემლაღი ისევე როგორც მუფლონი-გარეული ცხვარი განადგურებულია) ადამიანი - ბრაკონიერი, ადამიანი - ინდუსტრიის მშენებელი, ადამიანი "გურმანი"(აუ შვლის მწვადი ვჭამე, იცი რა არიი! არაფერი არ არი თუ პირში გემო გაგაჩნია.ქორწილში მთლიანად შემწვარი ჯიხვი იყო!) კიდევ რავიცი რამდენ ნაირი, ყველა დამნაშავეა მეტნაკლები ხარისხით. დამნაშავეა ირმის ზომა და ისიც ,რომ მყვირალობის დროს ხარი ბღავის!!!!!
ერთხელ ტარიბანაზე მწყერზე ნადირობის დროს კაკბის გუდი ამოვიდა სასილოსე სიმინდის მინდვრიდან (მაშინ ჯერ კიდე ე.წ. სტენდის ვაზნას ვხმარობდი 9 ნომერს), მექანიკურად ორი ცალი დავტოვე (ნამდვილად არ მიფიქრია. ის რო კაკაბს ვესროდი კარგად ვიცოდი) მანქანასთან მე და მამაჩემს დიდი ჯახი მოგვივიდა, სრულად მოვისმინე ლექცია ნადირობის კულტურაზე და ეთიკაზე,მერე კარგა ხანი ერთად არ ვნადირობდით (უკვე 30 წელს მიტანებული ვიყავი).
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ყველა იმ უბედურებისა რაც ჩვენ დღესა გვჭირს (მე მხოლოდ სამონადირეო საქმეზე ვსაუბრობ) უცოდინარობა, ინფორმაციის უქონლობა და რაც ყველაზე მთავარია იმ ტრადიციების არცოდნა თუ შეგნებულად უარყოფა რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

რომელიღაც პოსტში წავიკითხე "მონკავშირი" კომუნისტებმა შექმნესო. კომუნისტებს არ შეუქმნიათ ლევან ციციშვილი, დიმიტრი წითლანაძე, პაჭუ ჟორდანია, ლევ ძეკონსკი და ბევრი კიდევ სხვა არასოდეს კომუნისტები არ ყოფილან და ნადირობის პარტიის გარდა სხვა პარტიაში არ ყოფილან. "მონკავშირი" კი იმიტომ შექმნეს რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდოდათ სამსახური. "მონკავშირი" შ.პ.ს. იყო, ერთადერთი სხვა შ.პ.ს. მაშინ არ იყო. ჰოდა აი იმ "კომუნისტების" შექმნილ მონკავშირში ყოველ ხუთშაბათს იკრიფებოდა ხალხი და ბებერი ახალგაზრდას უზიარებდა ძველ "ტყუილებს", უფასო სკოლა იყო სადაც კაცობასაც სწავლობდა ახალგაზრდა კაცი და ნადირობასაც.
ჰო, ეტყობა ძალიან გაუბერე. ზოგი მომავლისთვის შევინახოთ.

პ.ს. ევროპული ნადირობა........... აკვარიუმში თევზის ჭერას გავს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 18 2009, 19:52
პოსტი #311


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



akela1954

პატიცემულო აკელა,

მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის, მაგრამ რაც მგლის პოპულაციის ლიკვიდაციას შეეხება, ჩვენივე ფორუმზე
იყო მოსაზრება, რომ ზოგი ერთ ევროპული ქვეყნის (ანუ გერმანიის) გამოცდილება გაგვეზიარებინაო...
ეს მართლაც აქ იყო ნახსენები.

რაც ტერმინოლოგიას შეეხება, ბევრზე არ მაქვს პრეტენზია. გამაჩნია სრული სამხატვრო-ტექნიკური და არასრული საბუნებისმეტყველო
განათლება ( სამედიცინო). ვარ 36 წლის, ბავშობიდანვე მიტაცებდა მედიცინა და იქვე ბიოლოგია, ფიზიოლოგია, გენეტიკა და ანატომია.
თქვენი ტერმინოლოგია ჩემთვის კი არის გასაგები მხოლოდ ზემოდხსენებული წარსულის გამო.
აქ მხოლოდ 2-3 ადამიანია ვისაც ესმის: მიმიკრიის, არეალის, ტრანსლოკაციის, გენოტიპის, კარეოტიპის თუ კიდე უამრავი სხვა რამის
(მეც გაუბერე, ტერმინოლოგიური ფაღარათი მომივიდა newsmile035.gif ).
ისე მეც მაღიზიანებს ჩემს პროფესიაში გაუმართავი ტერმინოლოგია რომ მესმის.

პატივისცემით
გიგა




ისე ევროპაში ცხოვრებაც ინკუბატორში ცხოვრებას გვაგონებს და ევროპული პროდუქციაც გამაღიზიანებლად ხარისხიანია newsmile035.gif (ხუმრობა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 18 2009, 20:09
პოსტი #312


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გასაგებია თქვენი მიდგომა ამ ყველაფრისადმი...დიდწილად გეთანხმებით კიდეც...უბრალოდ აქ სხვაგვარად განვითარდა აზრების ჩამოყალიბება...ის..რასაც მონკავშირი წარმოადგენდა..ყვალას კარგად გვახსოვს..(არც მე ვარ ასაკით თქვენზე ბავრად უმცროსი)...მე ვთვლი..უბრალოდ დღეს სულ სხვა სისტემით ვითარდება..ყველაფერი,(უფრო დასავლური) გარემოს დაცვის..მოპოვების, სამონადირეო და ა.შ. ვიდრე ეს ადრე იყო და რაცას მიჩვეული ვიყავით...ადერ მარტივად იყო...ბიუჯეტი გადარიცხავდა ფულს...და მიდიოდა მთელი ამბავი...(ყველა იყო კმაყოფილი) დღეს ცოტა სხვაგვარად არის საქმე...დღეს მოსკოვიდან აღარ ივსება ჩვენი ბიუჯეტი...აღარც დიდი გასაქანია და აქედან გამომდინარე...ვერც ხერხდება ბევრი რამ, რასაც ვისურვებდით. ეხლა რაც შეეხება მგლებს...იმას არავინ დაობს, რომ მგლები მაგრად მომრავლდნენ და ხალხასც საკმაოდ აწუხებენ...ისიც ფაქტია, რომ უნდა შემცირდნენ...ეგეთი საკითხები კი...ეგრე მარტივად არ წყდება..მაგას ჭირდება რაოდენობის დადგენა...მერე სპეციალისტების მიერ განსაზღვრა..თუ რამდენი უნდა იქნეს ამოღებული და რამდენი დატოვებული..მაგის მერე პარლამენტში...როდესაც ეგ დადგენილების სახეს მიიღებს...მერე უნდა განხორციუელეს პრაქტიკულად..ვინმეს მიერ...და ის ვინმე ამაში ფულს მოითხოვს რათქმაუნდა....ამიტომ მაგ ყველაფერზე საუბარი ცოტა ნაადრევად მეჩვენება..იმიტო რომ ეგ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული...ეგ იმ დროს..როდესაც ქვეყანას ანტი საჰაერო თავდაცვა არ გააჩნია წესიერი....არადა მაგის გამო კინაღამ გვერძე მოგვრჩა მგლებიც, ტყეც და საკუთარი სახლებიც....
რაც შეეხება მგლების სრულ განადგურებას...მაგაში ნამდვილად აზრთა თანხვედრა გვაქვს...ამ ვითარებაში..მგლის გამნადგურებელი ნამდვილად არავინ არ არის..რომც უნდოდეთ..ხოდა ჩნდება შეკითხვა..რატომ არ უშვებენ თავისუფალ ნადირობას მგელზე...ეგ რომ დაუშვან...ასევე კანონით უნდა იქნე დადგენილი..საკმარისია ჩვენთან(ან თუნდაც რომელიმე მეზობელ რესპუბლიკაში) მოდაში შემოვიდეს მგლის ქურქი და ტყავის ჩაბარება დაიწყონ კარგ ფასად...მგელი ნამდვილად აღარ დარჩება საქართველოში...და თოფით ნამდვილად არავინ დაუწყებს დევნას...კანონში არანაირი აკრძალვა არ იქნება(არც ჯარიმები)....აი მაგას კი კანონში ლაფსუსი ეწოდება...ამიტომ ეგეთ კანონს ვერ მიიღებენ...სანამ დაადგენენ..ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს...შემწუხებელი მგელის ამოღება კი ისედაც ნებადართულია...მეტიც...იმ რაიონებში..სადაც იციან რომ იმაზე მატია ვიდრე უნდა იყოს...იმ მგების ამოღებაც ნებადართულია..ვინც ნაკლებად აწუხებს მოსახლეობას...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Oct 18 2009, 20:28
პოსტი #313


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ლევანი

+100! ისე არ ვაოფებ... თუ იცი საჰაერო დაცვის 1 დანადგარი რამდენს მილიონ $ იწონის და რამხელა რადიუსს ფარავს? newsmile045.gif
საჰაერო დაცვა რომ მოვაგვაროდ, უნდა დავივიწყოთ ჯანდაცვაზე, პენსიებზე, სოციალურ პროექტებზე, ისტორიული
საგანძურის აღდგენაზე... და ტყეებზე და ნაკრძალებზე ხომ საერტოდ ზედმეტი იქნება საუბარი.

ამ საკითხში კი სახელმწიფო სტრუქტურებმა არასამთავრობოებს ზომიერების ფარგლებში უნდა გაუზიარონ უფლება-მოსილება.
რა თქმა უნდა ამ არასამთავრობოებში კი აკელას ნაირი პროფესიონალები უნდა იყვნენ. თუმცა პროფესიონალების
პრობლემა მწვავედ დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე 5-7% საუკეთესო შემთხვევაში...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 18 2009, 20:30
პოსტი #314


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



მე ავეთანხმები იფ ფაქთს რომ ომი და მგელი კავშირში იყოს ასე მჭდროდ.
მთავარი სურვილია. ალბათ არ სურთ ან არ თვლიას სერიოზულად ,თორემ 1000 არასამთავრობო და უცხოური ორგანიზაციებია ვინც ამ
პროექთს დააფინანსებს.



პ.ს.6 წლის უკან კიდევ, არ იყო ომი!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 18 2009, 23:32
პოსტი #315


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Gigs13 @ 18th October 2009 - 09:28 PM) *
ამ საკითხში კი სახელმწიფო სტრუქტურებმა არასამთავრობოებს ზომიერების ფარგლებში უნდა გაუზიარონ უფლება-მოსილება.

ეგ სასურველია და დღევანდელ სიტუაციაში გარკვეულწილად გამოსავალიც...და მგონი ეგრეც არის...ის მოხალისეები..მგონი რომელიღაც არასამთავრობო იყო(თუ სწორად მახსოვს რათქმაუნდა)
ციტატა(Gigs13 @ 18th October 2009 - 09:28 PM) *
რა თქმა უნდა ამ არასამთავრობოებში კი აკელას ნაირი პროფესიონალები უნდა იყვნენ.

ეგ განსაკუთრებით მისასალმებელი იქნებოდა..
ციტატა(giorgixomeriki @ 18th October 2009 - 09:30 PM) *
მე ავეთანხმები იფ ფაქთს რომ ომი და მგელი კავშირში იყოს ასე მჭდროდ.

ომი და მგელი ნამგვილად არ არის კავშირში...კავშირში ფულია...
ციტატა(giorgixomeriki @ 18th October 2009 - 09:30 PM) *
1000 არასამთავრობო და უცხოური ორგანიზაციებია ვინც ამ
პროექთს დააფინანსებს.

აი ეგ უკვე სხვა მიდგომაა საკითხისადმი....თავიდანვე ეგრე გეთქვა....თუმცა მაგ ათასიდან 1 მაინც არის მოსაძიებელი...
ციტატა(giorgixomeriki @ 18th October 2009 - 09:30 PM) *
პ.ს.6 წლის უკან კიდევ, არ იყო ომი!!!!

6 წლის წინ სახელწიფოც არ ვიყავით...რუსეთზე დაკიდებული, ჩაბნელებული და კორუფციაში ჩამპალი ტერიტორია ვიყავით მხოლოდ, ომი კი 19 წელია გრძელდება...(სინამდვილეში კი თითქმის 90 წელი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

61 გვერდი V  « < 19 20 21 22 23 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th September 2025 - 09:23