ძუა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ძუა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
![]() ![]() ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა. ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია ![]() ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა. მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით). წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას. ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 185 რეგისტრ.: 7-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
და რა მაინტერესებს, ტბაში და მდინარეში ერთი და იგივე ძუა შეიძლება? თუ უნდა გავითვალისწინოთ რამე დეტალები, ვთქვათ მდინარის თევზზე რამდენიანი ზუა უნდა და ან ფერს აქვს თუ არა მნიშვნელობა. მე მაგალითად ხშირად მქონია ეგ შემთხვევა რომ ტბიდან მდინარეზე გადავსულვარ და ვერაფერი დამიჭერია, მერე ძუა გამოვცვალე და თევზმაც დაიწყო აქტიურობა... სიძველის ბრალი არ იყო. ორივე ახალი იყო...
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
და კიდევ რა ფირმის ძუებია ასეთუისე ხარისხიანი რომლის შეძენაც თბილისში შეიძLება?
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგი აუ ამდენი ხანია ანკესი სახლში მიგდია და ერთი ვერ გავშალე რა ![]() geojorjika http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=60 ეს გადაათვალიერე... + შაბათ კვირას გასვლას ვაპირებთ 2 ჯგუფად და ნახე აბა ერთობლივ გასვლებშია..... პ.ს. ბოლო 2 პოსტს წავშლი რო წაიკითხავ.... ცოტა არ იყოს და ოფებია ![]() და რა მაინტერესებს, ტბაში და მდინარეში ერთი და იგივე ძუა შეიძლება? თუ უნდა გავითვალისწინოთ რამე დეტალები, ვთქვათ მდინარის თევზზე რამდენიანი ზუა უნდა და ან ფერს აქვს თუ არა მნიშვნელობა. მე მაგალითად ხშირად მქონია ეგ შემთხვევა რომ ტბიდან მდინარეზე გადავსულვარ და ვერაფერი დამიჭერია, მერე ძუა გამოვცვალე და თევზმაც დაიწყო აქტიურობა... სიძველის ბრალი არ იყო. ორივე ახალი იყო... ფერზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი... რაც მე გადაცემები მაქვს ნანახი - ზოგი ერთს ამტკიცებს და ზოგი მეორეს.... ისე ძუებში სხვა ბევრი ნიუანსებიც არსებობს... მაგალითად არის ძირვადი ძუები და არაძირვადი.... არსებობს ძუები რომლებსაც გამოხატული აქვს ე.წ. "მეხსიერება" და ასე შემდეგ.... ეხლა შენ რომ ამბობ ტბაზე და მდინარეზე... გააჩნია რა მეთოდით თევზაობ.... სპინინგზე მაგალითად მე ტბაზეც და მდინარეზეც ერთი და იგივე წნულს ვიყენებ..... ტივტივაზე - მცირე დიამეტრის მონოძუას, ტბაზეც და მდინარეზეც და შედეგიანად..... შეიძლება ფსკერულში იყოს რაიმე განსხვავება, ანუ მაგალითად დიდი დიამეტრი იდეაში ტბაზეც მგრძნობიარე იქნება და მდინარეზე ალბათ არა... არ ვიცი, მაგის გამოცდილება მე არა მაქვს.... |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიორგი
გაიხარე დეტალური აღწერისთვის!!! ერთს დავამატებდი თუ ოფი არ გამოვა.ძუის ხარისხის შემოწმება მასწავლა ერთმა გამოცდილმა მეთევზემ. თურმე უნდა გაკვანძო ძუა და დაქაჩო ორივე მხრიდან,თუ სუსტი ან უხარისხო ძუაა კვანძში უნდა გაწყდეს თურმე |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგევიჩ
კიდე ერთი მეთოდი არსებობს ძუის გასინჯვის... როგორც ზევით ვთქვი – ყველა ძუას აწერია მისი ტესტი, ანუ რამდენ კილოს უძლებს. ამის დასაზუსტებლად ძუის ბოლოს აბავენ სასწორზე და მეორეს ქაჩავენ ნელ ნელა. ხოდა რამდენ კილოზეც გაწყდება – იმდენია ძუის რეალური ტესტი |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიორგი
ჩემი და შენი ნათქვამი მეთოდით ხო იმის გასინჯვაც შეიძლება ძველია თუ არა ძუა,ან გახუნებული (დამწვარი) რომ არის.ხო არის ეგეთი შემთხვევბიც?! თუ ეგ ადრე იყო მარტო |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
აუ დავიტანჯე რააა, ვინმემ თუ იცით დამეხმარეთ...
cabelas-ზე წნული ძუა მოცემულია როგორც 8Lb ხოლო გვერძე უწერია Mono. Eq. Dia. = 3. და ეს რა ჯანდაბას ნიშნავს ??? რომ ექვივალენტი მონო ძუა უძლებს 3 Lb-ს ????? თუ დიამეტრი აქვს 0.3 ???? მოკლედ მე მაინტერესებს ისეთი წნული ვიყიდო, რომ დიამეტრი ჰქონდეს 0.2 ან ნაკლები (0.16-0.18 მდე) ხოდა ვერაფერი ვერ გავუგე ამ ამერიკელების განზომილებას http://www.cabelas.com/cabelas/en/template...&hasJS=true |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგი
არ უწერია არსად ზომა |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
კი უწერია, მაგ ლინკზე დაბლა ჩამოდი და ზომებია მიწერილი
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგი
მნად წერია მონოს ექვივალენტი , ანუ მაგ გამძლეობის მონოს რამხელა დიამეტრი ექნებოდა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგი მნად წერია მონოს ექვივალენტი , ანუ მაგ გამძლეობის მონოს რამხელა დიამეტრი ექნებოდა ![]() დარწმუნებული ხარ ???? დიამეტრი წესით უნდა 0.X ფორმატით ეწეროს... თან საეჭვო შეფარდება გამოდის.... ანუ 8 LB წნული = 0.3 დიამეტრი რაც არ ჯდება არანაირ ლოგიკაში.... იმიტომ, რომ 8 Lb არის დაახლოებით 4 კილო... და 4 კილოს 0.18-0.2 დიამეტრის მონო ძუა უძლებს..... |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიორგი
მანდ წერია, რომ X LB ტესტის დაწნული ექვივალენტურია Y LB ტესტის მონოსი... ანუ შენს შემთხვევაში 8 lb ტესტის მქონე FireLine-ის დიამეტრი იდენტურია 3 lb მონო ძუის დიამეტრისა... მე მაინც გირჩევ აიღო Power Pro... საკმაოდ გამოიცადა ეს ძუა ჩვენს მიერ და აშკარად კარგი თვისებები აქვს. დიამეტრების შეფარდებაც შთამბეჭდავია - 8=1 ![]() რაც შეეხება ფერს, რავიცი... მე ამ ბოლო დროს უფრო მყვირალა ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან კარგად ვხედავ სად ვისვრი და როგორ ვატარებ, ხოლო თევზისთვის მე მგონი სულ ერთია. |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
Pendragon
ანუ შენს შემთხვევაში 8 lb ტესტის მქონე FireLine-ის დიამეტრი იდენტურია 3 lb მონო ძუის დიამეტრისა... ხო მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ის ვერ ვნახე 3lb მონოს რა დიამეტრი აქვთ მაგათთან... გაიხარე და დიდი მადლობა ანუ 8-10lb, რომ ავიღო - 0.15-ზე მეტი დიამეტრი არ ექნება ხო ???? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 21:12 |