IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სასანგრე სტენდი, TRAP SHOOTING
Bone
პოსტი Jun 1 2009, 16:15
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცეცხსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად,სულ უფრო მძაფრდებოდა სურვილი მსროლელებს შორის დაეხვეწათ თავიანთი სროლის ტექნიკა და შესაბამისად სროლის მაჩვენებელი. რათქმაუნდა იმ ძველ ეპოქაში სადაც ცეცხსასროლი იარაღი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა არც თუ ისე იოლი საქმე იყო. ტყვიის სროლა მიზანში, მოკლე მანძილზე, ასეთი იარაღიდან ასე თუ ისე შესაძლებელი იყო, მაგრამ სროლა მოძრავ სამიზნეზე, დიდ სირთულეს წარმოადგენდა.... თუმცა ესეთი სროლა იყოს ძალიან სანახაობრივი და დიდ ემოციებს იწვევდა როგორც მსროლელებში ასევე მაყურებელში....
ევროპის წამყვან საიარაღო სახელოსნოებში დიდი გულმოდგინებითა და ყოველგვარი საშუალებით მიმდინარეობდა ცეცხსასროლი იარაღის სრულყოფა, რომელიც მოძრავ სამიზნეზე სროლას გაადვილებდა,მაგრამ მხოლოდ იარაღი არ იყო საკმარისი წარმატებისთვის საჭირო იყო ვარჯიში, უნდა უზრუნველ ეყოთ ხელოვნური მოძეავი სამიზნეები! არჩევანი შეჩერდა მტრედზე...... მსროლელისაგან ოციოდე მეტრზე მიწაში ამოღებულ ორმოში ჩასვამდნენ მტრედს, რომლესაც გადაფარებდნენ ძველ ქუდს ან პატარა კალათას, ამ უკანასკნელს მობმული ქონდა თოკი, მსროლელის ბრძანების შემდეგ თოკს მოქაჩავდნენ და მტრედიც აიჭრებოდა ჰაერში... ასეთი სროლა საკმაოდ ძნელი იყო. სროლა მტრედებზე სულ მცირე დროში გადაიქცე სპორტის უპოპულარულეს სახეობად, უპირატესად არისტოკრატიის გართობის სასუალევბას წარმოადგენდა. ეწყობოდა გრადიოზული ტურნირები



უპირატესად მამაკაცები იყვნენ თავგადაკლული მსროლელები....


მაგრამ არც ქალბატონები ჩამოჩებოდნენ

პირველი ასეთი ჩემპიონატი ჩატარდა ინგლისში 1793 წელს.
სროლა მტრედებზე გასაოცარი სანახაობრივი სპორტული გასართობი საშუალება იყო მაგრამ,! ამავდროულად ძალიან სისხლიანი და საცოდავი, იხოცებოდა უამრავი ფრინველი, რაც ესთეთიურ მხარეს მოკლებული გახლდათ, რათქმაუნდა ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდებოდა. ცხოველთა და ბუნების დაცვის ორგანიზაციებმა აკრძალეს ცოცხალ სამიზნეებზე სროლა გართობის მიზნით, (მოგვიანებით მათ საერთოდ ნადირობის აკრძალვაც მოითხოვეს) რათქმაუნდა მოძრავ სამიზნეზე სროლის მოყვარულთა საზოგადოებამ არ შეწყვიტა თავისი "მოღვაწეობა" , და მალევე იქნა ნაპოვნი გამოსავალი, პირველად ეს იყო შუშის ბურთები რომელიც კატაპულტების საშუალებიტ გაიტყორცნებოდა ჰაერში, სანახაობის მიზნით ამ ბურთებსი მოთავსებული იყო ფრინველის ბუმბული ან მტვერი და ა.შ. მაგრამ შუშას რიგი უარყოფითი თვისებები გააჩნდა, კერძოდ არ იყო სათანადოდ მყიფე და ისხლიტავდა საფანტს. XIX საუკუნის ბოლოში ამერიკელმა მსროლელებმა მოიგონეს თიხის თეფშები, რომელიც ბევრად ჯობდა შუშის ბურთებს. მოედნები სადაც მონტაჟდებოდა კატაპულტები თეფშების სასროლად ერქვა სტენდები აქედან შეერქვა სპორტს სასტენდო სროლა.
ზევით ჩვენ შევეხეთ მტრედებზე სროლის ტექნიკის ნიუანსებს, მოგვიანებით მტრედები შეიცვალა თიხის თეფშებით, დაიხვეწა მოედნის განლაგებაც და სხვა მცირე შესწორებებით მოაღწია დღევანდლამდე როგოც სასანგრე სტენდი, სანგარი ნიშნავს გრძელ ორმოს, სადაც ამ შემთხვევაში განლაგებულია სატყორცნი დანადგარები(ამაზე ქვევით).....1910წლიდან სასანგრე სტენდი შეტანილ იქნა ოლიმპიური სპორტის სახეობებში.

სასნგრე სტენდი ანუ TRAP(ing.ნადირობა) წარმოადგენს საკმაოდ მცირე ზომის მოედნას მაშტაბით 25მეტრი სიგანეში და 24 მეტრამდე სიგრძეში.


სასროლი მოედნის ჩრდილოეთით, მთელ მის გაყოლებაზე არის ერთიანი სანგარი, სადაც დამონტაჟებულია თებფშების მომწოდებელი აპარატები, (მიწის ქვეშ) .



სასნგრე სტენდზე გვაქვს 5 საცეცხლე წერტილი(ნომერი) რომლებიც სანგარიდან ანუ თეფშების მომწოდებლიდან ზუსტად 15 მეტრითაა დაშორებული, თითო საცეცხლე ნომერს ეკუთვნის 3 ტეფშების აპარატი:


თეფშებს გააჩნიათ გასაზღვრული ფრენის ტრაექტორია(სულ სამი) : 1) ტრაექტორია არის სწორი(ანუ პირდაპირი)

2) ტრაექტორია მარჯვენა მიმართულებით

3) ტრაექტორია მარცხენა მიმართულებით

თითოეულ ნომერს ეკუთვნის 3 მანქანა, სულ მოედანზე 15 აპარატია დამონტაჟებული. თეფშის დასაზიანებლად შესაზლებელია ორი გასროლის განხორციელება

DOUBLE TRAP ანუ ორმაგი სანგანი, სასტენდო სპორტის შედარებით ახალი სახეობაა, პრაქტიკულად იგივე დისციპლინაა რაც სასანგრე სროლა, ტარდება იგივე მოედანზე
მესამე საროლის პოზიციის პირდაპირ ანუ მოედნის ცენტრიდან გამოფრინდება წყვილი თეფში, სამ ძირითადი ტრაექტორიით , მარცხენა მარჯვენა პირდაპირი.


მხოლოდ იმ განსხვავებით რომ: სპორცმენის ბრძანებისას სანგარიდან ამოფრინდება წყვილი სამიზნე(ორი თეფში)
შესაბამისად მსროლელს აქვს ორი გასროლის საშუალება

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 17:23