თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#151
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
AlekoN
ანუ მომავალმა თაობამაც გააგრძელოს ეს საქმე გეთანხმები+1000000000. რამდენი არა მონადირეა აქ ჩვენ დისკუსიაში ჩართული? ჩვენ, დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვისაუბრებთ; პირდაპირი მატერიალური(უძლიერესი სტიმულია) დაინტერესება გვამოძრავებს, რაც წახალისების ღირსია, მომავალი თავისუფალი ეკონომიური ურთიერთობების მშენებლობის გზაზე. |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
აბა???ოჯახსაც უნდა ინახავდეს???... ![]() ![]() მე მიმაჩნია...ნადირობა..როგორც საქმიანობა...დიდი ხნის წინ ჩაბარდა ისტორიას...დღეს მაგითი თავს აღარავინ ირჩენს...აი მაგ სფეროში დახელოვნება...კი არის ერთგვარი აზარტი.....მეც მომწონს..როდესაც ადამიანი..ველურ ბუნებაში ისე გრძნობს თავს...როგორც თევზი წყალში... მხედველობაში მაქვს სამოყვარულო, სპორტული ნადირობა. საქმიანობაში პროფესია და საშოვარი არ მიგულისხმია. მაგრამ, არც ეგრეა საქმე. ხომ არსებობენ პროფესიონალი თეთრი მონადირეები აფრიკაში, გიდები შტატებსა და კანადაში, ეგერები ევროპასა და რუსეთში. მათი პროფესია და შემოსავლის წყარო ნადირობაა. |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
სახელმწიფო სავარგული..უბრალოდ ვერ იარსებებს.(კაპიტალისტურ წყობაში)..ეგ მაგ შემთხვევაში უკვე ბიზნესია...ხოლო ხელისუფლებას..ეკრძალება ყოველგვარი ეკონომიკურად მომგებიანი საქმიანობა...რომც გააკეთონ..და დაბალი ფასები დაადონ...ეგ გამოიწვევს იმ კერძო მეურნეობების სიკვდილს.... სახელმწიფო სავარგულში მეურნეობა არც მიგულისხმია. თუმცა, მთავარი აქ ეს არაა. საქმე იმაშია, რომ კერძო მეურნეობას, სახ. სავარგულთან შედარებით, განსხვავებული სერვისის შეთავაზება შეუძლია: ყველანაირი კომფორტი, იქნება ეს კოტეჯი თუ კვება, ეგერის მომსახურება, ტრანსპორტი, ძაღლები. მთავარი განსხვავება მაინც იქნება ნადირ-ფრინველის გაცილებით მაღალი სიმჭიდროვე სავარგულში, რაც უკეთესი დაცვითა და ხარისხიანი ბიოტექნიკური სამუშაოების ჩატარების ხარჯზე მიიღწევა. თანაც, კერძო მეურნეობაში მონადირე ლიმიტით შეზღუდული არ იქნება. ამას პლიუს, აქ ისეთ სახეობებზეც ინადირებს კაცი, რისი მოპოვებაც სახელმწიფო სავარგულში აკრძალულია (გნოლი, ხოხობი). შედეგად ვიღებთ უხვნადავლიან ეფექტურ ნადირობას. სახელმწიფო სავარგულში, ბუნებრივია, ნადირ-ფრინველის სიმჭიდროვე ნაკლები იქნება, შესაბამისად, პოვნის შანსიც შედარებით ნაკლები (კერძოსთან შედარებით), სანადიროდ ნებადართული სახეობების ჩამონათვალიც მცირე იქნება, თანაც აქ იმოქმედებს ლიმიტი, და არანაირი დამატებითი სერვისი - მონადირე საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს. მგონი გასაგებად დავახასიათე ორივე სისტემა და მათ შორის არსებული კონცეპტუალური განსხვავებები მინიმუმამდე უნდა კვეცდეს კონკურენციის ალბათობას. რაც მეტი კერძო მეურნეობა იქნება, მით კარგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თავისუფალ სავარგულებში ნადირობა აკრძალო მაგ. კურდღელზე. თანაც დღეისთვის არსებულ ორიოდე მეურნეობას მონადირეთა მცირე პროცენტი თუ სტუმრობს და იმიტომ, რომ უმრავლესობას ამის სახსარი არ გააჩნია. ანუ ეს კატეგორია ისედაც ამოვარდნილია მათი პოტენციური კლიენტების სიიდან და მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სავარგულებში ნადირობასაც რომ უკრძალავენ, ამით გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ. |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გასაგებია...ყველაფერი.....უბრალო
დ არამგონია ეგრე მოხდეს..თუ ისეთ სახეობებზე ნადირობა არ იქნა დაშვებული..როგორიც არის გნოლი და ხოხობი...ეგეთი ტერიტორიები იმაზე მეტი გვრჩება სანადიროდ..ვიდრე მთელი კერძო მეურნეობები ერთად აღებული....ის..სადაც ჩვენ ვნადირობთ ხოლმე პრაქტუკულად...ველ მინდვრები(სართიჭალა, ბადიაური,..დმანისი, შულავერი და ა.შ.) არასდროს გადავა კერძო სამონადირეო მეურნეობების ხელში..ეგ ტერიტორიები უკვე გაცემულია ხალხზე...და იყენებენ სათესად....იქვე ჩვენც ვსარგებლობთ ხოლმე(აღების შემდეგ..ხანდახან აღებამდეც) ის რაც ლიცენზიით არის დაშვებული..მაგისთვის უამრავი ტერიტორია ისედაც გვრჩება...ხოლო..კერძო მეურნეობებში...ისეთ რამეზე გვეძლევა ნადირობის შანსი...რაც საერთოდ აკრძალული იყო...ყოველთვის..(კაკბის გარდა) მათ შორის შველისაც... აი რაც შეეხება კურდღელს..მეც იმას ვემხრობი, რომ დაუშნან ნადირობა ყველგან...მაგის აკრძალვას..რა აზრი აქვს ჯერჯერობით ვერ ვხვდები...თუ არ დაუშვებენ და იყონ ეგრე...მაგაზე მაინც ყველა ყოველთვის ნადირობდა და მეეჭვება ვინმემ თავი დაანებოს...თუ არ უნდათ დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში..იყონ ეგრე.... მაგრამ, არც ეგრეა საქმე. ხომ არსებობენ პროფესიონალი თეთრი მონადირეები აფრიკაში, გიდები შტატებსა და კანადაში, ეგერები ევროპასა და რუსეთში. მათი პროფესია და შემოსავლის წყარო ნადირობაა. აი ეგ თუ ჩვენთანაც ეგრე იქნება..ნამდვილად მივესალმები.....ეგ წესრიგს ემსახურება.. ნუთუ არ შეიძლება, დღეს, რეგიონალურ დონეზე შეიქმნას ნადირ-ფრინველის დამცავი უწყების ფილიალები??? რათქმაუნდა არა....კანონი ყველასთვის ერთი იქნება..მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე...უბრალოდ მაგ კანონის აღსრულება...ბევრად მარტივია რეგიონულ დონეზე...(ყველა თვითონ მიხედავს თავის პატარა ტერიტორიას) ადრე, მონკავშირში მისაღებად, ერთი წელი კანდიდატობა იყო საჭირო, რეკომენდაცია, სანადირო თეორიული მინიმუმი უნდა ჩაგებარებინა... დღეს კი ყველას, ვისაც თოფი აქვს, და ლიცენზიას იყიდის, შეუძლია უპრაკუნოდ იბოდიალოს ... ეგ კანონით იყო ეგრე..თორემ..მე რომ მაგათი წევრი გავხდი....მკითხეს..."მონადირის მინიმუმი" იციო....მე უთხარი კი მეთქი(პატარა თხელი წიგნი მაქვს..წაკითხული მქონდა)..გადამამოწმეს... და აღმოჩნდა, რომ 8 და 10 კალიბრიანი თოფის არსებობა არ ვიცოდი..არ მიმიღეს...მერე ნაცნობი მოვიძიე...ცოტა მეტი გადავიხადე..და ყველაფერი კარგად დამთავრდა...ეგ სისტემა...კორუფციის ბუდე იყო და მეტი არაფერი....... ეხლა თუ მონადირე მარტივად იღებს ნებართვას...ადრე მაგაში.. ზედმეტი ფულის გადახდა უწევდა...დავიჯერო მონადირეებს ეგ სიამოვნებთ???... ეს სისტემა, უკან სვლა რომ გგონია, თანამედროვე ევროპაში მოქმედებს დღესაც. ეგერიც, კომუნისტური გადმონაშთი კი არა, ევროპიდანაა გადმოღებული. ასე, რომ ჯერ გავერკვეთ, რაა "ნაფტალინმიყრილი გამოცდილება" და რა - მართლაც, სასარგებლო, ჯანსაღი მიდგომა საქმისადმი... კიმარა ეგერს ვინ რას ერჩის????..საქმე ეგერში კი არ არის...ეგ პროფესია ნამდვილად საჭირო იქნება ყოველთვის.....უბრალოდ...ეგერი ...რართლა ეგერი უნდა იყოს....არ უნდა იქრთამებოდეს...ნაჩნობებს ჩუმად არ უნდა აგულავებდეს და ა.შ....მაგისთვის კი მთელი სისტემაა შესაცვლელი....სანამ ეგერს მაღალი ხელფასი არ ექნება(რომ გაუფრთხილდეს თავის სამუშაო ადგილს) და მკაცრი კონტროლის ქვეშ არ მოხვდება..ყოველთვის ისე იქნება როგორც...კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე...ეხლა რო იძახიან...ეგერებმა ქრთამის აღება დაიწყესო....ადრე არ იღებდნენ???....ადრე განა მარტო ფაქტზე დაჭრის შემთხვევაში იღებდნენ...დაჟე გვძალავდნენ(პირადად ვიცი)..მიზეზებს ეძებდნენ და მერე ფულს ითხოვდნენ....ამიტომ დიდი ცვლილებებია გასატარებელი.....აი მერე იქნება ეგერი ნამდვილი დამცველი... პ.ს. ისე, რომ იცოდე, გრიშა ონიანის და პანტელეიმონ გიორგაძის თანამზრახველი ვარ, პუტინმა ჩემი რეკომენდაციით აღადგინა დიადი საბჭოეთის ჰიმნი, საცვლებქვეშ წითელი ალამს ვატარებ ჩუმად... პ.პ.ს. ახლა კი უნდა გავიდე, ლენინის ბიუსტს ვაქანდაკებ და უნდა დავამთავრო. ეს უადგილოა....ნამდვილად არ მახასიათებს...ადამიანების..რომ ელიმე კატეგორიად შერაცხვა....პირიქით..რატომღაც ყოველთვის მე მრაცხავენ...ხან მიშისტად..ხან ზვიადისტად..ხანაც ვიღაცისტად....არადა სინამდვილეში.....ეგეთი "ისტ"-ების პირველი მტერი ვარ...ვერ ვიტან ფანატიკოსებს...ზომბირებულებს.. .და ვიღაცისტებს....თავისუფალი ადამიანი ვარ....და არასდროს არავის არ ვკადრებ იმას...რასაც მე ხშირად უხვად მაყრიან...(მარა უკვე შევეგუე ნელნელა)..და სხვათაშორის ჩემი ის პოსტი..ნამდვილად არ ეხებოდა ვინმე ერთ კონკრეტულ ადამიანს(მათ შორის შენ)...უბრალოდ ეგეთი აზრები ხშირად ფიქსირდება და ეგ აღვნიშნე... ჭეშმარიტი მონადირე იმიტომაა ბუნების მეტად დამცველი ბევრ დანარჩენთან შედარებით, რომ მას ნადირ-ფრინველის რაოდენობის შემცირება და მით უმეტეს, გაჟუჟვა კი არ უნდა, არამედ - პოპულაციის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, კი ბატონო..გეთანხმები...ეგ ნამდვილად ეგრეა...ბევრი ვაი ბუნების დამცველია დღეს ყველგან(გრანტიჭამიები).. მაგრამ...ისეთებიც არსებობენ...ვინც უბრალოდ კარვებით გადიან ბუნებაში...მაგათ არც გრანტებთან აქვთ შეხება და არც თოფთან...უბრალოდ ბუნებით ტკბებიან და საერთოდ არ უნდათ ვუნმე რამეს კლავდეს ბუნებაში....ეგენი ნაკლები დამცველები არიან???.... ვეფხვების ეროვნულ პარკს, დიდი მონადირის, ნატურალისტისა და ბუნების მოტრფიალის - ჯიმ კორბეტის სახელი ჰქვია რაც მაგან კაციჭამია ვეფხვებისგან გაათავისუფლა.....მთელი კუმაონის მოსახლეობა....ნამდვილად ეკუთვნოდა ეგ პატივი....სხვათაშორის"კუმაონის კაციჭამიები" ჩემი უსაყვარლესი წიგნი იყო ბავშვობიდან....სულშეხუთული ვკითხულობდი ყოველთვის... ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
დიდ ბოდიშI ოფისთვის მაგრამ ....
.სხვათაშორის"კუმაონის კაციჭამიები" ჩემი უსაყვარლესი წიგნი იყო ბავშვობიდან ჩემიც აი ეს მოგეწონება უყურე ![]() http://avoe.ge/movies/one.php?mid=11250 |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
geojorjika
ვაა მადლობა...ვნახავ აუცილებლად.. |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
გასაგებია...ყველაფერი.....უბრალო დ არამგონია ეგრე მოხდეს..თუ ისეთ სახეობებზე ნადირობა არ იქნა დაშვებული..როგორიც არის გნოლი და ხოხობი... სახელმწიფოს კუთვნილ სავარგულებში ნადირობა უნდა დაიშვას ისეთ ადგილობრივად მობინადრე ნადირ-ფრინველზე, რომელთა პოპულაციის მდგომარეობა სტაბილურია და სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს. ჩემი აზრით, ესენია: კურდღელი, მაჩვი, კვერნა, გარეული კატა, მელა, ტურა, მგელი; ფრინველებიდან - კაკაბი. ეს ჩამონათვალი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ღირდეს სახ. კუთვნილ სავარგულებში ნადირობა. ასევე, ჩემი აზრით, გნოლი და ხოხობი დაცულ სახეობებს უნდა მიეკუთვნებოდნენ ამ სახის სავარგულებში და მათი მოპოვების აკრძალვამ რატომ უნდა იმოქმედოს სხვა სახეობის ნადირ-ფრინველზე ნადირობის დაშვება-არდაშვების საკითხზე, არ მესმის... |
|
|
![]()
პოსტი
#158
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ეგ კანონით იყო ეგრე..თორემ..მე რომ მაგათი წევრი გავხდი....მკითხეს..."მონადირის მინიმუმი" იციო....მე უთხარი კი მეთქი(პატარა თხელი წიგნი მაქვს..წაკითხული მქონდა)..გადამამოწმეს... და აღმოჩნდა, რომ 8 და 10 კალიბრიანი თოფის არსებობა არ ვიცოდი..არ მიმიღეს...მერე ნაცნობი მოვიძიე...ცოტა მეტი გადავიხადე..და ყველაფერი კარგად დამთავრდა...ეგ სისტემა...კორუფციის ბუდე იყო და მეტი არაფერი....... ეხლა თუ მონადირე მარტივად იღებს ნებართვას...ადრე მაგაში.. ზედმეტი ფულის გადახდა უწევდა...დავიჯერო მონადირეებს ეგ სიამოვნებთ???... ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ზოგადად პრინციპზე და არა იმაზე, ერთ დროს, კონკრეტული მონადირეთა გაერთიანება როგორ ასრულებდა და მისდევდა ამ კანონს. სრულყოფილი კანონის შემთხვევაშიც კი, მისი არ- ან ცუდადშესრულებისას, კაპიკია მისი ფასი. ცუდად რომ სრულდება, ამის გამოსასწორებლად სხვა ზომაა მისაღები და არა ამ კანონის გაუქმება და დარგის თვითდინებაზე მიშვება. ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო... იოლი გზაა არა? კანონის გაუქმება, მისი ცუდადშესრულების "აღმოსაფხვრელად", რადგან მისი შესრულება საერთოდ აღარ იქნება საჭირო. სიმარტივე, სახელმწიფო უწყებასთან, ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში, მაგ. ლიცენზიის აღებისას, მართლაც რომ მისასალმებელია, მაგრამ, ნადირობის ნებართვის ავტომატურად გაცემა არ შეიძლება. ადრე, ფორმალურად მაინც იყო, მტრის თავალის დასავსებად, ეს წესი და რიგი, დღეს კი ცარიელი ადგილია... |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
კიმარა ეგერს ვინ რას ერჩის????..საქმე ეგერში კი არ არის...ეგ პროფესია ნამდვილად საჭირო იქნება ყოველთვის.....უბრალოდ...ეგერი ...რართლა ეგერი უნდა იყოს....არ უნდა იქრთამებოდეს...ნაჩნობებს ჩუმად არ უნდა აგულავებდეს და ა.შ....მაგისთვის კი მთელი სისტემაა შესაცვლელი....სანამ ეგერს მაღალი ხელფასი არ ექნება(რომ გაუფრთხილდეს თავის სამუშაო ადგილს) და მკაცრი კონტროლის ქვეშ არ მოხვდება..ყოველთვის ისე იქნება როგორც...კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე...ეხლა რო იძახიან...ეგერებმა ქრთამის აღება დაიწყესო....ადრე არ იღებდნენ???....ადრე განა მარტო ფაქტზე დაჭრის შემთხვევაში იღებდნენ...დაჟე გვძალავდნენ(პირადად ვიცი)..მიზეზებს ეძებდნენ და მერე ფულს ითხოვდნენ....ამიტომ დიდი ცვლილებებია გასატარებელი.....აი მერე იქნება ეგერი ნამდვილი დამცველი... ესეიგი მეთანხმები, რომ ეგერები საჭიროები არიან... თუ ადრეც იღებდნენ და ახლაც, ე.ი. კორუფცია მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური სისტემისთვის არაა დამახასიათებელი, ხომ? |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
მაგრამ...ისეთებიც არსებობენ...ვინც უბრალოდ კარვებით გადიან ბუნებაში...მაგათ არც გრანტებთან აქვთ შეხება და არც თოფთან...უბრალოდ ბუნებით ტკბებიან და საერთოდ არ უნდათ ვუნმე რამეს კლავდეს ბუნებაში....ეგენი ნაკლები დამცველები არიან???.... შეკითხვა ეხებოდა ნამდვილი მონადირის დამოკიდებულებას ბუნებასთან და პასუხიც შესაბამისი გაგეცი. ვინ ვისზე მეტი დამცველია, მაგის გარკვევა არაა მთავარი... თუმცა, მონადირე უფრო უნდა იყოს დაინტერესებული ველური ფაუნის შენარჩუნებით, რადგან ზოოპარკში სეირნობით და ეროვნულ პარკში მოგზაურობით ვერ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს. ვინც ნადირობას უბრალოდ მკვლელობასთან აიგივებს, ეგეთი დილეტანტების აზრი არ მაინტერესებს და არც სხვას ვურჩევ... მსგავსი კითხვა ადრეც დამისვი და მაშინ უფრო ვრცლად გიპასუხე. ნუღა გამამეორებინებ... რაც მაგან კაციჭამია ვეფხვებისგან გაათავისუფლა.....მთელი კუმაონის მოსახლეობა....ნამდვილად ეკუთვნოდა ეგ პატივი....სხვათაშორის"კუმაონის კაციჭამიები" ჩემი უსაყვარლესი წიგნი იყო ბავშვობიდან....სულშეხუთული ვკითხულობდი ყოველთვის... ![]() ![]() იმის დასადასტურებლად მოვიყვანე კორბეტის მაგალითი, რომ დიდი ნატურალისტი, ბუნების ტრფიალი გახლდათ და ვეფხვების დიდი დამცველი(!!!). მან, ერთმა კაცმა,ბუნების დაცვის საქმისთვის უფრო ბევრი შეძლო, ვიდრე ტყეში კარვებით მოსეირნეთა არმიამ. |
|
|
![]()
პოსტი
#161
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
უბრალოდ ეგეთი აზრები ხშირად ფიქსირდება და ეგ აღვნიშნე... უკვე დავიღალე ერთიდაიგივეს მტკიცებით... ბოლო-ბოლო უფლება გაქვს, ისე გაიგო, ჩემი ნათქვამი, როგორც აღიქვამ... "საბჭოური ნოსტალგიის" დაბრალება სხვა არაფერია თუ არა, საკამათოდ უფრო სერიოზული არგუმენტების არარსებობა. პირდაპირ გეტყვი - შენთან საუბარში პირველ რიგში ის მაღიზიანებს თუ მიკვირს, რომ მგონია, მონადირეს კი არა, ე.წ. ბუნების დამცველს ვეკამათები, ანტიმონადირული იდეებით რომ საზრდოობენ და კანონმდებლობაც თავიანთ ინტერესზე რომ აქვთ მორგებული |
|
|
![]()
პოსტი
#162
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სახელმწიფოს კუთვნილ სავარგულებში ნადირობა უნდა დაიშვას ისეთ ადგილობრივად მობინადრე ნადირ-ფრინველზე, რომელთა პოპულაციის მდგომარეობა სტაბილურია და სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს. ჩემი აზრით, ესენია: კურდღელი, მაჩვი, კვერნა, გარეული კატა, მელა, ტურა, მგელი; ფრინველებიდან - კაკაბი. მაგისი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო...თუმცა ისინი რას ფიქრობენ მაგის თაობაზე ზუსტად არ ვიცი....ხოდა სამან იმათ არგუმენტებს მოვისმენდეთ....ალბათ აჯობებს განსაკუთრებული რადიკალიზმისგან ყველამ შევიკავოთ თავი..(პირადად არავის ვგულისხმობ..თუმცა უამრავი პოსტი ვნახე თავისი დედისტრიალით) ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ზოგადად პრინციპზე და არა იმაზე, ერთ დროს, კონკრეტული მონადირეთა გაერთიანება როგორ ასრულებდა და მისდევდა ამ კანონს. ამ დროს სწორედ პრინციპია შესაცვლელი..თორემ..რაც არ უნდა კარგად დაიწყოს..ყველა ვარიანტში კორუფციამდე მივა...იმიტომ რომ...ქართველი მონადირე...ყოველთვის შეეცდება...იოლი გზებით მიაღწიოს სასურველს...და მაგისთვის ფული არასდროს ენანება....სამონადირეო საქმიანობას..სხვანაირადაც შეიძლება მიეხედოს...უბრალოდ თოფს...ყველა..ეგრე მარტივად ვერ იფორმებს..(უკვე ეგრეა)...ხოლო ნადირობის შესახებ არსებობს კანონმდებლობა....მაგას უნდა გაკონტროლება(რეალურად) და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე... ესეიგი მეთანხმები, რომ ეგერები საჭიროები არიან... კი არ გეთანხმები..ამ საკითხში აზრთა თანხვედრა გვაქვს...ეგერების წინააღმდეგ არასდროს გამოვსულვარ...და ის, რომ ადამიანი..ვინც უშუალოდ გააკონტროლებს ტერიტორიას...ყოველთვის საჭირო იქნება..გინდა ეგერი ერქვას და გინდა რეინჯერი.. სახელმწიფოს კუთვნილ სავარგულებში ნადირობა უნდა დაიშვას ისეთ ადგილობრივად მობინადრე ნადირ-ფრინველზე, რომელთა პოპულაციის მდგომარეობა სტაბილურია და სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს. ჩემი აზრით, ესენია: კურდღელი, მაჩვი, კვერნა, გარეული კატა, მელა, ტურა, მგელი; ფრინველებიდან - კაკაბი. მაგისი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო...თუმცა ისინი რას ფიქრობენ მაგის თაობაზე ზუსტად არ ვიცი....ხოდა სამან იმათ არგუმენტებს მოვისმენდეთ....ალბათ აჯობებს განსაკუთრებული რადიკალიზმისგან ყველამ შევიკავოთ თავი..(პირადად არავის ვგულისხმობ..თუმცა უამრავი პოსტი ვნახე თავისი დედისტრიალით) თუ ადრეც იღებდნენ და ახლაც, ე.ი. კორუფცია მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური სისტემისთვის არაა დამახასიათებელი, ხომ? რათქმაუნდა ერთი პოლიტიკური სისტემა არაფერ შუაშია...უბრალოდ მაგ ერთმა პოლიტიკურმა სისტემამ..ისე მოწამლა ყველაფერი....კიდე დიდხანს ივლის ინერციით ეგ ყველაფერი...სწორედ ეგ ინერციაა შესაჩერებელი....დიდი სისტემური ცვლილებები ჩასატარებელი და მერე შეიძლება ეშველოს ნელა ნელა...(სწორედ მაგას ვგულისხმობდი...რომ ვამბობდი..გრძელვადიანია-თქო)..ამ ბოლო დროს....უბრალოდ ხელისუფლების ცვლილება არ მომხდარა....მთელი წყობილების ცვლა მიმდინარეობს... კომუნისტურიდან(დ.ს.თ) კაპიტალისტურისკენ(ნატო).... ვინ ვისზე მეტი დამცველია, მაგის გარკვევა არაა მთავარი... აი ამას.... მან, ერთმა კაცმა,ბუნების დაცვის საქმისთვის უფრო ბევრი შეძლო, ვიდრე ტყეში კარვებით მოსეირნეთა არმიამ. ეს ეწინააღმდეგება..... |
|
|
![]()
პოსტი
#163
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
მაგისი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო...თუმცა ისინი რას ფიქრობენ მაგის თაობაზე ზუსტად არ ვიცი....ხოდა სამან იმათ არგუმენტებს მოვისმენდეთ....ალბათ აჯობებს განსაკუთრებული რადიკალიზმისგან ყველამ შევიკავოთ თავი..(პირადად არავის ვგულისხმობ..თუმცა უამრავი პოსტი ვნახე თავისი დედისტრიალით) ყველანაირი ქმედება იწვევს უკუქმედებას... რადიკალიზმი იწვევს რადიკალიზმს... იმათ არგუმენტებსაც ვიცნობთ ძირითადად და უკეთესს აღარ ველი... ამ დროს სწორედ პრინციპია შესაცვლელი.. ზოგადი საუბარი იქეთ იყოს და კონკრეტულად რას გვთავაზობ? აი ამას.... ეს ეწინააღმდეგება..... ??????????????????????? |
|
|
![]()
პოსტი
#164
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყველანაირი ქმედება იწვევს უკუქმედებას... რადიკალიზმი იწვევს რადიკალიზმს... ეგეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს ბოლობოლო....მაგან ერთხელ უკვე მიგვიყვანა თბილისის(და არა მარტო) ომამდე......მითუმეტეს..რომ სამინისტროს მხრიდან ვერანაირ რადიკალიზმს ვერ ვხედავ....იმათ აქვთ თავიანთი პოზიცია....ჩვენ თუ შევძლებთ ბასაბუთებულად გადარწმუნებას..ხო კაი..თუ არა და მოვა ახალი არჩევნებიც... ან რომელ გამოწვეულ რადიკალიზმზეა საუბარი....ჯერ იმათ აგინეს ჩვენ ფორუმს და ეხლა ჩვენი ჯერია???... ზოგადი საუბარი იქეთ იყოს და კონკრეტულად რას გვთავაზობ? რას და რაც სამინისტრომ შემოგვთავაზა....ყოველგვარი.. ზედმატი მჭალელების ჩამოშორებას....რეალურ კონტროლს..რეგიონალურ დონეზე.....ბრაკებზე ნადირობას(გ.დ.ი-ს...იძულებით რეაგირებას)..და ტურებზე ნადირობასაც(გ.დ.ი-ს ნებართვით..სანამ კანონში ეგრეა)....ჩვენ ხომ ბუნებაზე შეგვტკივა გული....და არა სამინისტროს ლანძღვა გვსიამოვნებს....სანამ ის იქნება საქმეს მივხედოთ...რაც შეგვიძლია იმის ფარგლებში... ??????????????????????? ერთ პოსტში გაქვს აღნიშნული...არ არის მთავარი..."ვინ ვისზე მატი დამცველია"...და იქვე გაქვს მითითებული...რომ ერთი მონადირე ნატურალისტი...მეტია 1000 კარვიან ბუნებაში გამსვლელზე.... ისე კი მაგაზე საუბარი ნამდვილად არ ღირს(საქმესთან კავშირში ნამდვილად არ არის)..მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ალბათ...თუ მსოფლიოში ცნობილ და მართლა მაგარ მონადირეს აყენებ ერთ მხარეს....მეორე მხარესაც შეიძლება მაგავე დონის ადამიანის მოძებნა....მაგალითად ჩარლზ დარვინი...თოფი ცხოვრებაში არ ჭერია ხელში...მაგრამ უდიდესი საქმე გააკეთა მაგ კუთხით... |
|
|
![]()
პოსტი
#165
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევანი
მაგალითად ჩარლზ დარვინი...თოფი ცხოვრებაში არ ჭერია ხელში...მაგრამ უდიდესი საქმე გააკეთა მაგ კუთხით... ისე რაც სერ ჩარლზ დარვინმა ცოცხალი არსებები ფიტულებად აქცია?(გადაშენების გზაზე დამდგრებიც, მაშინ წითელი წიგნი არ ქონდათ და არ იცოდა, ეგ ყველაფერი მერე გაირკვა) ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th May 2025 - 20:07 |