ჩანთიანი სოკოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ჩანთიანი სოკოები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
წითელი ლამბაქა
aleuria aurantia ![]() ![]() ნაყოფსხეული - ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრის, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით. რბილობი - თხელია, ცვილისებრი, მყიფე. სპორები - ელიფსისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკალიანი, შემდეგ კი - ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
მურა ჯამა სოკო
plicaria badia ![]() ![]() ნაყოფსხეული - 1-6 სმ დიამეტრისაა. ჯერ ბურთისებრია, შემდეგ იხსნება და მოგვაგონებს ღრმა ჯამს, შიდა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან უფრო ღია ფერისაა, მარცვლოვანი ზედაპირით. სპორები - ელიფსისებრი 15-18X7-10 მკმ ზომით, მარვცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია 300X12-15 მკმ, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება დიდ ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე) ნიადაგზე ტყეში, პარკებში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ხუჭუჭა უნაგირასოკო
helvella crispa ![]() ![]() ქუდი - 2-4 დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო. ფეხი - სიგრძით 3-7 სმ, სიგანით 1-1,25 სმ-ია, სიგრძივ წახნაგოვანდარარული, ცილინდრული, ძირში უფრო მსხვილია, მოთეთრო. სპორები - ელიფსისებრი სადა 15-20X10-2 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 300 მკმ-მდე სიგრძისა და 14-18 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე უნდა იხარშოს 20 წთ-ის განმავლობაში, რის შედეგადაც წყალი გადაიღვრება. საჭმელად იხმარება ახალი. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
უნაგირა სოკო
helvella lacunosa ![]() ![]() ქუდი - 2-8 სმ დიამეტრისაა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს. ქუდის კდეები თავისუფალია ან ოდნავ შეზრდილი ფეხთან; ნაცრისფერია ან მურა ნაცრისფერი. ფეხი - 2-5 სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისა, სიგრძივ დაღარულია; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს რამდენიმე მილია ერთად შედუღებული; ნაცრისფერია ან მოშავო. სპორები - ელიფსური 15-17X10-12 მკმ ზომისა, გლუვზედაპირიანი. ჩანთები ცილინდრულია 400 მკმ სიგრძისა და 12-15 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნიადაგზე ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე წინასწარ წყალში უნდა მოიხარშოს 20-30 წთ, ნახარში წყალი კი გადაიღვაროს. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ნაოჭა სოკო
gyromitra esculenta ![]() ![]() ქუდი - 2-10 სმ დიამეტრისაა; ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული ზედაპირით. კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი; მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია. ფეხი - 3-9 სმ სიგრძისა და 1,5-4 სმ სისქისაა; ცილინდრულია ან ბოლქვისებური, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე; მოთეთრო ან მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო ფერის. სპორები - ელიფსურია, 16-25X8-13 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 200-300X12-16 მკმ. იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში, გზებთან ახლოს, გაზაფხულზე. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ წყალში 20-30 წთ დუღილის შემდეგ, წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა გარდაუვალია. სხვა ქვეყნებში ნაოჭა სოკოთი მოწამვლის მრავალი სასიკვდილო შემთხვევაა აღნიშნული. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
კონუსური ხარისფაშვა
morchella conica ![]() ![]() ქუდი - 8 სმ-მდე სიმაღლისა და 5 სმ-მდე სიგანისაა; კონუსის ფორმისა, ზოგჯერ კვერცხისებრიც. ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებრი ნაოჭებით, რომელთა შიგნითაც მეორადი ტიხრებია განვითარებული, კიდეები მთლიანად შეზრდილია ფეხთან. მოყვითალო-მურაა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიბიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრული ზომის 200-250X15-20 მკმ ჩანთებისაგან, თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა. ფეხი - ცილინდრულია, ფუყე. მოთეთრო. სპორები - ზომით 18-20X10-15 მკმ. იზრდება ნიადაგზე, უფრო ხშირად ერტეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში გაზაფხულობით. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, მოხარშვამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და მდუღარე წყალში გათუთქვა 5-10 წთ-ის განმავლობაში. წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
საჭმელი ხარისფაშვა
morchella esculenta ![]() ![]() ქუდი - 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა;კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურაა. ფეხი - 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო. სპორები - ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგებაცილინდრული ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული. იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით. გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
იგივე თხოვნა მექნება შენთანაც - თუ შეძლებ ლათინური დასახელებების დაწერას - მიუწერე ყველა სოკოს!
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ჩასწორებულია უფროსო
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
საჭმელი ტრიუფელი
tuber aestivum ![]() ![]() ნაყოფსხეული - მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრისა, კარტოფილის ტუბერისებური ფორმისაა, ზედაპირზე ახასიათებს მეჭეჭისებური წარმონაქმნები; ყავისფერ-შავია. რბილობი - ჯერ თეთრია ან ნაცრისფერი, შემდეგ კი - მურა თეთრი ჩანართებით. სპორები - 24-45X17-30 მკმ. სპორების მტვერი -მუქყავისფერი; ჩანთები 5 სპორიანია, ცილინდრული. იზრდება ნიადაგში ზედაპირულად, ფოთლოვან ტყეში. გამოყენება - ითვლება ძვირფას საჭმელ სოკოდ, საქართველოსათვის იშვიათი სოკოა. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 26-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ისე კი მოდის რო ეს სოკო საქართველოში?
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
mamuka555
თუ სწორად მახოსვს ტრიუფელის რომელიღაც სახეობები არის საქართველოში. |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 26-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
mamuka555
ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გავიგებ აუცილებლად. მეც დაინტერესებული ვარ ამ სოკოთი |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 244 რეგისტრ.: 26-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
თუ რამე გაიგე დაწერე აქ რა
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 19:41 |