IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი?
კუდიგორელი
პოსტი Jun 3 2009, 20:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi







საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც.
ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები.
ხოხობი მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელებულა. ძველბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მითიურმა არგონავტებმა კოლხეთიდან საბერძნეთში წაიყვანეს ხოხობიც. იგი ბერძნებს არ ენახათ და ბუნებრივია მისი სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში.


პ.ს. ინფო აღებულია რომელიღაც ენციკლოპედიიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 16:45