ბაკხმული(ავღანური მწევარი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბაკხმული(ავღანური მწევარი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები“). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი.
ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და იარსებებენ მუდამ. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა. ხასიათი. ავღანი – კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცეს. უკრაინელი მონადირე ალექსანდრე გარნიკი ამბობს: ორი ბაკხმული მყავს და ყოველი მათი ველზე გაყვანა საშუალოდ სამი-ოთხი კურდღლის დაჭერით მთავრდება. ძაღლები ანონსით მუშაობენ, ხშირად დაჭერილი ცხოველები მოაქვთ კიდეც. წარმატებით ვნადირობ ერთი ძაღლითაც. მახვილი თვალი აქვთ, მინდვრის ხედვა იდეალური. ბაკხმული სწრაფი რბოლის დროს 78 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი მანევრირება აღტაცებას იწვევს, მას შეუძლია ერთ თათზე 180 გრადუსით შემობრუნდეს და 2.5 მეტრის სიმაღლეზე ახტეს. კარგად განვითარებული ზურგის კუნთების გამო იგი ზამბარასავით იკუმშება და იშლება. ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
აბა, აბა, ჯიგარო, ტუფტას ნუ ტენი...
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
AlekoN
ჩვენ არ ვიცით ალეკო ეს ტუფთაა თუ სიმართლე ჩემი გადმოსახედიდან თუ არგუმენტებს არ მოიყვან შენი პოსტი არცთუ ლამაზად ჟღერს, მე ვიცი რომ კარგად ერკვევი ძაღლებში, ჩვენც დაგვეხმარე და შენი ცოდნა გადმოგვეცი |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ჩემი პოსტი ადექვატურია, იმიტომ, რომ თუ ვერ ერკვევა, სხვას უნდა კითხოს კაცმა და არა ისე, "სასაცილო გაუგებრობა"
გამოუვიდეს - რუსულ მწევარი (русская псовая борзая) ავღანურად შემოგასაღოს. |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ამ ძაღლის მოკლებეწვიანი ვარიანტიც არსებობს ხო?
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თან ეს მდევრების განყოფილებაა და არა მწევრების
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ეს რუსული მწევარია ხალხო. მართალია AlekoN .
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Maverick
სურათები რუსული მწევრისაა. ავღანურს გრძელი ბეწვი აქვს. ჩალისფერი ან შავში გარდამავალი ყავისფერი |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
არსებობს აბორიგენული (ანუ ნამდვილი) ავღანური მწევარი.
იგი იყოფა ტიპებად, ბალნის საფარის მიხედვით. მათგან ყველაზე გრძელბეწვიანი, მთის ტიპია - ბაქხმული. არსებობს დაბალბეწვიანი ტიპიც, ბალნის საფარით წააგავს ტაზის ან სალუკის. ეგეთი მეც მინახია თბილისში, ჩემს ქუჩაზე ასეირნებდნენ 80-იანების შუა წლებში. არ მინახია, მაგრამ უნდა არსებობდეს, მათ შორის გარდამავალი ტიპებიც (ან ტიპი). აბორიგენული ავღანურები ჩამოყავდათ საბჭოთა ჯარის ოფიცრებს. კიდევ არსებობს ინგლისში მოშენებული, დეკორატიული ავღანური მწევარი, რომელსაც უკვე ინგლისურ ჯიშად მიიჩნევენ. სწორედ მათი ფოტოები აქვთ დადებული ჭალიმგელას და ლეკს. ინგლისელებმა, ბუნებრივია, რუსებზე უფრო ადრე გაიყვანეს ავღანეთიდან მწევრები და აწარმოეს დამოუკიდებელი სელექცია საგამოფენო განხრით. ხოლო გრძელ, ხშირ ბეწვზე ორიენტირებულმა გადარჩევამ შექმნა ორიგინალური იერის ძაღლი, რომელიც გარეგნულად დაშორდა თავის ავღანელ წინაპარს. დღეს იგი პრაქტიკულად სხვა ჯიშია. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
სურათები შემეშალა იზვინი ბიჭებო. რავიცი თუ მაინც სისულელედ მიგაჩნიათ წაშალეთ. http://mydog.ge/index.php?option=com_conte...5&Itemid=57
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
წაშლით არ წაიშლება დაკორექტირდება პოსტები ჩემს მიერ და გაიხსნება მწევრები
ეს ჯიშები ნამდვილად ღირსია მონადირეების ყურადღების |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
კი კაი აზრია ნამდვილად.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,127 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მწევარი მთაში არ გამოდგებაა, და არც ტყიან მასივებში სანადიროდ,. ის უფრო გამოიყენებააა გაშლილ ველებზეეე;ამიტო მე რეკომენდირებულად არ მივიჩნევ მწევრის საქართველოში შემოყვანას(უბრალოდ გაწამდება ძაღლი და ეგაა რაააააა)
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თან იმდენად სწრაფათ დარბის რო რამეს წამოდოს ფეხი ისე დაილეწება ვერ ააწტობ
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 22:00 |