ბაზიდიანი სოკოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბაზიდიანი სოკოები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდი იუდას ყური)
hirneola judae ![]() ![]() ნაყოფსხეული - მჯდომარეა სუბსტრატზე, 12სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს,ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-წითლამდე, ტიტველი. სპორები - 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი. იზრდება ცოცხალდიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ-შემოდგომით. შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ჩაგა
inonotus obliquus (fr.) pil. sterlis (van.) nikol. ![]() ![]() ნაყოფსხეული - ვითარდება ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე ამობურცული ამონაზარდის სახით გახევებული სხეული, რომლის ზედაპირი უსწორმასწოროდაა დახეტქილი, შავია, ადგილ-ადგილ მუქ-მურაა. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანართებით. სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება არყის ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ნაყოფსხეული ბრტყელია და ხანგრძლივად დაფარულია არყის ქერქით, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქდება. იზრდება მხოლოდ ხნიერ არყის ხეებზე, მრავალწლიანია. გამოყენება - ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გარკვეული ტექნოლოგიითა და დოზით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სოკო ჩაგა საქართველოში არის სადმე?
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
როგორც ჩანს არი, მე პირადად არ მინახავს, მარა წიგნი საქართველოს სოკოებზეა მარტო და მოხსენიებულია აქ.
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ძერანა
poluporus squamosus ![]() ![]() ქუდი - 5-60 სმ, იზრდებაერტეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ - თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით. ფეხი - მოკლეა 1-3 სმ, ჩVეულებრივ გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული მუქმურა ან შავია. ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი, სქელი და მკვირივი. რბილობი - თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი - კორპისებური. სპორები - 10-14X4-5 მკმ. წაგრძელებულ-ელიფსისებურია, უფერული. სპორების მტვერი - თეთრი. იზრდება მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება. გამოყენება - საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
არყის სოკო
piptorus betulinus ![]() ![]() ნაყოფსხეული - ბალიშის ფორმისაა ან წაგრძელებულია, 20-სმ-მდე დიამეტრისა; ჯერ მოთეთროა, შემდეგა - მოყვითალო ღია მურამდე. მილები მსხვილია, სქელგარსიანი. გამხმარ ნაყოფსხეულს კორპისებური აგებულება აქვს. სპორები - ცილინდრულია, მოხრილი, უფერული 4,5-6X1.25-1.4 მკმ იზრდება გამხმარ, იშვიათად ცოცხალ არყის ხეზე. გამოყენება - საჭმელად უვარგისია. წარსულში საქართველოს მოსახლეობა გამხმარი არყის სოკოსგან სათამაშო ბურთებს თლიდა. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
არყის ხე არსებობს საქართველოში?რატო ვკითხულობ იცი?! ბევრი ისეთი სოკო ვნახე აქ რო არც მინახია საერთოდ და არც გამიგია.და საერთოდ მეეჭვება რო საქართველოში მოდის.
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
გოგა
კი არის საქართველოში, მარა ფართოდ არ არი გავრცელებული. ამ სოკოებიდან ბევრი არც მე მინახავს, მაგრამ წიგნს საქართველოს სოკოები ქვია და რადგან წიგნშია შეტანილი ე.ი. არის საქართველოში. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ყვითელი აბედა
laetiporus sulphureus ![]() ![]() ნაყოფსხეული - 10-40 სმ დიამეტრისაა და 1-4 სმ სისქისა, ნახევარწრისებრი; ნარინჯისფერი ან გოგირდოვან-ყვითელი, ხშირად ვარდისფერი ელფერით, შემდეგ უფერულდება ღია მოყვითალომდე. ფორების შრე გოგირდოვან-ყვითელია. რბილობი - რბილია, ხორცოვანი, მოყვითალო-მოთეთრო. სპორები - 5-7X3,5-5 მკმ ფართო ელიფსისებრია, სადა; სპორების მტვერი ღია-ყვითელია. იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით. იწვევს მერქნის ლპობას. გამოყენება - საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში იხმარება, რადგან ზრდასრული სოკოების ნაყოფსხეული გახევებულია. ძველად საქართველოში ნამდვილი აბედა სოკოსაგან - fomes fomentarius - აბედს ამზადებდნენ, რომელიც გამოიყენებოდა ცეცხლის დასანთებად (კვეს-აბედი) ესეც ნამდვილი აბედა სოკო ![]() წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ირმისტუჩა
hydnum repandum ![]() ![]() ქუდი - ჯერ ამობურცულია, შემდგე - შუაში ჩაზნექილია, 4-10 სმ დიამეტრისა; ხშირად არასწორია; მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისფერია. ქუდს ქვედა მხარეს განვითარებული ეკლები ფეხის მიმართ დაღმავალია, მყიფე მოვარდისფრო. ფეხი - ექსცენტრულია, მოკლე, ცილინდრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერია. სპორები - თითქმის სფეროსებრია, გლუვი ზედაპირით 7-8 მკმ, უფერული. იზრდება ნიადაგზე ნაძვნარებში, შერეულ და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ირემა სოკო
sarcodon imbricatus ![]() ![]() ქუდი - ბრტყელია, შუაში კი ჩაღრმავებული, კიდეები შეკეცილია, 4-20 სმ დიამეტრისაა და ზედაპირი დაფარულია სქელი, წაწვეტილი, კონცენტრულად განწყობილი მუქყავისფერი ქერცლებით. ჰიმენიალური (ეკლების) შრე ფეხის მომართ დაღმავალია, ნაცრისფერია. ფეხი - 2-8 სმ სიგრძისაა და 1-2 სმ სისქისა; ცილინდრული, ქუდისაკენ თეთრი, ძირისაკენ ყავისფერი. რბილობი - მკვრივია, მოთეთრო, გადატეხისას წითლდება. სპორები - სფეროსებრია, 5-6 მკმ დიამეტრისა, ზედაპირი ხორკლიანი მუქი ყავისფერია. იზრდება - ნიადაგზე ნაძვნარებში, ფიჭვნარებში და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი. წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ირმისბაწარა
hericium coralloides ![]() ![]() ნაყოფსხეული - ძლიერ დატოტვილია და მოგვაგონებსაწეწილ ბაწრის გორგალს; თეთრია ან მოყვითალო. "ეკლები" გრძელი, წაწვეტებული და მრავალრიცხოვანი აქვს. ყველა მიმართულია ქვევით, თეთრია ან ღია მოყვითალო. რბილობი - თეთრია, ოდნავ მომწარო გემოთი. სპორები - სფეროსებრია, 3-5 მკმ დიამეტრისა, უფერული. იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი წიფელზე; გვხვდება აგრეთვე ცოცხალი ხეების ფუღუროში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი წყარო საქართველოს სოკოები გულა სოკო hericium erinaceum ![]() ![]() ნაყოფსხეული - გულის ფორმისაა ან უფრო მომრგვალო 5-18 სმ დიამეტრისა, ფეხის გარეშეა; ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ თეთრი, მურა ან ჯანგისფერი ელფერით. რბილობი - თეთრია, ხორცოვანი " ეკლები" გრძელია დამიმართულია ქვემოთ. სპორები - ელიფსისებურია ან კვერცხისებრი 5-7X4,5-6 მკმ. იზრდება ერთეულებად, უმთავრესად მუხაზე. გამოიყენება საჭმელად ახალი წყარო საქართველოს სოკოები |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 21:57 |