დრათჰაარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

46 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
დრათჰაარი
AlekoN
პოსტი Dec 17 2009, 13:39
პოსტი #151


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



mgm
QUOTE (mgm @ Dec 17 2009, 14:11) *
სტერი იხვზე..... და რატო არა?

ბრიტანული მეძებრების დანიშნულებაა ნაბულით მუშაობა. დანარჩენი "ასპარეზი", ამ ჯიშების სელექციისთვის - თანდაყოლილი სამუშაო თვისებების გამოსავლენად, უკვე "სტრატეგიულ" მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს (გერმანული ჯიშებისგან განსხვავებით). თანაც, იხვზე მუშაობა ნაბულის გაკეთების საშუალებას არ იძლევა (ღრმა წყალია, მონადირე ვერ მიუახლოვდება და ა. შ.), თორემ, რუსეთში, სადაც ადგილობრივ იხვზე ნადირობენ, შეიძლება შეგვხვდეს სეტერი ან პოინტერი, რომელსაც იხვზეც აქვს დიპლომი აღებული. თუმცა იქაც, ამ დანიშნულებისთვის უფრო კონტინენტალს, სპანიელს, ლაბრადორს ან ლაიკას იყვანენ.
მეორეც ის, რომ საქართველოში ადგილობრივი იხვი ჯავახეთშია და ჩვენი ძაღლების უდიდესი ნაწილი ვერ ხვდება მანდ სანადიროდ.
თორე, ეგრე გერმანელები (ყოფილ გდრ-ში ყოველ შემთხვევაში), ბრიტანულ მეძებრებს სისხლიან კვალზეც ამუშავებდნენ, აპორტირებაზეც და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Feb 10 2010, 21:02
პოსტი #152


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



სტანდარტი
-------------------------

DEUTSCH DRAHTHAAR
გერმანული დრატჰაარი
(გერმანული ხისტბეწვიანი მეძებარი)




წარმოშობა: გერმანია.

დანიშნულება: როგორც მრავალმხრივი გამოყენების ფრინველზე სანადირო ძაღლს, გერმანულ ხისტბეწვიან მეძებარს მოეთხოვება ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა თვისების ქონა - იგი უნდა გამოდგებოდეს ყველანაირი სამუშაოსთვის მინდორში, ტყესა და წყალში, როგორც სროლამდე, ასევე მის შემდეგ.

F.C.I. - ს კლასიფიკაცია: 7 ჯგუფი - მეძებრები. სექცია 1.1 - კონტინენტალური მეძებრები, რომელთაც მოეთხოვებათ საველე გამოცდები.

მოკლე ისტორია: გერმანული დრატჰაარის გამოყვანას საფუძვლად დაედო "ჰეგევალდის" (სიგიზმუნდ ფრაიჰერ ფონ ზედლიცი და ნოიკირხი) იდეა - შეექმნათ მუყაითი და ეფექტურად მომუშავე გერმანული ხისტბეწვიანი მეძებრის ჯიში. თავდაპირველად, ამ მიმართულებით მუშაობას შეუდგნენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს (კორტალსის გრიფონი). მომდევნო საუკუნის დასაწყისიდან კი, დაიწყო ახალი ჯიშის მიზანმიმართულად მოშენება. იგი ეფუძნებოდა პრინციპს - "საველე ღირსებები განსაზღვრავს ტიპს" და სელექციაში არჩევანის თავისუფლებას. შედეგად, სულ მოკლე დროში, უხეშბალნიანი მეძებრის ჯიშების (პუდელპოინტერი, კორტალსის გრიფონი, შტიხელჰაარი) საუკეთესო წარმომადგენლების მონაწილეობით, აგრეთვე გერმანული კურცჰაარის სისხლის შერევით, გამოყვანილ იქნა ახალი ჯიში, რომელიც გამოირჩეოდა ყველანაირ ამინდში გამოსადეგი, წყალშეუვალი ბალნის საფარითა და მრავალმხრივი სანადირო თვისებებით. ამ ღირსებების გამოისობით, რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გერმანული დრატჰაარი გახდა ყველაზე პოპულარული და საიმედო, მეძებრების დანარჩენ ჯიშთა შორის, როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

საერთო გარეგნობა: კეთილშობილური იერის მეძებარია, ყურადღებიანი და ენერგიული გამომეტყველებით; ტანი სრულად აქვს დაცული უხეში ბალნის საფარით; მოძრაობს ენერგიულად, გრძელი ნაბიჯებით, ნარნარად და მოხდენილად.

ძირითადი პროპორციები: ტანის სიგრძე და სიმაღლე მინდაოში შეძლებისდაგვარად თანაბარია . სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს სიმაღლეს 3 სმ-მდე.

ქცევა და ტემპერამენტი: ძლიერი, თავშეკავებული, გაწონასწორებული ხასიათი; არ უფრთხის ნადირ-ფრინველს, თოფის გასროლას; არც მფრთხალია და არც აგრესიული.

თავი: პროპორციულობით შეესაბამება ძაღლის ზომებსა და სქესს. დრუნჩის ზედა ხაზი ოდნავ დაქანებულია.

ქალას ნაწილი:
ქალა:
ზემოდან ბრტყელია, გვერდებში ოდნავ მომრგვალებული, ზომიერი სიგანის, კარგად განვითარებული წარბზედა რკალებით.
შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა: თვალსაჩინოდ მკაფიოდ გამოხატული.

სახის ნაწილი:
ცხვირი:
კარგად პიგმენტირებული, შეხამებულია ძაღლის შეფერილობასთან, ფართო ნესტოებით.
დრუნჩი: გრძელი, ფართე, ძლიერი და ღრმა, ოდნავ შესამჩნევი კეხით.
ლაშები: სქელი, ყბებზე მჭიდროდ მომდგარი, სილოხის ნიშნების გარეშე, კარგადაა პიგმენტირებული - შეფერილობის შესაბამისად.
ყბები და კბილები: კბილები მსხვილია, ყბები - ძლიერი, სრულყოფილი მაკრატლისებური თანკბილვით, როდესაც ყბის მიმართ მართობულად განლაგებული ზედა მჭრელები მჭიდროდ ფარავენ ასევე მართობულად მდგარ ქვედა მჭრელებს. კბილების რაოდენობა (42) შეესაბამება სრულ ფორმულას.
თვალები: სასურველია იყოს, რაც შეიძლება მუქი; არც ღრმად ჩამჯდარია და არც გადმოკარკლული; ყურადღებიანი, ცოცხალი გამომეტყველებით. შეფერილი ქუთუთოები მჭიდროდაა მომდგარი.
ყურები: საშუალო ზომის, მაღლა და ფართედ დასმული, არაა დახვეული.

კისერი: საშუალო სიგრძის, ძლიერ კუნთიანი, ქეჩოში ოდნავ ამობურცული, ყელის მიდამოში - ხმელი, ღაბაბის გარეშე.

ტანი:
ზურგის ხაზი: მინდაოდან სწორხაზოვნად, ოდნავ დაქანებული.
მინდაო: აზიდული.
ზურგი: მძლავრი და კუნთიანი.
წელი: მოკლე, ფართე და კუნთიანი.
გავა: გრძელი და განიერი, ოდნავ დაქანებული, ძლიერ დაკუნთული. მენჯი - ფართო.
მკერდი: განიერი და ღრმა; კარგად განვითარებული, გამობურცული წინა ნაწილით. მკერდის ძვალი ვრცელდება შეძლებისდაგვარად უკან. ნეკნები კარგადაა მორკალული.
ქვედა ხაზი და მუცელი: მოხდენილი რკალის სახით თანდათანობით გადადის კარგად აკრეფილ მუცელში.

კუდი: აგრძელებს ზურგის ხაზს, უჭირავს ჰორიზონტალურად ან ოდნავ აშვერილია, მაგრამ არაუმეტეს; ზედმეტად არც მსხვილია და არც წვრილი. სანადიროდ გამოყენებისთვის ამოკლებენ (ქვეყნებში, სადაც დამოკლება აკრძალულია კანონით, კუდი შეიძლება ბუნებრივი სიგრძისა დაუტოვონ. ამ შემთხვევაში, იგი უნდა აღწევდეს კოჭამდე და სწორი ან ოდნავ ხმლისებური ფორმისა იყოს).

კიდურები:

წინა კიდურები:
ზოგადი დახასიათება: წინხედში სწორია და პარალელური, გვერდიდან - ტანქვეშ მოქცეული. მანძილი იდაყვიდან მიწამდე და მინდაოდან იდაყვამდე დაახლოებით თანაბარია.
ბეჭი: ირიბად განლაგებული ბეჭის ძვალი კარგად ვრცელდება უკანა მიმართულებით. ძლიერ არის დაკუნთული, მხართან ერთად ქმნის კარგად გამოხატულ კუთხეს.
მხარი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული ხმელი მუსკულატურით.
იდაყვი: ტანთან მიჯრილი, არც გამოშვერილია და არც დამალული. მხარსა და წინამხარს შორის შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული.
წინამხარი: ხმელი, შვეულად მდგარი, ძვალსრული.
მაჯის სახსარი: მტკიცე.
წინა ტერფი: ოდნავ დახრილი.
წინა თათები: მომრგვალო-ოვალური ფორმის, კარგად შეკრული; საკმაოდ სქელი, უხეში, მკვრივი და კარგად შეფერილი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

უკანა კიდურები:
ზოგადი დახასიათება:
უკნიდან სწორია და პარალელური, მუხლისა და კოჭის სახსრებში კარგად გამოხატული კუთხეებით, სრულად განვითარებული ჩონჩხით.
ბარძაყი: გრძელი, ფართე და კუნთიანი. მენჯთან შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული.
მუხლი: ძლიერი, ბარძაყსა და კანჭს შორის კარგად გამოხატული კუთხით.
კანჭი: გრძელი და კუნთიანი, თვალნათლივი მყესებით.
კოჭი: მტკიცე.
უკანა ტერფი: მოკლე და შვეულად მდგარი.
უკანა თათები: მომრგვალო-ოვალური ფორმის, კარგად შეკრული; საკმაოდ სქელი, უხეში, მკვრივი და კარგად შეფერილი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

მოძრაობა: გრძელი ნაბიჯისა და ძლიერი ბიძგის მეშვეობით ფარავს დიდ სივრცეს; წინა და უკანა კიდურებს ადგამს სწორხაზოვნად და პარალელურად; მოძრაობს გამართულად, ლაღად.

კანი: მკვრივი, ტანზე მჭიდროდაა მიკრული, ნაოჭების გარეშე.

ბალნის საფარი:

ბალანი: ხისტია, უხეში, ტანზე კარგად მიჯრილი და ხშირი, დაახლოებით 2-4 სმ სიგრძის. თივთიკი ხშირია, წყალშეუვალი. ტანის მოხაზულობის აღქმას ხელს არ უნდა უშლიდეს წაგრძელებული ბეწვი. მისი სიუხეშისა და სიხშირის გამოისობით, ძაღლი მაქსიმალურადაა დაცული უამინდობისა და დაზიანებებისგან. კიდურების, ასევე მკერდისა და მუცლის ქვედა ნაწილები შემოსილია შედარებით მოკლე, მაგრამ უფრო ხშირი ბალნით. თავსა და ყურებზე ბეწვი მოკლეა, მაგრამ ამავე დროს - უფრო ხშირი და არანაკლებ უხეში. ამოშვერილი წარბები და კარგად განვითარებული, არცთუ ზედმეტად გრძელი და შეძლებისდაგვარად უხეში წვერულვაში ხაზს უსვამს დამახასიათებელ იერს.

შეფერილობა:
* ჭაღარა ყავისფერი, ფოთლებით ან მის გარეშე.
* ჭაღარა შავი, ფოთლებით ან მის გარეშე.
* ყავისფერი, მკერდზე თეთრი ლაქით ან მის გარეშე.
* ღია ჭაღარა.
სხვა შეფერილობები არ დაიშვება.

ზომები:
სიმაღლე მინდაოში:
ხვადები: 61-68 სმ.
ძუები: 57-64 სმ.


ნაკლები: ნებისმიერი გადახრა ზემოთაღნიშნული მაჩვენებლებიდან, განიხილება ნაკლად და ფასდება გამოხატულების ხარისხისა და ძაღლის ჯანმრთელობაზე ან შრომისუნარიანობაზე ზემოქმედების შესაბამისად.

სერიოზული ნაკლები (ხინჯები):
* მოკლე, ვიწრო ან წაწვეტებული დრუნჩი.
* სუსტი თანკბილვა (სრულად ან ნაწილობრივ მარწუხისებური).
* ლოხი ქუთუთოები.
* ჩავარდნილი ან კუზიანი ზურგი.
* აშკარა გავამაღლობა.
* აშკარად გამოყრილი ან დამალული იდაყვები.
* უკანა კიდურების კასრისებური, ბატატურა ან ახლო-ახლო განლაგება, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.
* მუდმივი იორღა - ნაბიჯით ან ჩორთით სვლისას, გახევებული ან მოკლე ნაბიჯით მოძრაობა.
* რბილი ბეწვი, თივთიკის არქონა.

მადისკვალიფიცირებელი ხინჯები:
* ფსიქიკის სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება - განსაკუთრებით, თოფის ხმის ან ნადირ-ფრინველისადმი შიში, სიავე, გაუწონასწორებელი აგზნებადი ხასიათი, შიშის გამო კბენა.
* გადამცდარი ან ამომცდარი თანკბილვა, ასიმეტრიული თანკბილვა, კბილნაკლულობა გარდა P1-სა, ეშვების ძლიერ ახლო განლაგება.
* ენტროპია(ჩაბრუნებული ქუთუთო), ექტროპია(გადმობრუნებული ქუთუთო), სხვადასხვა ფერის თვალები.
* თანდაყოლილი მოკლე ან გატეხილი კუდი.
* პიგმენტაციის ნაკლოვანებები.

აშკარად გამოხატული ფიზიკური ნაკლოვანების ან ქცევითი გადახრების მქონე ძაღლი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

შენიშვნა: ხვადებს უნდა ჰქონდეთ გარეგნულად ნორმალურად განვითარებული და სრულად ჩამოშვებული ორივე სათესლე ჯირკვალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Feb 10 2010, 21:05
პოსტი #153


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(AlekoN @ Feb 10 2010, 22:02) *
სტანდარტი

DEUTSCHE DRAHTHAAR
(გერმანული ხისტბეწვიანი მეძებარი)





ალეკო აქ არაფერი არ ჩანს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 11 2010, 10:55
პოსტი #154


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



vot-tak.gif





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 20 2010, 13:26
პოსტი #155


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რა ხდება,დრატჰაარის მოყვარულები საერთოდ აღარ დარჩნენ?
ან აქეთ ეს ჯიში,ან შეაგინეთ მაინც. არადა სულ რამოდენიმე წლის წინ ერთერთი პოპულარული ჯიში იყო საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Mar 20 2010, 13:38
პოსტი #156


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე რაც ვიცი ამ ძაღლზე ეგაა რომ ძალიან გამძლე ძაღლია მაგრად მუშაობს ჭაობში ... სისხლის კვალზე არ მინახავს როგორ მუშაობს და ვერ ვიტყვი ვერაფერს ..
მისი მინუსებია ის რომ უშნოა და მაგარი ბინძური დაღლია .. არ არის სეტერებივით და პოინტერივით ჯელტმენი..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 20 2010, 16:21
პოსტი #157


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მუშა,ძლიერი,წყალში მუშაობს,წყლის ქვეშაც newsmile05.gif,ფრინველზე მუშაობს(თუმცა ყნოსვა ისეთი არ აქვს როგორც მაგალითად სეტერს),ცოცხალ კვალზე მუშაობს(მაგრამ არ იყეფება).მე რაც მყავდა და რაც ჩემი თვალით ვნახე ის შემიძლია ვთქვა.ზამთარში საუკეთესო.უბრალოდ ჩემი აზრით შეუხედავი,უხეშბეწვიანი ძაღლებია,მაგრამ მაგარი ძაღლია,ყოველშემთხვევაში ჩემ მოთხოვნებს აკმაყოფილებს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Mar 21 2010, 18:50
პოსტი #158


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ციტატა(giorgevich @ 20th March 2010 - 17:21) *
ცოცხალ კვალზე მუშაობს(მაგრამ არ იყეფება).

ზოგი იყეფება ზოგი არ იყეფება, ჩემი იყეფებოდა, მთლად წმინდა გემანული არ იყო მაგრამ.... მაინც.
გერმანელებიც საგვარეულოში აღნიშნავენ სპეციალური ნიშნით--ყეფით მიდის კვალზე თუ ჩუმად.

შესაბამისი სიტუაცია მექნება თუ არა, ლეკვს ავიყვან აუცილებლად. მაგრად მომწონს და ვგულშემატკივრობ ამ ჯიშს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 21 2010, 18:59
პოსტი #159


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



რამდენადაც ვიცი კვალზე ყეფით მიყოლა მხოლოდ მდევრებისთვის არის დამახასიათებელი. მდევრის სისხლი ხომ არ ერია იმ დრატჰაარს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 21 2010, 19:20
პოსტი #160


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



გერმანულ მეძებრებშიც გვხვდება ხოლმე ეს თვისება (მემგონი იშვიათად).

mgm
ციტატა(mgm @ Mar 21 2010, 19:50) *
გერმანელებიც საგვარეულოში აღნიშნავენ სპეციალური ნიშნით--ყეფით მიდის კვალზე თუ ჩუმად.

მართალი ბრძანდებით!

aragveli
იაგდტერიერიც დასდევს კვალზე ყეფით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Mar 23 2010, 07:21
პოსტი #161


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



aragveli

არა მდევარი არ ერია, უბრალოდ საგვარეულო არ ქონდა, თან უფრო გრიფონის სტილზე იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
laval
პოსტი Mar 23 2010, 10:18
პოსტი #162


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 59
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე მყავს დათხარი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც დღისით მაღალი ტემპერატურაა სიცხის გამო დიდი ხნით ნადირობა უჭირს. ნადირობის დროს თუ ახლოს მდინარე, ღელე, ტბა ან რამე მსგავსი წყლის წყაროა სდაც შეუძლია გაგრილდეს პრობლემა არა. მთელი დღე შეუძლია ინადიროს. დროდადრო მიმყავს წყალთან და გრილდება.
იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ სეტერზე სუსტი ყნოსვა აქვს. არაფრით არ ჩამოუვარდება სეტერს ყნოსვით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 23 2010, 15:19
პოსტი #163


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(laval @ 23rd March 2010 - 11:18) *
იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ სეტერზე სუსტი ყნოსვა აქვს. არაფრით არ ჩამოუვარდება სეტერს ყნოსვით.

სეტერს და პონტერს რო ყნოსვა აქვს მემგონი დრათხარი ვერ მივა იმათთან newsmile05.gif ალბათ მცოდნეები დამეთანხმებიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 23 2010, 16:41
პოსტი #164


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გოგა
ინგლისურ ჯშებს აქვთ უფრო შორი ყნოსვა,ზეყნოსვასაც უკეთ იყენებენ. სამაგიეროდ გერმანულები შედარებით უნივერსალურები არიან.
ისე ამ ბოლო დროს მემგონი გერმანელები,დრატჰაარი განსაკუთრებით,გამოირჩევიან შორი და მძაფრი ყნოსვით. მაგალითისთვის: კახაიას"გროსი",კენჭიაშვილის"ბრუნო" "
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Mar 23 2010, 16:50
პოსტი #165


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



*****
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

46 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 01:13