უსაფრთხოება, უსაფრთხოების ნიუანსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
უსაფრთხოება, უსაფრთხოების ნიუანსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგვსვლია ე.წ. "ასეჩკა", ანუ
კაპსულის უმოქმედობა ნემსის დარტყმის შემდეგ. ამის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი არ განიხილება. სტატია წავიკითხე MP-ის 2004 წლის ერთ-ერთ ნომერში და დავფიქრდი მასზედ თუ რამდენად სწორად მოვქცეულვარ - იმ სიტუაციაში... გამოგიტყდებით - არ მახსოვს. დავუბრუნდები ამ საკითხს. წესი ნომერი ერთი - ნუ იჩქარებთ გაუსროლელი ვაზნის ამოღებას! ანუ არ გახსნათ თოფი იმავე მომენტში! დაითვალეთ ათამდე და მხოლოდ შემდეგ გახსენით თოფი! კარგი ჩვევა აქვთ სტენდის მსროლელებს - თოფს განზე ხსნიან რათა ნასროლი ვაზნები სათანადო ურნაში მოახვედრონ ![]() ეს უნარჩვევა გვაცილებს დაგვიანებული უკუსროლის სახეში მოხვედრას და ნაადრევი წერილის წაღებას. წესი ნომერი ორი - გაუსროლელი თუ გაჭედილი ვაზნის ამოღება უნდა მოხდეს ან სათანადო მარწუხებით ან ლულის საცეცხლე მხრიდან ხის ან პლასტიკური შოპოლისა (თუნდაც ხის შოლტის) მეშვეობით. წესი ნომერ სამი - თუ ხედავთ, რომ საბრძოლო კაპსულა ვაზნის ბსკერის ზედაპირს ცილდება, სჯობს საერთოდ არ იხმაროთ ეს ვაზნა - ჩაანაცვლეთ ნორმალურით ან, როგორც მინიმუმ არ დახუროთ ლულები უხეშად. წესი ნომერი ოთხი - თუ ვაზნა სავაზნეში ჩადებისას ძალდატანებას ითხოვს, გამოცვალეთ და იხმარეთ სხვა ვაზნა. წესი ნომერი ხუთი - თუ ხართ სტენდის მსროლელი ან ნადირობთ სასტენდო იარაღით გახსოვდეთ, სპორტულ თოფს ხშირ შემთხვევაში მოქლიბული შნელერი აქვს და სასხლეტის შეხებას მომენტალური გასროლა მოსდევს(რა თქმა უნდა დამცავი საბრძოლო მდგომარეობაშია). ვიცი, რომ დიდი არაფერი სიბრძნე დამიწერია, მაგრამ დიდ სარგებელს თუ არა ზარალს ნაღდად არ მოგიტანთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 17:26 |