ბოილის მონტაჟები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბოილის მონტაჟები
nika1234
პოსტი Oct 10 2009, 21:35
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე დავამზადე ბოილებზე სათევზაო მონტაჟები და შევეცდები თანმიმდევრულად ავხსნა ეს პროცესი თავისი ფოტო მასალით. მნიშვნელოვანია ის რომ ამ მონტაჟებით პოპაპ (ე.წ ტივტივა ბოილი) ბოილის გამოყენებით ბაზალეთის ტბაზე დაჭერილ იქნა საზანი 2.3 კგ და თეთრი ამური 3.4კგ (თევზაობის ფოტო და ვიდეო მასალა დაიდება ბაზალეთის ტბის თემაში), მნიშვნელოვანია ისიც რომ ყველა დასამზადებელი მატერიალი შეძენილ იქნა თბილისში სხვადასხვა მაღაზიებში. მოკლედ ვიწყებ.
დამზადებულ იქნა ორი ტიპის მონტაჟი. მონტაჟი #1


ძირითად მასალად, ძუად გამოყენებულ იქნა STRATEGY RIGID HOOKLINK 35 Lbs Silt, ეს არის წნული ძუა გატარებული სპეც დამცავ კამუფლირებულ შრეში, ამ შრეს გააჩნია გადახლართვის საწინააღმდეგო ეფექტი. შრე ადვილად იფრცქვნება, ყულფების გაკეთების დროს. იყიდება მაღაზია მაგელანში 20 მეტრი ღირს 24 ლარი.
ბოილზე კი მიწერია რა ბოილიც არის თემაში ,,ბოილების დამზადება", რაც შეეხება ნემსკავს ---- UK KARP TITAN, CORMORAN #4, შარშან ვიყიდე დიანაში, კაი ძვირი მივეცი, მაგრამ ღირს, თუ სწორად მახსოვს 20 ცალ ნემსკავში 25 ლარი.


ნემსკავის დასაფიქსირებლად გამოყენებულ იქნა ასევე STRATEGY SHRINK TUBE ეს არის სპეციალური თერმული კემბრიკები, რომელიც სანთებელათი გახურებისას ღებულობსა სასურველ ფორმას და ფიქსაციას უკეთებეს სხვადასხვა კვანძებს , იყიდება მაღაზია მაგელანში ერთი კოლოფი 4 ლარი ღირს, ასევე გამოყენებულ იქნა გრანულირებული სიმძიმეები. ეს იმისთვის რომ ვინაიდან ბოილი ტივტივებს რაღაც დონემდე საჭიროა მისი წყალში ჩაძირვა. (ეს ძალიან ნიშვნელოვანი მომენტია, დაკვირვების შედეგად საინტერესო რამ აღმოვაჩინე რაზეც მოგვიანებით დავწერ)


აი ასე გამოიყურება გამზადებული პავადოკი, მანამ სანამ ძირითად სიმძიმეს გამოვიყენებთ


ესეც ძირითადი სიმძიმე, სპეციალური გადახლართვის საწინააღმდეგო მილით, იყიდებოდა დიანაში, მილში ტარდება ძირითადი ძუა და კეთდება ნასკვი კარაბინზე. ეს სიმძიმე უნდა იყოს ჩაკეტილი, ანუ არ უნდა სრიალებდეს ძუაზე, ამიტომაც მილის ბოლოში სპეციალური ჩამკეტი სტოპერი ზის, რომელიც ჭედავს ამ მილის სრიალს ძირითად ძუაზე

იგივე ვარიანტი


მონტაჟი #2[size="4"][/size]

ამ მონტაჟის დროს გამოსაყენებელი მასალები იგივეა რაც წინა მონტაჟის დროს + დამატებით რამოდენიმე დეტალი, კერძოდ სპეციალური გადახლართვის საწინააღმდეგო მილი და სპეციალური სიმძიმე, რომელიც მაგრდება ამ მილზე


უკვე აწყობილი პასადოკი


სიმძიმე და ძუის გადახლართვის საწინააღმდეგო მილი
URL=http://www.radikal.ru][/URL]



გამზადებული მონტაჟი


აქაც სიმძიმე უნდა იყოს სიმძიმე უნდა იყოს ჩაკეტილი, ანუ არ უნდა სრიალებდეს ძუაზე, ამიტომაც მილის ბოლოში სპეციალური ჩამკეტი სტოპერი ზის, რომელიც ჭედავს ამ მილის სრიალს ძირითად ძუაზე


მონტაჟი #1, მონტაჟი #2














Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
21 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (210 - 224)
Irakli_13
პოსტი Dec 23 2009, 14:17
პოსტი #211


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 79
რეგისტრ.: 6-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ნიკაP&A @ Dec 23 2009, 11:55) *
triglit
irakli - 13

Bait floss- ს თაობაზე თუ გსმენიათ ან შეხება თუ გქონიათ? გამაგებინეთ ერთი რა ხდება აბა



რაც ზევით სურათებშია ეგაა ზუსტად ბეითფლოსი ... ნუ დაიხარჯები მაგაზე რადგან ბეითფლოსის ნაცვლად შეგიდზლია კბილის საწმენდი ძაფი იყიდო და ის იხმარო newsmile05.gif, ნოლი სხვაობააა ... ოღონდ ძაფი უნდა იყოს ყოველგვარი ქიმიისა და გემოს მიმცემი დანამატების გარეშე ... მარტო მშრალი ძაფი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 23 2009, 14:27
პოსტი #212


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Irakli_13 @ Dec 23 2009, 15:17) *
რაც ზევით სურათებშია ეგაა ზუსტად ბეითფლოსი ... ნუ დაიხარჯები მაგაზე რადგან ბეითფლოსის ნაცვლად შეგიდზლია კბილის საწმენდი ძაფი იყიდო და ის იხმარო newsmile05.gif, ნოლი სხვაობააა ... ოღონდ ძაფი უნდა იყოს ყოველგვარი ქიმიისა და გემოს მიმცემი დანამატების გარეშე ... მარტო მშრალი ძაფი.



ოკ გმადლობთ ირაკლი,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 23 2009, 16:58
პოსტი #213


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი მაინტერესებს რა ტიპის მაკრატელს ხმარობთ მონტაჟების აწყობისას, ვნახე სპეციალური მაკრატელი ჰუკლინკების საჭრელად და ღირს ყიდვა თუ უბრალოდ რეკლამაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Dec 23 2009, 22:24
პოსტი #214





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



მაკრატელი მე პირადად 5 გამოვიცვალე, ჩვეულებრივს ვხმარობ, მაგრამ სპეციალური ჯობია, განსაკუთრებით წნულებთან სამუშაოდ. თუმცა მაგათაც შერჩევა ენდომება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 24 2009, 12:04
პოსტი #215


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(triglit @ Dec 23 2009, 23:24) *
მაკრატელი მე პირადად 5 გამოვიცვალე, ჩვეულებრივს ვხმარობ, მაგრამ სპეციალური ჯობია, განსაკუთრებით წნულებთან სამუშაოდ. თუმცა მაგათაც შერჩევა ენდომება.



მეც მაგ დღეში ვარ წნულების დაჭრას ხარისხიანი მაკრატელი ჭირდება, სპეციალურს განსაკუთრებული კბილანები აქვს, ფასიც შესაბამისი აქვს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Irakli_13
პოსტი Dec 24 2009, 12:42
პოსტი #216


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 79
რეგისტრ.: 6-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაც მაკრატელს შეეხება მეც ჩვეულებრივებს ვხმარობ თუმცა ხარისხიანებს .... მემგონი თუ ძაან ძვირი არ გიჯდება სპეციალურიც შეიძლება კაცმა იყიდოს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემობა რო დროთა განმავლობაში ყველა მაკრატლის პირი ბლაგვდება. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Dec 24 2009, 16:50
პოსტი #217





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ისე "გერბერის" მაკრატელი 22 ლარი ღირს მგონი მოგზაურში. მე ცოტა მეძვირა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 24 2009, 17:02
პოსტი #218


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(triglit @ Dec 24 2009, 17:50) *
ისე "გერბერის" მაკრატელი 22 ლარი ღირს მგონი მოგზაურში. მე ცოტა მეძვირა newsmile05.gif




მაგას ვიძახი ზუსტად, რამდენად ღირს საკითხავი აი ეს არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Dec 24 2009, 17:04
პოსტი #219





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ოდესმე შეიძლება 50 ლარიანი (და ხარისხიანი) მაკრატელიც ვიყიდო, მაგრამ დღეს ისევ ჩვეულებრივი საკანცელარიოთიც გავალ ფონს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 25 2009, 08:21
პოსტი #220


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



triglit
irakli_13

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან
მონტაჟში MAGGOT CLIP RIG ში ნემსკავის შუაგულში თმის დამჭერად, დასაფიქსირებლად შრინკ ტუბს იყენებთ თუ ჩვეულებრივი სილიკონის მილს ხმარობთ? რატომღაც მგონია რომ შრინკ ტუბის გამოყენება უფრო მიზანშეწონილი უნდა იყოს



URL=http://www.radikal.ru][/URL]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Dec 25 2009, 10:03
პოსტი #221





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



იყენებენ შრინკ თუბსაც, მეც გამომიყენებია, უხეშია ძალიან. ჩემის აზრით სილიკონი სჯობია, უფრო რბილია და ელასტიური.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Irakli_13
პოსტი Dec 25 2009, 14:34
პოსტი #222


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 79
რეგისტრ.: 6-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სიმართლე გითხრა გემოვნების ამბავია ... როგორც ერთი ისე მეორეც შეიძლება ... მე საერთოდ არაფერს არ უკეთებ ხოლმე. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 25 2009, 20:51
პოსტი #223


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Irakli_13 @ Dec 25 2009, 15:34) *
სიმართლე გითხრა გემოვნების ამბავია ... როგორც ერთი ისე მეორეც შეიძლება ... მე საერთოდ არაფერს არ უკეთებ ხოლმე. newsmile05.gif




ისე მეც წამიკითხია რომ ეგ თმის დამჭერი მაინც და მაინც არ არის სავალდებულოო, თუმცა ვერ იტყვი მართლა გემოვნების ამბავია მე მგონი, თავიდან მეგონა რომ ძუა რაც ახლოს არის მიკრული ნემსკავთან მით უფრო ადვილი იქნებოდა წამოგება, მაგრამ თურმე ვცდებოდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Dec 25 2009, 21:13
პოსტი #224





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



გააჩნია შემტხვევებს ნიკუშ, თუ შენ თმას გრძელს გააკეთებს რომ არ გადაეხვეს ნემსკავს და თანაც "ბლო-ბაქის" როლსაც ასრულებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 25 2009, 21:57
პოსტი #225


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(triglit @ Dec 25 2009, 22:13) *
გააჩნია შემტხვევებს ნიკუშ, თუ შენ თმას გრძელს გააკეთებს რომ არ გადაეხვეს ნემსკავს და თანაც "ბლო-ბაქის" როლსაც ასრულებს.



გასაგებია, ისე გრძელი თმის მუღამი რა არის, რატომ უნდა გააკეთო გრძელი თმა? მე ვაკეთებ თმას შემდეგი პროპორციით, ნემსკავიდან ბოილამდე დაშორებას ვაკკეთებ 5-7 მმ-ს , მე მგონი ნორმალურია, რას იტყვი შენ? უფრო გრძელი შეიძლება მართლა დაეხვეს ნემსკავს, და ეს რომ არ მოხდეს მაგიტომაც არის საჭირო თმის დამჭერები ნემსკავზე newsmile05.gif მაგრამ ირაკლი იძახის მე საერთოდ არ ვხმარობ დამჭერებსო, ეტყობა მოკლე თმის ჰუკლინკს აკეთებს ალბათ

აი ეხლა მაგალითად ამ ზემოთ სურათზე, რომ მაგოტის ჰუკლინკია საჭიროა თუ არა ის დამჭერი რომელიც უკეთია ნემსკავს, რახან უკეთია არ ნიშნავს რომ აუცილებელია, შენ რას ფიქრობ თემო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

21 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th November 2025 - 19:38