ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
249 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
nika1234
პოსტი Dec 17 2009, 22:20
პოსტი #31


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



[quote name='ჯეკო' date='Dec 17 2009, 23:12' post='56309']
ნიკაP&A ახლოს კიარა ეგრეა ეგრე

ანუ ზამთარში ვერ ნადირობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Dec 17 2009, 23:55
პოსტი #32


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ნიკაP&A
არც ეგრეა ეგ საქმე, საქართველოში არააა ის გამოყვანილი ჯიშის პოინტერი თორემ ჩრდილოეთში რომ ძაღლი ნადირობს ის აქ ვერ ინადირებს?newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Dec 18 2009, 11:00
პოსტი #33


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს სიცივეს და წყალს და პრობლემა არ ექნება, ეხლა დრათჰაარივი და ლაბრადორივით ვერ იქნება მაგრამ პრობლემას არ შეგიქმნით. ზაფხულშიც და ზამთარშიც ძალიან მაგრად განადირებს, თუ სათანადოდ გაზრდი და გააკაჟებ, ბუხართან გაზრდილ ლაბრადორსაც გაუჭირდება ზამთარში წყალში.

მე მინახავს პოინტერები, სამწუხაროდ ეხლა ცოცხლები არ არიან, წყალში ყვინთავდნენ და ძალიან უყვარდათ ეს პროცედურები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კაი სიღრმეში ჩაგდებული ქვები ამოქონდათ და აპორტირებდნენ.

ზამთარში ბევრი უფრთხილდება გაცივდებაო, მთავარია წყალში დასველების მერე მივხედოთ: ვარბენინოთ, მალე შრება და აუცილებლად უნდა ქონდეს(ეზოში თუ იზრდება)თბილი ბუნაგი, სასურველია ორ ოთახიანი newsmile090.gif(სერიოზულად) და დამიჯერეთ პრობლემა არ არის.

წყალს მიაჩვიეთ ზაფხულში როცა სასიამოვნოა ლეკვისთვის წყალთან შეხება, იცურეთ მასთან ერთად და ყველანაირად შეეცადეთ, რომ ეს პროცესი მისთვის საუკეთესო გასართობი იყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Dec 18 2009, 11:21
პოსტი #34


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mgm
გეთანხმები ყველაფერში ერთის გარდა:იცურეთ მასთან ერთადო რომ დაწერე,რა ვქნა,ცურვა არ ვიცი,თვითონ კი მშვენივრად ცურავს ზამთარშიც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Dec 18 2009, 18:07
პოსტი #35


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



დიღმის ბაზარში და მაიმარკეტზე გასაყიდი ლეკვების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმეთ სანადირო ძაღლების კლუბში, რომ არ შემოგასაღონ დაწუნებული ან უსაგვარეულო ძაღლების ლეკვი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Dec 19 2009, 11:52
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ეხლა ვიყიდე ზაღლი და ზალიან გახარებული ვარ და ავცი აბა ეხლა პოინტერს ღა მაჩუქებენ და ეგაა აწყობილი ვარ newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Dec 22 2009, 22:57
პოსტი #37


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ჟურნალ არსენალში წერია: პოინტერი მონადირე ძაღლების მეფე !! და მართლაც სწორი აღნიშვნაა, მაგარი ძაღლია. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Dec 27 2009, 00:58
პოსტი #38


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



....Гамарджобад мегобребо...!!! Дзалиан мохарули вар ром Сакартвелоши арис сайти, садац монадирееб шеудлиат гамоттква...!!! Минда Гагацнот чеми дзаглеби ...!!! Диди бодиши, вцдилоб картули ар давивицко...!!! Бодиши ром вцер русул энит, беври стквеби картулад ар вици...!!!

Первые плановые клубные щенки...!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

[/URL

Социализируем с первы дней жизни...!!! newsmile035.gif

[url=http://www.radikal.ru]




..... ни кокой, даже самый престижный питомник мира, не способен дать шенку столько ласки и любви, как домашняя обстановка....!!!





.... Что посеешь, то пожнешь... Что даш то и получиш newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif



.... и снова за уроки....!!!! newsmile035.gif

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

...... Наверное охотнику все же нужен, умственно развитый , психически устойчивый и с прекрасным здоровьем ПОЙНТЕР...!!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

Вот какие мы становимся...!!!

.."АНТ" Кобель. 28 июня 2009 г.р. Вл. Казарян А .Р.

Мать... " Велли - Блик " Казарян А.Р. Отл.г Харьков.

Отец... " ТОП " Вл. Черкасов П П . Отл. г. Донецк.















….. и все так и нам нужен такой пойнтер, какой нам, охотникам нужен….!!!
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


Ант."... 4,5 месяца....!!! newsmile035.gif




..... Первая стойка по куропатке....!!! Сегодня... !3;00 newsmile035.gif




АНТ…. Пять месяцев и одна неделя….!!!


Поиск….!!!


Стойка…!!!


Позирование…!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Dec 28 2009, 09:49
პოსტი #39


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



როგორც ვატყობ საქართველოში არ ხარ და გავაცანი აბა უცხოეთის ამბები newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Dec 29 2009, 17:09
პოსტი #40


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ვიტო @ Dec 28 2009, 10:49) *
როგორც ვატყობ საქართველოში არ ხარ და გავაცანი აბა უცხოეთის ამბები newsmile05.gif

რა გაინტერესებს.....??? აი მაგალიტად http: //www.uahunter.com.ua/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Dec 30 2009, 11:46
პოსტი #41


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ციტატა(Akop @ Dec 29 2009, 18:09) *
რა გაინტერესებს.....???



მაგალითად: როგორ ხდება უცხოელებისთვის ნადირობის ორგანიზება, კერძოდ ქართველებისთვის? აგრეთვე რა პროცედურებია საჭირო ლეკვის უკრაინიდან გაყვანაზე? წინასწარ მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Dec 30 2009, 17:24
პოსტი #42


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(mgm @ Dec 30 2009, 12:46) *
მაგალითად: როგორ ხდება უცხოელებისთვის ნადირობის ორგანიზება, კერძოდ ქართველებისთვის? აგრეთვე რა პროცედურებია საჭირო ლეკვის უკრაინიდან გაყვანაზე? წინასწარ მადლობა.

აი აკ სწერია...... http://www.uahunter.com.ua/ ან დარეკეტ ამ №+380503231325...... newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Dec 30 2009, 17:30
პოსტი #43


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Akop
გამარჯობა მეგობარო, ეგ საიტი კი ვნახე და კარგადაც გადავათვალიერე, მაგრამ შენი დახმარება რაში მინდა იციი, იქნებ რომელიმე კლუბთან გაგვირკვიო შესაძლებელი არის თუ არა ექსკლუზიურად ჩვენს კლუბთან რომ ითანამშრომლოს ჯიშების შემოყვანაზე, საქართველოში, კარგი სეტერები (ინგლისურები) გვყავს მაგრამ ახალი სისხლი რომ არ შემოდის უკვე არის საშიშროება რომ იგივე დაემართოთ როგორც ირლანდიურებს, ამიტომ მაინტერესებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Jan 4 2010, 18:25
პოსტი #44


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



პატივცემულო Maverick გადმომირეკეთ...... +380503231325..... !!!! აკოპ ....!!! ან დამიწერეთ თქვენი ტელ №.... მე დაგირეკავთ.....!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jan 5 2010, 18:29
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი სიამაყე ქალბატონი ფანნი. დამსახურებული ვეტერანია, წელს უსრულდება 10 წელი. არის 5 მეორე და 10 მესამე ხარისხის საველე დიპლომების მფლობელი. 2007 წლის "სეზონის გახსნის" შეჯიბრის გამარჯვებული. 2009 წლის საქართველოს მონადირე ძაღლების გამოფენის ჩემპიონი, კლასი ელიტა.










Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th December 2025 - 00:08