ინგლისური სეტერი - ლავერაკი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
125 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
mgm
პოსტი Sep 24 2009, 19:56
პოსტი #16


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



არა სეტერი რომ მაგარი ძაღლია ბაზარი არა არი. მაგრამ ამან თუ ინადიროს რა! წამწამებს დააკვირდით. ასე სპობენ ბევრ მონადირე ჯიშს, მაკიაჟი უნდა მეძებარს?! newsmile019.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Dec 27 2009, 01:17
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Минда мец чемеби ганахот....!!! Дид бодишс могахсенебт русул энисатвис, беври стквеби картулад ар вици....!!!

Ярмарка -Амбиций ..Одесса.. http://www.rhttp://s51.radikal.ru/i131/090...a7afb5.jpg[/img Сучонка от второй вязки..
После награждения... ЭЛИТА newsmile035.gif А это фото, после успешного финала, на састезаниях Харьковского Пойнтер клуба... newsmile035.gif (Финал завершали: Пойнтер Чемпион России "Дик "- Грицая В и "Дина"- Казарян А) Судья Коновалов Ю В. Мы победили... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Мы после душа...!!!!! newsmile035.gif

ციტატა("Другой Петрович")
Мой может на вечной мерзлоте, но,чтобы морду засунуть между секций радиатора и сопеть .... newsmile035.gif
А мои дети со мной... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Dec 27 2009, 17:59
პოსტი #18


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ნოსო @ Dec 27 2009, 12:50) *
вот ета сабаки newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

.....И у Вас вижу не плохой( ая)...!!!! Напишите мне о Вашей собаке...!!! Мне будет ооочень интересно, можно на Грузинском...!!! Попрактикуюсь, мне этобудет приятнее...!!! Спасибо. newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Dec 27 2009, 18:12
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Akop
მეც მიხარია რომ ლავერაკისტი ხართ, მეც ეგრე ვარ და ამ ჯიშზე მეტად ვერცერთი ძაღლი ვერ შევიყვარე, პოინტერიც კი,მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნო რომ არც მყოლია ჯერ სხვა ჯიშები.

თუმცა ბრიტანელებზე მეტს მაინვ არაფერს ავიყვანnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=84

აქ შეიხედეთ და ნახავთ ჩვენი ფორუმელების ძაღლებს,ჩემს ნიკით რომ დევს ფოტო ეც ჩემი ბიმულიააა, ზეგ ჩავალ ფოთში და დავდებ ახალ ფოტოებს,უკვე გაიზარდა დიდი ბიჭია 2,წლისა და 1 თვის!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jan 14 2010, 11:30
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება






ნოდარ როსტიაშვილის ტომი და პერი. დღეისათვის ერთერთი საუკეთესო სეტერები. ტომი 1-მეორე და3-მესამე,პრრი 4-მეორე და4-მესამე ხარისხის საველე დიპლომების მფლობელები



იგორ გორდაძის ბოი. 5-მესამე ხარისხის საველე დიპლომის მფლობელი. ძალიან მაგარია



გიორგი ადიკაშვილის კორსარი. ძაღლი ლეგენდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Jan 14 2010, 17:57
პოსტი #21


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



А как посмотреть родословные, на собак, которых, Вы выложили на Форум....!!! Спасибо...!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jan 14 2010, 19:03
პოსტი #22


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Akop
Акоп я возьму у хозяев родословные и выложу в ближайшее время

с уваженим Тенгиз
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Jan 14 2010, 23:55
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



...Я буду Вам ооочень признателен, Батоно Тенгиз..... !!! По случаю, позвоните....!!! +380503231325 С ув Акоп....!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jan 15 2010, 19:22
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რაც შეეხება ინგლისურ სეტერებს, ვეთანხმები Qarqashadzes,მის მიერ ნახსენები ძაღლები,საუკეთესოები არიან დღეისთვის და ვინმეს თუ ლეკვი გინდათ,დაუჯერეთ ამ კაცს.მე პირადად არაერთხელ მინახავს როსტიაშვილის სეტერები საქმეში,ექსტერიერითაც და რათქმაუნდა მუშაობისას,ბრწყინვალედ გამოიყურებიან.ერთადერთი რაც სეტერის აყვანისას უნდა გაითვალისწინო,მისი ბეწვია,ყოველი ნადირობის შემდეგ პარიკმახერის პროფესიის შეთავსება მოგიწევთ,დანარჩენი:ნაბულის მრავალფეროვნება,სტილი,სილამა
ზე,ერთგულება --- შეუდარებელია !!!


moderirebulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Jan 15 2010, 20:42
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მადლობა ხალხო, ჩემ ძმაკაცს უნდა და ვცდილობ კაი მშობლების ლეკვი ავაყვანინო, ალბათ მივაღწევ ჩემსას. ხო ჩემი ძმაკაცი ლავერაკის მოყვარულია და სერიოზული ძაღლი ყავდა, სხვა ძაღლის გაგონებაც არ უნდა, ხოდა მეც ვჩალიჩობ , რომ სერიოზული ლეკვი აიყვანოს.

Qarqashadze
ზაზა

მაინტერესებს და როგორც ვიცი პირველი ხარისხის დიპლომი კაი ხანია საქართველოში არ გაცემულა, თუ არ ჩავთვლით ამ რამოდენიმე წლის წინ შადიმანის სეტერს, ოღონდ ინგლისური იყო, თუ ირლანდიური არ მახსოვს, თუ რამე ინფორმაცია გაქვტთარ დაიზაროთ და გავაცნოთ ხალხს. მადლობა წინასწარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jan 15 2010, 20:57
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



mgm
ციტატა(mgm @ 15th January 2010 - 21:42) *
მაინტერესებს და როგორც ვიცი პირველი ხარისხის დიპლომი კაი ხანია საქართველოში არ გაცემულა, თუ არ ჩავთვლით ამ რამოდენიმე წლის წინ შადიმანის სეტერს, ოღონდ ინგლისური იყო, თუ ირლანდიური არ მახსოვს, თუ რამე ინფორმაცია გაქვტთარ დაიზაროთ და გავაცნოთ ხალხს. მადლობა წინასწარ.

შადიმან შამანაძის ირლანდიურმა სეტერმა "ბაკ-მალიგანმა" ორჯერ მოიგო ლევან ციციშვილის სახელობის პრიზი. 2001 წელს გახდა შეჯიბრის გამარჯვებული მეორე ხარისხის დიპლომით. თან მოიპოვა საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლის პრიზი. ხოლო 2003 წელს გახდა საველე შეჯიბრის ჩემპიონი-ანუ შეჯიბრი მოიგი პირველი ხარისხის დიპლომით. მაგის მერე პირველი ხარისხის დიპლომის აღება ვერავინ ვერ შეძლო. ეს იყო უნიკალური ძაღლი რომელიც სამწუხაროდ მალევე დაიღუპა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი Jan 19 2010, 04:30
პოსტი #27


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ზაზა @ Jan 15 2010, 20:22) *
რაც შეეხება ინგლისურ სეტერებს, ვეთანხმები Qarqashadzes,მის მიერ ნახსენები ძაღლები,საუკეთესოები არიან დღეისთვის და ვინმეს თუ ლეკვი გინდათ,დაუჯერეთ ამ კაცს.მე პირადად არაერთხელ მინახავს როსტიაშვილის სეტერები საქმეში,ექსტერიერითაც და რათქმაუნდა მუშაობისას,ბრწყინვალედ გამოიყურებიან.ერთადერთი რაც სეტერის აყვანისას უნდა გაითვალისწინო,მისი ბეწვია,ყოველი ნადირობის შემდეგ პარიკმახერის პროფესიის შეთავსება მოგიწევთ,დანარჩენი:ნაბულის მრავალფეროვნება,სტილი,სილამა
ზე,ერთგულება --- შეუდარებელია !!!


moderirebulia.gif

ციტატა("акоп")


....Без коментарий !!! :cry: newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ჩემი ძაღლი // ძინა// ნადირობის შემდეგ....!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jan 20 2010, 10:39
პოსტი #28


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება





ისე,განწყობისათვის. თორე კურცხალ-კურცჰააააარზე საუბარი შორს შეგვიტყუებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nodosi
პოსტი Jan 23 2010, 20:39
პოსტი #29


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 47
რეგისტრ.: 23-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: guria



შენ გაიხარე ძმაო, დავდებ მაშინ ჩემი ლორდგუნიას სურათებს



აია ძამა გურული ლორდი წლის და ათი თვის

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nodosi
პოსტი Jan 23 2010, 20:41
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 47
რეგისტრ.: 23-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: guria



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

125 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 09:03