მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#481
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
.
|
|
|
![]()
პოსტი
#482
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ხაფანგი მგელთან საბრძოლველად ყველაზე რიალურია. ზამთარში ისეთ ადგილას უნდა დაეგოს სადაც ნადირის მეტი არაფერი მოხვდება და ყოველდღე უნდა შემოწმდეს მგელი თუ ცოტას დაიტანჯება დიდი არაფერი მოხდება.
|
|
|
![]()
პოსტი
#483
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ეგ არაფერია... უბედურება სხვა რამეში მდგომარეობს... გადაცემის მეორე ნახევარში ისაუბრეს ბიომრავალფგეროვნების დეპ. უფროსმა ქ-მა ნონამ და ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ (ჭაღარათმიანი შუახნის კაცი იყო)... ამ თემას გავაგრძელებ - ჰოდ, იმ ბატონმა ასეთი რამ ბრძანა - მგელი თუ არ იქნა კურდღელიც აღარ იქნებაო და პირიქით - თუ კურდღელი არ იქნება, მგელიც აღარ იქნებაო. მგელში რომ მტაცებლებს მოიაზრებდა, ზოგადად და კურდღელში - მათ პოტენციურ საკბილოს, კურდღლიდან ირმამდე, ბუნებრივია. ბუნებრივი საკვები ბაზის ნაკლებობის შემთხვევაში, ქართველი მგლები რომ არათუ გაწყდნენ, არამედ შინაურ საქონელზე "გადმოკვალიფიცირდნენ" და "აღმავლობის" პერიოდიც დაუდგათ, მგონი საკამათო არაა. რაც შეეხება პირიქით მდგომარეობას, როცა მგელი საერთოდ არაა და დანარჩენ ბალახისმჭამელებს მიაქვთ იქაურობა და ამის საუკეთესო მაგალითებია - დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია, ვინმეს გაგიგიათ, რომ მანდ ეპიდემიები დამუქრებოდა იქაური ცხოველების პოპულაციებს? ახალ ზელანდიაში იმდენი ირემია, რომ ძაღლის მშრალ საკვებს ამზადებენო მისი ხორცით. რატომ არ წყდებიან უმგლოდ (ბუნებრივი მტრის გარეშე) დარჩენილი ჩლიქოსნები??? |
|
|
![]()
პოსტი
#484
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
AlekoN
ამოღება არ ხდება სათანადო რაოდენობით და იმიტომ რა თქმა უნდა თუ სხვა საშუალება არ არის ალბათ სოფლის მოსახლეობამ ხაფანგებიც უნდა გამოიყენოს. თორე გვეტყვიან; ადვილია ქალაქში ცხოვრება და განყენებულად ჰუმანურობაზე საუბრები.ო მე ვიგულისხმე რომ მონადირესთვის ხაფანგის გამოყენება არაეთიკურია,თორე მგლებისგან გაბეზრებულ მეცხვარეს ან გლეხს რა ნამუსით დაუშლი. ![]() მართალია ხაფანგების თემას ფორუმზე ცენზი ადევს პროპაგანდის ამბავში მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც სოფლის კაცს ამას ვერ დაუშლი მაშინ როდესაც ნადირობის აზრზე არ არი, თან ნაკრძალების შემთხვევაში კარგი მეთოდია, ძირითადად იმას წუწუნებენ თოფი რომ გავისროლოთ სხვა ნადირი გაგვექცევაო.... პ.ს. ძალიან გთხოვტ თემას ნუ გადაუხვევთ, თუ რამე გინდათ ახალი თეა გახსენით |
|
|
![]()
პოსტი
#485
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
მგელი სანიტარიაო და ვის გაუგია ერთ ავადმყოფს 10 სანიტარი უვლიდეს?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#486
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
.
. |
|
|
![]()
პოსტი
#487
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 19-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვიტო მე მგონი ამ ფორუმზე ხაფანგების თემის ადგილი არ არის, ისე ასპროცენტიანი ხარ თუ სხვა გზა არ აქვთ რა ქნან მე შემოვაგდე ხაფანგის თემა და უკაცრავად... მაგრამ გავიმეორებ რომ ეს საუბრები მგონი მხოლოდ საუბრებად რჩება და არაფერი იცვლება. გამომდინარე იქედან რომ ძალიან საეჭვოა რომ მასიურად მოხდეს ორგანიზებული ნადირობები თუნდაც იმ ტერიტორიებთან ახლოს სადაც მგელი თავს ესხმის მოსახლეობას, ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა ადგილობრივმა ხალხმა დაიცვას თავი სწორედ ხაფანგების მეშვეობით. |
|
|
![]()
პოსტი
#488
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#489
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზოგიერთ პატივცემულ ფორუმელს ეგონა და ხმამაღლა აცხადებდა - მგლის გაწყვეტა საქართველოში შესაძლებელიაო. დაზუსტებით ვერ ვიტყვი..მაგრამ ეს მგონი მე მეხება...უბრალოდ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი მგონი(როგორც მახსოვს) იქ..საუბარი იყო მგლის ტყავი მოდაში რომ შემოვიდეს და ვაჭრებმა ტყავის ჩაბარება რომ დაიწყონმეთქი... ხოდა დამიჯერე ალეკო.ეგ რო მოხდეს...ჩვენ მგლებს ხო დედა ეტირებათ(ყველას)..საზღვრებზე რო გადმოვლენ ისინიც ზედ მიყვებიან... და ვინმემ ფული თუ გადაიხადა...მარტო მგელს კი არა კაცობრიობას გაწყვიტავენ პლანეტაზე... აი მაგის რეგულირებაზე მქონდა საუბარი..კანონმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოსმეთქი... გასაგებია..რომ აქ..ყველას ჩვენი აზრი გვაქვს მაგ საკითხებზე... თუ მგელი ეგეთი სულმთლად ამოსაწყვეტია...მოდი ვინც ცოტა გარკვეული ხართ ამ სფეროში... ჩვენი ფოტუმის სახელით მიდით სათანადო ადგილას და იქ დაელაპარაკეთ... დაუმტკიცეთ რომ ცდებიან და შეცდომაშიც შეყავთ გარემოს დაცვაც...თუ ეგ გამოვა..მერე დაუშვებენ ალბათ აბა რას იზავენ. ეგ უფრო დიდი საქმე იქნება ვიდრე თუნდაც 100 მგლის მოკვლა... |
|
|
![]()
პოსტი
#490
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
jagermeister
აი შენ პატარა ამბავი აგარაკი მაქვს საგურამოსთან სოფელ ნავდარაანთკარში, ერთი კარგი და ლამაზი ადგილია, სოფლს ესაზღვრება საგურამოს ნაკრძალი.... უკვე 2 თვა სოფელში საღამოობით ისმის ყმული ალბათ კვირაში 2 დღე მაინც, ყმუილი ბევრჯერ მსმენია მაგრამ ერთხელ დაუღამებელზეც გავიგე, ანუ ჯერ არ ბნელოდა, სიმართლე რომ ვთქვა პირველად გავიგე ეგრე ადრე რომ ეყმუილად, არ ვიცი ეს რისი ნიშანი იყო მაგრამ ესე ადრე რომ გავიგე პირველი ის მომივიდა თავში რომ ამხელა ნაკრძალში საჭმელი დაელიათ და ესე ახლოს ჩამოვიდნენთქო, ად ამ ცხელ ზამთარში თუ ეგრეა მართლა, კი მიხვდები როგორი აწიოკებული ეყოლებათ ტყე....... ამასწინათ იქვე ჭალაში ვსეირნობდი კარაბინით (პრისტრელკა უნდა გამეკეთებინა) და დავინახე მგელი რომელიც .......... კიდევაც, მაგრამ საქმე რაშია, იყო ალბათ დღის 4 საათი და ისეთ ადგილზე ვნახე რომ იქ მოსახვედრელად სოფელის გვერდი უნდა ჩამოეარა, სხვა გზაც არსებობს იქ მოსახვედრად უბრალოდ ისეთი ადგილისკენ გარბოდა საიდანაც იქნებოდა მოსული, ანუ ეხლა წარმოიდგინე რა დონის გაგულავებულები არიან. სოფელში პერიოდულად მსხვერპლობენ რაღაცას, ხან ძროხას, ხან ძაღლებს, არადა ნაკძალიდან ბოლო სახლი მაქსიმუმ 300-400 მერტში დგას და მათ შუაში კიდევ რაღაც სიცოცხლის ნიშნებია მიტოვებული ფერმების სახით და ყოველდღიურად ნახირის ძოვის სახით... აქვე არის პრობლემა რომელიც ზევით ავღნიშნე, სოპლის გამგებელმა უნდა შეატყობინოს გდი-ს, რომ ყავთ მგელი, მერე გდი-მ უნდა გადაწყვიტოს (სავარაუდოდ ზოოპარკის დირექტორის დასკვნის საფუძველზე) მართლა მგელი არის თუ არა, მერე უნდა უთხრას გამგეობას, რომ "კი ბატონო მგელია და შეგიძლიათ ამოიღოთ არა მთელი ხროვა არამედ "1/5" ცალი ერთეული ![]() მონადირეთა ჯგუფი9სავარაუდოდ ისეტები ვინც საერთოდ არ იცის მგელზე ნადირობის სპეციფიკა), მერე კარგ შემთხვევაში თუ ამოღებულ იქნება გდი-ს უნდა აუწყონ რომ ამოღებულ იქნა, მერე "ამოღებულ იქნა" მგელი უნდა აღირიცხოს რომ ამოღებულ იქნა და ა.შ. ხომ ხვდები რამხელა კონსილიუმები უნდა შეკრას გლეხმა რომ ამოღებულ იქნას მგელი რომელიც ძროხაზეა ჩამოსული იმიტომ რომ ტყეში ნადირი არ დატოვა? აი ეს არის პრობლემა, იმის მაგივრად რომ სეზონზე 3-4 თვე მაინც გახსნან მგელზე ნადირობის სეზონი, იმდენად ზღუდავენ რომ იძულებული ხარ "კანონის" წინააღმდეგ წახვიდე და თუ შენს მიერ "ამოღებულ იქნა" მგელი ეს ამბავი ხმამაღლა არ განაცხადო ![]() ნუ ტურაზე და მელაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ......... კიდევ ერთი მომენტი, თუ საქმე იმაშია რომ ეშინიათ მგლებზე ნადირობით მონადირე ნომერში სხვა რამესაც არ გაატარებსო მაშინ ჩემ პირად მიდგომას დავწერ. ჩემი ნება რომ იყოს შევკრავდი ნაღდად კეთილსინდისიერ მონადირეებს, რომლებიც არიან დაინტერესებულები მგლის ამოღებით დიადი მიზნებისათვის და წავიდოდით სანადიროდ, აი იქ როდესაც კაცი იტყვის რომ მარტო მგელს ესროლეთო და ვინმემ კურდღელს რომ ესროლოს გადავაღუნავდი თავზე იმ იარაღს, ასეთია ჩქიმი უბიჟდენიე ამ ყველაფერზე მაგრამ რომ არ მაქვს შესაბამისი თანამდებობა დაგვარი ღონისძიებები რომ ჩავატარო?......... ის ამბავიც გასაგებია რომ არავინ არ დატოვებს მგელს ცოცხალს რომ შეხვდეს, მაგრამ ეგ სხვა ნადირობაზე ხდება ხოლმე შემთხვევით და ამ შეზღუდვების გულისთვის ის გვიწევს რაც გვიწევს...... კიდევ ერთხელ ვიტყოდი რომ ხორცს საერთოდ არ ვჭამ არც შინაურს და არც გარეულს, ასე რომ როგორც მონადირეს ჩემთვის მტაცებელზე ნადირობა უფრო აზარტულია და ჩემნაერი კიდევ ბევრი ვიცი........ ხოხბის დეფიციტი რატომ არის საქართველოში? სულ მონადირეებმა გაწყვიტეს? მგონი ტურამ და მელამაც ქნეს იმაზე მეტი რაც წარმოგვიდგენია, ადამიანს უფრო დაემალება ხოხობი ვიდრე ღამე გამოსულ ველურ მტაცებელს, ასე რომ........ ლევანი თუ მგელი ეგეთი სულმთლად ამოსაწყვეტია...მოდი ვინც ცოტა გარკვეული ხართ ამ სფეროში... ჩვენი ფოტუმის სახელით მიდით სათანადო ადგილას და იქ დაელაპარაკეთ... დაუმტკიცეთ რომ ცდებიან და შეცდომაშიც შეყავთ გარემოს დაცვაც...თუ ეგ გამოვა..მერე დაუშვებენ ალბათ აბა რას იზავენ. ეგ უფრო დიდი საქმე იქნება ვიდრე თუნდაც 100 მგლის მოკვლა... აბა რას ამბობ, ჩვენი საქმე არ არის მაგის მტკიცება, ვინც გარკვეული მაგ სფეროში იმან უკვე გვითხრა და სამინისტროც დააჯერა რომ მგელი, მგელი არ არის... ჩვენ ბევრჯერ უთხარით უკვე ამის შესახებ, ყოველ შეხვედრაზე უთხარით და მეტი რა გინდა რომ ვქნათ, აი შენ რომ ამბობ დაუმტკიცეთო ეგ როგორ წარმოგიდგენია? მკვლევართა ჯგუფი ვართ თუ რა, თითონ უნდა აფინანსებდნენ მაგ ჯგუფებს და გამოიკვლონ ამოსაწყვეტია თუ არა, მაგრამ ჯერ არ ვიცი საერთოდ თუ გამოუკვლევიათ რამე, ყოველშემთხვევაში რაიმე წყარო არ არსებობს რომელიც იტყვის რომ მგელი ცოტაა ან ბევრი, ყველაზე საიმედო ჩემი აზრით მაინც მონადირეები ვართ ვისაც რეალურად გვხვდება მგელი და ვიძახით რომ გვხვდება |
|
|
![]()
პოსტი
#491
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყოველშემთხვევაში რაიმე წყარო არ არსებობს რომელიც იტყვის რომ მგელი ცოტაა ან ბევრი, ყველაზე საიმედო ჩემი აზრით მაინც მონადირეები ვართ ვისაც რეალურად გვხვდება მგელი და ვიძახით რომ გვხვდება მე მაინც მგონია რო მგელი იმდენად არ მომრავლებულა როგორც გვგონია.უბრალოდ იმის გამო რო მართლა შემცირებულია საკვები ტყეში,მოიწევს დასახლებული პუნქტისკენ და შესაბამისად მეტ ადამიანს ყავს შემჩნეული. |
|
|
![]()
პოსტი
#492
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
მე პირადად სადაც დავდივარ ეერთხელ 7 ცალი ერთხელ 1 ცალი ახლახან 3 ცალი და 18 იანვარს 1 ცალი ვნახე ჯანდარის ტერიტორიაზე
|
|
|
![]()
პოსტი
#493
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აი შენ რომ ამბობ დაუმტკიცეთო ეგ როგორ წარმოგიდგენია? როგორ წარმომიდგენია და აგერ ალეკო ამბობს...მე ვიცი და მე ვარ მართალიო...ხოდა მაგას ჩვენ კი ნუ გვეუბნება...იქ უთხრას სადაც საჭიროა თორე მე რავიცი..ან რომ ვიცორე რამე შევცვლი??.. თუ მგელზე ნადირობის დაშვება გვინდა უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.. და ეგ გზა..იმათთან მომუშავე ექსპერტებზე გადის...(სამინისტრო სხვას ვერ მიიღებს) იმათ გარდა ხო არსებობენ იკე მცოდნეები და ექსპერტები??.. ეგენი თუ უშველიან მაგას. სიმართლე ითქვას..პირველად რო ავედით..ძალიან არათანაბარ პირობებში ვიგრძენი თავი...ჩვენ ვსვავდით რაღაც კითხვებს და ისინი იწყებდნენ საუბარს მეცნიერული ტერმინოლოგიით და ხედვით.. მოკლედ..მაგათ ჩვენ( უბრალო მონადირეები) ვერ მოვერევით... ისეთი ადამიანები გვჭირდება..ვინც შესაბამის პასუხს გაცემს იმავე ტერმინოლოგიით და ხედვით. (ეხლა ტურა კვერცხს არ ჭამო და ეგეთები..ცოტა თითზე გადახვეულად მეჩვენება) იყო ალბათ დღის 4 საათი და ისეთ ადგილზე ვნახე რომ იქ მოსახვედრელად სოფელის გვერდი უნდა ჩამოეარა, სხვა გზაც არსებობს იქ მოსახვედრად უბრალოდ ისეთი ადგილისკენ გარბოდა საიდანაც იქნებოდა მოსული, ანუ ეხლა წარმოიდგინე რა დონის გაგულავებულები არიან. მაგ შემთხვევას არანაირი გამგებლები და ეგეთები არ ჭირდებოდა..შეგეძლო პირდაპირ მოგეკლა...ალბათ ათჯერ მაინც მაქვს მოსმენილი ტელევიზორში..თუ მგელი შეამჩნიე სოფლის მიდამოებში..მითუმეტეს თუ რამე უკვე შეჭმული ყავდა წინა დღეებში..სრული უფლება ეძლევა ნებისმიერ სოფლის მაცხოვრებელს..ლიკიდაცია მოახდინოს. ისე კი თუ გინდა გადავამოწმოთ გარემოში..(მაინცდამაინც ჩემ ინფოზე დაყრდნობით რო არ გამოვიდეს) |
|
|
![]()
პოსტი
#494
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 19-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვიტო
100% გეთანხმები ყველაფერში ! მეც მაქვს მსგავსი პატარა ამბები აქვე თბილისთან, ზემო ნაფეტვრებისკენ. პირველად 9 წლის უკან გამოჩნდა მანდ მგელი და ძროხა დაგლიჯა, მერე ისევ განმეორდა ეგ ამბავი, მანდ აგარაკებია, ადგილობრივები არ იყვნენ და რამდენიმე ოჯახი იყო მარტო ჩასახლებული. ბოლოს აღარ დარჩათ საქონელი და გადავიდნენ. ეხლა რო ავდივარ ხოლმე ყარაულია იქ ერთი და სულ მგელზე მელაპარაკება, ანუ სულ დარბის იქ მგელი. გუშინ ვიყავი მაქეთ სანადიროდ, თოვლი იყო ახალი და უამრავი ნაკვალევი ვნახე მგლის, მელასი, ფოტოებიც გადავუღეთ. მოკლედ ისე მაგრად არ მევასება ეს მგლის თემა რო მგონია რაც ფაუნაში ხდება ქვეყანაშიც იგივე ხდება ![]() უბრალოდ ამ ძველ ფრანგულ წიგნს გადავაწყდი და ხაფანგების ტექნოლოგიებია ბევრი, მაგიტომაც ვიფიქრე რო სოფლის ხალხისთვის თუ თოფის გასროლა ეშინიათ, ან კიდევ არა აქვთ (მაგალითად ეს ყარაული რო ვთქვი ეგრეა) დააგონ ხაფანგები, თვითონ უკეთ იციან საიდან შეიძლება მგელი ჩამოვიდეს და დაიცვან თავი. |
|
|
![]()
პოსტი
#495
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th September 2025 - 20:32 |