ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური სეტერი - ლავერაკი |
May 16 2009, 07:34
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან
![]() ინგლისური სეტერი სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად. საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა. ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა. სქესის გამოხატულება სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი. ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა. ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. შეფერილობა ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები. სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს. ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით. ბანალი ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია. ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი. ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა. ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული. ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა. ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი. თავი მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი. ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა. ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები. ყური ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით. ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს. ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით). ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური. თვალი ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით. ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე. ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას. კბილები თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული. კბილთაყრა მაკრატელისებურია. კისერი გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება. ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი. ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი. მკერდი გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი მცირედ იკვეთება. ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. მინდაო კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია. ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები. მუცელი ზომიერადაა აკვალთული. ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი. ზურგი მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი. ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი. ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი. ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული. გავა გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული. ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. წინა კიდურები წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას. ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები. ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული. უკანა კიდურები თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია. ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ). თათი ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი. ხინჯი: მოკაუჭებული კუდი. :moderirebulia: |
|
|
|
Beso ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 16 2009, 07:34
ნოსო ეს ბიმია May 16 2009, 15:47
Maverick ინგლისური სეტერი - ... May 18 2009, 16:52
ახოტნიკ RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი May 19 2009, 22:43
შოთა.03 აი ჩემი ჩაპაც!!! May 21 2009, 08:49
შოთა.03 კი და თუ გყავს ნანა... May 21 2009, 09:25
ნოსო ესეთი იყო ბიმი 3 თვი... Jun 21 2009, 21:01
ბესო RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jun 30 2009, 06:37
Maverick პერი და მისიი და, ქა... Jun 30 2009, 12:01
ნოსო ეს არის ჩემი ვაჟკა... Jul 18 2009, 10:09
ახოტნიკ ნახეთ აი სეთერიც ა... Jul 18 2009, 10:58
ზაზა ნოსო,ბიმის ვიდეო ა... Aug 13 2009, 15:00
ნოსო ზაზა
კი მწყერი ნახ... Aug 13 2009, 16:10
ლევანა90 ბიმი Sep 3 2009, 19:22
შოთა.03 აბა ეს ნახეთ Sep 6 2009, 16:36
mgm არა სეტერი რომ მაგ... Sep 24 2009, 19:56
Akop Минда мец чемеби ганахот....... Dec 27 2009, 01:17
ნოსო Akop
მეც მიხარია რომ ... Dec 27 2009, 18:12
Qarqashadze ნოდარ როსტიაშვილი... Jan 14 2010, 11:30
Akop А как посмотреть родословн... Jan 14 2010, 17:57
Akop ...Я буду Вам ооочень призна... Jan 14 2010, 23:55
Qarqashadze Akop
Акоп я возьму у хозяев р... Jan 14 2010, 19:03
ზაზა რაც შეეხება ინგლის... Jan 15 2010, 19:22
Akop ციტატა(ზაზა @ Jan 15 2010... Jan 19 2010, 04:30
mgm მადლობა ხალხო, ჩემ ... Jan 15 2010, 20:42
Qarqashadze mgm
ციტატა(mgm @ 15th January 20... Jan 15 2010, 20:57
Qarqashadze ისე,განწყობისათვი... Jan 20 2010, 10:39
nodosi შენ გაიხარე ძმაო, დ... Jan 23 2010, 20:39
nodosi RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jan 23 2010, 20:41
nodosi კი სუფთა სისხლისაა... Jan 23 2010, 20:45
nodosi დედის პატრონი ნ. თო... Jan 23 2010, 20:57
თენგო nodosi
ციტატა(nodosi @ 23rd Janu... Jan 23 2010, 20:57
nodosi გაიხარე ჩემო მეგობ... Jan 23 2010, 21:02
ლევანა90 ანუ რადასლოვნი არ... Jan 23 2010, 21:04
nodosi კი რადასლოვნია ყვე... Jan 23 2010, 21:06
nodosi ეს კი ლორდია Jan 23 2010, 22:25
nodosi RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Jan 23 2010, 23:04
ვიტო კიდევ ერთი კითხვა ... Jan 23 2010, 23:44
AlekoN QUOTE (ვიტო @ Jan 24 2010, 00:44)... Jan 24 2010, 12:23
AlekoN ლავერაკი იგივე ინგ... Jan 24 2010, 12:00
BEK_M AlekoN
რადგან ერთ ჯიშშ... Jan 24 2010, 13:09
AlekoN BEK_M
QUOTE (BEK_M @ Jan 24 2010, 14:09) ... Jan 24 2010, 20:25
თენგო ბოდიშის მოხდით, სა... Jan 24 2010, 14:20
თენგო უფრო ლავერაკის ტიპ... Jan 24 2010, 19:28
თენგო თენგო
ამას რა აქვს... Jan 24 2010, 20:55
ნოსო თენგო
ეს რა ძაღლ... Jan 24 2010, 21:18
BEK_M ნოსო
მზის სათვალე ... Jan 24 2010, 21:20
ნოსო კატასტროფულად დიდ... Jan 24 2010, 21:22
თენგო ნოსო
საქართველოში... Jan 24 2010, 21:39
ნოსო თენგო
22 კილოს ვერა... Jan 24 2010, 21:45
mgm ციტატა(ნოსო @ Jan 24 2010... Jan 25 2010, 07:50
თენგო ნოსო
ამიხსენი რატ... Jan 24 2010, 22:00
ნოსო თენგო
წელს არვიცი ... Jan 24 2010, 22:07
თენგო ნოსო
მკვდარი ნაბუ... Jan 24 2010, 22:37
ნოსო mgm
მხოლოდ მინდორში, ... Jan 25 2010, 09:26
ვიტო თენგო
რაც შენ დაწე... Jan 25 2010, 09:46
AlekoN ვიტო
QUOTE (ვიტო @ Jan 25 201... Jan 25 2010, 13:11
ნოსო ვიტო
არც იმათ უნახ... Jan 25 2010, 10:00
Akop nodosi....!!! ძალიან კ... Jan 26 2010, 18:09
Akop ამ წუთში....!!! თე... Jan 27 2010, 12:00
გოგა ციტატა(qarqashadze @ 27th January... Jan 27 2010, 19:24
ზაზა nodosi
სერიოზული ექსტ... Jan 27 2010, 20:27
თენგო გოგა
ციტატა(giorgevich ... Jan 27 2010, 21:04
გოგა თენგო
არა მე ეხლა ... Jan 27 2010, 22:26
თენგო [/URL
[URL=http://www.radikal.ru]
ინგლი... Jan 31 2010, 17:38
ზაზა როსტიაშვილის ძაღლ... Feb 1 2010, 11:29
თენგო RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი Feb 2 2010, 14:44
თენგო 2010 წლის 30 იანვარი. ნა... Feb 2 2010, 14:46
ნოსო პ.ს. ასე არ დამიგეშა... Feb 3 2010, 12:05
ზაზა მაგარი ძაღლია ნოსო... Feb 3 2010, 15:21
თენგო "კინგ-ჩარლზ"-1წლ... Feb 4 2010, 11:10
თენგო ე.წ,"პატიაჟკა"-ლ... Feb 4 2010, 13:53
Maverick კინგ-ჩარლზ ჩემი პე... Feb 4 2010, 13:55
თენგო "კორსარი" ნაბულ... Feb 4 2010, 13:59
Maverick ესეც პერი ნადიურობ... Feb 4 2010, 14:00
თენგო Maverick
ციტატა(Nikolo @ 4th Feb... Feb 4 2010, 14:01
Maverick ეს ე.წ პატიაშკისას
... Feb 4 2010, 14:06
თენგო Maverick
ციტატა(Nikolo @ 4th Feb... Feb 4 2010, 14:14
Maverick ციტატა(თენგო @ Feb 4 2... Feb 4 2010, 14:19
Giorgi_M ესეც ჯოლი, გაიცანი... Feb 7 2010, 13:27
irakli# maxi 'Giorgi_M'
ძაან კაი ... Feb 7 2010, 13:50
თენგო ვანო დონჯაშვილი და... Feb 7 2010, 13:37
თენგო ა კიდო
Giorgi_M
მაგარ!... Feb 7 2010, 13:45
ზაზა ციტატა(თენგო @ Feb 7 2... Feb 7 2010, 18:38
Giorgi_M გაიხარეთ , მოლლი სუ... Feb 7 2010, 13:59
Giorgi_M რაღაც სეტერისტები ... Feb 14 2010, 17:49
თენგო irakli# maxi
მე მოგიყვები... Feb 14 2010, 23:21
Giorgi_M ციტატა(თენგო @ Feb 15 ... Feb 14 2010, 23:33
ვანიჩკა ესეც ჩემი სეტერი ჯ... Feb 14 2010, 23:33
თენგო Giorgi_M
ციტატა(Giorgi_M @ 15th ... Feb 14 2010, 23:53
ვანიჩკა თენგო
ციტატავანიჩ... Feb 17 2010, 08:25
თენგო ვანიჩკა
ეჭვიც რა მ... Feb 17 2010, 09:10
AlekoN თენგო
ირაკლიმ რა ფ... Feb 19 2010, 14:05
თენგო AlekoN
ციტატა(AlekoN @ 19th Febr... Feb 19 2010, 14:56
AlekoN თენგო
ამ შემთხვევა... Feb 19 2010, 22:24
თენგო AlekoN
ციტატა(AlekoN @ 19th Febr... Feb 19 2010, 22:48![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th October 2025 - 12:36 |