IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გიორგი
პოსტი Oct 5 2009, 19:05
პოსტი #101


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



გადავწყვიტე სანადიროდ და სათვზაოთ სიარულისას, თან ვიქონიო პატარა აპტეჩკა. ხოდა თქვენი რჩევა მინდა - რა უნდა იყოს ამ აპტეჩკაში ???
ოღონდაც ეხლა თითო ქირურგი და სასწრაფო მანქანა და ეგეთები არ გვინდა.... მინიმალური ნაბორი.... თან რომ არ დაგამძიმოს და თანაც რომ რამე - შეგეშველოს საქმეში.... თან ისეთი სია გავაკეთოთ, რომ კაცმა რომ ამობეჭდოს და აფთიაქს მიაჭრას - საძებარი ჰქონდეს არაფერი...



ციტატა(შოთა.03 @ Oct 7 2009, 04:59 PM) *
1- შესახვევი საშუალებები
ეს არის სტერილური ბინტი და ელასტიური ბინტი.
აგრეთვე ეს ელასტიური ბინტი გამოიყენება როგორც დასაფიქსირებლად ასევე სისხლდენის შესაჩერებლადაც.
2- რეპარინის სპრეი ან ლიდოკაინის სპრეი- ეს არის დეზადორივით newsmile035.gif
რომელსაც ვხმარობთ ტრავმებზე, მაგალითად კუნთის დაჭიმვა, მოტეხილობა, ღრძობა და სხვა. შეასხურებ და აღარ ტკივა newsmile035.gif
კარგია არა ცხოვრება? newsmile035.gif
3- კეტოროლაკი ანუ კეცი ეს არის საკმაოდ ძლიერი ტკივილ გამაყუჩებელი, უტოლდება ტორადოლს, მაგრამ განსხვავება მათშორის ის არის, რომ კეცს მოყვება თავისივე შპრიცი, რაც ნაკლებ წვალებასთანაა დაკავშირებული...
4- სუპრასტინი, დიმედროლი, ტავეგილი, კლარიტინი- ესენი არიან ანტიალერგიული პრეპარატები, გამოვიყენებთ მხოლოდ ალერგიის შემთხვევაში... შეგვიძლია დავამატოთ ძლიერი ალერგიის დროს პრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, "ჰორმონები"
5- პერეკისი - ანუ წყალბადის ზეჟანგი -ესეც აუცილებელი ელემენტია ჩვენს აპტეჩკაში, მისი საშუალებით ჩვენ უზრუნველყობთ ჭრილობის დამუშავებას და დეზინფექციას.
6- ზელიონკა ანუ ბრილიანტის მწვანე- ეს არის ანტისეპტიკური საშუალება და ვიყენებთ პერეკისით დამუშავების შემდეგ.
7- პარაცეტამოლი- ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალება თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს.
8- პანტენოლი- ეს არის აეროზოლი, რომელიც გამოიყენება დამწვრობისას...
9- NACL 0.9%. 500 ML-ხსნარი ინტრავენური ინფუზიისთვის, თუ ჭრილობის შედეგად წნევა დაქვეითებულია, მოწამვლა, ფაღარათი, ნაკბენი, მოტეხილობა და სე შემდეგ.
10- სისტემა.
11- ვენის კათეტერი.
ეხლა რა ხდება 9.10.11 ვიყენებთ იმ შემთხვევაში, ტუ ვინმე აზრზეა ვენაში ნემსის გაკეთების. ისე აზრი არაქვს, ტყუილად უნდა დაჯიჯგო ადამიანი და ცოდოა newsmile035.gif
12- ლეიკოპლასტი
იარაღებიდან საჭიროა ვიქონიოთ პინცეტი, მაკრატელი და ოროფარენგიული მილი.
ეხლა ავხსნი რა არის ოროფარენგიალური მილი, ამაზე დავდებ პატარა ვიდეოს, ეხლა გადავიღებ და ნახეთ, აქ დაწერა მეზარება newsmile035.gif
1 იმას ვიტყვი რომ ეს ორო გამოიყენება კრიჭის შეკვრისას, ეპილეფიის შეტევისას და ისეთ სიტუაციებში, როდესაც საშიშია ე.წ. "ენის გადაყლაპვა", მართალია, რომ ენას არავინ არ ყლაპავს, უბრალოდ ხდება ენის დაცობა სასუნთქ გზებზე და სუნთქვა ჩერდება, რის შედეგადაც პაციენტი იღუპება, თუ კრიჭა არაა შეკრული, ანუ არაა გამოხატული ტრიზმი არ იხმაროთ ორო, უბრალოდ დაზარალებულს თავი გადააბრუნებინეთ გვერდიAთ და ამით მორჩება ყველაფერი....
13- შპრიცი- 2, 5, 10, 20 მილილიტრიანები

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   "აპტეჩკა"   Oct 5 2009, 19:05
- - T A M P L I E R   რა იყოთ რათ უნდა ამ�...   Jan 28 2010, 13:27
- - 919   T A M P L I E R მართალი ხარ,...   Jan 28 2010, 14:07
- - T A M P L I E R   919 მიდი რა გიგა შენ �...   Jan 28 2010, 14:13
- - 919   ascklefios033 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%8...   Jan 28 2010, 14:15
|- - ascklefios033   ციტატა(919 @ Jan 28 2010, 15...   Jan 29 2010, 07:31
- - ვიტო   ოღონთ თუ გააკეტებტ...   Jan 29 2010, 07:38
- - ascklefios033   ზუსტად მაგას ვეძებ...   Jan 29 2010, 08:25
- - ascklefios033   http://feonib.freeo.net/page210.htm ესეც �...   Jan 29 2010, 11:37
- - 919   ascklefios033 ნება მომეცი �...   Jan 29 2010, 20:53
- - ascklefios033   გასაგებია მაგრამ ს...   Jan 30 2010, 05:55
- - 919   ascklefios033 შენ ამ მცენა�...   Jan 30 2010, 06:59
- - გიორგი   მოკლედ დღეს შევიძი...   Feb 6 2010, 19:08
- - მაჭარა   გიორგი ვა გიო რამა�...   Feb 6 2010, 22:48
- - გიორგი   80 ლარი THULE-ში.... მაგრა�...   Feb 6 2010, 23:14
- - 919   გიორგი რა ვერ გაიგ...   Feb 6 2010, 23:41
- - ბესო   ვენაასში შეგიძლია�...   Feb 8 2010, 22:43
- - გიორგი   ციტატავენაასში რა...   Feb 8 2010, 23:34
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2025 - 05:58