IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Jul 10 2009, 01:16
პოსტი #101


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი” newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო.

მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო newsmile035.gif newsmile035.gif და მერე კი გამოგყვებიო და აგარჩევინებო. რაღა მექნა, კაი თქო და წამოვედი.

მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება:

ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში.

შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე.

“თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია…

გადავხსენი თოფი და ……….


სადააა ნარეზიიი …..


ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით…..

შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს….

- “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა…..
- რა ნარეზიოოო ?!?!?!?
- რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!!

ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი…

- მაგას ნარეზი არა აქვსო !!!
- მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!!
- სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა)
- რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი…

მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”.

თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . .


მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის…

მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას)
დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის:

- გოგა !

- ჰა

- თოფს ვყიდულობ

- მერე

- ნარეზი არა აქვს

- რა ნარეზი !?!?!

- ლულაში ნარეზი

- პაუზა . . .

- შენ შ… ხომ არ გაქვს !!!!

- ზუმერი .……

დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- გიორგი   სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jul 10 2009, 01:16
- - bala   მე შეურაცყოფას მივ...   Jan 29 2010, 23:33
- - ჯეკო   გოგა   Jan 29 2010, 23:44
- - კუდიგორელი   გოგა საიდანა ჩით...   Jan 29 2010, 23:58
- - გოგა   კუდიგორელი ეხ ჩემ...   Jan 30 2010, 00:06
- - კუდიგორელი   გოგა   Jan 30 2010, 00:20
- - პერსი   ეგ კაცი მე მგონი პი...   Jan 30 2010, 22:17
- - geojorjika   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jan 31 2010, 00:14
- - გიორგი   ვახახახახახახააა...   Feb 3 2010, 23:26
|- - ჩიკო   ციტატა(გიორგი @ Feb 4...   Feb 4 2010, 12:49
- - გოგა   გიგასგან არ არის ე...   Feb 3 2010, 23:48
- - bala   ციტატა(somkhishvili @ 4th Februar...   Feb 4 2010, 15:53
- - hunter777   მოდი ერთ ისტორიას ...   Feb 4 2010, 21:49
- - ჰერცოგი997   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Feb 4 2010, 22:36
- - ჯეკო   hunter777 ეგ ამბავი მე სხ...   Feb 4 2010, 23:05
- - hunter777   ნაღდად მოხდა კაცო...   Feb 4 2010, 23:52
- - კუდიგორელი   hunter777 მაინც გააბაზრ...   Feb 5 2010, 00:07
|- - hunter777   ციტატა(კუდიგორელი ...   Feb 5 2010, 10:33
- - გიორგი   hunter777 ჩავბჟირდი...   Feb 5 2010, 02:10
- - ლევანი   ციტატა(irakli fofxadze @ 4th Febr...   Feb 5 2010, 02:40
- - ROVER   hunter777   Feb 5 2010, 10:38
- - გოგა   გიორგი ის დაწერე ე...   Feb 8 2010, 21:20
- - sabo73   თქვენ გაგახარებთ ღ...   Feb 13 2010, 00:47
- - ჭალიმგელა   ოო კიდევ ერთი გამა...   Feb 15 2010, 10:52
- - cz80   ჭალიმგელა ...   Feb 15 2010, 11:35
- - თენგო   ჭალიმგელა მასე რო...   Feb 15 2010, 13:11
- - hunter777   და არა მარტო ჩაი! ...   Feb 15 2010, 23:59
- - ბალა   აუ საღოლ ჭალო მაგა...   Feb 16 2010, 16:48
- - გიორგი   ვაააააა....... აი საღო...   Mar 7 2010, 00:34
- - გიორგი   რომელი წელია არ მა...   Mar 7 2010, 00:54
- - გოგა   გიორგი მიდი მერე   Mar 7 2010, 00:54
- - გიორგი   რაღა მიდი, შენი პოს...   Mar 7 2010, 01:01
- - ჰერცოგი997   ესეიგი ბაბუსა დაცი...   Mar 7 2010, 01:10
- - ბექარი19   ვახ რა ვიცინე მუცე...   Mar 7 2010, 03:50
- - DATKA   ეს ამბავი შეგენთხვ...   May 17 2010, 11:29
- - Shottto   ერთ ისტორიას მეც დ...   Jun 10 2010, 14:40
- - Sos049   ზამთარში ჯანდარის ...   Jun 10 2010, 16:37
- - გოგა   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jun 10 2010, 16:59
- - T A M P L I E R   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jun 10 2010, 17:12
- - გიორგი   RE: სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან   Jun 10 2010, 22:13
- - ჯეკო   Sos049 აუ გაიხარე რაამ...   Jun 10 2010, 22:33
- - ლეკი   Sos049 შენ გაგახა...   Jun 10 2010, 22:36
- - hunter777   ერთ მეც ვიტყვი! პ...   Jun 22 2010, 19:39
- - ჯეკო   hunter777 აუ კაი შიშს კი ჭ...   Jun 22 2010, 20:06
|- - hunter777   ციტატა(ჯეკო @ Jun 22 2010...   Jun 22 2010, 20:45
- - გოგა   ეხლა ამ ამბავს კი მ...   Jun 22 2010, 20:57
- - cz80   ციტატა(giorgevich @ 22nd June 201...   Jun 22 2010, 22:33
- - T A M P L I E R   cz80 ხო ხო რატო ბურჯა...   Jun 22 2010, 22:41
- - ლევანი   ციტატა(giorgevich @ 22nd June 201...   Jun 22 2010, 23:58
- - ნოსო   ლევანი გეშლება ,სა...   Jun 23 2010, 04:55
- - ლევანი   ნოსო ეგ კახა ბასილ...   Jun 23 2010, 10:51
- - შალვა   ლევანი ციტატა(levani ...   Jun 23 2010, 13:04
- - ნოსო   გეუბნებით რომ ერთე...   Jun 23 2010, 13:48
- - შალვა   ნოსო პირველი ზურა...   Jun 23 2010, 14:01
- - hunter777   ეს ამბავი ერთ დაბუ...   Jun 23 2010, 15:41
- - ჯეკო   hunter777 არყოფილა ის კ...   Jun 23 2010, 16:40
- - DATKA   ერთი ამბავი მეც გა...   Jul 4 2010, 21:49
- - გოგა   ციტატა(DATKA @ 4th July 2010 ...   Jul 4 2010, 22:18
- - Sos049   მოკლედ,ის პერიოდია...   Jul 5 2010, 00:31
- - T A M P L I E R   Sos049 ვაიმე დღეს...   Jul 5 2010, 00:46
- - შალვა   ციტატა(DATKA @ 4th July 2010 ...   Jul 5 2010, 08:26
- - გიორგი   Sos049 მაგარი იყოოო   Jul 5 2010, 09:16
- - DATKA   სულ ახლი ამბავია. შ...   Jul 6 2010, 21:27
- - ლეკი   მეც მომივიდა უკვე ...   Jul 6 2010, 22:37
- - ლევანი   ციტატა(leki_gio @ 6th July 2010 ...   Jul 7 2010, 00:17
- - ბალა   ჰოო და ჩემო ძვირფა...   Nov 26 2010, 12:24
|- - ჭალიმგელა   ციტატა(ბალა @ Nov 26 2010...   Nov 26 2010, 16:37
- - გოგა   ციტატა(:)ZORAIDE:) ...   Nov 26 2010, 16:17
- - შოთა.03   ბალა ციტატა(:)ZORAIDE...   Nov 26 2010, 17:09
- - sabo73   მოკლედ ბიჭებო ეხლა...   Mar 30 2011, 22:06
- - ჰერცოგი997   საღოლ მაგარი სანახ...   Mar 30 2011, 22:20
- - გიორგი   sabo73 "ბედის ირონ...   Mar 31 2011, 09:23
- - sabo73   ჰერცოგი997 მასეთი ს...   Mar 31 2011, 09:26
- - Sos049   წარმოებაში წყლის მ...   Sep 22 2011, 23:55
- - ლევანი   ციტატა(Sos049 @ 23rd September 20...   Sep 23 2011, 00:09
|- - Sos049   ციტატა(ლევანი @ Sep 2...   Sep 23 2011, 00:20
- - sabo73   მართალია ეს ისტორი...   Sep 23 2011, 08:27
- - Davitus   sabo73 მძღოლი ეძახე ახ...   Sep 23 2011, 08:31
- - kantorski   მე ერთი მეტად უცნა...   Sep 23 2011, 20:47
- - Sos049   kantorski ეს...,ვერ მოგსვლ...   Sep 26 2011, 08:43
- - kantorski   ჭალიმგელა ძმა ის გ...   Oct 7 2011, 14:11
- - ჭალიმგელა   kantorski ძუკუ შენა ხარ კ...   Oct 7 2011, 15:02
- - sabo73   დღეს ჩავედი, მცხეთ...   Oct 7 2011, 22:04
- - ჭალიმგელა   sabo73   Oct 7 2011, 22:14
- - ლევანი   sabo73 ერთის მხრივ .მარ...   Oct 8 2011, 02:08
- - Davitus   მოკლედ არ ვიცი რამ...   Oct 8 2011, 02:13
- - შალვა   აუფფფ! არადა ჯერ ...   Oct 8 2011, 08:35
- - ზახარა   Davitus რა გჭირს კაცო შ...   Oct 8 2011, 09:14
- - შუკა   Davitus დროა ცოლი მოიყ...   Oct 8 2011, 09:44
- - გოგა   მაგარია მაგრამ მ...   Oct 8 2011, 13:12
- - ჰერცოგი997   დროა იფიქრო იფიქრო...   Oct 8 2011, 15:49
- - maxo06   მოკლედ ეს ამბავი 5-6 ...   Oct 8 2011, 18:37
|- - ლეკი   ციტატა(maxo06 @ Oct 8 2011, 19...   Oct 9 2011, 20:27
- - გოგა   maxo06 კარგი იყო   Oct 8 2011, 18:56
- - ჭალიმგელა   Davitus ოჩოს გადამკიდე ...   Oct 8 2011, 20:18
- - cz80   Davitus ეე დათკა,შვებულ...   Oct 8 2011, 20:25
- - გიორგი   ცხელ-ცხელი ამბავი ...   Aug 7 2012, 20:37
- - Sos049   რამოდენიმე დღის წი...   Aug 7 2012, 21:39
- - გიორგი   Sos049   Aug 7 2012, 21:56
- - hunter777   Sos049 მაგარი ვიცინეე...   Aug 7 2012, 22:04
- - Davitus   გიორგი კარქი იყო, ...   Aug 7 2012, 22:46
3 გვერდი V  < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 22:33