დიპლომიანი და უდიპლომო |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დიპლომიანი და უდიპლომო |
Sep 4 2009, 19:38
პოსტი
#61
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შოთა,ეგ არ დავწერე ზემოთ,თუ მონადირეს აკმაყოფილებს თავისი ძაღლი,საველე კი ჰკიდია ფეხებზე,მარა მაინც იმას ვამბობ,რომ ყველა უნდა ეცადოს მაგრა გაზარდოს ლეკვი,თან იმენნა მუშა წინაპრებისგან იყოს,კულტურა ჩამოყალიბდება სწორად ნადირობის.პირობები რომ მქონდეს სეტერს ავიყვანდი,ვიცი აქაც მაგარი ძაღლები,იდეალურად მუშაობენ მინდორში,სიამოვნებაა მათი ყურება.შემპირდნენ და განახებ მერე და შევადაროთ
|
|
|
Sep 4 2009, 23:49
პოსტი
#62
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო
ტავის ძაღლსაც დიპლომიანი წინაპრები ყავს, მაგრამ დებილია ჩაგეთვალა ისე რატომ ვაჯაზებთ ეხლა ამ თემას 1. საგვარეულო ნუსხით ძაღლი კარგია, მაგრამ შეიძლება არ ქონდეს და უკეთსად ინადიროს 2. ექსტერიერი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ კარგია თუ სტანდარტებს აკმაყოფილებს 3. დიპლომიანი ძაღლი კარგია, მაგრამ უდიპლომოსაც შეიძლება უკეთესი შედეგები ქონდეს (თან 4-ჯერ სადიპლომოზე გაზვანილი ძაღლის მომავალი სავარაუდოდ კომერციასთან კავშირშია) 4. ჩემი ძაღლი ყველას ჯობია |
|
|
Sep 7 2009, 20:33
პოსტი
#63
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი საველეები და გამოფენები ჯიშის დასახვეწად და ჯიში რომ არ დაიკარგოს ხომ მისთვის ტარდება მაშასადამე აუცილებელია. ჩვენ თითქმის ყველას გვყავს უდიპლომო ძაღლები მაგრამ მე ვიცი რომ ბევრი მათგანი მართლაც აჯობებს ბევრს დიპლომიანს მაგრამ ასე ჯიში არ დაიხვეწება არა და ამ მხრივ ისედაც ჩამორჩენილები ვართ. რაც შეეხება უდიპლომოები დვარნიაშკები არიანო მაგას ეტყობა უდიპლომო პროფესორთან არ უნადირია თორე მაგას არ იტყოდა
|
|
|
Nov 23 2009, 16:28
პოსტი
#64
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
თემა გავფილტრე, და ამიერიდან იდება ღიაში
|
|
|
Nov 23 2009, 23:44
პოსტი
#65
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 270 რეგისტრ.: 24-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
ოოოოო! აქ მაგარი საინტერესო თემა ყოფილა.
საველე გამოცდები აუცილებელია და ამას ყველა ეთანხმება, მაგრამ ალბათ არის რაღაც რაც ხელს უშლის მონადირეს თავის ძაღლი გაიყვანოს და გამოცადოს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ გამოცდა, როგორც მე ვიცი, ტარდება მხოლოდ მწყერზე, უნდა იყოს სხვა სახეობებზეც. აგრეთვე ჩემი აზრით არ არი სწორი, როდესაც კონტინენტალურ მეძებარს და პოინტერს ერთი კრიტერიუმით აფასებ, მაგალითად: ძაღლი პირველ ხარისხს ვერ აიღებს, თუ გარკვეულ სიშორეზე ვერ აიღებს ფრინველის სუნს, არ ჭირდებათ და არც მოეთხოვებათ ასეთი ყნოსვა კონტინენტალებს და რა ქნან. ვიმეორებ ეს ჩემი აზრია და ამაზე შადიმან შამანიძესთანაც მქონდა საუბარი. ხო ეხლა რაც შეეხება დიპლომიანს და უდიპლომოს: საქართველოში ჰეფესტოსის თქმით სულ დვარნიაშკები გვყოლია, ბოდიში ზაზასთან და მავერიკთან, მაგრამ თქვენი ძაღლებიც ეგრე გამოდის, რადგან არ აქვთ დიპლომი ჭაობის ფრინველზე და არ აქვთ დიპლომი--ტყის სახეობებზე. კონტინენტალები ხო საერთოდ დაჩაგრულები არიან, ყველა იმაზე ლაპარაკობს რო უნივერსალები არიან და ნადირზეც ნადირობენ რატო არ ატარებენ ეს კეთილი ხალხი (მაგრად ვბალეშიკობ) ასეთ საველეებს ჩემამდე არ დადის. ასევე უნდა ითქვას მდევრებზე და სოროში მომუშავე ჯიშებზე. საბოლოოდ, როგორც ნადირობას ექცევა ყურადღება სახელმწიფოში ისეთი მდგომარეობაა მონადირულ მეძაღლეობაში, საველე გამოცდები უნდა იყოს უმაღლეს დონეზე და ჯიშების სელექცია გამოსწორდება და აღარ დავფეთდებით ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილ ძაღლებზე. |
|
|
Feb 16 2010, 01:10
პოსტი
#66
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
გადავიკითხე ეს თემა და ჩემი აზრი რო არ გამოვთქვა არ შემიძლია: იმის თქმა რომ დიპლომიანი ჯობია უდიპლომოს სწორი არ იქნებოდა, იმიტომ რომ კაცმა არ იცის უდიპლომო საველე გამოცდაზე რას იზავს და რა დიპლომს აიღებს(აქ ლაპარაკია ჯიშიან ძაღლებზე). უჯიშოს რაც შეეხება მათთვის დიპლომის დაწერას არავითარი აზრი არ აქვს-საველე გამოცდისა და დიპლომის მინიჭების უპირველესი მიზანია ძაღლის ბუნებრივი სანადირო თვისებების გამოვლენა-რათა შემდგომში ესა თუ ის თვისებები გათვალისწინებული იქნას საჯიშე მწარმოებლების შერჩევისას და უტრირებულად რომ ვთქვათ ერთნაირი ნაკლის მქონე ძაღლები ერთმანეთთან არ დაირთოს. უჯიშო ძაღლია და კარგად ნადირობსო რო გაიძახიან ჯერ ერთი კარგად ნადირობას რას ეძახიან საინტერესოა ძალიან, ალბათ ფრინველის ამოყვანაზეა ლაპარაკი და მინდა გითხრათ რომ თოკზე გაბმულ კონსერვის ქილებზე უკეთესად ვერცერთი ძაღლი ვერ ამოიყვანს ფრინველს. მეორე- ინგლისიდანაა ჩამოყვანილიო და საგვარეულო არ მაინტერესებსო-ჯიშიან ძაღლს რო გავს ხო აინტერესებს თუ როგორ გგონიათ ეგრე რო ეაზროვნათ ეხლა რომელიმე ჯიში იარსებებდა? და მაგრად ნადირობს ჩემი უჯიშო ძაღლიო რო იძახიან-თუ მართლაც ასეა-რატომ აყავთ პოინტერის, სეტერის, კურცჰაარის თუ დრათჰაარის მაგვარი ძაღლები? მათში სწორედ ჯიშიანი ძაღლების სისხლი ჩქეფს და ამის დამსახურებაა თუ რომელიმე რამეს აკეთებს-თუ არ გჯერათ ნუღარ შეიწუხებთ ჯიშიანისმაგვარი ძაღლის ყიდვითა და გაზრდით თავს შეუხედავი ეზოს ძაღლების მეტი რაღაა -წაიყვანეთ დაგეშეთ რამოდენიმე მათგანი და თვითონვე დარწმუნდებით რომ უჯიშო ცხოველზე დროის, თანხებისა და ძალისხმევის უაზრო ხარჯვის მეტს ვერაფერს მიიღებთ, აღარაფერს ვლაპარაკობ შთამომავლობაზე.
ესეთი ლაპარაკი(უჯიშოს ქება დიდებაზე მაქვს ლაპარაკი) იმას ნიშნავს, რომ თურმე რა საჭიროა ჯიშიანი ძაღლი და თურმე სულელები ვყოფილვართ ვინც ჯიშიან ძაღლს ვყიდულობთ და ვზრდით. რაც შეეხება ტერმინ "დვარნიაშკას" (უჯიშოს) -დვარნიაშკა არაა მხოლოდ ის ძაღლი რომელსაც აქვს 3 ან 4 მუხლიანი საგვარეულო ნუსხა, მიუხედავად იმისა საველე აქვს თუ არა ამით მისი დვარნიაშკობა არ განისაზღვრება . ისე საწყენი არ უნდა იყოს როსესაც დვარნიაშკა(უჯიშო) გყავს და გეტყვიან დვარნიაშკააო-აბა "დვარნიაშკას" უჯიშოს რა დავუძახოთ? მე ჯიშიანიც მყოლია ისეთი რო შეიძლება ბევრ უჯიშოსაც ეჯობნა ბევრ რამეში,მაგრამ არასდროს არ მიფიქრია უჯიშოს აყვანა. რაც შეეხება მაჩაბელზე კლუბში უჯიშო ძაღლების გაპრავებას ამაზე ვინც იქნა შემჩნეული იქ აღარ მოესვლება, ბოლო 15 წ ლის მანძილზე ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ქონია. კომერციას რაც შეეხება დღეს სანადირო მეძაღლეობა და კომერცია ძალიან შორსაა ერთმანეთისაგან. ჯიშიანი ძაღლი არ იძლევა იმის გარანტიას რომ 100% მაგარი გამოვა -მაგრამ ლეკვის აყვანისას მისი მშობლების საგვარეულოს , ექსტერიერისა და საველე თვისებების ცოდნის შემთხევაში ალბათობა იმისა რომ თქვენს ხელში კარგი მონადირე ძაღლი აღმოჩნდება საკმაოდ მაღალია. უჯიშოს აყვანისას კი არაფრის პროგნოზირება შესაძლებელი არაა და საკმაოდ ბუნდოვანია რა გაიზრდება და ინადირებს თუ არა საერთოდ. მოკლედ არჩევანი თქვენზეა |
|
|
Feb 16 2010, 09:44
პოსტი
#67
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
GIGO
+10000000000000000. ჯიშიანი ძაღლი იმისთვის კი არ აგყავს კაცს რომ კომპლექსები დაიკმაყოპილო,პირიქით,მე მგონი უჯიშოების პატრონებს უჩდებათ გარკვეული კომპლექსები და ზუსტად ეგ არის წყარო საუბრების კლუბში ძაღლების"გაპრავების" შესახებ. |
|
|
Feb 16 2010, 09:50
პოსტი
#68
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
მემგონი ,სიტყვა უჯიშო არა მთალდ მართებული, უთვისებო და უჯიშო არაფერი არსებობს. ხომ არის მეტისი, ანუ ნაჯვარი, ან ნაკლბ ჯიშიანი, ან რაღაც ეგეთი. სიტყვაშია პრობლმა თორემ მეც ვიცი ჩემი ძაღლი რომ არააა საბუთებიანი
|
|
|
Feb 16 2010, 10:54
პოსტი
#69
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მემგონი ,სიტყვა უჯიშო არა მთალდ მართებული, უთვისებო და უჯიშო არაფერი არსებობს. ხომ არის მეტისი, ანუ ნაჯვარი, ან ნაკლბ ჯიშიანი, ან რაღაც ეგეთი. სიტყვაშია პრობლმა თორემ მეც ვიცი ჩემი ძაღლი რომ არააა საბუთებიანი ნოსო ნაკლებად ჯიშიანი რას ნიშნავს? ძაღლი ან ჯიშიანია ან უჯიშო. რაც შეეხება გაპრავებას, თუ ვინმემ იცის მასეთი ფაქტი რომელიც მაჩაბლის 20-ში არსებულ კლუბში მოხდა თქვას და გავარკვიოთ, რაც არა მგონია მომხდარიყო. |
|
|
Feb 16 2010, 11:10
პოსტი
#70
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნოსო
თორემ მეც ვიცი ჩემი ძაღლი რომ არააა საბუთებიანი საბუთების ქონა ჩემო ნოსო ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. შენი ძაღლი,ყოველ შემთხვევაში ფოტოებზე ესე ჩანს არის ტიპიური,უჯიშო ეწოდება ისეთ ეგზემპლიარს რომლის მიკუთვნება არცერთი ჯიშისადმი არ შეიძლება,არის ეგრეთწოდებული" პარია". არ გამოვრიცხავ რომ ამა თუ იმ უჯიშომ ინადიროს,ნუ დავივიწყებთ რომ ის მაინც მტაცებელია და ეს ინსტინქტი მასში ჩადებულია,მაგრამ ვაი ამ ნადირობას. ეს როგორც გიგომ თქვა კონსერვის ქილებით ნადირობის მაგვარი რამეა. იმ სილამაზის შეგრძნება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფრინველზე ნადირობისას სპეციალიზირებულ ძაღლებს ახასიათებს,მოდის თანდათან არ სულ არ მოდის. ეგ უკვე მონადირის კულტურაზე და სილამაზის შეგრძნებაზეა დამოკიდებული. მეტისს რაც შეეხება ეს არის ორი ჯიშის ნაჯვარი რომელიც ორივესთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. პოინტერისა და სეტერის ნაჯვარს თავისი სახელიც კი გააჩნია მათ 'დროპერებს უწოდებენ |
|
|
Feb 16 2010, 11:22
პოსტი
#71
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ნოსო საბუთი არის ძაღლის წმინდასისხლიანობის დამადასტურებელი, რაც გამორიცხავს მის წინაპრებში უჯიშო ძაღლს. თუ ასეთ ძაღლს ქვია წმინდასისიხლიანი,სუფთასისხლ
იანი, ჯიშიანი,მაშინ რა ქვია ძაღლს რომლის წინაპრებიც გაურკვეველია? შენი აზრით |
|
|
Feb 16 2010, 13:09
პოსტი
#72
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
irakli# maxi
არა წმმინდა სისხლის , შერეული ჯიშია, თორემ სიტყვა უხარისხო, უჯიშო ,ნიშნავს რომ უთვისებოა, როგორ ახლა რაც არუნ იყოს ნივთი დაბალ ხარისხიანი, მისი ხარიზხის მაჩვენებელი არსებობს, შესაბამისად ეგ ნივთი აღარ გამოდის უხარისხო. მემგონი გამიგეთ |
|
|
Feb 16 2010, 13:27
პოსტი
#73
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნოსო
მოდით შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე. 1-ჯიშიანი ძაღლი-ის რომელიც ჯდება ამა თუ იმ ჯიშის სტანდარტებში,შეესაბამება გენოტიპს და მინიმუმ 5 თაობა ვიცით წინაპრები. 2-ნარევი ძაღლები (მეტისები)-ის ძაღლები რომლებიც წარმოადგენენ ორი ჯიშიანი ძაღლის შეჯვარების პროდუქტს(მიუხედავად ჯიშის სპეციალიზაციისა) 3-უჯიშო,პარია,"დვარნიაჟკა" და ა.შ.-ძაღლები რომლის წარმოშობის შესახებ რაიმე ვარაუდის გამოთქმა ჭირს, ვინაიდან ისინი თავისი შესახედაობით რამოდენიმე ჯიშისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებენ, ან სულაც არცერთ ჯიშს არ გვანან ტერმინში "უჯიშო" ნურაფერ საწყენს ნუ დავინახავთ ,უბრალოდ მოკლეა და სრულად გამოხატავს არსს. |
|
|
Feb 16 2010, 14:26
პოსტი
#74
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
irakli# maxi არა წმმინდა სისხლის , შერეული ჯიშია, თორემ სიტყვა უხარისხო, უჯიშო ,ნიშნავს რომ უთვისებოა, როგორ ახლა რაც არუნ იყოს ნივთი დაბალ ხარისხიანი, მისი ხარიზხის მაჩვენებელი არსებობს, შესაბამისად ეგ ნივთი აღარ გამოდის უხარისხო. მემგონი გამიგეთ წმინდა სისხლის შერეული ვერ გავიგე რას ნიშნავს? უთვისებოსაც ვერ ჩავწვდი რას გულისხმობ? მე უბრალოდ ტერმინებზე გეუბნები, ძაღლი უნდა იყოს ჯიშიანი ან უჯიშო, ნახევრად ჯიშიანი ტერმინი გაგიგია? შენ ხო გყავს სეტერი , დარწმუნებული ხარ, რო შეაჯვარებ წმინდა სისხლის სეტერთან ყველა სეტერის ტიპიური ლეკვი გამოუვა? ნივთი რა შუაშია. სეტერი მარტო იმიტ კი არ განისაზღვრება შავთეთრი იყოს და ბეწვი ქონდეს. ბევრი ნიუანსია რითიც განსხვავდება ჯიშიანი სეტერი უჯიშოსაგან |
|
|
Feb 16 2010, 16:32
პოსტი
#75
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
irakli# maxi
ეგ გასაგებია, მე უფრო ტერმინის სისრულისკენ მიმყავს საუბარი, თორემ არც მე არვიცი ჩემი სეტერი სუფთაა თუ არა,იმიტომ რომ საბუთები არააქ. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:18 |