სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გოგა
პოსტი Feb 8 2010, 21:20
პოსტი #121


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
ის დაწერე ერთი "სექუთურე" და "სიგნატურეზე" newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 13 2010, 00:47
პოსტი #122


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თქვენ გაგახარებთ ღმერთი, აქამდე სად ვიყავი ამას რომ არ ვკიტხულობდი. სერიოზულად ვიხალისე small3d018.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 15 2010, 10:52
პოსტი #123


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ოო კიდევ ერთი გამახსენდა... შევარდნაძის დროა, სადღაც 96-97 წელი. უნივერმაგ თბილისში ვმუშაობდი. ჩამოდის კადრების განყოფილების უფროსი და მეუბნება დირექტორი გიბარებსო. ავედი კიდევ 4 თანამშრომელი ელოდება ყველა ახალგაზრდა და გალსტუკიანი, ანუ ოფიციალურად ჩაცმული. ვიკითხე რაზე გვიბარებს თქო და არავინ არ იცოდა. მოკლედ შევედით და დირექტორი გვეუბნება: ხვალ 9 საათზე აეროპორტში იქნებით ოფიციალურად ჩაცმული, კოსტუმით და ჰალსტუხითო. ვკითხეთ რა ხდებათქო და იქ გაიგებთო. ერთი კი მივხვდი აგვარჩია ისეთი ხალხი ვინც გამოსაჩენად სირცხვილი არ იყო და ესე თუ ისე ოფიციალურად იზმანებოდა. სხვა რა გზა იყო მეორე დილით დავერჭეთ აეროპორტში. იქ ჩვენნაირად გამოწყობილი და დაბნეული ხალხი დაგვხვდა, ზოგი გამგეობიდან, ზოგი მოქკავშირის სასტავი. ერთმანეთს ვუყურებთ და არ ვიცით რა ხდება. ბოლოს გაგვიყვანეს ტრაპთან გაგვამწკრივეს და ბოლო ბოლო გავიგეთ თურმე კოჩარიანი ჩამოდის და ჩვენ მასოვკაში ვჭირდებით "გახარებული" მოქალაქეების პონტში.
გვერძე ოფიციალური პირები არიან, მინისტრები, მოადგილეები. მოკლედ მასოვკა და ოფიციოზი გაყოფილია ყვითელი ლენტით. სანამ კოჩარიანი ჩამობოდიალდა მანამდე გავძვერი ოფიციალურების მხარეს და ნაცნობს (სხვათა შორის მონადირეს) ველაპარაკები. ისე გავერთეთ ლაპარაკში რომ კოჩარიანის ჩამოსვლა ვერ დავინახე. მთელი პრესა და ტელევიზია იქ არის რა თქმა უნდა. უცებ დავინახე რომ ჩვენსკენ დაიძრნენ. გავიქეცი მინდა მასოვკაში გადავასწრო მაგრამ გაძრომა არ მინდა, ამდენ ტელევიზიებში არ მინდა დავიწყო ზრომიალი, ვიფიქრე წინიდან მოვუვლითქო. მაგრამ სანამ სულ წინ გადავედი, ანუ სადაც მარტო მინისტრები დგანან იქ მომისწრო იმ ჩემი ცოდვით სავსემაც და გავჩერდი რას ვიზამ. ამ გამყოფს მივეხუტე ოღონდ მინისტრების მხრიდან. ბოლოში კი ვარ მაგრამ წინ ვარ გამოჭიმული. მოდის შევარდნაძე და აცნობს კოჩარიანს მინისტრებს. ჩამოართმევს კოჩარიანო ხელს, შევარდნაძე წარუდგენს ეს ესა და ეს მინისტრიაო, უკან ჟვანია მოყვება. მოკლედ მოვიდნენ ჩემამდე, ჩამომართვა კოჩარიანმა ხელი, შეხედა შევარდნაძეს... შევარდნაძე დუმს... ეხლა შევარდნაძემ გახედა ჟვანიას... ჟვანიაც დუმს... სამივემ შემომხედეს მე... მე ვაბშე ვდუმვარ. გაიჭიმა უხერხული პაუზა. ყველა ფიქრობს ნეტა ეს კაცი ვინ არისო. ისევ მე მოვახერხე და ქართულად ვეუბნები კოჩარიანს: გამარჯობათ პატივცემულოთქო. შევარდნაძემაც მოხარშა და ეუბნება: ი ასტალნიე ნაში დრუზიაო. ამოვისუნთქე მეც და შევარდნაძემაც. ალბათ ეხლაც ფიქრობს: "ის შავი კაცი" ვინ იყოო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
cz80
პოსტი Feb 15 2010, 11:35
პოსტი #124


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 206
რეგისტრ.: 24-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflisi :D



ჭალიმგელა
newsmile01.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile090.gif newsmile090.gif


ციტატა(Giorgi @ 15th February 2010 - 11:52) *
ალბათ ეხლაც ფიქრობს: "ის შავი კაცი" ვინ იყოო.

ვინმემ ედიკას გადაუგზავნეთ ამ ფორუმის ლინკი, ეს წაიკითხოს, თორე დარდად ჩაყვება newsmile035.gif newsmile035.gif
მაგარი ვიხალისეე newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 15 2010, 13:11
პოსტი #125


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა
მასე რომ მუშაობდა მაგის დაცვის სამსახური იმიტომაც დაულიეს ჩაი)newsmile05.gifnewsmile05.gif:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 15 2010, 23:59
პოსტი #126


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



და არა მარტო ჩაი! პანღურიც უთავაზეს ჰალსტუხიჭამია რევოლუციონერებმა! მაგარი ისტორიაა მაგარი კაი ხასიათზე დავდექი უმაგრესია! newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Feb 16 2010, 16:48
პოსტი #127


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აუ საღოლ ჭალო მაგარი ვიცინე newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 7 2010, 00:34
პოსტი #128


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ვაააააა....... აი საღოლ...... ისე შევარდნაძეზე მეც მაქვს ერთი კაი გასახსენებელი newsmile05.gif)))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 7 2010, 00:54
პოსტი #129


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



რომელი წელია არ მახსოვს.... მაგრამ ის პერიოდია დარდუბალა რომ გადის 202-ზე.... ხოდა ამ დარდუბალაზე მაგარს ვკაიფობ... განსაკუთრებით იმ პონტზე, ბაბუს თმა რომ უქანავებს აქეთ-იქეთ....

ხოდა ერთი დღეა და ტოლი ბულგარეთის ტოლი რუმინეთის პრეზიდენტია ჩამოსული..... ამ დროს მე დამსაქმებელთა ასოციაციაში ვარ გაწევრიანებული, დაჟე დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif : ) newsmile05.gif და ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოფიციალურად მიმიწვიეეეს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif მიმიწვიეს და მივედიი... კრწანისის რეზიდენციაში.... რომ მივედი, შეგვიყვანეს რაღაც უზარმაზარ დარბაზში.... და ამ დარბაზში იდგა უზარმაზარი ოვალური მაგიდა... ხოდა ამ მაგიდასთან რამდენი სკამიც იდგა - იმდენი ჩართული მიკროფონი ედგა წინ.... ანუ ყველას თავთავისი მიკროფონი ჰქონდა - რომ არ ეყვირა....

მივუჯექით მოკლედ ყველანი მაგიდას.... აქეთ ბიზნესმენები.... იქეთ მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები..... პრეზიდენტები ჯერ არ ჩანან

ერთიც ვუყურებ.... კარები გაიღო და მოდის სტუმარი და უკან ბაბუ მოყვება... მოვიდა მოვიდა... და ქე დაჯდა ჩემს პირდაპირ, ოდნავ მარცხნივ.... ნუ მთლად თვალებში არ მიყურებს, მაგრამ ახლოა რა....

ბიჭო დაჯდა და ნეტა არ დამჯდარიყოოოო newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif რომ შევხედე ეგრევე გამახსენდა დარდუბალაში როა შევარდნაზე და ვუყურებ და ვგიჟდები.... მაგრა ჰგავს newsmile035.gif newsmile035.gif კოპიოო ეგააა..... ისეთივე ბაზარი, თმაც ისევე უქანავებს თავზე newsmile035.gif: D მოკლედ გინდა იქ მჯდარხარ და გინდა დარდუბალასთვის გიყურებია პრიამოი ეთერში newsmile035.gif newsmile035.gif ხოდა მეცინება, მაგრამ რა მეცინება...... თან ვერც ვიცინი.... არადა უკვე მაკანკალებს სკამზე.... ხან თავს დავღუნავ, ხან მივიხედები.... თან ვცდილობ სერიოზული სახე შევინარჩუნო, მაგრამ ჩემი ფეხები..... არადა რომ სუნთქავ ლამის ეგ ისმის ამ მიკროფონებში.....

მოკლედ ისე ვარ კაცს რომ ფაღარათი გაწუხებს და ბოლომო კუნთამდე დაჭიმული ხარ, რომ არ გაგძვრეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ოღონდაც სიცილის ამბავში.....

ხოდა ამ გაჭირვებაში ვარ და ვუყურებ რომ ვიღაცეები გადი გამოდიან ოთახიდან... ხოდა მეთქი მოსული პონტია... ავდექი და გავედი გარეთ.... იქვე ვიღაც დაცვა თუ ვიღაცა იდგა.... და დიიიიიდიიიიიი გაღიმებული სიფათით ვეკითხები.... "უკაცრავად აქ ტუალეტი სადაა ?" თქო..... ის ხომ სულ დაშტერდა რა აცინებსო....

რავიცი, მე ტუალეტში ამდენი არ მიხარხარია ცხოვრებაში...... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 7 2010, 00:54
პოსტი #130


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
მიდი მერე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 7 2010, 01:01
პოსტი #131


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



რაღა მიდი, შენი პოსტოს ზევით ხომ დავწერე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Mar 7 2010, 01:10
პოსტი #132


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ესეიგი ბაბუსა დაცინი ხომ არ გაგიგონ მოქალაქეთა კავშირის წევრებმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბექარი19
პოსტი Mar 7 2010, 03:50
პოსტი #133


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 432
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ვახ რა ვიცინე მუცელი მტკივა და პრესი დამეჭიმა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი May 17 2010, 11:29
პოსტი #134


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს ამბავი შეგენთხვა მე და ერთ ჩემს მეგობარს კარგ მონადირეს და მოთევზავეს. ეს დაიწყო ასე 5 წლის წინ:
მოკლეთ დავდიოდით მტკვარზე სათევზაოდ და იქ გავიცანით ერთი რუს-სომეხა ასაკიანი კაცი ყოფილი სამხედრო სერიოჟა.
ამ სერიოჟას ჰქონდა ასეთი წესი თუ ტრადიცია, რომ ყოველი თევზაობის დამთავრების შემდეგ სადოკიდან იღებდა ერთ თევზს და უშვებდა წყალში, ასე ამბობდა ,,дань природе-ო” მომავალში რომ კიდევ დავიჭირო ეს იმიტომო, ხოდა ეს ეს ტრადიცია თუ ცრურწმენა ჩვენც გადმოგვედო.
გავიდა დრო, ეს ტრადიცია გრძელდებოდა ორი სეზონი, და ერთხელაც ღამისთევით ვართ წასულები სათევზაოდ და დავიჭირეთ სულ სანად სამი წვერა ესე 400-600 გრამიანები. ერთი მათგანი რათქმაუნდა შეიწვა იქვე და დაგვღჩა ორი ცალი. გათენდა და წამოსვლის დრო რომ მოვიდა ამოიღო წყლიდან სადოკი ჩემმა მეგობარმა და უყურებს, ჩამოვარდა ჩუმი პაუზა, უყურებთ ერთმანეთს და ხმას არცერთი არ ვიღებთ, ორივე ვფიქრობთ გულში ერთიდაიგივეს (ეს როგორ უნდა გაუშვათ ?) ერთი ხომ მე უნადა გაუშვა და ერთი იმან და გვრჩება .......
მოკლეთ სიჩუმე ისევ ჩემმა მეგობარმა დაარღვია და ,,გააგზავნა ერთ ადგილზე სერიოჟაც და მისი წესებიც’’ შეახვია ცელოფანში თევზი და წამოვიღეთ სახლში. გზაზე ვმსჯელობდით ეს რომ გაგვეშვა სარკეში ჩვენი თავისთვის როგორ შეგვეხედაო და ამისთანა რაღაცეები რა.
რათქმაუნდა ის თევზები გავუშვით ოღონდ ადუღებულ მარილწყალში. ამ ისტორიის შემდეგ ეს ტრადიცია დავივიწყეთ.

ამ ამბავს გაგრძელებაც მოყვა:

წელს ზამთარში ვთევზაობთ ჯანდარის არხზე და შუადღისით შესვენება გავაკეთეთ, დავანთეთ ცეცხლი გავშალეთ პურმარილი რათქნაუნდა, თანაც გვერდზე მდგომი ორი მოთევზავეც შემოგვიერთდა და წავიდა გათბობის პროცესი კონიაკით. მოკლეთ ლაპარაკის დროს ერთერთმა შემოპატიჟებულმა მეთევზემ მოგვიყვა, რომ ის იცნობდა ერთ კაცს რომელსაც აქვს ესეთი ტრადიცია და თურმე ვიღაცეებს ასე და ასე მოუვიდათო (ჩვენზე მოყა რა), ალბათ ჩვენ სადღაც მოვყებით იმ სხამ კიდევ სხვასთან და ა.შ. დედამიწა მრგვალია მოგეხსენებათ და ჩვენი მონაყოლი ჩვენვე მოგიყვნენ. საინტერესო ის იყო რომ ჩვენს მიერ დაჭერილი წვერები მურწებად გადაქცეულიყვნენ თანაც წონაშიც ერთ კილომდე მოუმატიათ მოკლით სელამაზებული ვარიანტი იყო რა.
ჩუმათ ვიდექით და ვუსმენდით და უცბად აგვიტყდა სიციცილი რამის გავიგუდეთ ამდენი ვიცინეთ ამ ამბავზე, ბოლოს ვუთხარით რომ ეს ჩვენ ვიყავით თქო.
ეს ამბავი იმით დასრულდა , რომ ამ ბიჭებმა დაუძახეს არხის მეორე მხარეს მდგომ მეგობრებს რომ მიდით ქვემოთ სერიოჟა დგასო და დაუძახეთ ნახათ ვინ უდა ვანახოთო. ცოტახანში მოვიდა ის ჭაღარა კაცი სერიოჟა რომელიც იმ დრეს იქვე ყოფილა და რათქმაუნდა უფრო ბევრი ვიცინეთ და ვიღადავეთ ამ თემაზე.





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shottto
პოსტი Jun 10 2010, 14:40
პოსტი #135


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 9-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: norvegia tbilisi



ერთ ისტორიას მეც დავძენ.
ეს ისეთია, მეგობრის მეგობარმა რო მეგობრის მეგობარზე მოყვა, ასერ ომ დეტალებზე თავს ვერ დავდებnewsmile05.gif მარა მე კი ვიცინეnewsmile05.gif

მოკლედ ტიპია სწავლობს იტალიაში, დავარქვათ გიორგი (სახელი არ მახსოვს ნამდვილი), დიდი ხანია იქ ცხოვრობს იტალიელ ოჯახთან ერთად და ასე ვთქვათ "აბასნავალსია".
ხოდა ერთერთ დღეს ზის სადღაც პარკში და რაღაცაზე ჩაფიქრებულია, ამ დროს წინ ტიპმა რაღაცას ფეხი წამოკრა, წაბორძიკდა და ლამის წაიქცა, ხო და ეს ტიპი კართველი ყოფილა და ერთი გემრიელად შეუგინია გაბრაზებულზე.

სიტუაციაა ესეთი: გიორგი ამ ტიპის წინ ზის, და რო გაიგო და დაინახა ეს, ძალაუნებურად ჩაეცინა, ხოდა იმ ტიპმა შეამჩნია, და მომღიმარი სახიტ ეკითხება :"ქართველი ხარ"-ო?.
ეხა ეს გიორგი ფიქრობს კი კაია ქართველს რო შევხვდიო მარა რავიცი ვინაა სადაურიაო და მოდი თავს ავარდებო და თავისი დაყენებული იტალიური აქცენტით უპასუხა :" მი სკუზი სინიორე"-ო (მოკლედ იტალიურად აუხსნა რო ტყემალზე ზის და აზზე არაა ის მეორე რას ეკითხება),
ხოდა ის ტიპიც გაბრუნებულა და : "აბა ქართველი თუ არ ხარ რა გაცინებს შე დედა""""ნულოოnewsmile05.gif" მიაძახა.

ამასაც რა უნდა ექნა, იმ ტიპმა იდეაში ქართველლს არ შეაგინა და ცემატყეპა დაუწყოს როგორ გაიმართლებს თავს? არადა შეაგინეს. თან ხო არ ადგება და ეტყვის "იცი რა ჯიგარ, ქართველი ვარო":),
ხოდა დარჩა ეს უბედური ეგრე მშრალად.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 23:10