IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - AlekoN   თენგო კადრზე რა პო...   Feb 20 2010, 09:59
- - თენგო   AlekoN ციტატა(AlekoN @ 20th Febr...   Feb 20 2010, 10:14
- - თენგო   პოინტერები დავასვ...   Mar 2 2010, 14:30
- - Maverick   ბატონებო, როგორ ფი...   Mar 2 2010, 17:14
- - ზაზა   ასეთი დავარცხნილი ...   Mar 2 2010, 20:22
|- - irakli# maxi   ციტატა(ზაზა @ Mar 2 2010,...   Mar 2 2010, 20:28
- - თენგო   [URL=http://www.radikal.ru][/URL   Mar 2 2010, 20:39
- - ზაზა   გეთანხმები ირაკლი,...   Mar 2 2010, 20:40
- - Giorgi_M   ეს უეჭველი შოუ კლა...   Mar 2 2010, 20:43
- - თენგო   ზაზა ციტატა(zaza @ 2nd M...   Mar 2 2010, 20:44
|- - Giorgi_M   ციტატა(თენგო @ Mar 2 2...   Mar 2 2010, 20:54
|- - ზაზა   ციტატა(Giorgi_M @ Mar 2 2010, 21...   Mar 2 2010, 21:54
- - ჰერცოგი997   ყველა ვარიანტში უდ...   Mar 2 2010, 20:47
- - Giorgi_M   ч. Даш II (Олд Блю Даш) KCSB 1341 з...   Mar 2 2010, 21:05
- - nodosi   მაგ პრობლემის მოსა...   Mar 2 2010, 22:15
- - Shadi shamodi   ახლავე თუ არ შევიტ...   Mar 2 2010, 23:24
- - irakli# maxi   http://www.radikal.ru]   Mar 3 2010, 20:55
- - ნოსო   თენგო ეს არის ბიმი ...   Mar 5 2010, 12:34
- - GIGO   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Mar 11 2010, 01:06
- - ბესო   არც ვკრეჭ და არც გა...   Mar 15 2010, 15:08
- - AlekoN   ბესო კახური ბირკა ...   Mar 15 2010, 15:14
- - AlekoN   საველე (მუშა) ტიპის ...   Mar 18 2010, 16:51
- - ბესო   ჩემი პოსტი ვინ ამო...   Mar 19 2010, 14:19
- - AlekoN   ინგლისური სეტერის ...   Mar 23 2010, 20:52
- - zole86   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Mar 24 2010, 20:28
- - თენგო   zole86 წინწკლები თათე...   Mar 25 2010, 10:29
- - შადი შამოდი   მუცელი უნახე - თუ მკ...   Mar 25 2010, 18:01
|- - zole86   ციტატა(შადი შამოდი...   Mar 25 2010, 20:09
- - თენგო   სურათების მიხედვი...   Mar 25 2010, 20:58
- - zole86   აუ გვარები ნამდვილ...   Mar 25 2010, 21:32
- - AlekoN   უმაღლესი პილოტაჟი ...   Mar 26 2010, 10:37
- - Bonehill   ასეთი ნაბულები მე ...   Mar 26 2010, 16:29
- - თენგო   Bonehill მე 9-ე გვერდზე შ...   Mar 26 2010, 17:20
- - zole86   ულამაზესია...სიმარ...   Mar 26 2010, 18:37
- - თენგო   zole86 ციტატა(zole86 @ 26th Marc...   Mar 26 2010, 19:49
- - zole86   იმედია ყველაფერს ი...   Mar 26 2010, 20:52
- - გოგა   ისე მიკვირს ხალხო ...   Mar 26 2010, 20:58
- - nodosi   ა ჩემი ძაღლი ასე აკ...   Mar 26 2010, 21:48
- - nodosi   http://s56.radikal.ru/i152/1003/ce/eb89aec6c31d.jp...   Mar 30 2010, 18:40
- - nodosi   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Mar 30 2010, 19:07
- - თენგო   მე 10 გვერდზე 144 პოსტ...   Mar 31 2010, 22:36
- - nodosi   კი გამოფენაზე აუცი...   Mar 31 2010, 22:40
- - თენგო   nodosi თუ საგვარელო ნუ...   Apr 1 2010, 14:34
- - nodosi   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 1 2010, 19:25
- - შადი შამოდი   ბლანკი ჩვენია (ალბ...   Apr 1 2010, 22:51
- - nodosi   ვერ გეტყვით მაგი მ...   Apr 1 2010, 23:04
- - თენგო   nodosi იქნება უფრო დაწ...   Apr 1 2010, 23:06
- - nodosi   ხვალ მივალ გურიაში...   Apr 1 2010, 23:13
- - zamori   maverik შენი რჩევა გავი...   Apr 11 2010, 11:41
|- - Akop   ციტატა(zamori @ Apr 11 2010, 12...   Apr 21 2010, 23:38
- - Maverick   zamori აღზრდა განათლე...   Apr 12 2010, 08:55
- - samo   გაუმარჯოს მონადირ...   Apr 23 2010, 12:30
- - samo   ესეც ჩემი ლავერაკი...   Apr 23 2010, 14:37
- - თენგო   samo დედა ვინ ყავს? ნო...   Apr 23 2010, 17:08
- - samo   დედა რუსთავში ყავს...   Apr 23 2010, 17:11
- - AlekoN   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 29 2010, 17:13
- - zole86   ეს არის ჩემი ორთვე...   May 3 2010, 19:56
- - Maverick   zole86 ვისი ლეკვია, იქნ...   May 3 2010, 20:56
|- - zole86   ციტატა(Maverick @ May 3 2010, 21...   May 3 2010, 22:55
- - თენგო   zole86 ციტატა(zole86 @ 3rd May 2...   May 3 2010, 23:01
- - zole86   ეს კლუბი არის. თბ...   May 4 2010, 10:24
- - ბაზიერი   გამარჯობატ ყველას ...   May 10 2010, 16:39
- - თენგო   ბაზიერი შენი საბუ...   May 10 2010, 16:54
- - ბაზიერი   კიიიიი საბუთიანია....   May 11 2010, 17:42
- - თენგო   ბაზიერი ჩემი ძაღლ...   May 11 2010, 21:11
- - ზაზა   ვულოცავ ინგლისური ...   May 12 2010, 21:10
- - ნოსო   ზაზა ჩემს საბუთებ...   May 13 2010, 10:31
- - ზაზა   ცნობისთვის,კონტინ...   May 13 2010, 14:39
- - ზაზა   როგორც ადრე დავწერ...   May 13 2010, 20:06
|- - Giorgi_M   ციტატა(ზაზა @ May 13 2010...   May 15 2010, 12:54
- - Giorgi_M   დიდი ხანია აქ არაფ...   May 28 2010, 17:45
- - Giorgi_M   ესეც მაქსი და ჯოლი ...   May 28 2010, 18:18
- - ზაზა   გიორგი,მაგარია ჯოლ...   May 28 2010, 21:45
- - ჯეკო   ნახეთ რა მაგარია რ...   Jun 8 2010, 22:11
- - Giorgi_M   სოსო ნასყიდაშვილი...   Jun 8 2010, 22:33
- - ვანიჩკა   ესეც ჩემი სეტერი   Jun 8 2010, 22:42
- - Maverick   ვანიჩკა რა კარგი გ...   Jun 9 2010, 08:42
- - ვანიჩკა   Maverick 1 და 5თვის არის ს...   Jun 9 2010, 19:19
|- - Maverick   ციტატა(ვანიჩკა @ Ju...   Jun 9 2010, 19:42
|- - ვანიჩკა   ციტატა(Maverick @ Jun 9 2010, 20...   Jun 9 2010, 20:31
- - ~Dima~   http://b.pix.ge/d/kef2y.jpg ხო ცხო...   Jun 10 2010, 19:41
- - ზაზა   DIMA ახალგაზრდა კაცი...   Jun 10 2010, 20:53
- - AlekoN   ამ "ცხოვრებას" ტ...   Jun 10 2010, 21:33
- - ლევანა90   AlekoN ეგ ცუდია თუ კარ...   Jun 10 2010, 23:10
|- - AlekoN   ლევანა90 ციტატა(ლევ...   Jun 11 2010, 22:16
- - demi   მაგარიააააააა   Jun 12 2010, 20:35
- - AlekoN   ინგლისური სეტერებ...   Jun 21 2010, 15:30
- - AlekoN   მეგობრებო, ჩემს მი...   Jun 23 2010, 11:20
- - შადი შამოდი   საპოდიუმე პოზაში რ...   Jun 23 2010, 20:13
- - თენგო   demi ციტატა(demiko @ 25th June 2...   Jun 25 2010, 16:11
|- - demi   ციტატა(თენგო @ Jun 25 ...   Jun 25 2010, 18:07
- - თენგო   demi ციტატა(demiko @ 25th June 2...   Jun 25 2010, 19:14
|- - demi   ციტატა(თენგო @ Jun 25 ...   Jul 12 2010, 17:19
- - ზაზა   თენგო, ამ საიტზეა ი...   Aug 16 2010, 14:01
- - ზაზა   ასეთია ჩამოსაყვან...   Aug 16 2010, 17:48
- - strong   ციტატა(zaza @ 16th August 2010 ...   Aug 17 2010, 12:05
- - strong   მაინტერესებს: 1. რა ...   Aug 17 2010, 12:15
|- - GIGO   ციტატა(strong @ Aug 17 2010, 13...   Aug 18 2010, 07:05
- - ზაზა   დაახლოებით 20 დღის წ...   Aug 17 2010, 13:18
19 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2025 - 09:56