ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ინგლისური პოინტერი |
![]()
პოსტი
#226
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ზაზა
ალეკო,იდეალური პოინტერი არ არსებობსო ხომ ამბობ.კი,ბატონო,შეიძლება თავი სერიოზული ჰქონდეს და კუდში უჭირდეს,კუდი სტანდარტში იჯდეს და კბილთაყრა არეული იყოს--ესენი დაიბრაკებიან,მარა ვთქვათ,დასაბრაკი,აშკარად გამოხატული მინუსი არა აქვს,გამოფენაზე გადის,მარა თავი მოსაწონი აქვს,კიდურები ვერა,ან პირიქით...მკერდი კარგი აქვს,შეფერილობა ვერა(სამფერში კი არა,უბრალოდ მკვეთრი ფერის ლაქები არა აქვს).ხო მიმიხვდი,რაზეც ვამბობ.აი,ასეთ მინუს-პლიუსებში ექსპერტები ძაღლის რომელ ნაწილს მიანიჭებთ ხოლმე უპირატესობას:თავს,კიდურებს,კ უდს,ტანს,მკერდს და ა.შ. თქვენი შეფასება მთლიანობაში და სიმპათია როგორი ძაღლისკენ გადაიხრება? მადლობა ამ კითხვაზე სხვა გამოცდილებმაც გთხოვთ გამცეთ პასუხი პატივისცემით, კითხვა მართლაც საინტერესოა და ძალიან დიდ თემას მოიცავს, რადგან უამრავ კომბინაციას შეიძლება შევხვდეთ. შესაბამისად, ცალსახად და მარტივად პასუხის გაცემა შეუძლებელია. შეიძლება ვისაუბროთ ზოგად პრინციპებზე, რასაც შეიძლება მსაჯი დაეყრდნოს და ეს პრინციპები გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ამიტომაც ვერ დავეთანხმები Shadi shamodis ნაწილობრივ მაინც, რომ ეს ექსპერტის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ექსპერტიზისას, პირველ რიგში თვალში გხვდება კონსტიტუციური ტიპის, საერთო იერის, აღნაგობის პროპორციულობიდან გადახრები, რადგან ეს ფაქტორები თვალშისაცემია და მცირედი გადახრაც კი იწვევს შეფასების დაქვეითებას ერთი საფეხურით. ამმხრივ თვალსაჩინოდ გამოხატული გადახრები, მაგ. არადამახასიათებელი კონსტიტუციური ტიპი (ვთქვათ, პოინტერისთვის- ლოხი), ნაკლებჯიშიანი თავი მთლიანობაში, ავალდებულებს ექსპერტს, შეაფასოს ძაღლი, არაუმეტეს "კარგით". ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვა ნაკვთების ხარისხს. შემდეგ დგება უფრო კონკრეტული, ტანის ცალკეული ნაწილების თუ ნაკვთების, ბეწვის, მოძრაობის შეფასების ჯერი. ბევრი სვავს მსგავს კითხვებს, თავი თუ ტანი, თუ კუდი და ა.შ. რომელს ენიჭება უპირატესობა? საქმე იმაშია, რომ სტანდარტში გარკვევითაა მითითებული ტანის ყველა ნაწილისა თუ ნიშნის გადახრები, რომლებიც გამოხატულობის ხარისხის მიხედვით იყოფიან: სუსტად გამოხატულ ნაკლებად (გავლენას ვერ ახდენს შეფასებაზე), ნაკლებად (წესით, იწვევს უმაღლესი შეფასების ერთი საფეხურით დაქვეითებას - ძლიერ კარგი) და სერიოზულ ნაკლებად ანუ ხინჯებად (შეფ. - კარგი). აქედან გამომდინარე, მთავარია რა ხარისხითაა გამოხატული ტანის ამა თუ იმ ნაწილის გადახრა. თუ შესადარებელ ძაღლებში ერთის ნაკლი იწვევს შეფასების ერთი საფეხურით დაქვეითებას, ხოლო მეორის ნაკლი ხინჯის დონეზეა (მაქსიმუმ "კარგი"), მაშინ ამ ძაღლებს შორის უპირატესს, უკეთესი შეფასება გამოავლენს. უფრო რთულადაა საქმე, ერთიდაიგივე შეფასებების შემთხვევაში... ყველა ვამბობთ, რომ თავი ჯიშის სახეა და ა.შ. პოინტერის შემთხვევაში ეს გამოთქმა გულისხმობს კუდსაც (ძალიან ძველი პოსტულატია). ვთქვათ, ორი ძაღლიდან, რომელთა შორის ერთს თავის ნაკლი აქვს, ხოლო მეორეს ტანის ან კიდურის და ორივე იღებს ერთიდაიგივე შეფასებას, მაგ. "ძლიერ კარგს" ან "ფრიადს" (გამოხატულებისდა მიხედვით), რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? იმას, რომელსაც ნაკლი უფრო სუსტად აქვს გამოხატული, მეტოქესთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ სხვა ნაწილის ნაკლია. ეს კი ექსპერტის გადასაწყვეტია, რომელი სუსტადაა და რომელი, შედარებით თვალსაჩინოდ გამოხატული. აქ გამოჩნდება მისი კლასი და გამოცდილება, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში. თუ პირველს თავისი ნაკლი უფრო სუსტად აქვს გამოხატული, ვიდრე მეორეს, ის დადგება წინ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაკლი თავს ეხება. სხვანაირად რო ვთქვათ, ამ ორ ძაღლში, თავებს შორის ხარისხში განსხვავება თუ უფრო ნაკლებია, ვიდრე - ტანებს შორის, პირველი ანუ თავის ნაკლის მქონე იგებს. მე მოვიყვანე ყველაზე მარტივი, თითქმის ხელოვნური მაგალითი, როცა ორი ძაღლი, თითო ნაკლით გამოირჩევა და დანარჩენი ნიშნების მიხედვით თანაბარნი არიან, რათა კარგად დამენახებინა უპირატესობის მინიჭების პრინციპი. სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა - თითოეული ექსპონენტი "დაჯილდოებულია" სხვადასხვა რაოდენობის ნაკლებითა და ღირსებებით და ამ ფონზე უნდა მოხდეს როგორც მათი აბსოლუტური შეფასება, ასევე რინგის განლაგება. და ისევე, როგორც ცალკეული ძაღლი უნდა შეფასდეს მინუსებისა და პლიუსების გათვალისწინებით, დაბალანსებულად, მთლიანობაში, როგორც ერთი მთლიანი; ასევე, ერთი შეფასების მქონე ძაღლების რინგზე განლაგებისას, ასეთივე კომპლექსური მიდგომაა საჭირო - როგორც ღირსებების, ასევე ნაკლების გათვალისწინებით. ამასაც, ბუნებრივია, ექსპერტის კომპეტენციასთან მივყავართ. |
|
|
![]()
პოსტი
#227
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#228
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამ საიტზე ვნახე რაღაც ვიდეოები.გთხოვთ,მცოდნეებმა ნახოთ ჯერ ეს ვიდეო ,,გნოლზე ნადირობა კურცხაარით და პოინტერით",შეაფასოთ მათი მუშაობა,არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული,არადა ჩემპიონიაო პოინტერზე წერია.
http://russianpointdogs.ning.com/video/kurchaar-vs-pojntera მადლობა |
|
|
![]()
პოსტი
#229
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
განსაკუთრებული არაფერი მარა იმ დროში რაც ნაჩვენებია ყველაფერს ხუთიანზე აკეთებენ. მაგრამ არა მგონია მაგ პოინტერმა აგვისტოს ბოლოს სიცხეში მთელი დღე მაგ ტემპით შეძლოს მუშაობა. მასეთი მოკლე ჩანაწერით მხოლოთ წარმოდგენა თუ შეგექმნება ძაღლზე. ჩემი აზრი ასეთია
|
|
|
![]()
პოსტი
#230
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
განსაკუთრებული არაფერი მარა იმ დროში რაც ნაჩვენებია ყველაფერს ხუთიანზე აკეთებენ. მაგრამ არა მგონია მაგ პოინტერმა აგვისტოს ბოლოს სიცხეში მთელი დღე მაგ ტემპით შეძლოს მუშაობა. მასეთი მოკლე ჩანაწერით მხოლოთ წარმოდგენა თუ შეგექმნება ძაღლზე. ჩემი აზრი ასეთია ეგ პოინტერი არ არის დიდი ძებნის ძაღლი აქ როგორც ჩანს, იმათ ტემპი გაცილებით სწრაფი აქვთ. ამ ტემპის ძაღლები საქართველოშიც არიან და საკმაოდ ხანგრძლივადაც ნადირობენ |
|
|
![]()
პოსტი
#231
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეს თემა ყიდვა გაყიდვაში გახსენი ძმი. რაც ვიდეოდან ჩანს საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობს. უფრო სწრაფათ თუ იმუშავა პატრონმა ცხენით უნდა სდიოს მთავარია ძალიან შორს არ ირბინოს და ნაბულზე დაელოდოს პატრონს და ცხენი არ დაჭირდება, რა ჯობია ენერგიულ და სწრაფ ძაღლს მინდორში თუ გიჯერებს? |
|
|
![]()
პოსტი
#232
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#233
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვიდეოში არის მომენტი როცა კურცჰარი ფრინველის ნაჯდომს უკეთებს სტოიკას საიდანაც ფრინველი უკვე აფრენილია. მაგრამ მალევე იხსნება ნაბულიდან , როგორც ვიცი 20 წამზე მეტხანს თუ გაჩერდა მაშინ ეთვლება ძაღლს ცრუ ნაბული ,მაგრამ დაუშვათ ძალიან ბევრჯერ გაიმეორა ოგონთ 20 წამამდე მაგ დროს რა ხდება?
|
|
|
![]()
პოსტი
#234
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
პოინტერი მუშაობს ჯიშისთვის არა დამახასიათებელ სტილში,თავი დააქვს ზურგის ხაზზე გაცილებით დაბლა,ნაბული არატიპიური აქვს,თითქმის დაწოლილი,მანძილებს არ აჩვენებს,ლთოლვა არ აქვს გამოხატული. სიზუსტეშიც მოიკოჭლებს. ერთადერთი რაც მომეწონა-მოტანაა,ეტყობა სერგო პაპავას დაგეშილია)
![]() ![]() კურცჰაარმა გაცილებით შორი მანძილები აჩვენა,დამახასიათებელი ლტოლვით,ნაბულის სტილით,კარგი სისწრწფით. გავკადნიერდები და წარმოვიდგენ ჩემ თავს ექსპერტად-მე პოინტერს საველე გამოცდაზე დიპლომს არ მივცემდი,კურცჰაარს პირიქით-მივცემდი(რაც ჩანს იმის მიხედვით)მაღალი ხარისხის დიპლომს. |
|
|
![]()
პოსტი
#235
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
აბა ჩემპიონობა ფულით ააქვს ნაყიდი?რაღაც არა მგონია მაგდენი ნაკლი ჰქონდეს . კურცჰრის სისწრაფე მე არ მომეწონა.
|
|
|
![]()
პოსტი
#236
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
აბა ჩემპიონობა ფულით ააქვს ნაყიდი?რაღაც არა მგონია მაგდენი ნაკლი ჰქონდეს . კურცჰრის სისწრაფე მე არ მომეწონა. ვინ გითხრა რომ ეგ ძაღლი რამის ჩემპიონია, თუ გინდა მაგ დისკს გატხოვებ და იქ ნახავ რომ ეს არის დანიაში2002 წელს გადაღებული ნადირობების კადრები და მეტი არაფერი. ჩანაწერზე რაც ჩანს კურცჰაარი დადის ზუსტად იმ სისწრაფით რაც ჯიშს მოეთხოვება. პოინტერის ნაკლებს თუ ვერ ამჩნევ ეგ ცუდია. |
|
|
![]()
პოსტი
#237
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
აბა ზაზას მოელანდა რომ თქვა პოინტერზე წერია ჩემპიონიაო? შენ უკეთ იცი გამოცდილი ხარ მაგ საქმეში მარა არ მგონია მაგდენი ნაკლი ჰქონდეს .
|
|
|
![]()
პოსტი
#238
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
[quote name='თენგო ' date='Mar 4 2010, 19:56' post='71503']
პოინტერი მუშაობს ჯიშისთვის არა დამახასიათებელ სტილში,თავი დააქვს ზურგის ხაზზე გაცილებით დაბლა,ნაბული არატიპიური აქვს,თითქმის დაწოლილი,მანძილებს არ აჩვენებს,ლთოლვა არ აქვს გამოხატული. სიზუსტეშიც მოიკოჭლებს. ერთადერთი რაც მომეწონა-მოტანაა,ეტყობა სერგო პაპავას დაგეშილია) ![]() ![]() სიზუსტემ უმტყუნა გაცდა ფრინველს თორე მიტანებაც არა აქვს ცუდი |
|
|
![]()
პოსტი
#239
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რაც მაგ ვიდეოზე პოინტერია ზიზღის მეტს არაფერს იწვევს ჩემში(პოინტერს მეტი ყველაფერია)-ისე თეორიულად ეგეთმა ძაღლმა ჩვენი წესებით შეიძლება II ხარისხის დიპლომიც კი აიღოს I თუ არა, და საჯიშე მწარმოებელიც კი გახდეს. კურცჰაარებს რაც შეეხება შედარებით უკეთ გამოიყურებიან-მარა მაგათგან დიპლომს ვაერცერთი ვერ აიღებდა. მუშაობის სხვა ელემენტებიც ძალიან ცუდადაა გადღებული. ერთი კია რასაც ვერ დაუკარგავ მაგარი დაგეშილები არიან.
|
|
|
![]()
პოსტი
#240
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რაც მაგ ვიდეოზე პოინტერია ზიზღის მეტს არაფერს იწვევს ჩემში(პოინტერს მეტი ყველაფერია)-ისე თეორიულად ეგეთმა ძაღლმა ჩვენი წესებით შეიძლება II ხარისხის დიპლომიც კი აიღოს I თუ არა, და საჯიშე მწარმოებელიც კი გახდეს. კურცჰაარებს რაც შეეხება შედარებით უკეთ გამოიყურებიან-მარა მაგათგან დიპლომს ვაერცერთი ვერ აიღებდა. მუშაობის სხვა ელემენტებიც ძალიან ცუდადაა გადღებული. ერთი კია რასაც ვერ დაუკარგავ მაგარი დაგეშილები არიან. მეორე შეიძლება, მაგრამ პირველის მანძილიც რო აჩვენოს80 ქულას ვერ მოაგროვებს მაინც |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2025 - 22:15 |