ზეთი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
ზეთი, და იარაღის საწმენდი სხვა საშუალებები
Shooter
პოსტი Mar 3 2010, 14:24
პოსტი #106


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



იარაღს წმინდავენ ნაგარის და ჭუჭყის მოსაშორებლად. ზეთი რა შუაშია? newsmile045.gif ზეთი ზეთია, ამცირებს ხახუნს და ინახავს ნესტისგან რკინას. გარდა ამისა ზეთს აქვს ცუდი თვისება შეაღწიოს და ჩარჩეს იქ სადაც წესით არ უნდა იყოს.

მაგალითად წარმოიდგინე პისტოლეტის რამკის წმენდა ზეთით. ზედ დაასხავ, რასაც შეძლებ ზევიდან გამოხეხავ და გაწმინდავ გაამშრალებ ხოლო დანარჩენა ჩავა შიგნით და მანდვე დარჩება. მაშინ კიდე ზეთი უნდა დაასხა მაგრამ ზეთი ბლანტია და მაინც ვერ გამოიტანს გარეთ უკვვე ჭუჭყიან ზეთს რომელიც იარაღში ჩავიდა და ყველაფერს მოედო. ზეთიც კარგა ბლომად დაიხარჯება.

ნაგარი რომ მოაშორო საჭიროა მივთიერება რომელიც რეაქციაში შევა ნაგართან. ანუ "სოლვენტი" ანუ გამხსნელი ანუ რასტვარიწელი (იგივე ბენზინი). ამაზე მგონუ უკვე დავწერე სადღაც ამ ფორუმზე .... რასტვარიწელი მალევე ორთქლდება და არ რჩება იარაღში. თუ არ არის სპეცილაურიად იარაღის სოლვენტები, შეიძლება იყიდო სხვა, მაგალიტად კარბურატორის საწმენდი აეროზოლი.

მარტივი ექსპერიმენტი, გამოხეხე ლულა ზეთით მერე სოლვენტით და ჩვარი შავი გამოვა ))) განსაკუთრებით არაქრომირებულ ლულებში.

რაღაცა კოქტეილები არის ანუ ისიც და ესეც მაგრამ სპეციალიზირებულ ქიმიას ვერ აჯობებს.

გარდა ამისა ზეთი არ შედის რეაქციაში იმ ქიმიკატებთან რაც წარმოიშვება ძველი კოროზიული კაფსულებიიანი ვაზნების სროლისას.

სიფრთხილიდ შეიძლება საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოკენება, სახეხი ფხვნილები, თხევადი საპნები და ცხელი წყალი.

ეგ ეხლა ძალიან ინდივიდუალურია და ყველა იარაღს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და საწმენდი საშუალებები. რეზულტატტი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა იარაღი თავისუფალი როგორც ნაგარისგან ასევე საწმენდი საშუალებებისგან, იმისთვის, რომ მერე დაზეთო იქ სადაც საჭიროა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 3 2010, 19:23
პოსტი #107


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
+10000

სკს სახლში რომ მივიტანე და დავშალე, გავოცდი, იმდენი ზეთოვან წებოვან და რავიცი რანაირი ნივთიერება არ იყო დამცემ სასხლეტ მექანიზმში, გავწმინდე სახეხი ფხვნილის სუსტი წყალხსნარით, და ცხელი წყლით, შემდგომ საჭირო ადგილებში დავზეთე და იარაღმა ამოისუნთქა...

ხელში რომ დავიკავე მივხვდი რომ იარაღმა დამლოცა...
აი რაღაც ისეთი ეფექტი იყო: ტყე ღრეში და ჭუჭყში მთელი დღის ნასიარულები და გაოფლილი რომ მიხვალ სახლში, დუშს რომ მიიღებ და დამსუბუქებას რომ იგრძნობ მერე : )))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 3 2010, 19:30
პოსტი #108


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კლასიკური გლუვლულიანი იარაღი 100 წელზე მეტია იწმინდება ტუტე (ნამწვის მავნე მოქმედების და ტყვიის დამშლელი) და ნეიტრალური ზეთით, რაც არ უნდა მოიგონონ ყველაფერი ერთ საერთო სისტემის გარშემო ტრიალებს და ემსახურება ერთსა და იმავეს, დაიცვას იარაღი ქიმიური მავნე ზემოქმედებისგან.
მექანიზმს რაც შეეხება აქ ზეთის ადგილი ნამდვილად არაა,მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში. მექანიზმი : საცხი და მისი ჯანი.
ასე რომ თოფი იწმინდება ზეთით და გაიწმინდება ყოველთვის ! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 3 2010, 19:45
პოსტი #109


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
ნიკუშ, აქ უფრო სხვა რამეზეა მგონი საუბარი, წარმოიდგინე, იყიდე იარაღი, რომელიც იდეაში, მხოლოდ ზეთის უხეში ჩასხმით არის განაწმენდი, ამ იარაღში წლების განმავლობაში დაგროვილია ჭუჭყი, გამხმარი ზეთის ნარჩენები და ა.შ.

ასეთი "გაუპატიურებული" იარაღი ვერანაირად ვერ გაიწმინდება ვერც ტუტე ზეთით და საერთოდ ზეთი არ უნდა მიაკარო, აქ იარაღის მექანიზმის პირვანდელი სახის მიცემაზეა საუბარი, ამ ყველაფერს რომ გააკეთებ, მერე სულ ტუტე და ნეიტრალური ზეთით უნდა წმინდო რაზეა ლაპარაკი...

ach.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 3 2010, 19:48
პოსტი #110


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
ამაში გეთანხმები მაგრამ მე ვქადაგებ სროლის შემდეგ და აქტიური გამოყენებისას !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 3 2010, 21:32
პოსტი #111


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მრავალი წელია მექანიზმს ვზეთავ ტრანსფორმატორის ზეთით. წელიწადში ორჯერ ვხსნი კონდახს, მექანიზმს ვასუფთავებ ძველი ზეთისგან დ მტვრის ნაწილაკებისგან და მერე იმ ადგილებზე სადაც ხახუნი ხდება ვაწვეთებ ზეთს ხოლო დანარჩენს წავუსვამ და მერე ვამშრალებ. ლულებისთვის ვხმარობ აგრეთვე ტრანსფორმატორის ზეთს საკონსერვაციოდაც და ლულების გასუფთავების შემდეგაც. თუმცა ლულების გამორეცხვის საშუალება ვერაფერი მოვიწონე. ვდ-40 არ მომწონს. ცოტა რობლას არაუშავს თუმცა საშინელი სუნი აქვს და ლულის ზეთიან ზედაპირს არ ეკარება. სწორედ საწმენდი საშუალება მიჭირს, მინდა რამე კარგი აღმოვაჩინო თუმცა ექსპერიმენტებს ჩემს თოფებზე ვერ ვატარებ. კარგი იქნება თუ ახალ ინფორმაციას დაპოსტავს ვინმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 4 2010, 10:49
პოსტი #112


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Bonehill @ Mar 3 2010, 20:30) *
კლასიკური გლუვლულიანი იარაღი 100 წელზე მეტია იწმინდება ტუტე (ნამწვის მავნე მოქმედების და ტყვიის დამშლელი) და ნეიტრალური ზეთით, რაც არ უნდა მოიგონონ ყველაფერი ერთ საერთო სისტემის გარშემო ტრიალებს და ემსახურება ერთსა და იმავეს, დაიცვას იარაღი ქიმიური მავნე ზემოქმედებისგან.
მექანიზმს რაც შეეხება აქ ზეთის ადგილი ნამდვილად არაა,მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში. მექანიზმი : საცხი და მისი ჯანი.
ასე რომ თოფი იწმინდება ზეთით და გაიწმინდება ყოველთვის ! newsmile05.gif


100 წლის წინ სარეცხს ნაკვერჩხლით რეცხავდენ newsmile058.gif ტუტე არ ვიცი რა არის, ალბათ შელოჩი. შელოჩი შედის რეაქციაში კოროზიული კაფსულების შემადგენლობაში მყოფ მარილებთან. საბჭოთა ჯარში შელოით წმენდა იყო აუცილებელი გამოყენებყული ტყვიაწამლის გამო . ტუტე ასევე ნერწვშია მაგალითად. შელოჩი ასევე რეაქციაში შედის რკინასთან და იწვევს მის კოროზიას. ამიტომაც ყველაზე სუსტი ტუტე ჩერდება იარარში 24 საათამდე მერე უნდა მოაშორო.

დღეს ქიმია განვითარებულია და შესაბამისად განვითარდა იარაღის მოვლის საშუალებებიც. შესაბამისად ზეთით წმენდა უკვე მოვეტონია. სოლვენტი ჩვენი ყველაფერია.

გარდა ამისა არ არის სასურველი, რომ ნაგარი ხვდებოდეს ზეთს. მერე იმ ნაგარის მოშიორება ბევრად უფრო ძნელია. ასე რომ ზეთი მხოლოდ დასაზეთად.



რამდენჯერ მინახია სანადირო თიფები, რომლევსაც ზეთით წმინდავდნენ გარედან. შიგნით რაც ხდებოდა ენით აუღწერელია, გამოტენილი თიხის მაგვარი მასით. ისე რომ მთელი მექანიზმი იყო გაჭედილი. ეს ზეთით წმენდის შედეგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 4 2010, 15:53
პოსტი #113


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თუ შენ იმას ამბობ რომ მექანიზმი ზეთით არ უნდა გაიწმინდოს ვერ დაგეთანხმები. მტვრით გალესილი მექანიზმი ზეთის კი არა მოუვლელობის და უყურადღებობის ბრალია წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხსნა კონდახი და მექანიზმი გაასუფთავო მტვრისგან შემდეგ დაზეთო და ზედმეტი ზეთი მოაშორო ნაჭრით. დამიჯერეთ ამ საქმეში ტრანსფორმატორის ზეთი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.

მინდა ყველამ ერთ ხმად ვაღიაროთ რა არის კარგი ლულის საწმენდი საშუალება ნაგარის მოსაცილებლად და რა არის კარგი საშუალება სუფთა იარაღის კოროზიისაგან დასაცავად. გთხოვთ ყველამ დავპოსტოთ ერთიც და მეორეც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Mar 4 2010, 16:07
პოსტი #114


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა
თუ შენ იმას ამბობ რომ მექანიზმი ზეთით არ უნდა გაიწმინდოს ვერ დაგეთანხმები. მტვრით გალესილი მექანიზმი ზეთის კი არა მოუვლელობის და უყურადღებობის ბრალია წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხსნა კონდახი და მექანიზმი გაასუფთავო მტვრისგან შემდეგ დაზეთო და ზედმეტი ზეთი მოაშორო ნაჭრით. დამიჯერეთ ამ საქმეში ტრანსფორმატორის ზეთი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.


მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ზეთი არ არის საწმენდი საშუალება. ზეთი არის ზეთი, საფოხი საშუალება. ზეთი რომ გადაასხა იაარღს და გაწმინდო ჩვარით ან უბრალოდ ჩვარით რომ გაწმინოდ იქნება იგივე ეფექტი. ერთი ვარიანტია რომ ზეთი იმოქმედებს როგორც რკინისადმი ნეიტრალური სითხე მაგრამ მარტო სიტხე ხომ არ გვინდა გვინდა საშუალება, რომელიც მოაცილებს ნაგარს. ამიტომაც დღეს როდესაც ასეთი საშუალებები ხელმისწავდომია, რომელიც იარაღს ზეტზე უკეთესად წმინდავს ზეთის გამოყენებას აზრი ეკარგება. მერე ნახეთ იარაღის ზეთი რამხელა ტარაში იყიდება. პატარა 50–100მლ–ნი ბალონჩიკები ან პატარა სპრეები. ეხლა მაგ ზეთი რამდენ იარაღზე გეყოფა? ძალიან ცოტაზე.

ერთ მხარეს, რომ დაალაგო ზეთით წმენდი პლუსები და მეორე მხარეს მინუსები, გამოვა რომ ზეთით წმენდა არ არის მიზანშეწონილი. წელიწადში ოთხჯერ ხუთჯერ რომ წმინდო იარაღი კიდე ხო.. მაგრამ ერთი 3–4 იარაღი თითო თვეში 5–ჯერ 6–ჯერ რომ გაქ გასაწმენდი მაგდენი ზეთი რატომ უნდა იყიდო?

ციტატა
მინდა ყველამ ერთ ხმად ვაღიაროთ რა არის კარგი ლულის საწმენდი საშუალება ნაგარის მოსაცილებლად


კარგი კითხვაა მეც მაინტერსებ პასუხები. ჩემი პასუხია Hoppes #9 თუ ძველი კოროზიული ვაზნებია და ABRO carburator cleaner. იშვიათად ვხმარობ ბენზინს ან ვდ–40–ს.

ციტატა
და რა არის კარგი საშუალება სუფთა იარაღის კოროზიისაგან დასაცავად


Browning Legia Spray.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 4 2010, 19:54
პოსტი #115


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Shooter @ 4th March 2010 - 11:49) *
რამდენჯერ მინახია სანადირო თიფები, რომლევსაც ზეთით წმინდავდნენ გარედან. შიგნით რაც ხდებოდა ენით აუღწერელია, გამოტენილი თიხის მაგვარი მასით. ისე რომ მთელი მექანიზმი იყო გაჭედილი. ეს ზეთით წმენდის შედეგია.

ეს ცუდი მონადირის შედეგია !
შენც იგივეს ამბობ რასაც მე , ცოტა განსხვავებულად

ციტატა(Shooter @ 4th March 2010 - 17:07) *
მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ზეთი არ არის საწმენდი საშუალება. ზეთი არის ზეთი, საფოხი საშუალება. ზეთი რომ გადაასხა იაარღს და გაწმინდო ჩვარით ან უბრალოდ ჩვარით რომ გაწმინოდ იქნება იგივე ეფექტი.

არც ესაა ჭეშმარიტება ჩემი აზრით !

ბევრ რამეში არ გედავები უბრალოდ თავში რომ ბრძანე ზეთით არ წმინდავენ იარაღსო აზრი ვერ გამოვიტანე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Mar 4 2010, 20:40
პოსტი #116


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც ვხვდები აქ საუბარი მიდის რომ ზეთი დასაზთადაა და არა გასაწმენდად..
გლუვლულიანის შემთხვევაში ზეთი აუცილებელია თუნდაც უხეში ჯაგრისის ხმარებისას, წინააგმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკაწროს ლულა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 4 2010, 22:11
პოსტი #117


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ამიტომაც ხმარობენ თითბერის ჯაგრისს, რომა ლულა არ დეიკაწროს... ზეთიც ამის შანსს ამცირებს ach.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 4 2010, 22:19
პოსტი #118


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jagermeister
919
+1000000
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 5 2010, 09:04
პოსტი #119


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით და გამოცდილებით ზეთი აუცილებელია წმენდის დროს და პრობლემაც ამაში მდგომარეობს რომ კარგი საწმენდი ზეთი ვერავინ თქვა რა არის. დაბინძურებულ ლულას ჭირდება უხეში ჯაგრისი გასაწმენდად. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას ტუტოვანი ზეთი რაც მოახდენს ლულაში არსებული მავნე ნივთიერებების დაშლას და უხეში ჯაგრისის გატარების შემთხვევაში არ დაკაწრავს ლულას. თითბერის ჯაგრისი რომ გაატარო ტუტე დედას უტირებს თითბერს. ამიტომ ლულა უნდა იყოს ტუტე ზეთით სველი რომ კარჰი შედეგი მოგვცეს.




მთელი პრობლემა: ,,ვდ 40" ვერ შლის ტყვიას და არც გამოდგება ლულიდან ტყვიის ნალესის მოსაშორებლად.
ვითომ უკეთესი ,,რობლა" ტყვიასაც შლის ჟანგსაც მაგრამ ზეთი არ არის ხისტია და მშრალ ლულას თუ ამით
დავასველებთ და უხეშ ჯაგრის გავატარებთ დედა ეტირება ლულას. ჯერ თუ ზეთს გაატარებ და მერე ამ რობლას
ამ შემთხვევაში რობლა არ ეკარება რკინას ნორმალურად შარიკივით დაგორავს წვეთი.


გამოსავალი? ? ? ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Mar 5 2010, 11:04
პოსტი #120


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



მოკლედ ამ საუბარს კომპეტენტური მეტალურგი ესაჭიროება და არა ჩვენ ნაირი დილეტანტი
მეიარაღეები. ვიმეორებ, მეტალურგი ან მინიმუმ პრაქტიკოსი ქიმიკოსი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

16 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2025 - 01:53