ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
249 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (225 - 239)
AlekoN
პოსტი Mar 2 2010, 19:02
პოსტი #226


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ზაზა
QUOTE (ზაზა @ Mar 2 2010, 15:07) *
ალეკო,იდეალური პოინტერი არ არსებობსო ხომ ამბობ.კი,ბატონო,შეიძლება თავი სერიოზული ჰქონდეს და კუდში უჭირდეს,კუდი სტანდარტში იჯდეს და კბილთაყრა არეული იყოს--ესენი დაიბრაკებიან,მარა ვთქვათ,დასაბრაკი,აშკარად გამოხატული მინუსი არა აქვს,გამოფენაზე გადის,მარა თავი მოსაწონი აქვს,კიდურები ვერა,ან პირიქით...მკერდი კარგი აქვს,შეფერილობა ვერა(სამფერში კი არა,უბრალოდ მკვეთრი ფერის ლაქები არა აქვს).ხო მიმიხვდი,რაზეც ვამბობ.აი,ასეთ მინუს-პლიუსებში ექსპერტები ძაღლის რომელ ნაწილს მიანიჭებთ ხოლმე უპირატესობას:თავს,კიდურებს,კ

უდს,ტანს,მკერდს და ა.შ. თქვენი შეფასება მთლიანობაში და სიმპათია როგორი ძაღლისკენ გადაიხრება?

მადლობა

ამ კითხვაზე სხვა გამოცდილებმაც გთხოვთ გამცეთ პასუხი

პატივისცემით,

კითხვა მართლაც საინტერესოა და ძალიან დიდ თემას მოიცავს, რადგან უამრავ კომბინაციას შეიძლება შევხვდეთ.
შესაბამისად, ცალსახად და მარტივად პასუხის გაცემა შეუძლებელია.
შეიძლება ვისაუბროთ ზოგად პრინციპებზე, რასაც შეიძლება მსაჯი დაეყრდნოს და ეს პრინციპები გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ამიტომაც ვერ დავეთანხმები Shadi shamodis ნაწილობრივ მაინც, რომ ეს ექსპერტის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ექსპერტიზისას, პირველ რიგში თვალში გხვდება კონსტიტუციური ტიპის, საერთო იერის, აღნაგობის პროპორციულობიდან გადახრები, რადგან ეს ფაქტორები თვალშისაცემია და მცირედი გადახრაც კი იწვევს შეფასების დაქვეითებას ერთი საფეხურით.
ამმხრივ თვალსაჩინოდ გამოხატული გადახრები, მაგ. არადამახასიათებელი კონსტიტუციური ტიპი (ვთქვათ, პოინტერისთვის- ლოხი), ნაკლებჯიშიანი თავი მთლიანობაში, ავალდებულებს ექსპერტს, შეაფასოს ძაღლი, არაუმეტეს "კარგით". ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვა ნაკვთების ხარისხს.
შემდეგ დგება უფრო კონკრეტული, ტანის ცალკეული ნაწილების თუ ნაკვთების, ბეწვის, მოძრაობის შეფასების ჯერი.
ბევრი სვავს მსგავს კითხვებს, თავი თუ ტანი, თუ კუდი და ა.შ. რომელს ენიჭება უპირატესობა?
საქმე იმაშია, რომ სტანდარტში გარკვევითაა მითითებული ტანის ყველა ნაწილისა თუ ნიშნის გადახრები, რომლებიც გამოხატულობის ხარისხის მიხედვით იყოფიან:
სუსტად გამოხატულ ნაკლებად (გავლენას ვერ ახდენს შეფასებაზე),
ნაკლებად (წესით, იწვევს უმაღლესი შეფასების ერთი საფეხურით დაქვეითებას - ძლიერ კარგი) და
სერიოზულ ნაკლებად ანუ ხინჯებად (შეფ. - კარგი).
აქედან გამომდინარე, მთავარია რა ხარისხითაა გამოხატული ტანის ამა თუ იმ ნაწილის გადახრა. თუ შესადარებელ ძაღლებში ერთის ნაკლი იწვევს შეფასების ერთი საფეხურით დაქვეითებას, ხოლო მეორის ნაკლი ხინჯის დონეზეა (მაქსიმუმ "კარგი"), მაშინ ამ ძაღლებს შორის უპირატესს, უკეთესი შეფასება გამოავლენს.
უფრო რთულადაა საქმე, ერთიდაიგივე შეფასებების შემთხვევაში...
ყველა ვამბობთ, რომ თავი ჯიშის სახეა და ა.შ. პოინტერის შემთხვევაში ეს გამოთქმა გულისხმობს კუდსაც (ძალიან ძველი პოსტულატია). ვთქვათ, ორი ძაღლიდან, რომელთა შორის ერთს თავის ნაკლი აქვს, ხოლო მეორეს ტანის ან კიდურის და ორივე იღებს ერთიდაიგივე შეფასებას, მაგ. "ძლიერ კარგს" ან "ფრიადს" (გამოხატულებისდა მიხედვით), რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? იმას, რომელსაც ნაკლი უფრო სუსტად აქვს გამოხატული, მეტოქესთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ სხვა ნაწილის ნაკლია. ეს კი ექსპერტის გადასაწყვეტია, რომელი სუსტადაა და რომელი, შედარებით თვალსაჩინოდ გამოხატული. აქ გამოჩნდება მისი კლასი და გამოცდილება, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში. თუ პირველს თავისი ნაკლი უფრო სუსტად აქვს გამოხატული, ვიდრე მეორეს, ის დადგება წინ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაკლი თავს ეხება. სხვანაირად რო ვთქვათ, ამ ორ ძაღლში, თავებს შორის ხარისხში განსხვავება თუ უფრო ნაკლებია, ვიდრე - ტანებს შორის, პირველი ანუ თავის ნაკლის მქონე იგებს.
მე მოვიყვანე ყველაზე მარტივი, თითქმის ხელოვნური მაგალითი, როცა ორი ძაღლი, თითო ნაკლით გამოირჩევა და დანარჩენი ნიშნების მიხედვით თანაბარნი არიან, რათა კარგად დამენახებინა უპირატესობის მინიჭების პრინციპი. სინამდვილეში საქმე გაცილებით რთულადაა - თითოეული ექსპონენტი "დაჯილდოებულია" სხვადასხვა რაოდენობის ნაკლებითა და ღირსებებით და ამ ფონზე უნდა მოხდეს როგორც მათი აბსოლუტური შეფასება, ასევე რინგის განლაგება.
და ისევე, როგორც ცალკეული ძაღლი უნდა შეფასდეს მინუსებისა და პლიუსების გათვალისწინებით, დაბალანსებულად, მთლიანობაში, როგორც ერთი მთლიანი; ასევე, ერთი შეფასების მქონე ძაღლების რინგზე განლაგებისას, ასეთივე კომპლექსური მიდგომაა საჭირო - როგორც ღირსებების, ასევე ნაკლების გათვალისწინებით. ამასაც, ბუნებრივია, ექსპერტის კომპეტენციასთან მივყავართ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 3 2010, 20:56
პოსტი #227


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://www.radikal.ru]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Mar 4 2010, 15:42
პოსტი #228


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამ საიტზე ვნახე რაღაც ვიდეოები.გთხოვთ,მცოდნეებმა ნახოთ ჯერ ეს ვიდეო ,,გნოლზე ნადირობა კურცხაარით და პოინტერით",შეაფასოთ მათი მუშაობა,არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული,არადა ჩემპიონიაო პოინტერზე წერია.
http://russianpointdogs.ning.com/video/kurchaar-vs-pojntera

მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 4 2010, 16:38
პოსტი #229


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



განსაკუთრებული არაფერი მარა იმ დროში რაც ნაჩვენებია ყველაფერს ხუთიანზე აკეთებენ. მაგრამ არა მგონია მაგ პოინტერმა აგვისტოს ბოლოს სიცხეში მთელი დღე მაგ ტემპით შეძლოს მუშაობა. მასეთი მოკლე ჩანაწერით მხოლოთ წარმოდგენა თუ შეგექმნება ძაღლზე. ჩემი აზრი ასეთია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 4 2010, 17:01
პოსტი #230


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(aragveli @ Mar 4 2010, 17:38) *
განსაკუთრებული არაფერი მარა იმ დროში რაც ნაჩვენებია ყველაფერს ხუთიანზე აკეთებენ. მაგრამ არა მგონია მაგ პოინტერმა აგვისტოს ბოლოს სიცხეში მთელი დღე მაგ ტემპით შეძლოს მუშაობა. მასეთი მოკლე ჩანაწერით მხოლოთ წარმოდგენა თუ შეგექმნება ძაღლზე. ჩემი აზრი ასეთია


ეგ პოინტერი არ არის დიდი ძებნის ძაღლი აქ როგორც ჩანს, იმათ ტემპი გაცილებით სწრაფი აქვთ. ამ ტემპის ძაღლები საქართველოშიც არიან და საკმაოდ ხანგრძლივადაც ნადირობენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 4 2010, 17:19
პოსტი #231


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(aragveli @ Mar 4 2010, 18:12) *
ეს თემა ყიდვა გაყიდვაში გახსენი ძმი.

რაც ვიდეოდან ჩანს საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობს. უფრო სწრაფათ თუ იმუშავა პატრონმა ცხენით უნდა სდიოს



მთავარია ძალიან შორს არ ირბინოს და ნაბულზე დაელოდოს პატრონს და ცხენი არ დაჭირდება, რა ჯობია ენერგიულ და სწრაფ ძაღლს მინდორში თუ გიჯერებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 4 2010, 18:17
პოსტი #232


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(irakli# maxi @ Mar 4 2010, 18:19) *
მთავარია ძალიან შორს არ ირბინოს და ნაბულზე დაელოდოს პატრონს და ცხენი არ დაჭირდება, რა ჯობია ენერგიულ და სწრაფ ძაღლს მინდორში თუ გიჯერებს?

მართალი ხარ გეთანხმები მაგრამ სწორედ ამ ენერგიული ძაღლების დამორჩილებაა ხოლმე ძნელი. მაგრამ წვალება ღირს მერე შედეგად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 4 2010, 18:44
პოსტი #233


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ვიდეოში არის მომენტი როცა კურცჰარი ფრინველის ნაჯდომს უკეთებს სტოიკას საიდანაც ფრინველი უკვე აფრენილია. მაგრამ მალევე იხსნება ნაბულიდან , როგორც ვიცი 20 წამზე მეტხანს თუ გაჩერდა მაშინ ეთვლება ძაღლს ცრუ ნაბული ,მაგრამ დაუშვათ ძალიან ბევრჯერ გაიმეორა ოგონთ 20 წამამდე მაგ დროს რა ხდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 18:56
პოსტი #234


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



პოინტერი მუშაობს ჯიშისთვის არა დამახასიათებელ სტილში,თავი დააქვს ზურგის ხაზზე გაცილებით დაბლა,ნაბული არატიპიური აქვს,თითქმის დაწოლილი,მანძილებს არ აჩვენებს,ლთოლვა არ აქვს გამოხატული. სიზუსტეშიც მოიკოჭლებს. ერთადერთი რაც მომეწონა-მოტანაა,ეტყობა სერგო პაპავას დაგეშილია)newsmile05.gifnewsmile05.gif:
კურცჰაარმა გაცილებით შორი მანძილები აჩვენა,დამახასიათებელი ლტოლვით,ნაბულის სტილით,კარგი სისწრწფით.
გავკადნიერდები და წარმოვიდგენ ჩემ თავს ექსპერტად-მე პოინტერს საველე გამოცდაზე დიპლომს არ მივცემდი,კურცჰაარს პირიქით-მივცემდი(რაც ჩანს იმის მიხედვით)მაღალი ხარისხის დიპლომს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 4 2010, 19:01
პოსტი #235


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



აბა ჩემპიონობა ფულით ააქვს ნაყიდი?რაღაც არა მგონია მაგდენი ნაკლი ჰქონდეს . კურცჰრის სისწრაფე მე არ მომეწონა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 19:18
პოსტი #236


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



aragveli
ციტატა(aleksandre @ 4th March 2010 - 20:01) *
აბა ჩემპიონობა ფულით ააქვს ნაყიდი?რაღაც არა მგონია მაგდენი ნაკლი ჰქონდეს . კურცჰრის სისწრაფე მე არ მომეწონა.

ვინ გითხრა რომ ეგ ძაღლი რამის ჩემპიონია, თუ გინდა მაგ დისკს გატხოვებ და იქ ნახავ რომ ეს არის დანიაში2002 წელს გადაღებული ნადირობების კადრები და მეტი არაფერი.
ჩანაწერზე რაც ჩანს კურცჰაარი დადის ზუსტად იმ სისწრაფით რაც ჯიშს მოეთხოვება.
პოინტერის ნაკლებს თუ ვერ ამჩნევ ეგ ცუდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Mar 4 2010, 19:29
პოსტი #237


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



აბა ზაზას მოელანდა რომ თქვა პოინტერზე წერია ჩემპიონიაო? შენ უკეთ იცი გამოცდილი ხარ მაგ საქმეში მარა არ მგონია მაგდენი ნაკლი ჰქონდეს .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 4 2010, 21:04
პოსტი #238


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



[quote name='თენგო ' date='Mar 4 2010, 19:56' post='71503']
პოინტერი მუშაობს ჯიშისთვის არა დამახასიათებელ სტილში,თავი დააქვს ზურგის ხაზზე გაცილებით დაბლა,ნაბული არატიპიური აქვს,თითქმის დაწოლილი,მანძილებს არ აჩვენებს,ლთოლვა არ აქვს გამოხატული. სიზუსტეშიც მოიკოჭლებს. ერთადერთი რაც მომეწონა-მოტანაა,ეტყობა სერგო პაპავას დაგეშილია)newsmile05.gifnewsmile05.gif:

სიზუსტემ უმტყუნა გაცდა ფრინველს თორე მიტანებაც არა აქვს ცუდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 4 2010, 22:22
პოსტი #239


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რაც მაგ ვიდეოზე პოინტერია ზიზღის მეტს არაფერს იწვევს ჩემში(პოინტერს მეტი ყველაფერია)-ისე თეორიულად ეგეთმა ძაღლმა ჩვენი წესებით შეიძლება II ხარისხის დიპლომიც კი აიღოს I თუ არა, და საჯიშე მწარმოებელიც კი გახდეს. კურცჰაარებს რაც შეეხება შედარებით უკეთ გამოიყურებიან-მარა მაგათგან დიპლომს ვაერცერთი ვერ აიღებდა. მუშაობის სხვა ელემენტებიც ძალიან ცუდადაა გადღებული. ერთი კია რასაც ვერ დაუკარგავ მაგარი დაგეშილები არიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 4 2010, 22:25
პოსტი #240


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(GIGO @ Mar 4 2010, 23:22) *
რაც მაგ ვიდეოზე პოინტერია ზიზღის მეტს არაფერს იწვევს ჩემში(პოინტერს მეტი ყველაფერია)-ისე თეორიულად ეგეთმა ძაღლმა ჩვენი წესებით შეიძლება II ხარისხის დიპლომიც კი აიღოს I თუ არა, და საჯიშე მწარმოებელიც კი გახდეს. კურცჰაარებს რაც შეეხება შედარებით უკეთ გამოიყურებიან-მარა მაგათგან დიპლომს ვაერცერთი ვერ აიღებდა. მუშაობის სხვა ელემენტებიც ძალიან ცუდადაა გადღებული. ერთი კია რასაც ვერ დაუკარგავ მაგარი დაგეშილები არიან.



მეორე შეიძლება, მაგრამ პირველის მანძილიც რო აჩვენოს80 ქულას ვერ მოაგროვებს მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2025 - 12:42