ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
249 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (240 - 254)
GIGO
პოსტი Mar 4 2010, 22:35
პოსტი #241


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა
ვიდეოში არის მომენტი როცა კურცჰარი ფრინველის ნაჯდომს უკეთებს სტოიკას საიდანაც ფრინველი უკვე აფრენილია. მაგრამ მალევე იხსნება ნაბულიდან , როგორც ვიცი 20 წამზე მეტხანს თუ გაჩერდა მაშინ ეთვლება ძაღლს ცრუ ნაბული ,მაგრამ დაუშვათ ძალიან ბევრჯერ გაიმეორა ოგონთ 20 წამამდე მაგ დროს რა ხდება?


ყნოსვის სიზუსტეში აკლდება ქულები. ვიდეოში არ ისმის და თუ ბრძანება იყო ეგეც ცრუ ნაბულად ჩაითვლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 4 2010, 23:06
პოსტი #242


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



994 78 459 322 99=80 I ხ/დ ეს თეორიულად ამ ძაღლის შეფასებაა წამატებებით-მარა II-ს დაუძაბავად აიღებს მანძილი თუ აჩვენა -რეალური ქულები რაც ჩანს 784 77 358 322 98=73 II ხ/დ და ეს პოინტერია? ეს ძაღლი ევროპაში დიდ ძებნაზე აღარ მაქვს ლაპარაკი სხვაშეჯიბრებებშიც ესეთი მუშაობით ვერესოდეს შეფასებასაც ვერ მიიღებს-იმიტომ რომ მარტო ტანად გავს პოინტერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 23:14
პოსტი #243


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
ციტატა(GIGO @ 5th March 2010 - 00:06) *
994 78 459 322 99=80 I ხ/დ ეს თეორიულად ამ ძაღლის შეფასებაა წამატებებით-მარა II-ს დაუძაბავად აიღებს მანძილი თუ აჩვენა -რეალური ქულები რაც ჩანს 784 77 358 322 98=73 II ხ/დ

ეტყობა ბოლომდე არ გამიხსნა,სად ნახეთ ამ ქულების შესაბამისი მანძილები?
50 სანტიმეტრში პოულობს ფრინველს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 4 2010, 23:20
პოსტი #244


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მანძილები თეორიაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 4 2010, 23:21
პოსტი #245


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიგო, "ზიზღი" ნამეტანია, მე მგონი. პოინტერიც, და კურცხარები ხო კიდევ უფრო მეტად, მშვენიერი მუშა ძაღლები არიან, ჩემი აზრით. საშუალო მონაცემების, არაგანსაკუთრებული და საჩემპიონო, მაგრამ გემრიელად რო განადირებენ, ისეთები. მაღალი ხარისხისა არა, დიპლომი კი ნამდვილად ეკუთნით. ჩვენი გადასახედიდან მითუმეტეს. ეგეთი ძაღლებისთვის მიგვიცია? newsmile090.gif სწორადაც მოვქცეულვართ, მე რო მკითხო..რაც შეეხება შენს შეფასებას (სტილში 322) ზედმეტად მკაცრი კი მეჩვენება, მაგრამ ,რასაც კაი ხანია ვიძახი: სტილის ქულები მაპროფილებელ ქულათა სიაში შევიტანოთ მეთქი, ამისთვის სამაგალითო არგუმენტად გამოდგება - ჯამში მინიმუმ 10 ქ. III ხარ. და 12ქ. II და I ხარისხი.
ალეკოსაც მინდა შევეხმიანო. მშვენიერი ლექცია გამოუვიდა ექსპერტიზის შესახებ - სასარგებლო და საინტერესო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 4 2010, 23:25
პოსტი #246


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Shadi shamodi
ციტატა(shadimani @ 5th March 2010 - 00:21) *
ალეკოსაც მინდა შევეხმიანო. მშვენიერი ლექცია გამოუვიდა ექსპერტიზის შესახებ - სასარგებლო და საინტერესო

ალეკოს ცუდად საერთოდ არაფერი არ გამოდის, თუ აკეთებს აკადემიურად.
ერთია იუმორში ერხევა newsmile056 (1).gif newsmile055.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Mar 5 2010, 11:44
პოსტი #247


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Пойнтер Эрик, Интер Полевой Чемпион, Швеция. Короткий эпизод из фильма Hunting with Pointing Dogs.…

აი ასეთი წარწერაა ამ ვიდეოზე

რაც შეეხება თენგოს შეფასებას,მე გეთანხმებით,ამ პოინტერის მხოლოდ აპორტირება მომეწონა

ციტატა(Shadi shamodi @ Mar 5 2010, 00:21) *
ალეკოსაც მინდა შევეხმიანო. მშვენიერი ლექცია გამოუვიდა ექსპერტიზის შესახებ - სასარგებლო და საინტერესო.



ჩვენ ,,ვაიძულებთ" დადოს ასეთი პოსტები small3d018.gif

ისე,რაც მაჩაბლის კლუბიდან შემოხვედით,ბევრად საინტერესოა ეს განყოფილება.

მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 5 2010, 12:19
პოსტი #248


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზაზა
ციტატა(zaza @ 5th March 2010 - 12:44) *
Пойнтер Эрик, Интер Полевой Чемпион, Швеция. Короткий эпизод из фильма Hunting with Pointing Dogs.…

იქაც ვერ გაიგებ, ათასნაირი ჩემპიონატები ტარდება,შეიძლება რამე სპეციფიურ სახეობაში არის ჩემპიონი. მე რა არ მომეწონა-ძაღლი აშკარად პოინტერისათვის არადამახასიათებელ მანერით ეძებს, რჩება შთაბეჭდილება რომ გაქცეულ ფრინველს დაბალი კვალით ამუშავებს,ნაბულიც საზიზღარი აქვს,სიზუსტე არც თუ ისე სახარბიელო. ვეთანხმები შადიმანს გემრიელი სანადირო ძაღლია,მაგრამ მაშინ თუ ეგეთი მუშაობები მოგვწონს პოინტერი ან საერთოდ ინგლისურუ მეძებრები რად გვინდა,ვინადიროთ ნარევი სისხლის ძაღლებით რომლებიც პოვნაში მაგრები არიან.
შადიმანს ვერ დავეთანხმები იმაში რომ ეგეთი ძაღლებისთვის მიუციათ დიპლომები,პირადად მე არ მახსოვს ჩვენს ექსპერტებს დიპლომი ვინმესთვის ეჩუქებინოთ(გიგო და ალეკო რას გაჩუქებენ)პირიქით სულ იმაზე იყო ჩხუბიძედმეტად მკაცრათ ნუ მსაჯობთო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Mar 5 2010, 13:12
პოსტი #249


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(თენგო @ Mar 5 2010, 13:19) *
ზაზა

აშკარად პოინტერისათვის არადამახასიათებელ მანერით ეძებს, რჩება შთაბეჭდილება რომ გაქცეულ ფრინველს დაბალი კვალით ამუშავებს,ნაბულიც საზიზღარი აქვს,სიზუსტე არც თუ ისე სახარბიელო.



მეც ასე ვფიქრობდი,ე.ი. რაღაც წინსვლა მაქვს.

რაც შეეხება ექსპერტების სიმკაცრეს,ჯერ არ ვიცი,შევხვდები მინდორში მაისში...
ისე,გავიგე ქრთამს იღებენო,კაი ელარჯის გაკეთება ვიცი newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 5 2010, 13:20
პოსტი #250


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



newsmile045.gif ზაზა
ციტატა(zaza @ 5th March 2010 - 14:12) *
ისე,გავიგე ქრთამს იღებენო,კაი ელარჯის გაკეთება ვიცი

ეხლა მანდ როგორა საქმე,ყველას არ ენდობიან,მე ვყავართ შტატიან შუამავლად,თუ რამე გინდა ჩემთან უნდა ჩააწყო(ელარჯი,ჯურჯალი,ქაცარი) newsmile029.gif
აზდაკი ხო გახსოვთ-ვიღებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Mar 5 2010, 13:22
პოსტი #251


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ზაზა @ Mar 5 2010, 14:12) *
მეც ასე ვფიქრობდი,ე.ი. რაღაც წინსვლა მაქვს.

რაც შეეხება ექსპერტების სიმკაცრეს,ჯერ არ ვიცი,შევხვდები მინდორში მაისში...
ისე,გავიგე ქრთამს იღებენო,კაი ელარჯის გაკეთება ვიცი newsmile027.gif


ელარჯი როკის აჭამე და აღარ დაჭირდება ქრთამი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 5 2010, 13:23
პოსტი #252


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ზაზა @ Mar 4 2010, 16:42) *
ამ საიტზე ვნახე რაღაც ვიდეოები.გთხოვთ,მცოდნეებმა ნახოთ ჯერ ეს ვიდეო ,,გნოლზე ნადირობა კურცხაარით და პოინტერით",შეაფასოთ მათი მუშაობა,არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული,არადა ჩემპიონიაო პოინტერზე წერია.
http://russianpointdogs.ning.com/video/kurchaar-vs-pojntera

მადლობა


რისი ჩემპიონია ეს ძაღლი არ ვიცი, მაგრამ სტილში და ყნოსვის მანერაში რომ მაგრა "ეშლება" - აშკარაა.
პირველი მუშაობა - ტიპიური მუშაობაა კვალზე, რასაც მიახლოების მანერა ადასტურებს თვალნათლივ, და კიდევ - ფრინველთან უშუალო სიახლოვეში გაკეთებული ნაბული (მაქსიმუმ მეტრი).
მეორე მუშაობა - აქაც, იგივე სტილის, უფრო სწორედ - არადამახასიათებელი სტილის ნაბულმა და თავის დაჭერის მანერამ მაფიქრებინა, გნოლი აქვეა თქო, მაგრამ შევცდი. სწორხაზოვანმა, ენერგიულმა მიტანებამ გვაჩვენა, რომ ასე არ იყო. თუმცა ამ მუშაობამ უკვე დაგვიდასტურა, რომ ეს პოინტერი ნაბულის სტილთან სერიოზულადაა მწყრალად - ამ მანძილიდან დადგომა, დაბალი ნაბულის გაკეთების არანაირ მიზეზს არ აძლევს. ის კი, იგივე სტილით დგება, როგორც ახლოდან, სადაც შეიძლება იფიქრო, რომ ფრინველის სიახლოვის გამო, სიფრთხილე კარგად გამართვის საშუალებას არ აძლევს.
მესამე მუშაობაც ისეთივე მდარეა სტილისა და მანძილის მიხედვით, როგორც პირველი და კანონზომიერიც იქნება, თუ ამ ნაბულის, კვალით მიახლოება უძღოდა.
ამ სამი მუშაობიდან გამომდინარე, ნაჩვენები ყნოსვის მიხედვით, ჩვენი წესებით, დიპლომი ეკუთვნის.
ძებნის სტილი - დამძიმებული სვლა, დაწეული თავით, აკონტროლებს კვალს.
ამიტომაც, სტილის გიგოსეული შეფასება სულაც არ მეჩვენება ზედმეტად მკაცრად!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 5 2010, 19:52
პოსტი #253


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(თენგო @ Mar 5 2010, 13:19) *
ზაზა

იქაც ვერ გაიგებ, ათასნაირი ჩემპიონატები ტარდება,შეიძლება რამე სპეციფიურ სახეობაში არის ჩემპიონი. მე რა არ მომეწონა-ძაღლი აშკარად პოინტერისათვის არადამახასიათებელ მანერით ეძებს, რჩება შთაბეჭდილება რომ გაქცეულ ფრინველს დაბალი კვალით ამუშავებს,ნაბულიც საზიზღარი აქვს,სიზუსტე არც თუ ისე სახარბიელო. ვეთანხმები შადიმანს გემრიელი სანადირო ძაღლია,მაგრამ მაშინ თუ ეგეთი მუშაობები მოგვწონს პოინტერი ან საერთოდ ინგლისურუ მეძებრები რად გვინდა,ვინადიროთ ნარევი სისხლის ძაღლებით რომლებიც პოვნაში მაგრები არიან.
შადიმანს ვერ დავეთანხმები იმაში რომ ეგეთი ძაღლებისთვის მიუციათ დიპლომები,პირადად მე არ მახსოვს ჩვენს ექსპერტებს დიპლომი ვინმესთვის ეჩუქებინოთ(გიგო და ალეკო რას გაჩუქებენ)პირიქით სულ იმაზე იყო ჩხუბიძედმეტად მკაცრათ ნუ მსაჯობთო

თენგო, როდის ვთქვი მომწონს-თქო? ან დიპლომები გვიჩუქებია-თქო? მიგვიცია მეთქი, დამსახურებულად მიგვიცია და ესენიც იმსახურებენ, მე რომ მკითხო, ჩვენი წესების მიხედვით (გიგოც ამას ამბობს, ოღონდ დანანებით). გულზე ხელი დაიდე, კურცხარები და დრათხარები ((პოინტერს არ ვამბობ) ბევრი გვყავს ამათზე უკეთესი? მარტო გაწაფულობის, მორჩილების და აპორტირების გამო რადენი ინატრებდა მაგ ძაღლების ყოლას. ფრინველს პოულობენ, ნაბულზე დგებიან _ მესამე ხარისხის დიპლომს მეტი რა დიდი ამბავი უნდა...პოინტერს რაც შეეხება, სტილი თუ მაპროფილებელი არ იქნა, დიპლომი თავისუფლად ეკუთვნის - ერთი მანძილიანი მიტანება ნამდვილად ჩანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 5 2010, 20:58
პოსტი #254


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Shadi shamodi
ეტყობა სწორად ვერ გავიგე)newsmile05.gif:სტილმა იმდენად აღმაშფოთა რომ საღად განსჯის უნარი დამაკარგინა)newsmile05.gif: არ უნდა აყვე კაცი ემოციებს მარა ეგ პოინტერი მართლა საზიზღრად იქცევა.
მანძილიან მუშაობას რაც შეეხება კვალზე ხომ არ ჩალიჩობს? მე ეგრე მეჩვენება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Mar 6 2010, 17:14
პოსტი #255


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



[/URL
[URL=http://www.radikal.ru]



აი ჩემი ლინდა ძალიან მახარებს ამის ქცევები და დიდ იმედებს ვამYარებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th September 2025 - 19:22